გაზ. “დროება“, 1881, 23 სექტემბერი, № 198, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 264. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 678- 679. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 455; გაზ. „ივერია“, 1886, 23 სექტემბერი,
№ 205, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII,
1957, გვ. 221; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 387. გაზ. „ივერია“, 1888, 23 სექტემბერი, № 199, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 326. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349,
გვ. 5. პირთა ანოტაციები: ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის
„საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით,
1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით
შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.
თავართქილაძე კონსტანტინე (კოწია) ჩითანას ძე (1860-1934 წ. შემდგ.) წიგნების გამომცემელი, მესტამბე. მოღვაწეობდა ფსევდონიმით „ოცხანელი კ.“
ნატროშვილი (ნატროევი) ანტონ ივანეს ძე (1852-1930) ისტორიკოსი, პედაგოგი, საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი.
1881
23 სექტემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „არხეოლოგიურ
კრების გათავება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1886
23 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
სტატიისა თარიღით „ტფილისი, 22 სექტემბერი“ („ჩვენ ამას წინად ვაუწყეთ
ჩვენს მკითხველს, რომ ბ-ნი მთავარმართებლის ბძანებით...“). მწერლის
თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „სოფლის მეურნეობის რეფორმის საკითხი“,
ოცტომეულში - „სათემო მიწათმფლობელობის პროექტის გამო“.
წყარო:
1888
23 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
22 სექტემბერი“ („პური და ერთობ ხორბალეულობა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოუსავლიანობა და პურ-ხორბალეულის გაძვირება“.
წყარო:
1893
23 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წიგნების საფასურს
უნაზღაურებენ გიორგი ქართველიშვილსა და დიმიტრი ბაქრაძის ქვრივს;
ფასდაკლებით იძენენ კონსტანტინე თავართქილაძისთვის გასაგზავნ
სახელმძღვანელოებს და არჩევენ წიგნებს წყალტუბოს სამკითხველოსთვის.
აცხადებენ მიღებას თონეთის სკოლის მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე;
მსჯელობენ კავკავის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო სკოლების დირექტორის
მიმოწერის შესახებ; წინარეხის სკოლას უგზავნიან წიგნებსა და სასკოლო
ინვენტარს, ხოლო თბილისის საკვირაო სკოლის მასწავლებელს -
სახელმძღვანელოებს; აკმაყოფილებენ ანტონ ნატროშვილის თხოვნას მისი წიგნის „კრებული
არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“
გამოცემის შესახებ.
წყარო: