ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 151-153, 358-359.
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი.
გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების
მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო
კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 62. გაზ. „ივერია“, 1886, 22 ოქტომბერი, № 228, გვ. 2-4 (ცენზურის ნებართვა
1886, 21/X). ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 255; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 470. პირთა იდენტიფიკაცია: საუბარია ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძისაზე. პირთა ანოტაციები: ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895) რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი. გაზ. „ივერია“, 1886, 24 ოქტომბერი, № 229, გვ. 2-3 (ცენზურის ნებართვა
1886, 23/X). დათარიღება: დროზე მითითებულია 24 ოქტომბერს „ქართული თეატრის“
რუბრიკით გამოქვეყნებულ წერილში. გაზ. „ივერია“, 1887, 22 ოქტ., № 220 გვ. 1. ^ 2549 წყარო: გაზ. „თემი“,
1915, № 127; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 93-96; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 126-129, 425-426. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების
სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის
უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული
ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და
განვითარების საქმეში. გაზ. „ივერია“, 1889, 22 ოქტომბერი, № 224, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 335. გაზ. «Новое обозрение», 1893, № 3389. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 211. გაზ. „ივერია“, 1894, 22 ოქტომბერი, № 224, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 52. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე III (რომანოვი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე) (1845-1894)
რუსეთის იმპერატორი 1881-1894 წლებში. გაზ. „ივერია“, 1895, 24 ოქტომბერი, № 229, გვ. 1; 25 ოქტომბერი, № 230,
გვ. 1; გაზ. კვალი, 1895, № 46, გვ. 3; ოლღა აღლაძე, მცირე მოგონება, „ლიტერატურის
მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 76; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5,
თბ., 1991, გვ. 574. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული
საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866-1903) პოეტი, ჟურნალისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია
ჭავჭავაძის ფონდი 432. პირთა ანოტაციები: არქიმანდრიტი სერაფიმე (იაკობ მიხეილის ძე მეშჩერიაკოვი) (1860-1933) რუსი არქიმანდრიტი, კავკასიისა და სტავროპოლის მიტროპოლიტი, 1893-1898
წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ, შემდეგ ოსტროგის ეპისკოპოსი.
1873
22 ოქტომბერი
პეტერბურგში ერთბაშად იღებს მეუღლის სამ ბარათს. იგებს, რომ ლექსანდრე
საგინაშვილს ვერ მოუხერხებია ოლღას კარდანახში წაყვანა და ის ჯერ კიდევ
ბაქოშია.
წყარო:
1885
22 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ მოხსენებას
საზოგადოების დამფუძნებლების, ნამდვილი და საპატიო წევრების რაოდენობის
შესახებ. იღებენ დადგენილებას საწევრო გადასახადების შეკრების წესში
კორექტივების შეტანასთან დაკავშირებით.
წყარო:
1886
22 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 22 ოქტომბერი“ („კარგა ხანია, რაც ევროპაში
აბრეშუმის ჭიის ჭირი გაჩნდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „მეაბრეშუმეობა საქართველოში და საერთოდ კავკასიაში“. გაზეთის
ამავე ნომრის რუბრიკაში „ქართული თეატრი“ აქვეყნებს ხელმოუწერელ რეცენზიას
(„სცხოვრებს სოფელში ერთი ხანშიშესული, ძველებური ქვრივი თავადისშვილი...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბარბარე ჯორჯაძის პიესა
„რას ვეძებდი და რა ვპოვე“.
წყარო:
22 ოქტომბერი
ქართულ თეატრში ესწრება კომედია „ცოლი – მეუღლეს“ წარმოდგენას.
წყარო:
1887
22 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიბეჭდა და
იყიდება „დამაკვირდი ანუ აფორიზმები, ძველთა და ახალთა ბრძენთა“.
22 ოქტომბერი
წერილს და ახალგამოცემულ წიგნებს უგზავნის მოსკოვში ილია ოქრომჭედლიშვილს.
ატყობინებს, რომ ქშწ-კგ საზოგადოებამ დაიწყო ძველი წიგნების მომზადება
გამოსაცემად და აინტერესებთ, აღმოუჩენს თუ არა ფინანსურ დახმარებას.
ბარათში ასევე საუბარია დავით ჩუბინაშვილის იუბილეს შეფერხების შესახებ,
ჩამოთვლილია ბოლო პერიოდში „ივერიის“ რედაქციის მიერ გამოცემული წიგნები და
ნათქვამია, რომ შესანიშნავი გამოდის ქართული თეატრის გადაკეთებული და
განახლებული შენობა.
წყარო:
1889
22 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 ოქტომბერი“ („ერთი სასიამოვნო ამბავი კიდევ მოგვიტანა გუშინდელმა
დეპეშამ..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო
ბანკის შეღავათიანი კრედიტი თავადაზნაურთათვის“.
წყარო:
1893
22 ოქტომბერი
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მისალოც დეპეშას გზავნის ვლადიკავკაზში
ქართული სკოლის ახალი შენობის გახსნასთან დაკავშირებით.
წყარო:
1894
22 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში” უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „ტფილისი,
22 ოქტომბერი“ („მიცვალება აწ ღვთის მიერ განსვენებულის...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იმპერატორ ალექსანდრე III-ის
გარდაცვალების გამო“.
წყარო:
1895
22 ოქტომბერი
სიტყვით გამოდის რაფიელ ერისთავის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლის
საღამოზე. მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იუბილარისადმი გრიგოლ აბაშიძის
მიერ მიძღვნილი ლექსი. იმავე საღამოს ესწრება ქარვასლის საზამთრო ბაღში
გამართულ ვახშამს და იქაც გამოდის სიტყვით. წვეულებაზე საგანგებოდ სვამენ
მის სადღეგრძელოს.
წყარო:
1898
22 ოქტომბერი
იღებს თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორის, არქიმანდრიტ
სერაფიმეს წერილს. ადრესანტი იმედოვნებს, რომ ილია ჭავჭავაძე შეძლებს
რუსებისა და ქართველების, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების
ერთმანეთის მიმართ ძმური დამოკიდებულების განმტკიცებას.
წყარო: