The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


15.04

1857   
    
15 აპრილი   
    
 სოფელ კარდანახში, დასთან – ნინო ჭავჭავაძე-აფხაზთან სტუმრად ყოფნის დროს, წერს ლექსს „ყვარლის მთებს“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №108, ფ. 10-11.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

    
1877    
    
15 აპრილი    
    
გამოდის „ივერიის“ მეშვიდე ნომერი, რომელშიც აქვეყნებს საკუთარ თარგმანს ალფონს დოდეს მოთხრობისა „უკანასკნელი გასაკვეთი, ნაამბობი პატარა ელზასელისა“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 612; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 1052; გაზ. „ივერია“, 1877, № 7, გვ. 9-12.

პირთა ანოტაციები:

დოდე ალფონს (1840-1897)

ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი.

    
1880    
    
15 აპრილი   
    
გაზეთი „ობზორი“ ბეჭდავს პასუხს ხიზნების თაობაზე ილია ჭავჭავაძესთან გამართული პოლემიკის შესახებ პეტრე უმიკაშვილის შენიშვნების გამო.  წყარო:

გაზ. „დროება“, ახალი ამბები, 1880, 8 აპრ. № 83, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
1882    
    
15 აპრილი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ წინარეხში სკოლის გახსნის ნებართვასთან დაკავშირებით თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორთან გასაგზავნ წერილს. წლიური საერთო კრება ინიშნება 23 მაისს. მადლობას უხდიან ნიკოლოზ ზეიდლიცს სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნების შეწირვისთვის. კონსტანტინე ყიფიანის მიერ მიწოდებული ბაბანა ჭილაძის წერილები გადასამოწმებლად გადაეცემა პეტრე უმიკაშვილს.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45 გვ. 63.

პირთა იდენტიფიკაცია:

ზეიდლიცისა და ყიფიანის მხოლოდ ინიციალები წერია. საუბარი უნდა იყოს კონსტანტინე ყიფიანის პაპის გაბრიელ (გლახა) ჭილაშვილის წერილებზე.

პირთა ანოტაციები:

ზეიდლიცი ნიკოლოზ კარლოს ძე (1831-1907)

რუსი ნატურალისტი და ეთნოგრაფი, კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1880 წელს გამოსცა კავკასიის ეთნოგრაფიული რუკა, 1899 წლიდან ცხოვრობდა თბილისში.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

ჭილაძე (ჭილაშვილი) ბორის (ბაბანა) გაბრიელის ძე (1798-1850)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. მისი მამა – გაბრიელი 1803 წელს პეტერბურგში გაჰყვა ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს და შემოგვინახა მიმოწერა, რომელიც საინტერესო მასალას იძლევა გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა ცხოვრების შესახებ.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
 1887    
    
 15 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 აპრილი“ („ევროპა მაინც თავისას არ იშლის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის საომარი მზადება“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 15 აპრილი, № 72, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 242.

    
1888    
    
15 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 აპრილი“ („ერთის გაზეთის კორრესპონდენტი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გენერალი ბულანჟე – საფრანგეთის მხსნელი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 15 აპრილი, № 81, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 175.

პირთა ანოტაციები:

ბულანჟე ჟორჟ ერნსტ (1837-1891)

ფრანგი გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე, საფრანგეთის სამხედრო მინისტრი. მონარქისტებთან მისი ურთიერთობის გამომჟღავნების შემდეგ ბელგიაში გაიქცა.

    
1889    
    
15 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეორე („ჩვენა ვნახეთ, რომ ავტორმა „Письма о Грузии“-სამ, თავდათავ საგნად...“).   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 15 აპრილი, № 77; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 150.

    
1892    
    
15 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ასტრონიმით (***) ქვეყნდება მისი „ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთის წერილიდამ ამოღებული)“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება, როგორც ნაწილი ვრცელი ნარკვევისა „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“. ამავე ნომერში ხელმოუწერლად აქვეყნებს თეატრალურ რეცენზიას „ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 15 აპრილი, № 77, გვ. 1-3, 2-3 (ცენზურის ნებართვა 1892, 14 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 556.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი. გამყრელიძე ვიქტორ მერაბის ძე (1866-1942) მსახიობი. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ფოთის, თელავის თეატრებსა და „სახკინმრეწვის“ კინოსტუდიაში.