«Сон ф кануне нового года», 1873, № 1, გვ. 1-3; საარქივო მასალები XΙX
საუკუნის 70–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების შესახებ.
1965, გვ. 98. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. გამბეტტა ლეონ მიშელ (1838-1882) ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1879-1881 წლებში დეპუტატთა პალატის
წევრი, 1881 წლიდან პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903) თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია
ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე. გრანპერი – კაზიმირ პიერ პერიე (1777-1832) სავარაუდოდ იგულისხმება ფრანგი ბანკირი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე,
რომელიც 1831-1832 წლებში იყო საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე. გაზ. “დროება“, 1881, 14 იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 208. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 668-669.
პირთა ანოტაციები: წმინდა ნინო მოციქული, ქართველთა განმანათლებელი. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 49.
პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886) რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის
აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ
ბრძოლებში. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
გაზ. “დროება“, 1883, 14 იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 391. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 698-699. პირთა ანოტაციები: წმინდა ნინო მოციქული, ქართველთა განმანათლებელი. გაზ. „ივერია“, 1886, № 10, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 277. გაზ. „ივერია“, 1887, 14
იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 33.
პირთა ანოტაციები: ფრეისინე შარლ ლუი (1828-1923) ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, სენატორი, სხვადასხვა წლებში
საფრანგეთის საგარეო საქმეთა, სამხედრო მინისტრი და პრემიერმინისტრი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 788-791; გაზ. „ივერია“, 1888, 14 იანვარი, № 9 , გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 21 პირთა ანოტაციები: წმინდა ნინო მოციქული, ქართველთა განმანათლებელი.
გაზ. „ივერია“, 1890, 14 იანვარი, № 10, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 456. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 246, გვ. 35-37. პირთა ანოტაციები: ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891) პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“
კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით
გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში. გაზ. „ივერია“, 1894, 14 იანვ.,
№ 10, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ.
„ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“
ფსევდონიმებით. გაზ. „ივერია“, 1898, 14 იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 20. ჟურნ. „ნიშადური“, 1908, № 59. ვ. მიქელაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 161; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 224, 482.
დათარიღება: „ლიტერატურული ძიებანი“, № 3, 1989, გვ. 469-470. პირთა ანოტაციები: სულთან-კრიმ-გირეი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1836-1917/1920) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1895 წელს კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო
ნაწილის საბჭოს წევრი, 1903 წლიდან საიდუმლო მრჩეველი, 1905 წლიდან კავკასიის
მეფისნაცვლის მოადგილე სამოქალაქო დარგში. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. ჟურნ. „ნიშადური“, 1908, № 59. პირთა ანოტაციები: სულთან-კრიმ-გირეი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1836-1917/1920) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1895 წელს კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო
ნაწილის საბჭოს წევრი, 1903 წლიდან საიდუმლო მრჩეველი, 1905 წლიდან კავკასიის
მეფისნაცვლის მოადგილე სამოქალაქო დარგში.
1873
1873
14 იანვარი
გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ მარტინ ზადეკაშვილის ფსევდონიმით იბეჭდება
დავით ერისთავის ფელეტონი „სიზმარი ახალი წლის წინადღით“, რომელშიც ილია
ჭავჭავაძე გამოყვანილია საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერ ლეონ მიშელ
გამბეტად, ნიკო ჭავჭავაძე კი – იუსტიციის მინისტრ რესპუბლიკის
მოწინააღმდეგე პროკურორ გრანპერედ
წყარო:
1881
14 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„წმინდა ნინოს დღეობა“ („ქართველთ ეკკლესია და ქართველი ერი...“). ტექსტი
ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1882 14 იანვარი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სახალხო
სკოლების დირექციიდან მიღებულ წერილობით ინფორმაციას წინარეხისა და თონეთის
სკოლების გახსნის შესახებ. მსჯელობენ ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე
ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა“ და რაფიელ
ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე. დადებითად წყდება მმართველობის
მიერ ახალგორის სკოლისთვის ავეჯის გადაცემის საკითხი. ასაკინძად გადაეცემა
“ბუნების კარი“ და “დავითიანი“.
წყარო:
1883
14 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„წმინდა ნინოს დღესასწაული“ („დღეს ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1886
14 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 14 იანვარს“ („1550 წელწადზედ ცოტა მეტ-ნაკლებია...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „წმინდა ნინოს დღესასწაული.
წყარო:
1887 1
4 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 იანვარი“ („ამ მთავარ-მინისტრობიდან გადამდგარ ფრეისინეს
მაგიერ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის
საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცებისათვის ზრუნვა“.
წყარო:
1888
14 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 იანვარი“ („14 იანვარი ყოვლად სადიდებელი დღეა ყოველი
ქართველისათვის“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართველი
ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი“.
წყარო:
1890
14 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 იანვარი“ („ყოველი სახელმწიფო ევროპისა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ხარბი ხელი საყოველთაო საქმეებში“.
წყარო:
1891
14 იანვარი
როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარე წერილს იღებს მიხეილ ყიფიანისაგან. იგი
აუწყებს, რომ ყაზბეგში არის ერთი ძველი შენობა, რომელიც ჯერ სამხედროებს
ეკავათ, შემდეგ სასულიერო წოდებას გადასცეს, მაგრამ არავინ იყენებს. სკოლისთვის
მისი ან სამუდამოდ ან 10 წლით დათმობის თხოვნით წერილი გაუგზავნიათ
ეგზარქოსისთვის და ითხოვენ მასთან შუამდგომლობას, რომ უარი არ უთხრას. გარდა
ამისა, აცნობებს, რომ ყაზბეგში განათლების მესვეურები არიან ანდრია კობაიძე და
გიორგი ღუდუშაური. ითხოვს, რომ სკოლის გახსნა დაამთხვიონ სტეფანწმინდობის
დღესასწაულს, მანამდე კი გაუგზავნონ წიგნები და დაფები
წყარო: წყარო:
1894
14 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ჟურნალ „მოამბის“ პირველი ნომრის მიმოხილვისას სტეფანე
ჭრელაშვილი ილია ჭავჭავაძის „უცნაურ ამბავთან“ დაკავშირებით იმედს გამოთქვამს,
რომ ამ ეტიუდს მართლაც მოჰყვება გაგრძელება და მკითხველს ჰპირდება, რომ ბოლომდე
გამოქვეყნების შემდეგ ისაუბრებს მასზე.
წყარო:
1898
14 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 იანვარი“ („ბევრს ჰლაპარაკობენ იმის თაობაზე...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მეურნეობის გაუმჯობესების
გზები“. გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება ინფორმაცია სომხურ ჟურნალ „მურჭში“
ილია ჭავჭავაძეზე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ.
წყარო:
1903
14 იანვარი
მუშაობს კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის საბჭოს წევრ კრიმ
გირეის მიერ სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების საწინააღმდეგო გამოსვლის
საპასუხო სიტყვაზე. ამის გამო ვერ მიდის წვეულებაზე ვლადიმერ მიქელაძესთან და
უგზავნის ბარათს.
წყარო:
1903
14 იანვარი
ესწრება „სამეურნეო საზოგადოების“ კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის კრიმ გირეი
და საუბრობს სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების მიზანშეუწონლობის
შესახებ.
წყარო: