The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1853

1853

    
1853 19 თებერვალი

თბილისის სამხედრო გუბერნატორი გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი შუამდგომლობს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით

  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 167.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) ვასილ იოსების ძე (1789-1858)

ინფანტერიის გენერალი, სხვადასხვა დროს იყო იმერეთისა და ახალციხის მმართველი, ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე.

    
1853 25 თებერვალი

ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველო განიხილავს თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობას გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და, იმ მიზეზით, რომ საჭირო საბუთები სრულად არ არის წარმოდგენილი, უარს აცხადებს თხოვნის აღსრულებაზე.

  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 169.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე

    
1853

გიმნაზიის მეხუთე კლასში იღებს საბოლოო შეფასებებს: ნიჭი ანუ გულისყური – 4, ბეჯითობა – 3, ყოფაქცევა – 4, საღვთო სჯული – 3, რუსული ენა – 5, ქართული ენა – 5, ფრანგული ენა – 4, ლათინური ენა – 3, ალგებრა – 3, გეოგრაფია – 2, ისტორია – 4.

 

წყარო:

ი. ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა. 1937, გვ. 35. ^ 0042

    

1853

თავის ნათესავებს – ნატალია მაღალაშვილ-ანდრონიკაშვილისას და თინათინ ჭავჭავაძეს უძღვნის ლექსებს: „ალბომში კნეინის ნატალია ანდრონიკოვისას“ და „კნიაჟნა თიკოს ჭავჭ(ავაძის) ალბომში“.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №105, გვ. 4.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 128-129.

პირთა ანოტაციები:

მაღალაშვილი-ანდრონიკაშვილისა ნატალია გრიგოლის ასული

ილია ჭავჭავაძის ნათესავის, სალომე მელქისედეკის ასულ ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილის რძალი, ვაჟის ცოლი.

ჭავჭავაძე-ავალიშვილისა თინათინ (თიკო) ზურაბის ასული (1835-1875)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი. იოსებ ანდრონიკაშვილის მოგონებების მიხედვით, „კაცია ადამიანის“ პერსონაჟ დარეჯანის პროტოტიპი.

    
1853-დან

ფიქრობს ჯუზეპე გარიბალდის არმიაში მოხალისედ წასვლაზე და იტალიის გამა თავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

 

წყარო:

ნიკოლოზ ნათიძე, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 573; რომანოზ ფანცხავა (ხომლელი), „ი. ჭავჭავაძე, როგორც ლირიკოსი პოეტი“, ჟურნ. „განთიადი, 1915, № 14, გვ. 15; ჟურნ. „მნათობი“,1937, № 5, გვ. 107-121.

პირთა ანოტაციები:

გარიბალდი ჯუზეპე (1807-1882)

იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გენერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.