
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 132. გაზ. „ივერია“, 1888, 6 ოქტომბერი, № 208, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 332. «Новое обозрение», 1896, № 4386. პირთა ანოტაციები: ნიკიტინი ალექსანდრე პუბლიცისტი, გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი 1890-იან წლებში. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2292). თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და
სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 102.
1860
6 ოქტომბერი
პეტერბურგში წერს ლექსს „ზოგიერთს“. ავტოგრაფში ტექსტი მის მიერვე
ჯვარედინად არის გადახაზული.
წყარო:
1888
6 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
5 ოქტომბერი“ („ამ უკანასკნელს წლებში უმაღლესმა მთავრობამ...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მიწათმოქმედების გასაჭირი “.
წყარო:
1896
6 ოქტომბერი
გაზეთი „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ერთი
თავის ა. ნიკიტინისეული თარგმანი.
წყარო:
1903
6 ოქტომბერი
პეტერბურგში გამართულ ხილეულის პირველ გამოფენა-ბაზრობაზე ილია ჭავჭავაძის
საკონსერვო ფირმა „ანკარას“ პროდუქცია ჯილდოვდება ოქროს მედლით.
წყარო: