გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17522; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე,
სოხუმი, 1949, გვ. 19-20; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 8-9; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 20-22, 368. პირთა იდენტიფიკაცია: კოხტა აფხაზი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 565; შალვა
ალხაზიშვილი, ილია ჭავჭავაძის სამი ლექსის ადრესატის დაზუსტებისათვის, „სახალხო
განათლება“, 1978, 8.XII, № 88; ჯიმშერ მუჯირი, შროშანების ფიანდაზი, გაზ. „თბილისი“,
1982 წ.,10 IX; მოდესტ ჩაიკოვსკი, ცხოვრება პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკისა, ტ. 1-3,
მოსკოვი-ლაიფციგი, 1903; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა,
შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 127-131. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. ჩაიკოვსკაია ალექსანდრა ილიას ასული (1842-1891) გენერალ ილია ჩაიკოვსკის ქალიშვილი, რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის და.
1860 წელს ცოლად გაჰყვა ლევ ვასილის ძე დავიდოვს. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 36-37, 329. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-1877) რუსეთის არმიის გენერალი, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მეჯვარე. ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832) ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის
ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 237; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 102-103; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 417-418; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ.,
2009, გვ. 36-37, 329. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
336; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 343-344; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 177-179, 364. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში
მოურავის ვინაობა ნახსენები არ არის, მაგრამ დგინდება 1874 წლის 16 იანვარს
დაწერილი პეტრე დუდაურის ხელწერილიდან. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია
ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 152-153. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. დუდაური ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოურავი 1874 წელს. ჭავჭავაძე გიორგი (იური) მელქისედეკის (მიხეილის) ძე (1868-1912) საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი ყვარლიდან. მის მეუღლეს – ელენე
(პელაგია) როსტომაშვილს ეკუთვნის მოგონება «ილია და ჩვენი ოჯახი». გაზ. „დროება“, 1876, 18 თებერვალი, № 17, გვ. 2; «Тифлисский листок», 1875, №
36. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. „ბალანსი ტფილისის სათავადაზნაურო ბანკისა, 1 იანვარს 1882 წელსა“ გაზ.
„დროება“, 1882, № 35, გვ. 1-3, 4. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 177, გვ. 19; გაზ. „ივერია“, 1886, № 39, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 370. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 558—561, გაზ. „ივერია“, 1887, 18 თებერვალი, № 35, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 113. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 805-807; გაზ. „ივერია“, 1888, 18 თებერვალი, № 37 , გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 98. გაზ. „ივერია“, 1890, 18 თებერვალი, № 37, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1890, 17/
II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 482. გაზ. „კვალი“, 1896, № 8, გვ. 133-134. პირთა ანოტაციები: ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896) იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო
მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. საქართველოს ეროვნული არქივი, ოქმი. ფ. 481 , N788, გვ. 33. პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას
ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის
თვითმასწავლებელი. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე (1873-1936) პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე.
1859
18 თებერვალი
წერილს სწერს თავის უფროს დას – ნინო ჭავჭავაძე-აფხაზისას, ჩივის უფულობას
და მუდმივ ვალებს. სთხოვს, რომ ქალისთვის, რომლის ოჯახშიც შვილივით არის
მიღებული, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი გაუგზავნოს. ამ მანდილოსანში, რომლის
სახელიც ნახსენები არ არის, სავარაუდოდ, იგულისხმება მისი სატრფო
ალექსანდრა ჩაიკოვსკაია
წყარო:
1863
18 თებერვალი
სტუმრად არის მიწვეული ილია და ელენე ჩოლოყაშვილების ოჯახში.
წყარო:
18 თებერვალი
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. ინტერესდება მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობით. აცნობებს, რომ მისი საათი მიუტანა ოსტატს, მაგრამ ჯერ მზად
არ არის, კრიალოსანს კი უბით ატარებს. ჰპირდება, რომ მეორე დღეს გაუგზავნის
ჟურნალს, ოღონდ სთხოვს, რომ არავის აჩვენოს და ამით მათი ურთიერთობა არ
გაამხილოს.
წყარო:
1874
18 თებერვალი
პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. უკმაყოფილებას გამოთქვამს მოურავ
პეტრე დუდაურსა და ნათესავ გიორგი ჭავჭავაძეზე, რომლებიც პირდაპირ თუ
ირიბად მონაწილეობდნენ მისი სახლ-კარის გაქურდვაში. უყვება ბანკთან
დაკავშირებულ ამბებს და გამოთქვამს რწმენას, რომ სააღდგომოდ შინ იქნება.
სწერს, რომ შავი ზღვით გაემგზავრება და ქუთაისის გავლით ჩავა კარდანახში.
წყარო:
1876
18 თებერვალი
გაზეთ „დროების“ რუბრიკაში „დღიური“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ
აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძესთან თანამშრომლობით, განზრახული აქვს გაზეთ
„გზის“ გამოცემა.
წყარო:
1882
18 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ ილიასა და სხვათა ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის
ბალანსი 1882 წლის 1 იანვრისთვის. აქვე იბეჭდება სტატია „1 მაისის პანორამა
ამერ-იმერთა“, რომელშიც საუბარია სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსებასთან
დაკავშირებით გამართული თავადაზნაურთა ყრილობის შესახებ. პუბლიკაციაში
ჩართულია ილია ჭავჭავაძის სიტყვა, რომლითაც კრების მონაწილეებს მოუწოდებს,
ნადელების ფულის ნახევარი მომავალი თაობის განათლებას შესწირონ და აძლევს
პირად მაგალითს.
წყარო:
1886
18 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 17
თებერვალს“ („ავსტრიას ბედმა არგუნა...“) თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ავსტრია და მისი ეროვნული პრობლემები“.
წყარო:
1887
18 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 17 თებერვალი“ („გუშინ სიტყვა ჩამოვაგდეთ მასზედ, რომ ჩვენს
ქვეყანაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინო ჩვენი
ქვეყნის სიმდიდრის წყარო“.
წყარო:
1888
18 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 17 თებერვალი“ („ამიერკავკასიისათვის ერთი ფრიად საყურადღებო
საქმეა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შავი
ზღვისპირეთის დასახლების საკითხი“.
წყარო:
1890
18 თებერვალი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 17 თებერვალი“ („დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა
წასაკითხისა..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კარგად
წაკითხვა წასაკითხისა..“.
წყარო:
1896 18 თებერვალი
გაზ. „კვალში“ იბეჭდება ილია ხონელის (ბახტაძე) „ღია წერილი ბ. ილია
ჭავჭავაძისადმი“ გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ გამოქვეყნებულ მის პუბლიკაციასთან
დაკავშირებით.
წყარო:
1902
18 თებერვალი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ მიმდინარე
ხარჯებს. პართენ გოთუას ირჩევენ კავკავის სკოლის გამგედ და სამზრუნველოს
თავმჯდომარედ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მარი ბროსეს დაბადების 100 წლის
იუბილესთან დაკავშირებით ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში გადაიხადონ
პანაშვიდი და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბროსეს სახელი დაერქვას. ისმენენ
ორგანიზაციის მიერ დაარსებული თბილისის I-II და III ბიბლიოთეკების იანვრის თვის
ფინანსურ ანგარიშს. აჭარის სკოლას უგზავნიან წიგნებს, ხოლო თიანეთისას -
სასკოლო ნივთებს. ოლღა ჭავჭავაძე წარმოადგენს ორგანიზაციის სასარგებლოდ 1901
წლის 22 დეკემბერს გამართული კონცერტის ანგარიშს.
წყარო: