The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1858

1858

    

1858 15 იანვარი     

უნივერსიტეტში წარადგენს თელავის მაზრის მიერ გაცემულ სიღარიბის მოწმობას   და შეაქვს თხოვნა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

 

წყარო:

ლიტერატურული მემკვიდრეობა”, . 1, 1935, გვ. 558.

    
1858 16 იანვარი

პეტერბურგის უნივერსიტეტის სწავლა-განათლების მზრუნველი აკმაყოფილებს მის თხოვნას ლექციებზე დასწრების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ

  წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 560.

    
1858 9 თებერვალი

პეტერბურგში თარგმნის ვალტერ სკოტის ლექსს „რა ტკბილ არს ოდეს...“, რომელიც ეპიგრაფად ჰქონდა წამძღვარებული ამ ინგლისელი მწერლის რომანს „ანტიკვარი

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 13, 663.

პირთა ანოტაციები:

სკოტი ვალტერ (1771-1832)

ინგლისელი მწერალი, ისტორიული ჟანრის ფუძემდებელი.

    
1858 12 თებერვალი

პეტერბურგში იწყებს ფრიდრიხ შილერის ლექსის „ცრემლთა შინა ნუგეშის“ თარგმნას. ორიგინალურ წყაროში ნაწარმოების სათაურია „ქალწულის ჩივილი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 26, 27; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 14, 664-666.

პირთა ანოტაციები:

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805)

გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

    
1858 13 თებერვალი

პეტერბურგში მუშაობას განაგრძობს ფრიდრიხ შილერის ლექსის „ცრემლთა შინა ნუგეში“ თარგმანის ახალ ვარიანტზე, რომელსაც შემდეგ გზავნის ჟურნალ „ცისკარში“ დასაბეჭდად.

  წყარო:

ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 108, ფ. 26, 27; ჟურნალი „ცისკარი“, 1859, № 2, გვ. 93-95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 14, 664-666.

პირთა ანოტაციები:

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805)

გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

    
1858 23 თებერვალი

პეტერბურგში თარგმნის ჯორჯ ბაირონის ლექსს „სტიროდეთ“.

  წყარო:

ავტოგრაფი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 108, გვ. 22; № 212; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 16-17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 16, 666.

პირთა ანოტაციები:

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824)

ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი.

    
1858 7 მარტი

წერს ლექსებს „გაზაფხული“ („ვიშ გაზაფხული“...) და „ჩიტი“ („ვგალობ და ვგალობ...“).

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 6, 7.

    
1858 თებერვალი-მარტი

პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის გაბრიელ სულხანიშვილს, იწონებს „ცისკარში“ „მოლაყბის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიებს და ეკითხება, მისი ხომ არ არის.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1863, № 7; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 19-20, 367-368.

დათარიღება:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 179.

პირთა ანოტაციები:

სულხანიშვილი გაბრიელი იასეს ძე (1835-1879)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

    
1858 მაისი

მეორე კურსზე გადასაყვანი გამოცდებიდან აბარებს მხოლოდ „ძველ ისტორიას“ და „რუსეთის ისტორიას“.

  წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 560.

    
1858 4 ივნისი

პეტერბურგში მუშაობას იწყებს ლექსებზე „სიმღერა“ და „გუთნისდედა“.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17501 გვ. 13-15; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 18, 19.

    

1858 20 ივნისამდე

ზაფხულის არდადეგებზე სხვა სტუდენტებთან ერთად მიდის პეტერბურგთან მდებარე სოფელ ტიარლევოში.

 

წყარო:

პავლე ინგოროყვა, „ილია ჭავჭავაძე“, 1962, გვ. 59-70.

დათარიღება:

20 ივნისით თარიღდება იქ დაწერილი პირველი ლექსი.

    

1858 20 ივნისი

ტიარლევოში წერს ლექსს „მეც შავ თვალებს“.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 3.

დათარიღება:

 იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 289-292.

    

1858 22 ივნისამდე

მკურნალ ექიმ ნიკოლოზ არენდტისგან იღებს ცნობას, რომ მაისში მძიმედ ავადმყოფობდა.

 

წყარო:

ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 561.

პირთა ანოტაციები:

არენდტი ნიკოლოზ თევდორეს ძე

კოლეგიის ასესორი, ილია ჭავჭავაძის მკურნალი ექიმი პეტერბურგში..

    

1858 23 ივნისი

ტიარლევოში წერს ლექსს „გიყვარდეს“ .

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. №17501, გვ. 16; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №108, ფ. 20.

    

1858 23 ივნისი

ტიარლევოში იწყებს მუშაობას ლექსზე „მთვარეს“, რომელსაც პუბლიკაციებში სათაურად აქვს „უცხოეთში“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 4.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 289-292.

    

1858 23 ივნისის შემდეგ

ტიარლევოში განაგრძობს მუშაობას ლექსზე „მთვარეს“ (იგივე „უცხოეთში“).

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 7-9.

დათარიღება:

ეს ვარიანტი უფრო გვიანდელია, ვიდრე 23 ივნისისა.

    

1858 27 ივნისი

ტიარლევოში თარგმნის ალექსანდრ პუშკინის ლექსს „ანგელოზი“, რომელიც მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. №17501, ფ. 12; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 18; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 19, 667.

პირთა ანოტაციები:

პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837)

 ცნობილი რუსი პოეტი.

    

1858 27 ივნისი

ტიარლევოში თარგმნის ალექსანდრ პუშკინის ლექსს „ჭეშმარიტება“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. №17501, ფ. 12; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 18; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 19, 667.

პირთა ანოტაციები:

პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837)

ცნობილი რუსი პოეტი

    

1858 15 ივლისი

წერს ლექსს „სიზმარი“, რომელსაც ეპიგრაფად წარუმძღვარებს ვალტერ სკოტის სიტყვებს: „რა არს სიზმარი? იგივე ცხოვრება ნამდვილ, მაგრამ სიზმარში მარტო გამოხატულება წარმოებს“.  

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №108, ფ. 60.

პირთა ანოტაციები:

სკოტი ვალტერ (1771-1832)

ინგლისელი მწერალი, ისტორიული ჟანრის ფუძემდებელი.  

    

1858 17 ივლისი

სოფელ ტიარლევოში წერს ლექსს „ლოცვა“ („მამაო ჩვენო...“)

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 2; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 1.

    

1858 28 ივლისი

ტიარლევოში თარგმნის ალექსანდრ პუშკინის ლექსს „წინასწარმეტყველი“

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 105, № 108; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 8-9; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 20, 667.

    

1858 1 აგვისტო

ტიარლევოში წერს ლექსს „ლოთის რჩევა“, რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, 17-19.

1858 1 აგვისტო

 წერს ლექსს „როდემდის“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, 10; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 4.

    

1858 1 აგვისტო

 წერს ლექსს „პავლოვსკის პარკი“. ტექსტის ავტოგრაფი მის მიერვეა გადახაზული და მიწერილი აქვს: „რიტორიკა უშვერი“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17501 გვ. 10, 17-19; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 24, 25.

    

1858 13 აგვისტომდე

ნათესავ იოსებ ვაჩნაძისგან იღებს წერილს, რომლიდანაც იგებს მის გადაწყვეტილებას რუსეთში სასწავლებლად წასვლის შესახებ.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი № 17520; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 18.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 13 აგვისტოს ანიკო ვაჩნაძისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ვაჩნაძე სოსიკო (იოსებ) რევაზის (ონანოს) ძე

მისი დედის – ეკატერინე (სალომე) ჭავჭავაძისა და ილიას პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ.

    

1858 13 აგვისტომდე

პეტერბურგში ყოფნისას სტუმრობს გიორგი XII-ის რძალს, იმჟამად გარდაცვლილი თეიმურაზის ცოლ ელენე ამილახვარ-გრუზინსკაიას.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი № 17519; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 16.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 13 აგვისტოს ნენე ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა იდენტიფიკაცია:

წყაროში ელენე ოთარის ასული ამილახვარი-გრუზინსკაია მოხსენიებულია, როგორც „ბატონის რძალი“. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 163-164.

პირთა ანოტაციები:

გიორგი ХII (1746-1800)

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც რუსეთის იმპერატორმა – ალექსანდრე I-მა სამეფო გააუქმა.

ბაგრატიონი (ბატონიშვილი) თეიმურაზ გიორგის ძე (1782-1846)

მწერალი, მეცნიერი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ძე. მარი ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.

ამილახვარ-გრუზინსკაია ელენე ოთარის ასული (1783-1866)

გიორგი XII-ის ძის, თეიმურაზის მეუღლე. გადასახლებული იყო პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე.

    

1858 13 აგვისტომდე

პეტერბურგში ყოფნისას ხვდება ილია ჩოლოყაშვილს და მის მეუღლეს, თავისი ნათლიის – ნინო ანდრონიკაშვილის ძმისშვილ ელენე ანდრონიკაშვილს. მწუხარებას გამოთქვამს მათი მცირეწლოვანი ქალიშვილის დაღუპვის გამო.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი № 17519, № 17522; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 16.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 13 აგვისტოს ნენე ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-1877)

რუსეთის არმიის გენერალი, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მეჯვარე.

ანდრონიკაშვილი ნინო ზაქარიას ასული (1862-1942)

ილია გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე..

    
1858 13 აგვისტომდე

 წერილს და ცოტაოდენ თანხას იღებს ნათესავ ნენე ჭავჭავაძე- ანდრონიკაშვილისაგან. ბარათიდან იგებს, რომ მისი ქმარი – დიმიტრი ანდრონიკაშვილი დიამბეგად დაუნიშნავთ.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17519. გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 15.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 13 აგვისტოს ნენე ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისა ნენე დიმიტრის ასული

ილია ჭავჭავაძის ნათესავი (მათი პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ), დიმიტრი თომას ძე ანდრონიკაშვილის მეუღლე.

ანდრონიკაშვილი დიმიტრი თომას ძე (დაბ. 1819)

ილია ჭავჭავაძის ნათესავის – ნენე დიმიტრის ასულ ჭავჭავაძის ქმარი.

    
1858 13 აგვისტომდე

კოლაგიდან იღებს ნათესავ ანიკო ვაჩნაძის წერილს.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17520; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 19. 277-278.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 13 აგვისტოს ანიკო ვაჩნაძისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ვაჩნაძე ანიკო რევაზის ასული

მისი დედის – ეკატერინე (სალომე) ჭავჭავაძისა და ილიას პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ.

    

1858 13 აგვისტო

ტიარლევოდან სოფელ კოლაგში საპასუხო წერილს უგზავნის ნათესავ ანიკო ვაჩნაძეს, რომელშიც იწონებს მისი ძმის – იოსების გადაწყვეტილებას რუსეთში სასწავლებლად წასვლის თაობაზე, მაგრამ იქვე საუბრობს სამშობლოსთან განშორების სირთულეზე.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17520; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 15-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 16-17; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 18-19, 367.

პირთა ანოტაციები:

ვაჩნაძე ანიკო რევაზის ასული

მისი დედის – ეკატერინე (სალომე) ჭავჭავაძისა და ილიას პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ.

ვაჩნაძე სოსიკო (იოსებ) რევაზის (ონანოს) ძე

მისი დედის – ეკატერინე (სალომე) ჭავჭავაძისა და ილიას პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ.  

    

1858 13 აგვისტო

ტიარლევოდან სოფელ ჩალათუბანში საპასუხო წერილს უგზავნის ნენე ჭავჭავაძე- ანდრონიკაშვილისას. შესჩივის მატერიალურ ხელმოკლეობას, ხუმრობს მისი ქმრის დიამბეგად დანიშვნასთან დაკავშირებით და უამბობს გიორგი XII-ის რძალთან ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც უსაუბრიათ ადრესატის ძმაზე – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძეზე.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17519, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 11-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 12-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 15-18, 366.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილისა ნენე დიმიტრის ასული

ილია ჭავჭავაძის ნათესავი (მათი პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ), დიმიტრი თომას ძე ანდრონიკაშვილის მეუღლე.

გიორგი ХII (1746-1800)

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც რუსეთის იმპერატორმა – ალექსანდრე I-მა სამეფო გააუქმა.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

    
1858 25 აგვსტომდე

ტიარლევოდან დროებით ბრუნდება პეტერბურგში მეორე კურსზე გადასასვლელი დამატებითი გამოცდების ჩასაბარებლად. იღებს შეფასებებს: სახელმწიფო სამართალი – 4, რუსეთის კანონმდებლობა – 4, ღვთისმეტყველება – 5, ზოოლოგია – 3, ფსიქოლოგია – 5

 

წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 561.

    
1858 25 აგვისტო

სამოსწავლო მზრუნველის გადაწყვეტილებით, გადაჰყავთ მეორე კურსზე

 

წყარო:

„ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 561.

    

1858 25 აგვისტო

თარგმნის იაკობ პოლონსკის ლექსს „ბედა მქადაგებელი“. ხელნაწერში ავტორად არასწორად არის მითითებული გოეთე.

 

წყარო:

ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 108, ფ. 8, 9; „ჩანგი“, შემდგენელი ვ. აბაშიძე, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 311-314; ი. კენჭოშვილი, ილია ჭავჭავაძის ერთი პოეტური თარგმანის გამო, „ლიტ. გაზეთი“, 1961, 7 აპრ.; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 10, 662-663.

პირთა ანოტაციები:

პოლონსკი იაკობ პეტრეს ძე (1819-1898)

რუსი პოეტი. ხუთი წელი ცხოვრობდა თბილისში, კარგად იცნობდა ქართულ კულტურას და წერდა მასზე.  –

გოეთე იოჰან ვოლფგანგ

(1749-1832) გერმანელი მწერალი.

    

1858 28 აგვისტომდე

 ბრუნდება სოფელ ტიარლევოში

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 9-10.

დათარიღება:

28 აგვისტოს დაწერილ ლექსს „ტიარლევო“ აწერია.

    

1858 28 აგვისტო

ტიარლევოში წერს ლექსს „ლოცვა“ („ოდეს დემონი...“), რომელიც მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 9-10.

    

1858 26 ოქტომბრამდე

ტიარლევოდან ბრუნდება პეტერბურგში.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17519, გვ. 2.

დათარიღება:

26 ოქტომბერს დაწერილ ლექსს აწერია „პეტერბურგი“.

    

1858 26 ოქტომბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „ვიხილე სატრფო“. გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი არის მიბაძვა ჰაინრიხ ჰაინეს ლექსისა „ძილში ვსტიროდი.“

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17519, გვ. 2; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 2; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 1038; ვ. კავთიშვილი, ჰაინრიხ ჰაინე ქართულ ლიტერატურაში“, თბ., 1978, გვ. 39-40; დ. ლაშქარაძე, გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“, თბ., 1981, გვ. 107.

პირთა ანოტაციები:

ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856)

გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

    

1858 26 ოქტომბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „ერთხელ ჰჯდა ჩემთან ქალი ლამაზი...“

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 3; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 2.

    
1858 5 ნოემბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში...“

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 5-6.

    
1858 19 ნოემბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან...

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 6.

    
1858 15 დეკემბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „ქართვლის დედას“

 

წყარო:

„გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 23; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 27, 28.

    

1858 15 დეკემბერი

პეტერბურგში წერს „გუთნისდედის“ მეორე ვარიანტს.

 

წყარო:

„დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა“, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 18.

    

1858 15 დეკემბერი

წერს პირველ რედაქციას ლექსისა „მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით“, სათაურით „ს...ს“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 3; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 82, 171; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 1038; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 71, 344-348.

 პირთა იდენტიფიკაცია:

აზრი ლექსის ადრესატთან და ქარაგმის ახსნასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ერთი მოსაზრებით იგი ეძღვნება ავტორის სატრფოს „ს-აშენკა-ს“, მეორის მიხედვით კი – „ს-ამშობლო-ს“ / „ს-აქართველო-ს“. გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 127-131; მაია ნინიძე, მადლის წყარო, ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება, თბ. 1997, გვ. 216-236.

    
1858 22 დეკემბერი

პეტერბურგში თარგმნის ჰაინრიხ ჰაინეს უსათაურო ლექსს „როცა შევყურებ...“

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 ფ. 5.

პირთა ანოტაციები:

ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856)

გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

    

1858 26 დეკემბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „ბევრი ვიტანჯე...“

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 5; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 17.

    

1858 30 დეკემბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „ს...ს“ („მას აქეთ, რაც შენ მე შემიყვარდი...“), რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ავტოგრაფი ნასწორებია, გადახაზული და მის მიერვე მიწერილი აქვს: „რიტორიკა“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 29-30; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 297, 526.

პირთა იდენტიფიკაცია:

ერთი მოსაზრებით ლექსი ეძღვნება ავტორის სატრფოს „ს-აშენკა-ს“, მეორის მიხედვით კი – „ს-ამშობლო-ს“ / „ს-აქართველო-ს“ და წარმოადგენს ცნობილი ლექსის „მას აქეთ რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული...“ ადრეულ რედაქციას. იხ. გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 127-131; მაია ნინიძე, მადლის წყარო, ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება, თბ. 1997, გვ. 216-236.

    
1858 31 დეკემბერი

პეტერბურგში წერს ლექსს „რისთვის მიყვარხარ?“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 30; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 15.

    
1858

ალექსანდრე ჭავჭავაძის „მუხამბაზი ლათაიურის“ მიბაძვით პეტერბურგში წერს ლექსს „ჩემი თარიარალი“. იგი რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ არის მიმართული და ვრცელდება ხელნაწერის სახით.

  წყარო:

 კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 15; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 21.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

    
1858

წერს ლექსს „მითხარით, რისთვის“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 31.

    
1858

პეტერბურგში თარგმნის ჰაინრიხ ჰაინეს ლექსს „ლოყით მოეპყარ...“

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 4; ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 108.

    
1858

მუშაობს მოთხრობაზე „კოლა“, რომელიც შემდეგ საფუძვლად ედება „კაცია –ადამიანს?!” და „გლახის ნაამბობს“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 142.

დათარიღება:

 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 2, თბ., 1988, გვ. 648.