The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


22.06

1859    
    
22 ივნისი   
    
თხოვნით მიმართავს პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა ინსპექტორ ფიცტუმფონ ეკშტეტს, საპატიოდ ჩაუთვალოს 28 მაისს ავადმყოფობის გამო გაცდენილი გამოცდა და განცხადებას თან ურთავს სამედიცინო ცნობას.   წყარო:

პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 9, გვ. 94; ი. ჭავჭავაძის თხოვნა უნივერსიტეტის ინსპექტორის სახელზე, მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, ტფილისი, 1935, გვ. 560-561 (გ. ლეონიძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 22-23, 360.

პირთა ანოტაციები:

ეკშტეტი (ფიცტუმ-ფონ) ალექსანდრ ივანეს ძე (1804-1873)

რუსი პოლკოვნიკი, 1839- 1861 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა ინსპექტორი.

    
1877    
    
22 ივნისი    
    
გაზეთ „კავკაზში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1877 წლის 1 ივლისისათვის.  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1877, № 147.

    
1880    
    
22 ივნისი   
    
იშლება ქართული თეატრალური ამხანაგობა.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 21 ივნ., № 130, გვ. 3.

    
1882    
    
22 ივნისი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ახალი გაზეთი „ბათომის ფურცელი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 22 ივნისი, № 128, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 341.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 691.

    
1886    
    
22 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 21 ივნისს“ („21-ს ივნისს საქართველოს ეკკლესია ადიდებს სახელს მეფის ლუარსაბისას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ლუარსაბ წამებული“.  ყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 427; გაზ. „ივერია“, 1886, 22 ივნისი, № 133, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული (შემდგ. პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი), ტ. 5, 1927; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 139.

პირთა ანოტაციები:

ლუარსაბ II (1592-1622)

ქართლის მეფე 1606-1615 წლებში, შაჰმა ციხეში ჩასვა, გამაჰმადიანება მოსთხოვა და როდესაც უარი მიიღო, ციხეშივე მოაკვლევინა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხილია წმინდანად.

    
1888    
    
22 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 ივნისი“ („მაშინ, როცა მთელის ევროპიის გაზეთები...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სალუსბერისა და გლადსტონის დასთა დაპირისპირება“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 22 ივნისი, № 129, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 265.

პირთა ანოტაციები:

სალუსბერი (სალისბერი, სოლსბერი) რობერტ არტურ (1830-1903)

ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდთა პალატის წევრი, 1885-1892 და 1895-1902 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

გლადსტონი უილიამ (1809-1898)

ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი.

1906
22 ივნისი 
სიტყვით გამოდის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის მეექვსე სხდომაზე განაწესის პროექტთან დაკავშირებით და მოითხოვს ცვლილებების შეტანას რამდენიმე მუხლში. წყარო:

ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტური მასალები, „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 270-272; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

22 ივნისი
სახელმწიფო კანცელარიიდან ატყობინებენ, რომ 23 ივნისს უნდა გამოცხადდეს თავადაზნაურთა საკრებულოში, სადაც განიხილავენ კანონპროექტს სიკდილით დასჯის შესახებ. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 44.