The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


19.05

1875    
    
19 მაისი   
    
გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს იურიდიული ხასიათის დოკუმენტის „ნოტარიალური დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ მეორე ნაწილს.   წყარო:

«168 статья нотариального положения и применение её Тифлисским окружным судом», გაზ. “Кавказ“, 1875, № 56, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

    
1876    
    
16-19 მაისი    
    
მონაწილეობს თსს ბანკის კრების საქმიანობაში და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ. 131-ით 17-ის წინააღმდეგ.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 19 მაისი, № 48, გვ. 3.

    
19 მაისი   
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძე არჩეულია კომისიაში, რომელსაც ევალება „პრიკაზის“ ვალების თსს ბანკში გადატანასთან დაკავშირებით მთავრობაში წარსადგენი თხოვნის შედგენა.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 26 მაისი, № 51, გვ. 2.

    
1880    
    
19 მაისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება საზოგადოების პირველი წლის მუშაობის ანგარიში და იგეგმება მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვა. ზაქარია ჭიჭინაძის მიერ წარმოდგენილი ხელნაწერი წიგნების სია გადასამოწმებლად და ფასზე მოსალაპარაკებლად გადაეცემათ ივანე მაჩაბელს, იონა მეუნარგიასა და გიორგი თუმანიშვილს. კმაყოფილდება დავით ერისთავის თხოვნა საზოგადოების წევრობიდან მისი დათხოვნის შესახებ.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 58.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

    
1882    
    
19 მაისი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „რუსის ცრუ პატრიოტს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 19 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 324.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 689.

    
1887    
    
20 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 მაისი“ („მას შემდეგ, რაც პრუსიამ საფრანგეთი დაამარცხა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის მბრძანებლობას ევროპაში აღსასრული დაუდგა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 20 მაისი, № 98, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 326.

    
1888    
    
19 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 მაისი“ („მას აქეთ, რაც ბანკი დაარსებულა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კრება ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა (16 მაისს)“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 19 მაისი, № 103, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 236.

    
1891    
    
19 მაისი   
    
თსს ბანკის წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბლის ბრალდებების საპასუხოდ, განმარტავს, რამ გამოიწვია მათი დაპირისპირება თბილისის სათავადაზნაურო ბანკში. მოხსენების დამთავრების შემდეგ დარბაზი ფეხზე ადგომითა და ტაშით ხვდება და მოითხოვენ, რომ კენჭისყრის გარეშე დარჩეს ბანკის მმართველის თანამდებობაზე. მისი თხოვნით კენჭისყრა მაინც ტარდება და იმარჯვებს 351 ხმით 58-ის წინააღმდეგ. ივანე მაჩაბელი უარს ამბობს ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 2 ივნისი, № 114, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1892    
    
19 მაისი    
    
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. ივანე მაჩაბლის ბრალდების გასაბათილებლად დეტალურად ასაბუთებს ზაალ და ალექსანდრე ჯანდიერების მამულის გაყიდვის კანონიერებას. ირკვევა, რომ ეს გამოიწვია თანხის დროულად შეუტანლობამ და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაურკვევლობამ. თან მამული შეისყიდა მათი ძმის – ვლადიმერის მეუღლემ იმ მოტივით, რომ ისევ მეპატრონეებს დაუბრუნებდა. დარბაზში მყოფი ალექსანდრე ჯანდიერი ადასტურებს კიდეც, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვს ბანკის გამგეობის მიმართ.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 30 მაისი, № 110, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ჯანდიერი ზაალი

მამული ჰქონდა დაგირავებული ბანკში და გაუყიდეს.

ჯანდიერი ალექსანდრე

მამული ჰქონდა დაგირავებული ბანკში და გაუყიდეს.

ჯანდიერი ვლადიმერ

მამული ჰქონდა დაგირავებული ბანკში.

    
1894    
    
19 მაისი    
    
იღებს ელისაბედ ხათაძის წერილს. ატყობინებს, რომ მისი შვილი მოეწყო საცხენეთის სასწავლებელში და სთხოვს ფინანსურ შემწეობას გზის ხარჯის დასაფარად.  წყარო:

 კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 555.

პირთა ანოტაციები:

ხათაძე ელისაბედი

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

    
19 მაისი   
    
ესწრება თსს ბანკის სხდომას, რომელიც განიხილავს გრიგოლ არწრუნის სახლისა და ქარვასლის ბანკის ან თავადაზნაურობის მფლობელობაში გადასვლის საკითხს. ივანე მაჩაბელი და ოპოზიცია მოითხოვენ ამ შენობების გაყიდვას. სიტყვით გამოდის ეკატერინე გაბაშვილი, რომელიც კრიტიკულად აფასებს ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გასატეხად ბანკში ჩამოყალიბებული ოპოზიციის საქმიანობას და გამოხატავს თავის სრულ თანადგომას მისდამი. ამბობს, რომ ჭავჭავაძის პარტიას არ ეკუთვნის, რადგან მას პარტია არა აქვს და არც სჭირდება. ყველა გონიერი ქართველი ისედაც უნდა ხვდებოდეს მისი მოღვაწეობის მნიშვნელობას.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 22 მაისი, № 107, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

    
19 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ „ილ. პონტელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ჩიქოვანის წერილი „ვისი ბრალია?“ რომელშიც საუბარია ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებში აკაკი წერეთლის ჩარევის მცდელობაზე თავისი წერილებით „ნოვოე ობოზრენიესა“ და „კვალში“. ნათქვამია, რომ პუბლიკაციები მოტივირებულია არა ჭეშმარიტების ძიებით, არამედ ივანე მაჩაბლის პიროვნული მხარდაჭერის სურვილით  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 19 მაისი, № 104, გვ. 1-2.

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ჩიქოვანი ილია მანუჩარის ძე (დაბ. 1866)

ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, წერდა „პონტელის“ ფსევდონიმით.

    
1895    
    
18-19 მაისი    
    
მუშაობს პეტერბურგიდან მოვლინებულ რევიზორ ევსტაფი დობეცკისთან, რომელიც ამოწმებს თსს ბანკის ფინანსურ საქმიანობას. აღმოჩნდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზები საქმის წარმოებაში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 24 მაისი, № 106.

პირთა ანოტაციები:

დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919)

პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

    
19 მაისი   
    
თსს ბანკის რევიზიის დასრულების შემდეგ თბილისიდან მიმავალ რევიზორ ევსტაფი დობეცკის ივანე მაჩაბელი გადასცემს მოხსენებით ბარათს, რომელშიც ბანკის მუშაობის უარყოფითი შეფასებების გარდა საუბარია მიღებულ ზარალზე.    წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

დათარიღება:

რევიზია თბილისში 18 და 19 მაისს იყო და ჯამბაკურ-ორბელიანის საჩივრის პასუხად ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ განმარტებაში ილია ჭავჭავაძე წერს, რომ ივანე მაჩაბელმა მოხსენებითი ბარათი რევიზორს გამგზავრების წინ გადასცა.

პირთა ანოტაციები:

დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919)

პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1901    
    
19 მაისი    
    
მონაწილეობს აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებაში. წყარო:

გაზ. „ივერია, 1901, № 109, 110; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1472.

1903
19 მაისი 
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მიერ გადასახადის შეუტანლობისათვის გასაყიდად გატანილი მამულების სია. განცხადებაში დასახელებულთა შორის არიან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები. წყარო:

გაზ. „ივერია“ 1903, 19 მაისი, .№ 106 (დამატებითი ფურცლები).

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

 საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

19 მაისი  
 მიემგზავრება გაგრაში. დელეგაციაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, არიან თბილისის მაზრის თავადაზნაურთა ყოფილი წინამძღოლი ალექსანდრე ორბელიანი, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი და სხვები. წყარო:

გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე)“, ტ. 2, თბ., 1990, გვ. 226; გაზ. „ივერია“, 1903, 19 მაისი, № 106.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ესტატეს ძე

ილია ჭავჭავაძის დის, ელიაბედ ჭავჭავაძის მაზლი.

1906
19 მაისი
თხოვნით მიმართავს სახელმწიფო კანცელარიის ხაზინადარს, გასცეს განკარგულება, რომ არსებული წესისამებრ როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრს ბინაზე მიუტანონ კუთვნილი თანხა. წყარო:

პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფონდი 1162, საქმე 836, 9. 1, სახელმწიფო საბჭოს საქმეები. რუს. ენაზე, ი. ჭავჭავაძის ფონდი 112; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 168; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 249, 497-498.