გაზ. „დროება“, 1876, 26 ნოემბერი.
პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი.
საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად
თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის
თვითმასწავლებელი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 40. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული
საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის
სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი
წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“
1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.
თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845) თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების
გამგეობის წევრი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ
გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში.
წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. გაზ. „ივერია“, 1888, 26 ნოემბერი, № 249, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 406. გაზ. „ივერია“, 1889, 26 ნოემბერი, № 252, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 401. გაზ. „ივერია“, 1891, 26 ნოემბერი, № 251, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 59. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი
მთავარი ორგანიზატორი. გაზ. „ივერია“, 1894, 26 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2;
„საისტორიო მოამბე“, 1971, ტ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13,
2007, გვ. 62. გაზ. „ივერია“, 1895, 26 ნოემბერი, № 256, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 138. გაზ. „ივერია“, 1898, 26 ნოემბერი, № 253, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 143. გაზ. „ივერია“, 1899, 26 ნოემბერი, № 255, გვ. 1; თსკ ოც ტომად, ტ. 14,
2007, გვ. 304. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 12, № 2669. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03
წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N740, გვ. 129. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის
უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული
ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და
განვითარების საქმეში.
1876
26 ნოემბერი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტერბურგის
აკადემიის წევრი – მარი ბროსე ფრანგულად თარგმნის ილია ჭავჭავაძის
მოთხრობას „კაცია - ადამიანი?!“ და აპირებს მის გამოქვეყნებას.
წყარო:
1881
26 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ
დადგენილებას, რომ ნახევარ ფასად შეიძინონ წიგნის „სიბრძნე სიცრუისა“ 200
ეგზემპლარი. მტკიცდება რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკის“ გამოცემის ხარჯები
და საცალო ფასი. იღებენ დადგენილებას, რომ გაზეთ „დროებაში“ ყოველთვიურად
დაიბეჭდოს საზოგადოების ანგარიშები. საქართველოსა და ნახევარსფეროების
რუკებსა და გლობუსზე მოთხოვნის შესწავლას ავალებენ იაკობ გოგებაშვილს, იონა
მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს. იწონებენ პეტრე
უმიკაშვილის წინადადებას ჰიგიენაზე, ფიზიოლოგიასა და მედიცინის სხვა
საკითხებზე საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ. განიხილავენ ბათუმის
სკოლასთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემებს და იღებენ დადგენილებას, რომ
ყველა ღონე იხმარონ ამ სასწავლებლის შესანარჩუნებლად
წყარო:
1888
26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
25 ნოემბერი“ („მოზარდ თაობის გონებითს დაქანცვაზე...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოზარდი თაობა – ადამიანის თვალი
და მერმისის იმედი“
წყარო:
1889
26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 25 ნოემბერი“ („24-ს ნოემბერს ტფილისის სასამართლომ...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სამართალი და
ზღვევა“.
წყარო:
1891
26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 25 ნოემბერი“ („დაბრუნდება თუ არა ბისმარკი თავის უწინდელ
თანამდებობაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„კომენტარი ბისმარკის პოზიციის გამო“.
წყარო:
1892
26 ნოემბერი
გაზეთ „კავკაზში“ ილია ბახტაძის მიერ გამოქვეყნებული წერილის „სახელდახელო
შენიშვნები“ საპასუხოდ წერს სტატიას სათაურით „გაზეთი „კავკაზი“ და მისი
სახელდახელო შენიშვნები“ კონვერსიის შესახებ“
1894
26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 26 ნოემბერი“ („მართლმსაჯულება, სამართლის ქმნა ერთი იმისთანა
საჭიროებაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„მართლმსაჯულება ქვეყნისა და ერის სამსახურში“.
წყარო:
1895
26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 26 ნოემბერი“ („ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენს ქალაქში გახშირებული
მითქმა-მოთქმაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„ელექტრონით განათება თბილისისა“.
წყარო:
1898
26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 ნოემბერი“(„1870-სა წელსა, როცა გერმანიამ
თავსზარი დასცა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„სატეხნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ“.
წყარო:
1899
26 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს სათაურით „ასის წლის
წინათ“ („11-ს იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა...“). ტექსტი ილია
ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში;
წყარო:
1901
26 ნოემბერი
ბეჭდვითი საქმის მთავარი სამმართველო ოფიციალურად ამტკიცებს გაზეთ
„ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის დროებით
გადაცემას.
წყარო:
26 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას. ადგენენ, რომ შემოწირულ ხელნაწერთა კატალოგები
გადაწერონ ორ ეგზემპლარად. თანხის უქონლობის გამო არ აკმაყოფილებენ გრიგოლ
ყიფშიძის თხოვნას მისი რუსულენოვანი წიგნის „პერიოდული გამოცემები
კავკასიაში“ შეღავათიან ფასად შეძენის შესახებ. მადლობას უხდიან იაკობ
გოგებაშვილს ბათუმის სკოლის სასარგებლოდ შეტანილი თანხის გამო. მსჯელობის
შემდეგ თანხმდებიან, რომ გააგრძელონ დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონის
გამოცემა. ამტკიცებენ ორგანიზაციის მიერ დაარსებული თბილისის ბიბლიოთეკების
ფინანსურ ხარჯებს.
წყარო: