The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


26.07

1859    
    
26 ივლისი   
    
 თბილისშია და თარგმნის ფრიდრიხ რიუკერტის ლექსს „კართა თანა“  წყარო:

ცისკარი, 1859, № 12, გვ. 279-280; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217.

პირთა ანოტაციები:

რიუკერტი ფრიდრიხ (ფრაიმუნდ რაიმარი) (1788-1866)

გერმანელი პოეტი

    
1872    
    
22 -26 ივლისი    
    
დუშეთში მარტოა და ელის ოძისიდან დავით ერისთავის სტუმრობას.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17551; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 33-35.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

 მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

    
1873    
    
26 ივლისი    
    
პეტერბურგიდან ბრუნდება მოსკოვში.  დათარიღება:

დრო მითითებულია მეუღლისთვის 28 ივლისს მიწერილ ბარათში.

    
1883    
    
26 ივლისი   
    
 სერგეი მესხის გარდაცვალების გამო მცხეთიდან ქუთაისში სამძიმრის დეპეშას უგზავნის გარდაცვლილის მეუღლეს – ეკატერინეს და ძმას – ნესტორს. უბოდიშებს, რომ დასაფლავებას ვერ დაესწრო. რადგან დროულად არ შეატყობინეს, სად და როდის კრძალავდნენ. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სერგეი მესხის ფონდი, ავტოგრაფი № 28; ჟურნ. „ივერია“, 1883, № 7-8, გვ. 176; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 94-95, 409-410.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928)

მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და.

მესხი ნესტორ (დაბ. 1856)

სერგეი მესხის ძმა, სახალხო მასწავლებელი ყვარელში. ჭავჭავაძეების ხშირი სტუმარი.

1886
26 ივლისი
 
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 ივლისი“ („საფრანგეთი, ეს დაუძინებელი მტერი გერმანიისა, დღესაქამომდე საშიში არ იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და საფრანგეთი“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 26 ივლისი, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 238.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

1891
26 ივლისი
პეტერბურგიდან თბილისში გიორგი თარხნიშვილს უგზავნის წერილს და უფრო დაწვრილებით განუმარტავს კონვერსიის დეტალებს. გარდა ამისა, ატყობინებს, რომ გიორგი ანდრონიკაშვილს ჯერაც არ გაუგზავნია დაპირებული თანხა და მისი მეუღლე, რომელსაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა ესაჭიროებოდა, ამის გამო ვერ მიდის. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568; ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა. თბილისი: ლიტერატურის მატიანე, 2010, გვ. 228-235; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 150-159, 441-142.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

ანდრონიკაშვილი გიორგი ზაქარიას ძე (1858-1928)

ინჟინერი, ალაზნის სარწყავი არხის პროექტის ავტორი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1898    
    
26 ივლისი    
    
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ფილიპე მახარაძის კრიტიკული წერილი „საიუბილეო ბროშურა“ (მცირე შენიშვნა ბ–ნ მე გახლავარის წიგნაკის გამო „თ. ილ. ჭავჭავაძე. ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი“). მასში უარყოფითად არის შეფასებული მიხეილ ნასიძის წიგნი სამოციანელებისა და ილია ჭავჭავაძის ქების გამო. პუბლიკაციის ავტორის აზრით, ილიას შემოქმედებას მაღალი შეფასება არ უნდა მიეცეს, რადგან, მისი თქმით, „გლახის ნაამბობი“ უცხო ნიადაგიდან არის ამოზრდილი, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ კი მაშინ დაიწერა, როცა ბატონყმობა პრობლემური აღარ იყო.  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 31, გვ. 519-523.

ანოტაციები: მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941)

ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.

    
1900   
    
26 ივლისი    
    
გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს ბერლინიდან მიღებულ ინფორმაციას ექიმ ლეიდენთან ილია ჭავჭავაძის მკურნალობისა და მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ. იქვე აღნიშნულია, რომ ექიმის დანიშნულებით იგი უკვე ერთი კვირაა იმყოფება კარლსბადში, სადაც მისთვის სასარგებლო წყლები და ჰავაა.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 26 ივლისი, № 160, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ლეიდენი ერნსტ (1832-1910)

გერმანელი ექიმი, პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა კენიგსბერგში, სტრასბურგსა და ბერლინში. იკვლევდა ბრონქიალურ ასთმას და გულის დაავადებებს.