გაზ. „დროება“,№ 111, გვ. 2-3; № 113, გვ. 3-4; № 114, გვ. 3; № 122, გვ. 3-4;
გაზ. «Обзор», № 519, 520. გაზ. „დროება“, 1884,3 ივნ. № 118, გვ. 2-3; 5 ივნ., № 119, გვ. 3; შ.
გოზალიშვილი, ილია და მისი საზღვარგარეთელი მეგობრები“, გაზეთი „ყვარელი“, 1965, №
65, 30, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბ., 2005, გვ. 219. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და
აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული
გაზეთი “Kaukazishe post”. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 361; გაზ. „ივერია“, 1886, 1 ივნისი, № 116, გვ. 1, 3; ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, თბ., 2007, გვ. 68. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. С. И. Вацадзе, „К вопросу о влиянии кислотно-щелечных вод (Эсентуки № 17 и
Боржоми) на секрецию желудка и кислотность мочи у здоровых и больных людей“ СПб,
1891, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია,
TS 2.686/09. პირთა ანოტაციები: ვაწაძე სპირიდონ იოსების ძე (1857-1923) სამხედრო ექიმი. 1833 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო აკადემია. გაზ. „ივერია“, 1893, 1 ივნისი, № 112, გვ. 1. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის”
დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. გაზ. „ივერია“, 1897, № 108, გვ. 1-3; გაზ. «Кавказ», 1897, № 145; «Новое
обозрение», 1897, № 4611. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 848, გვ. 4. პირთა ანოტაციები: მუსხელიშვილი ვახტანგ სოლომონის ძე (1869-1933) ოფთალმოლოგი. მუშაობდა ამიერკავკასიის რინიგზის საავადმყოფოში, ხელმძღვანელობდა
კათედრას თსუ-ში. გაზ. „ივერია“ 1905, 1 ივნისი, № 89, გვ. 4.
1880
1 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც კითხულობს
საზოგადოების პირველი წლის მუშაობის ანგარიშს.
წყარო:
1884
1 ივნისი
ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად რკინიგზის სადგურზე
ხვდება მისივე მოწვევით საქართველოში ჩამოსულ არტურ ლაისტს. 3 საათზე
გერმანელი სტუმრისთვის მართავს სადილს, რომელზეც მიწვეულები არიან ცნობილი
მწერლები და ჟურნალისტები. იგი სტუმარს მიმართავს სიტყვით, რომელშიც
განსაზღვრავს ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანის საქმეში ლაისტის
უდიდეს წვლილს. იმავე საღამოს კიდევ ერთი წვეულება იმართება მტკვრის
სანაპიროზე „ვაზის ბაღში“, სადაც არტურ ლაისტი წარმოთქვამს სამადლობელ
სიტყვას.
წყარო:
1886
1 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით თარიღით „ტფილისი, 31 მაისს“ („ბ-ნი დიმიტრი
ყიფიანი რომ...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან
გაერთიანებულია სათაურით „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი (პოლემიკა
დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“), ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“. გაზეთის
იმავე ნომერში აქვეყნებს დიმიტრი ყიფიანის საპასუხო წერილს ბანკის
საკითხებთან დაკავშირებით „ბატონო რედაქტორო!“.
წყარო:
1891
1 ივნისი
ექიმი სპირიდონ ვაწაძე დიდი პატივისცემით უძღვნის წიგნად გამოცემულ თავის
დისერტაციას, ჯანმრთელ და დაავადებულ ორგანიზმზე მინერალური წყლების
ზემოქმედების შესახებ.
წყარო:
1893
1 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ინფორმაცია საქალაქო საბჭოს არჩევნებში
მონაწილეობაზე ქართველი კანდიდატების მიერ უარის თქმის თაობაზე: „რადგან 16
მაისის არჩევანებს ისეთი ხასიათი დაეტყო და ისეთი არა სასურველი ტენდენცია
დაერთო, რომელიც შესაძლოა ეხლაც არ ასცდეს არჩევანებს... კენჭის ყრაზე უარი
სთქვეს ყველა ქართველებმა, გარდა ბ–ნ გიორგი ექვთიმეს ძის წერეთლისა,
რომელმაც თავი გამოირიცხა ქართველთაგან“. იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც
უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, იყო ილია ჭავჭავაძეც.
წყარო:
1897
1 ივნისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელზეც
განიხილავენ კახეთის რკინიგზის საკითხს. ილია ჭავჭავაძე მოითხოვს, კრებას
სრულად წარუდგინონ ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და
ხარჯთაღრიცხვა.
წყარო:
1903
1 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილება განვლილი
წლის ანგარიში, ხდება კორექტივების შეტანა და დამტკიცება. გამგეობის წევრად
ირჩევენ ვახტანგ მუსხელიშვილს.
წყარო:
1905
1 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისი გამოსვლა თსს ბანკის რწმუნებულთა 31 მაისის
კრებაზე.
წყარო: