1878 | ||
1878 1 იანვარი გიორგი თუმანიშვილი წერილში „შარშანდელი ქართული მწერლობის გადათვალიერება“ ეხმაურება „მეფე ლირის“ ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძისეულ ქართულ თარგმანს. |
წყარო: შარშანდელ ქართულ მწერლობის გადათვალიერება, “ალმანახი“, შედგენილი გ. თუმანიშვილისაგან, წ.1, 1878, გვ. 132. დათარიღება: გაზეთ „ივერიაში“ (1877, № 44, გვ. 16) მითითებულია „ალმანახის“ გამოსვლის დრო. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1878 5 იანვარი გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („ახალმა წელიწადმა შესანიშნავი ამბავი მოგვიტანა...“) და რუბრიკაში „საქართველოს მატიანე“ - სტატიას („ჩვენს სამღვდელოებას დიდი სამსახური...“), რომელიც თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სამღვდელოების სამსახური ქვეყნის წინაშე”. ამავე ნომერში ასტრონიმით (***) ბეჭდავს პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ Ι-XΙΙ თავებს.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 707-708, 524-525; გაზ. „ივერია“, 1878, № 1, გვ. 1-2, 3, 4-8; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 171, 173. ატრიბუცია: ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“,ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3. პირთა ანოტაციები: დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II თავდადებული) (1259-1289) საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. |
|
1878 12 იანვარი გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („რუსის ჯარი თანდათან წინ მიდის სტამბოლისკენ...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 526-529; გაზ. „ივერია“, 1878, № 1, გვ. 4-6; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 176. |
|
1878 16 იანვარი წევრად ირჩევენ თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 257, 3. |
|
1877 21 დეკემბრიდან -1878 19 იანვრამდე ჟურნალიდან „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“ თარგმნის ამერიკელი მწერლის – ჯორჯ ლეთროპის ნოველას „გარიყული“. რამდენადაც რუსულ წყაროში ტექსტის ავტორი მითითებული არ არის და სათაურიც შეცვლილია (ჰქვია „Нью-йоркский бродяга“), ტექსტს თავადაც აქვეყნებს ავტორის მითითების გარეშე და შეცვლილი სათაურით „უბინაო კაცი ნუიორკში“. |
წყარო: ჟურნ. «Отечественные Записки», 1877, 21 დეკემბერი, № 12 გვ. 505-528; გაზ. „ივერია“, 1877, № 3, 19 იანვარი, გვ. 11-16; № 4, 26 იანვარი, გვ. 12-16; № 5, 2 თებერვალი, გვ. 13-16; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 215; ნათელა ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 154-157; იხ. ატრიბუცია: ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“, ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3; მ. ნინიძე, „ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი – ჯორჯ ლეთროპი“, „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 106-127. პირთა ანოტაციები: ლეთროპი ჯორჯ პარსონს (1851-1898) ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჟურნალების „ატლანტიკ მანთლისა“ და „ბოსტონის კურიერის“ რედაქტორი. |
|
1878 19 იანვარი გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („დაიწყებს კაცი თუ არა ლაპარაკს ეხლანდელს პოლიტიკაზედ...“), სტატიას „შერიგების თაობაზედ ხმები“ („ლონდონიდამ 14/26 იანვარს შემდეგი ამბავი მოვიდა...“) და ამერიკელი მწერლის – ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ თარგმანის პირველ ნაწილს სათაურით „უბინაო კაცი ნუიორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 529-531; გაზ. „ივერია“, 1878, № 3, გვ. 5-6, 6-7, 11-16; George Parso№s Lathrop, “Left Out”, The Atlantic Monthly, January 1877, Volume 39, Issue 231; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 215; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 180, 183. ატრიბუცია: ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“, ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3; მ. ნინიძე, „ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი – ჯორჯ ლეთროპი“, „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 106-127. პირთა ანოტაციები: ლეთროპი ჯორჯ პარსონს (1851-1898) ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჟურნალების „ატლანტიკ მანთლისა“ და „ბოსტონის კურიერის“ რედაქტორი. |
|
1878 26 იანვარი გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „შერიგების თაობაზედ“ („შესწყდა დროებით მაინც, თუ არ სამუდამოდ...“) და ამერიკელი მწერლის ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ თარგმანის მეორე ნაწილს, სათაურით „უბინაო კაცი ნუიორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 269-272; გაზ. „ივერია“, 1878, № 5, გვ. 4-6, 12-16; George Parsons Lathrop, “Left Out”, The Atlantic Monthly, January 1877, Volume 39, Issue 231; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 215; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 184. ატრიბუცია: ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“, ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3; მ. ნინიძე, „ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი – ჯორჯ ლეთროპი“, „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 106-127. პირთა ანოტაციები: ლეთროპი ჯორჯ პარსონს (1851-1898) ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჟურნალების „ატლანტიკ მანთლისა“ და „ბოსტონის კურიერის“ რედაქტორი. |
|
1878 29 იანვარი დას – ელისაბედს უგზავნის წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ მომდევნო დღეს, დილის თერთმეტ საათზე, გრიგოლ ორბელიანთან თავმოყრას აპირებენ ლევან მელიქიშვილი, გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი და სხვა პირები, მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით და სთხოვს, რომ ელისაბედის ქმარი – ალექსანდრე საგინაშვილიც მივიდეს.
|
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17535; ცნობის ფურცელი, 1904, 31 მარტი, № 2452, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 62-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 30, 374-375; ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, 2016. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 196-197. პირთა იდენტიფიკაცია:
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. მელიქიშვილი ლევან ივანეს ძე (1817-1892) რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, ნახჩევანის მაზრის უფროსი, კავკასიის არმიის ჯარების მთავრსარდლის მოადგილე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი. ერისთავი, გიორგი რევაზის (რომანის) ძე (1812-1891) მეტსახელად “ატამანი”, კავალერიის გენერალი, კავკასიის კაზაკთა ჯარების უფროსი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი. ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე. |
|
1878 30 იანვარი გრიგოლ ორბელიანის სახლში მონაწილეობს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წესდების პროექტის განხილვაში. პროექტის დასამტკიცებლად მთავრობაში წარდგენას კრება ავალებს დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს.
|
წყარო: „ცნობის ფურცელი“, 1904, 31 მარტი, № 2452, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. |
|
1878 იანვრის შემდეგ
იღებს ვასილ მაჩაბლის წერილს, რომელშიც ადრესანტი უქებს პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებულს“. იგი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ილიამ გაზეთ „ივერიის“ სატიტულო გვერდის გაფორმება შეცვალა. ატყობინებს, რომ მისი ძმა - ივანე მაჩაბელი ბორდოში აპირებს წასვლას მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად. |
წყარო: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 13852. დათარიღება: გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“ დაიბეჭდა 1878 წლის იანვარში და გაზეთის სატიტულო გვერდის გაფორმებაც ამ წლის პირველი ნომრიდანვე შეიცვალა. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1878 2 თებერვალი გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („მორიგების პირობათა შესახებ. აი, რა პირობები დაუდვია...“) და ამერიკელი მწერლის ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ თარგმანის ბოლო, მესამე ნაწილს, სათაურით „უბინაო კაცი ნუიორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 532-537, 215; გაზ. „ივერია“, 1878, № 5, გვ. 6-8, 13-16. George Parsons Lathrop, “Left Out”, The Atlantic Monthly, January 1877, Volume 39, Issue 231. ატრიბუცია: მ. ნინიძე, „ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ნოველის უცნობი ავტორი – ჯორჯ ლეთროპი“, „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 106-127. პირთა ანოტაციები: ჯორჯ პარსონს (1851-1898) ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჟურნალების „ატლანტიკ მანთლისა“ და „ბოსტონის კურიერის“ რედაქტორი. |
|
1878 8 თებერვლამდე რუსული ჟურნალიდან „პჩელა“ თარგმნის სერბი მწერლის, ჯურა იაკშიჩის მოთხრობას „შვილი მოხუცებულის გამზისა“. რამდენადაც ავტორი რუსულ წყაროში მითითებული არ იყო, ეს ინფორმაცია არც ქართულ თარგმანთან არის.
|
წყარო: «Сын седаго Гамзы», ჟურნალი «Пчела»,1877, ტ. 3, № 16; გაზ. „ივერია“, 1878, № 6, 9 თებერვალი, გვ. 12-14; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165. დათარიღება: ვათარიღებთ პირველი ნაწილის პუბლიკაციაზე გაცემული ცენზურის ნებართვის მიხედვით. პირთა ანოტაციები: იაკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. |
|
1878 8 თებერვალი გაზეთებში მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1 იანვრისათვის. |
წყარო: გაზ. «Кавказ», № 32; გაზ. «Обзор», № 40, 41, 56 |
|
1878 9 თებერვალი გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად იწყებს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.
|
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, № 6, გვ. 12-14; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნათელა ჩიტაური, „ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი“, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165. პირთა ანოტაციები: იაკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. |
|
1878 16 თებერვალი გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად განაგრძობს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას. აქვე აქვეყნებს გაზეთ „ობზორის“ წერილის „ადგილობრივი პრესა“ პასუხად დაწერილ სტატიას „ფიქრი და შენიშვნა“, საავტორო მინაწერით „შემდეგი იქნება“, თუმცა მეტის დაბეჭდვას ცენზურის გამო ვერ ახერხებს.
|
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, № 7, 16 თებერვალი, გვ. 13-16; გაზ. «Обзор», 11 თებერვალი, № 40. თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნათელა ჩიტაური, „ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი“, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165. პირთა ანოტაციები: აკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. |
|
1878 19 თებერვალი გაზეთი „ობზორი“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის ფელეტონს („საკვირაო საუბრები... პოლემიკა „ივერიასთან“, მართლაც გულგრილია თუ არა პოლემიკისადმი თავ. ი. გ. ჭავჭავაძე. მოწვევა“).
|
წყარო: გაზ. «Обзор», № 48 „Воскресные беседы... Иверия в полемике. Действительноли равнодушен к полемике кн. И. Г. Чавчавадзе. Приглашение“. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1878 23 თებერვალი გაზეთ „ივერიაში“ „ობზორის“ წერილის „ადგილობრივი პრესა“ პასუხად დაწერილი სტატიის „ფიქრი და შენიშვნის“ გაგრძელების ნაცვლად იბეჭდება მისი გამოუქვეყნებლობის მიზეზის სარედაქციო განმარტება: „ადვილად გასაგების მიზეზისა გამო, „ობზორის“ შესახები წერილი არ დაიბეჭდება ამ ნუმერში და საკულაოდაც არ დაიბეჭდება იმ გარემოების გამო, რომელიც ჩვენ ხელთ არ არის“. აშკარაა, რომ წერილის გაგრძელების ბეჭდვა ცენზურამ აკრძალა და ეს აკრძალული ნაწილი დღეისთვის დაკარგულია. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, № 8 , გვ. 1. |
|
1878 23 თებერვალი გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად განაგრძობს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.
|
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, № 8, 23 თებერვალი, გვ. 13-15; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165. პირთა ანოტაციები: იაკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. |
|
1878 2 მარტი გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად განაგრძობს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.
|
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, №№ 9, 2 მარტი, გვ. 14-15; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253 – 290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165. პირთა ანოტაციები: იაკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. |
|
1878 2 მარტი გაზეთ „ობზორში“ ილიასა და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1 თებერვლისთვის. |
გაზ. «Обзор», 1878, № 58. | |
1878 8 მარტამდე ბესარიონ ნიჟარაძე „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად გადასცემს სვანურ ტექსტებს.
|
წყარო: კ. კინწურაშვილი. ალექსანდრე ცაგარელი. 1974, გვ. 192. დათარიღება: დრო მინიშნებულია ალექსანდრე ცაგარელის მიერ ილიასთვის 8 მარტის მიწერილ ბარათში. პირთა ანოტაციები: ნიჟარაძე ბესარიონ გიოს ძე (1852-1919) დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი. იბეჭდებოდა „თავისუფალი სვანის“ ფსევდონიმით. |
|
1878 8 მარტის შემდეგ ალექსანდრე ცაგარელისგან იღებს წერილს, რომელშიც სთხოვს, გაუგზავნოს ბესარიონ ნიჟარაძის მიერ გადაცემული სვანური ტექსტები, რადგან სჭირდებათ გრამატიკული განხილვისთვის. ამავე წერილში ცაგარელი გამოთქვამს სურვილს, რომ მოხერხდეს ბესარიონ ნიჟარაძისთვის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება ათი თვით მაინც.
|
წყარო: კ. კინწურაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, 1974, გვ. 192. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 8 მარტით. პირთა ანოტაციები: ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. ნიჟარაძე ბესარიონ გიოს ძე (1852-1919) დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი. იბეჭდებოდა „თავისუფალი სვანის“ ფსევდონიმით. |
|
1878 9 მარტი გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მითითების გარეშე ამთავრებს ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ ბეჭდვას.
|
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, № 10, 9 მარტი, გვ. 12-14; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, ტ. III, გვ. 253-290; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 216; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 108, 683. ატრიბუცია: ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, ჟურნ. „ცისკარი“, 1985, № 6, გვ. 157-165. პირთა ანოტაციები: იაკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. |
|
1878 5-17 მარტი გაზეთ „ობზორში“ მისი და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1 მარტისთვის. |
წყარო: გაზ. «Обзор», 1878, № 61, 69, 73. |
|
1878 30 მარტი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი“ („ამჟამად ქალაქში...“), რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქალაქში ჯანმრთელობისთვის დიდი მზრუნველობა და საქმიანობაა“. აქვე რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას („ინგლისის. საპოლიტიკო მდგომარეობა ერთი და იგივეა...“ ). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 537-541 გაზ. „ივერია“, 1878, № 13, გვ. 1-3, 10-12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 195, 201. |
|
1878 6 აპრილი გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საქართველოს მატიანე“ ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ ქართულ სცენაზე“. ასევე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („ინგლისი. გარეშე საქმეთა ახალმა მინისტრმა სოლსბერიმ...“ ).
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 542-544; გაზ. „ივერია“, 1878, № 14, გვ. 1-2, 8-10; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 185; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 206. ატრიბუცია: ნ. ტაბიძე, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები, ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3. პირთა ანოტაციები: შექსპირი უილიამ (1564-1616) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. |
|
1878 7 აპრილი გაზეთ „ობზორში“ მისი და სხვათა ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1 აპრილისთვის |
წყარო: გაზ. «Обзор», 1878, № 94. |
|
1878 14 აპრილი გაზეთ „ობზორში“ ხელმოუწერლად ქვეყნდება ნიკო ნიკოლაძის სტატია „საზოგადოების სწავლული ექსპლოატატორები“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის საბანკო პოლიტიკა.
|
წყარო: გაზ. «Обзор», 1878, № 108, 100. „Ученые эксплоататоры общества“. პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. |
|
1878 25 აპრილი მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში, რომელზეც განიხილავენ 1877 წლის ანგარიშს. გაზეთ „ობზორში“ იბეჭდება ამ კრებაზე წაკითხული მოხსენებების ირგვლივ ილია ჭავჭავაძისა და სხვათა განმარტებები. |
წყარო: გაზ. «Обзор», 1878, № 110, „М. Г. Из прошлых докладов...“. |
|
1878 26 აპრილი მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც განიხილავენ ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანის საკითხს. კრების ზოგიერთი მონაწილე პროექტს არახელსაყრელად მიიჩნევს ცივ-გომბორის ქედთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯებისა და მგზავრების შესაძლო ნაკლებობის გამო. ირჩევენ კომისიაში, რომელსაც ევალება საჭირო საბუთების მომზადება მთავრობისთვის წარსადგენად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, № 17; გაზ. „დროება“, 1878, № 81, გვ. 1-2 |
|
1878 27 აპრილი გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლდ აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 აპრილი“ („ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს, რომ...“), რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სოფლის უფროსის არჩევანი“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 264-266; გაზ. „ივერია“, 1878, № 16, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 209. |
|
1878 აპრილი თსს ბანკის კრებაზე განიხილავენ სამი წლის ანგარიშს, ამტკიცებენ მისი ხელმძღვანელობით შედგენილი წესდების ახალ ვარიანტს და დასამტკიცებლად გზავნიან რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტროში. |
წყარო: ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 103. |
|
1878 4 მაისი გაზეთ „ივერიის”რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („ახალს რასმე აღმოსავლეთის საქმის შესახებ...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 544-545 გაზ. „ივერია“, 1878, № 17, გვ. 4-6; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 213. |
|
1878 11 მაისი გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საქართველოს მატიანე“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 11 მაისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 266-268; გაზ. „ივერია“, 1878, № 18, გვ. 4-6. |
|
1878 ივნისი ს დასაწყისი გამოდის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რომელშიც შეტანილია ლექსი „გაზაფხული“.
|
წყარო: „დედა ენა“ ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის, შედგენილი ი. გოგებაშვილისაგან, მე-2 შესწ. გამოც., თბ., 1878. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. |
|
1878 8 ივნისი გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („პირველ თიბათვეს ბერლინში შეიყარა კონგრესი...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 546-553; გაზ. „ივერია“, 1878, № 22, გვ. 8-11; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 219 |
|
1878 15 ივნისი გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („კონგრესის სჯა და მოლაპარაკება ღრმა საიდუმლოა...“ ).
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 553-559; გაზ. „ივერია“, 1878, № 23, გვ. 2-13; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 227. |
|
1878 20 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი დიმიტრი ყაზბეგს უგზავნიან შეთავაზებას, მონაწილეობა მიიღოს მამულიშვილურ წამოწყებაში და გახდეს ქშწ-კგ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.
|
წყარო: ა. ჯორჯაძე, „დიმიტრი ყიფიანი“, „სახალხო გაზეთი“, 1913, 27 იანვარი, № 808, გვ. 4; ხუციშვილი ს., ისევ რომ არ გამოგვრჩეს (ილია ჭავჭავაძის ერთი ბარათის გამო), გაზ. „თბილისი“, 1985, 17 იანვარი, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 84-85, 399-400. დათარიღება: 20 ივნისს ქშწ-კგ საზოგადოების წესდება დასამტკიცებლად წარადგინეს მეფისნაცვლის კანცელარიაში. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“. |
|
1878 20 ივნისი დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბესარიონ ღოღობერიძე ქშწ-კგ საზოგადოების წესდების პროექტს, რომელზეც 123 ადამიანის ხელმოწერაა, დასამტკიცებლად წარუდგენენ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის
|
წყარო: ი. ბოცვაძე. წერილები, 1956, გვ. 74. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
1878 25 ივნისი გაზეთებში მისი ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1 ივნისი სთვის. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1878, № 167; გაზ. «Обзор», 1878, № 169. |
|
1878 29 ივნისის შემდეგ ილია ბახტაძეს აცნობებს, რომ მიიღო მისი კორესპონდენცია, რომელიც მცირეოდენი შესწორებით დაბეჭდა.
|
წყარო: ი. ბახტაძე, მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის შრომები, I, 1958, გვ. 73-76; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 259, 506. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 197-198. პირთა ანოტაციები: ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. |
|
1878 6 ივლისი გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს ლექსის „ვიხილე სატრფო“ განსხვავებულ ვარიანტს („ვნახევი სატრფო“) და უსათაუროს („მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით...“). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1878, № 26, გვ. 3, 6. |
|
1878 27 ივლისი გაზეთ „ობზორში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1878 წლის 1 ივლისისთვის. |
წყარო: გაზ. «Обзор», 1878, № 198. |
|
1878 3 აგვისტო გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („კონგრესი გათავდა, მაგრამ ხვალინდელს დღეს...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 560-561; გაზ. „ივერია“, 1878, № 30, გვ. 3-4. |
|
1878 აგვისტოს დასაწყისი გამოდის ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილი ლექსების კრებული „საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს“, რომელშიც დაბეჭდილია ილიას: „გაზაფხული“, „მტკვრის პირას“ და „წუხილი“.
|
წყარო: კრებ. საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს, ა. ჭიჭინაძის გამოცემა, ტფილისი, 1878, გვ. 48. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. |
|
1878 10 აგვისტო გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის პირველ ნაწილს.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 31, 10 აგვისტო, გვ. 11-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 132. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 17 აგვისტო გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 32, 17 აგვისტო, გვ. 14-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 141. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 31 აგვისტო გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 34, 31 აგვისტო, გვ. 11-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 147. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 8 სექტემბერი ვასილ კარბელაშვილს ატყობინებს, რომ საქმეზე მოლაპარაკება შეუძლიათ 12 სექტემბერს, საღამოს 6-7 საათზე.
|
წყარო: თეატრალური მუზეუმის ფონდი I, 4525; ს. ლეკიშვილი, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის ფურცლები, ჟურნ. „მნათობი“, 1985, № 4. პირთა ანოტაციები: კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936) მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. |
|
1878 14 სექტემბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 36, 14 სექტემბერი, გვ. 12-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 156. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 28 სექტემბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 38, 28 სექტემბერი, გვ. 13-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 165. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 5 ოქტომბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 39, 5 ოქტომბერი, გვ. 12-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 172. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი |
|
1878 12 ოქტომბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 40, 12 ოქტომბერი, გვ. 12-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 177. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 19 ოქტომბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 41, 19 ოქტომბერი, გვ. 10-14; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 182. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 24 ოქტომბრამდე თხოვნით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმართებლობას 1879 წლიდან გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთების ნებართვისათვის.
|
წყარო: საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საარქივო სამმართველო, „საისტორიო მოამბე“, № 25-26, თბ., 1971. დათარიღება: 24 ოქტომბერს უკვე შუამდგომლობა დაიწერა ამ განცხადების საფუძველზე. |
|
1878 24 ოქტომბერი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველო, სამოქალაქო საქმეთა მიმართულების უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის ხელმოწერით, განცხადებით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს
|
წყარო: საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საარქივო სამმართველო, „საისტორიო მოამბე“, № 25-26, თბ. 1971. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
1879 წლიდან ილია ჭავჭავაძისათვის გაზეთ „ივერიის“ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთების ნებართვის მიცემის შესახებ.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 42, 26 ოქტომბერი, გვ. 8-14; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 192. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 26 ოქტომბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 193–194, 367. დათარიღება: 28 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე რეგულარულად წერს წერილებს ყვარლიდან. |
|
1878 28 ოქტომბრამდე თბილისიდან მიემგზავრება ყვარელში ნათესავებისა და მისი მამულების გამიჯვნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 366; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 357; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 193–194, 367. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა იდენტიფიკაცია:
იასე ჭავჭავაძე მხოლოდ სახელით არის მოხსენიებული. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. |
|
1878 28 ოქტომბერი ყვარლიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ იასე ჭავჭავაძესთან დაბინავდა. სთხოვს, არ მოიწყინოს, რადგან მიწის აზომვას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9599. |
|
1878 1 ნოემბერი წარმოებს მამულების გაყოფა მასა და მის ყვარლელ ნათესავებს შორის, რის შედეგადაც დგება „ჭავჭავაძეების საკუთრებაში მყოფი ყვარლის აგარაკის აღწერისა და დახარისხების ოქმი“. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9599. |
|
1878 2 ნოემბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 43, 2 ნოემბერი, გვ. 11-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 202. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი |
|
1878 1-3 ნოემბერი ყვარელში იმყოფება და ავადმყოფობს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 194. |
|
1878 9 ნოემბერი გაზეთ „ივერიის” რუბრიკაში „საქართველოს მატიანე“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული საშუალო სასწავლებლის დაარსების საჭიროებაზედ“. აქვე ქვეყნდება ალფონს დოდეს მოთხრობის „სახლი იყიდება“ მისეული თარგმანი.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 693-694; გაზ. „ივერია“, 1878, № 44, გვ. 2-3, 10-12; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. პირთა ანოტაციები: დოდე ალფონს (1840-1897) ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი. |
|
1878 9 ნოემბერი მეუღლეს მისი გაგზავნილი წერილები არ მისდის და ამით შეშფოთებული დეპეშას უგზავნის.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 194–195, 367. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1878 9 ნოემბერი ყვარლიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ იავადმყოფა, მაგრამ უკვე კარგადაა. სთხოვს, იასე ანდრონიკაშვილი ინახულოს და ღვინის ფული გამოართვას, დიმიტრი სტაროსელსკის კი მოაგონოს, რომ ვექსილების მიხედვით 29 რიცხვისთვის უსათუოდ უნდა შეიტანოს 500 მანეთი, რათა კრედიტი არ დაკარგონ.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 418; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 357; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 194–195, 367. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა იდენტიფიკაცია:
სტაროსელსკის გვარი მითითებული არ არის, არის მხოლოდ სახელი და მამის სახელი; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811) ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები. სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
1878 13 ნოემბერი ყვარლიდან თბილისში მეუღლეს უგზავნის წერილს, რომელშიც ატყობინებს, რომ ჯერ ტყის გაყოფის საქმე არ დასრულებულა. აინტერესებს, იასე ანდრონიკაშვილს ღვინის ფული გამოართვა თუ არა. აძლევს სამეურნეო შინაარსის დარიგებებს.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 358–359; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 195, 368. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა იდენტიფიკაცია:
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811) ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები. |
|
1878 14 ნოემბერი წარმოებს მამულების გაყოფა მასა და მის ყვარლელ ნათესავებს შორის, რის შედეგადაც დგება ილია ჭავჭავაძესა და სხვა თანამესაკუთრეთა შორის ყვარლის აგარაკის გაყოფის ოქმი. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9608. |
|
1878 15 ნოემბრის შემდეგ იღებს დავით კეზელის წერილს, რომელშიც სთხოვს მიიღოს „ივერიის“ თანამშრომლად.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 523. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 15 ნოემბრით. პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. |
|
1878 16 ნოემბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება ალფონს დოდეს მოთხრობის თარგმანი სათაურით „სამი ათასი ფრანკით“ და გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 45, 16 ნოემბერი, გვ. 12-13, 13- 19; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 216; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. პირთა ანოტაციები:
დოდე ალფონს (1840-1897) ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი. ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 16 ნოემბერი წარმოებს მამულების გაყოფა მასა და მის ყვარლელ ნათესავებს შორის, რის შედეგადაც იწერება ილია ჭავჭავაძესა და სხვა თანამესაკუთრეთა შორის ყვარლის აგარაკის ტყის გამიჯვნის სააღწერო ფურცელი. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9615, № 4602. |
|
1878 22 ნოემბერი მეუღლისაგან იღებს დეპეშას. იგებს, რომ კონცერტზე გაცივდა და შეუძლოდაა. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 196–197, 368. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1878 23 ნოემბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება. აქვე ქვეყნდება სარედაქციო განცხადება იმის თაობაზე, რომ 1879 წლის იანვრიდან გაზეთის ნაცვლად გამოვა ყოველთვიური ჟურნალი „ივერია“. 1877-1878 წლბში ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით სულ გამოვიდა ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიის 91 ნომერი. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 46, 23 ნოემბერი, გვ. 11-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 222. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი |
|
1878 25 ნოემბერი წერილს უგზავნის მეუღლეს და უბოდიშებს ბარათის დაგვიანებისათვის. აცნობებს, რომ ღვინო გაყიდა, ტყის გაყოფა დასრულდა და სახნავებისა დარჩა. იმედოვნებს, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში ერთად იქნებიან. სთხოვს, დეპეშით შეატყობინოს თავისი ჯანმრთელობის ამბავი.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 349; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 360–361; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 196–197, 368. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1878 27 ნოემბერი ურმებს გზავნის ყვარლიდან საგურამოში, რათა გასაყიდი შეშა ჩამოაზიდინონ ტყიდან.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 197. |
|
1878 29 ნოემბერი თბილისის სასამართლო პალატა იღებს დადგენილებას ილია ჭავჭავაძისა და მისი ყოფილი თანამესაკუთრეებისათვის მიწების დაკანონების შესახებ. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 9603. |
|
1878 29 ნოემბერი ყვარლიდან თბილისში მეუღლეს უგზავნის წერილს და აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს. გარდა ამისა, სთხოვს უყიდოს და დავით ციციშვილის ხელით გაუგზავნოს შემოსავალ-გასავლის ორი დავთარი. დავით ქანანოვს უთვლის, რომ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის სწერდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ მოელაპარაკება.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 361; ჟურნ. “მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 197–198, 368. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254. პირთა იდენტიფიკაცია:
წერილში „ციციანოვია“ ნახსენები; ასევე მხოლოდ გვარით არის მოხსენიებული ქანანოვი. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ციციშვილი დავით ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში. ქანანოვი დავით იოსების ძე სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1874 წლიდან მუშაობდა ბუღალტრად თბილისის პოლიციის უფროსის უწყებაში. |
|
1878 30 ნოემბერი გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელება.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 47, 30 ნოემბერი, გვ. 10-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 235. პირთა ანოტაციები: ებერსი გეორგ (1837-1898) გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი. |
|
1878 10 დეკემბრამდე ყვარლიდან ბრუნდება თბილისში.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 197; დათარიღება: დროზე მითითებულია მეუღლისთვის 29 ნოემბერს გაგზავნილ წერილში. |
|
1878 27 დეკემბერი გრიგოლ ორბელიანისგან ჟურნალ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად წერილთან ერთად იღებს პლატონ იოსელიანის ნარკვევს „ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა“.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გრიგოლ ორბელიანის არქივი № 638. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. გიორგი მეცამეტე, იგივე გიორგი XII (1746-1800) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, ერეკლე II-ის ძე |
|
1878 მისი ლექსები: „გაზაფხული“, „არაგვი“ და თარგმანი ლექსისა „ჩიტი“ („ყოველთ უწინარეს...“) მიხეილ მაჭავარიანს გადააქვს ნოტებზე და ქვეყნდება წიგნში „სამშობლო ხმები“. ეს არის პირველი ქართული სანოტო გამოცემა. რამდენადაც თბილისში ნოტების ასაწყობი შრიფტი და საბეჭდი მანქანა არ არის, თითოეული ფურცელი ქვაზე იკვეთება და გრავიურის სახით იბეჭდება.
|
წყარო: „სამშობლო ხმები“ – ყმაწვილებისათვის სამღერალი სახალხო სიმღერები“ მ. მაჭავარიანისა, გამომც. გრ. ჩარკვიანი, თბ., 1878. პირთა ანოტაციები: მაჭავარიანი მიხეილ ანდრიას ძე მუსიკოსი, ნოტებზე გადაჰქონდა ქართული სიმღერები |
|
1878 ჰენრიხ სტრუვე „განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად“ წარწერით უძღვნის წიგნს, რომელშიც დაბეჭდილია მის მიერ კავკასიაში წაკითხული ლექციები მეღვინეობის შესახებ.
|
წყარო: Струве, Г.В., „О виноделии, четыре беседы читанные в Кавказ. Общ-ве сельс хоз. Тфл., 1878. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია, TS 3.099/09. პირთა ანოტაციები: სტრუვე ჰენრიხ ვასილის ძე (1822-1908) რუსი ქიმიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, არაორგანულ, ანალიზურ, ფიზიოლოგიურ და სასამართლო-სამედიცინო ქიმიაში ნაშრომების ავტორი. |
|
1878 ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან ერთად თბილისის გუბერნატორს წარუდგენს „თბილისის დამზოგველი საზოგადოების“ წესდების პროექტს. საზოგადოების მიზანია თავისი წევრებისთვის მაღალი ხარისხის სურსათ-სანოვაგის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში.
|
წყარო: თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 50. არქივი, ფ. № 7, აღწ. 1, საქმე № 1915. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად. |
|
1879-მდე მამია გურიელი, დავით ერისთავი და ნინო ორბელიანი გამოთქვამენ სურვილს, რომ სცენაზე დადგან ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „მეფე ლირი“, მაგრამ, ილიას აზრით, მუდმივი სცენის დაარსებამდე ამის გაკეთება ნაადრევია.
|
წყარო: მეტრეველი საბა-ფირუზ, „ილია და აკაკი“, გამომც. „ნეკერი“, 2011. პირთა ანოტაციები: გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა) ნინო სვიმონის ასული (1838-1919) პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |