1888 1 იანვარი |
||
|
||
„ივერიის“ საახალწლო ნომერში პეტრე უმიკაშვილს ხელმოუწერლად უძღვნის თავის ლექსს „წუთისოფელი ესეა...“ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 1, პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
|
||
1888 1 იანვარი |
||
|
||
ჟურნალ „თეატრში“ ხელმოუწერლად იბეჭდება „ივერიისადმი“ მიძღვნილი საახალწლო ექსპრომტი: „გიხდება სიდარბაისლე, / წინ-დახედული დინჯობა, / არათ გაწყენდა ხანდის-ხან / გამოგეჩინა ფიცხობა“. |
წყარო: ჟურნ. „თეატრი“, 1888, № 1, გვ. 1-3. |
|
|
||
1888 5 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ Ι-ΙΙΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 იანვარი“ („ძველმა წეილწადმა იჭინჭყლა, იჭინჭყლა და ბოლოს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკის დაუდგრომლობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 5 იანვარი, № 2 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 1-3, 9. |
|
|
||
1888 6 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ ΙV-VΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 იანვარი“ („ლორდ ჩერჩილის მოსვლა რუსეთში, ჩვენის ფიქრით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩერჩილის ვიზიტი რუსეთში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 6 იანვარი, № 3 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 1-3, 12. პირთა ანოტაციები: ჩერჩილი რანდოლფ ჰენრი სპენსერ (1849-1895) ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე, მალბოროს ჰერცოგ – ჯონ სპენსერ ჩერჩილის ვაჟი და უინსტონ ჩერჩილის მამა. საგარეო პოლიტიკაში ულტრაკონსერვატორი, გლადსტონის მოწინააღმდეგე. |
|
1888 8 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ VΙΙ-VΙΙΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 იანვარი“ („გერმანია დღეს ინგლისსა სწამებს ორგულობას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისისა და გერმანიის ინტერესების შეჯახება პოლიტიკურ სარბიელზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 8 იანვარი, № 4 , გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 15. |
|
|
||
1888 9 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 იანვარი“ („თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კრიტიკული აზრის უქონლობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 9 იანვარი, № 5 , გვ. 1. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 786- 788; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, გვ. 403. |
|
|
||
1888 12 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ ΙX-X თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 იანვარი“ („ჩვენ ვნახეთ, რომ ინგლისი ვერაფერი საიმედო სახელმწიფოა გერმანიისათვის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიისა და ავსტრიის ურთიერთობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 12 იანვარი, № 7 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 18. |
|
|
||
1888 13 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ XΙ-XΙΙΙ თავებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 8, გვ. 1-2. |
|
|
||
1888 14 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 იანვარი“ („14 იანვარი ყოვლად სადიდებელი დღეა ყოველი ქართველისათვის“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 788-791; გაზ. „ივერია“, 1888, 14 იანვარი, № 9 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 21. პირთა ანოტაციები: წმინდა ნინო მოციქული, ქართველთა განმანათლებელი. |
|
|
||
1888 17 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ XΙV–XVΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („ჩვენში სალიტერატურო მოღვაწეობა საერთოდ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთი „მეურნე“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 792-794; გაზ. „ივერია“, 1888, 17 იანვარი, № 11 , გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 26. |
|
|
||
1888 19 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ XVΙΙ–XVΙΙΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 იანვარი“ („კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტმა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სტატისტიკის საკითხებზე“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 794-796; გაზ. „ივერია“, 1888, 19 იანვარი, № 12, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 30. |
|
|
||
1888 20 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ XΙX–XX თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 იანვარი“ („არის ქვეყანაზე ბევრი იმისთანა საგანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „არ გათეთრდება ყორანი“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 797-798; გაზ. „ივერია“, 1888, 20 იანვარი, № 13, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 34. |
|
|
||
1888 21 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ უკანასკნელ XXΙ-XXΙΙ თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („ჩვენს ვენახებს შარშანდელ წელს ეწვია..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 21 იანვარი, № 14 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 38. |
|
|
||
1888 22 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 იანვარი“ (ლორდი ჩერჩილი რომ რუსეთში წავიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის პოლიტიკური აზრის ახალი მიმართლება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 22 იანვარი, № 15 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 54. პირთა ანოტაციები: ჩერჩილი რანდოლფ ჰენრი სპენსერ (1849-1895) ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე, მალბოროს ჰერცოგ – ჯონ სპენსერ ჩერჩილის ვაჟი და უინსტონ ჩერჩილის მამა. საგარეო პოლიტიკაში ულტრაკონსერვატორი, გლადსტონის მოწინააღმდეგე. |
|
|
||
2901888 23 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარი“ („ქვეყანაზედ მრავალგვარი ავკაცობაა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ გაზეთ „კავკაზის“ გამოლაშქრების გამო“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 799-801; გაზ. „ივერია“, 1888, 23 იანვარი, № 16 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 57. |
|
|
||
1888 24 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 იანვარი“ („არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დავით აღმაშენებელი“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 802-805; გაზ. „ივერია“, 1888, 24 იანვარი, № 17 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 62. პირთა ანოტაციები: დავით IV აღმაშენებელი (1073-1125), საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. |
|
|
||
1888 26 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 იანვარი“ („რაც უფრო მეტი ხანი გადის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხელობის სწავლების სიკეთე სოფლის სკოლებში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 26 იანვარი, № 18 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 67. |
|
|
||
1888 27 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 26 იანვარი“ („ის საშინელი ჭირი ვენახებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 27 იანვარი, № 19 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 40. |
|
|
||
1888 28 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („ჩვენა ვსთქვით წინა წერილებში, რომ მილდიუ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 28 იანვარი, № 20 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 42. |
|
|
||
1888 29 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („ამერიკაში, საცა პირველ გამოჩნდა მილდიუ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 29 იანვარი, № 21 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 46. |
|
|
||
1888 30 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 იანვარი“(„ჩვენა ვსთქვით, რომ მეცნიერებმა წამალი უპოვეს მილდიუსა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის ავადმყოფობა მილდიუ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 30 იანვარი, № 22 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 49. |
|
|
||
1888 31 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 იანვარი“ („გუშინწინ ჩვენს გაზეთში ერთმა ჩვენის სცენის მოყვარემ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დრამატული საზოგადოების“ გასაჭირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 31 იანვარი, № 23, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 30/I); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 407. |
|
|
||
1888 2 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი“ („ახალმა წელიწადმა დიდი სამშვიდობო იმედი მოგვცა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საიდუმლო შეთანხმების გამომზეურება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 2 თებერვალი , № 24 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 70. |
|
|
||
1888 7 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 თებერვალი“ („მთელი ქვეყანაა და თ-ის ბისმარკის სიტყვა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფლოკეს მოსალოდნელი გამინისტრება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 6 თებერვალი , № 28 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 74. პირთა ანოტაციები: ფლოკე შარლ თომას (1828-1896) ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. წლების მანძილზე ცდილობდა მინისტრის პოსტის დაკავებას, 1888 წლის 3 აპრილს კი გახდა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე. |
|
|
||
1888 10 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი“ („ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ინგლისმა ცოტად თუ ბევრად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის გავლენის შესუსტება ევროპაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 10 თებერვალი , № 30 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 79. |
|
|
||
1888 11 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 თებერვალი“ („სალისბერის უკანასკნელმა სიტყვამ სულ ერთიანად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სალუსბერის სიტყვა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 11 თებერვალი , № 31 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 82. პირთა ანოტაციები: სალუსბერი (სალისბერი, სოლსბერი) რობერტ არტურ (1830-1903) ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდთა პალატის წევრი, 1885-1892 და 1895-1902 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. |
|
|
||
1888 12 თებერვლამდე |
||
|
||
იღებს ალექსანდრე ეპისკოპოსის (ოქროპირიძე) წერილს, რომელშიც ადრესანტი რაღაც საქმეში შუამდგომლობას სთხოვს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 1597. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. |
|
|
||
1888 12 თებერვალი |
||
საპასუხო წერილს უგზავნის ალექსანდრე ეპისკოპოსს (ოქროპირიძეს). აღუთქვამს, რომ სიხარულით კისრულობს მის სამსახურს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ მისმა შუამდგომლობამ სასურველი ნაყოფი გამოიღოს. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 1597; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 126; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 130-131, 427. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. |
|
|
||
1888 12 თებერვალი | ||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 თებერვალი“ („ყველანი იძახოდნენ, რომ ინგლისი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის ორჭოფული პოლიტიკა“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1888, 12 თებერვალი , № 32 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 85. |
|
|
||
1888 16 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 თებერვალი“ („მთელი ევროპა მიქცეულია ეხლა იმაზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსლოდნელი ცვლილება საფრანგეთის მთავრობაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 16 თებერვალი , № 35 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 89. |
|
|
||
1888 16 თებერვალი |
||
წერილს უგზავნის გრიგოლ ყიფშიძეს, ავალებს დაესწროს „სამედიცინო საზოგადოების“ სხდომას, რომელზეც განიხილავენ ავჭალის წყლის საკითხს და გაზეთისათვის დაწეროს ანგრიში. ასევე სასურველად მიაჩნია იმ კრების გაშუქებაც, რომელსაც მომდევნო დღეს ქალთა გიმნაზიის დარბაზში ატარებს ანასტასია თუმანიშვილი. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17579; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 131, 427-428. პირთა ანოტაციები: ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. |
|
|
||
1888 17 თებერვალი | ||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 თებერვალი“ („გუშინ ჩვენ ჩამოვაგდეთ სიტყვა მასზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსალოდნელ ახალ კავშირში ინგლისის მონაწილეობის მიზეზები“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1888, 17 თებერვალი , № 36 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 93. |
|
|
||
1888 18 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 თებერვალი“ („ამიერკავკასიისათვის ერთი ფრიად საყურადღებო საქმეა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შავი ზღვისპირეთის დასახლების საკითხი“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 805-807; გაზ. „ივერია“, 1888, 18 თებერვალი , № 37 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 98. |
|
|
||
1888 19 თებერვალი |
||
ესწრება სათავადაზნაურო სკოლის შენობაში გამგეობის მიერ მოწვეულ სხდომას, რომელზეც გიმნაზიის ახალი დირექტორი ლევან ვაჩნაძე განიხილავს სასწავლებელში განსახორცილებელ ცვლილებებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 23 თებერვალი, № 41, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ვაჩნაძე ლევან ალექსანდრეს ძე თბილისის გიმნაზიის დირექტორი 1887-1894 წლებში, ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი. |
|
|
||
1888 21 თებერვალი |
||
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება მისი ლექსის „გახსოვს, ტურფავ...“ დავით ერისთავისეული რუსული თარგმანი. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1888, № 1441. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1888 23 თებერვლამდე |
||
|
||
გამოდის დავით კეზელის წიგნი „კრიტიკული განხილვა „ოთარაანთ ქვრივისა“ (მოთხრობა ილ. ჭავჭავაძისა). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 23 თებ., № 41. დათარიღება: 23 თებერვლის „ივერიაში”არის განცხადება, რომ უკვე იყიდება. პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. |
|
|
||
1888 23 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 22 თებერვალი“ („კარგა ხანია, ჩვენს საზოგადოებაში ჰტრიალებს აზრი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 23 თებერვალი, № 41, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 102. |
|
|
||
1888 24 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 თებერვალი“ („დღეს ევროპაში აქეთ მოიხედავ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ომის საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერება ევროპაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 24 თებერვალი, № 42, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 112. |
|
|
||
1888 25 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალი“ („თ-დი ლევან ვაჩნაძის მოხსენება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 25 თებერვალი, № 43, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 105. პირთა ანოტაციები: ვაჩნაძე ლევან ალექსანდრეს ძე თბილისის გიმნაზიის დირექტორი 1887-1894 წლებში, ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი. |
|
|
||
1888 26 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 თებერვალი“ („19-ს თებერვალს, როცა ჩვენის სათავადაზნაურო სკოლის თაობაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 26 თებერვალი, № 44, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 108. |
|
|
||
1888 27 თებერვლის შემდეგ |
||
|
||
წერილს იღებს არტემ ფირალიშვილისგან. ადრესანტი გადასცემს რუსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ შელგუნოვის თხოვნას, დაეხმაროს მის ვაჟ ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე შელგუნოვს, რომელიც იმპერატორის ბრძანებით ექვსი წლით ჩამოაქვეითეს რიგით ჯარისკაცად და განიცდის რეპრესიებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 186. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 27 თებერვლით. პირთა ანოტაციები: ფირალიშვილი (ფირალოვი) არტემ სტეფანეს ძე (1861-1926) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობასა და კუსტარულ მეწარმეობაზე რამდენიმე წიგნის ავტორი. შელგუნოვი ნიკოლოზ ვასილის ძე (1824-1891) რუსი პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პროფესიით მეტყევე, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მეგობარი და თანამოაზრე. გამოსცემდა გაზეთს «Век». შელგუნოვი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ოფიცერი, ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვის შვილი. ლიტერატურული წრის შექმნისთვის დასაჯეს 1888 წელს. |
|
|
||
1888 27 თებერვლის შემდეგ |
||
|
||
საპასუხო წერილს უგზავნის არტემ ფირალიშვილს. ბოდიშს უხდის პასუხის დაგვიანებისათვის და აცნობებს, რომ ნიკოლოზ შელგუნოვის შვილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად თხოვნით მიმართა გენერალ-მაიორ ქიშმიშევს, რომელმაც დახმარება აღუთქვა. წერს, რომ გარკვეული დროის შემდეგ |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 43; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 127-128; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 131-132, 428; დათარიღება: არტემ ფირალიშვილის წერილი დათარიღებულია 27 თებერვლით. პირთა ანოტაციები: ფირალიშვილი (ფირალოვი) არტემ სტეფანეს ძე (1861-1926) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობასა და კუსტარულ მეწარმეობაზე რამდენიმე წიგნის ავტორი. შელგუნოვი ნიკოლოზ ვასილის ძე (1824-1891) რუსი პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პროფესიით მეტყევე, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მეგობარი და თანამოაზრე. გამოსცემდა გაზეთს «Век». ქიშმიშევი (ქიშმიშოვი) სტეფანე იოსების ძე (1879-1921) გენერალ-მაიორი. ავტორია ისტორიული თხზულების „უკანასკნელი წელნი საქართველოს სამეფოსნი“. |
|
|
||
გენერალს ისევ შეახსენებს დანაპირებს, რადგან სტუდენტობის წლებიდან დიდ პატივს სცემს უფროს შელგუნოვს და ძალიან უნდა, რომ თხოვნა შეუსრულოს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 1 მარტი, № 46, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 116. პირთა ანოტაციები: ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში. |
|
|
||
1888 1 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29>თებერვალი“ („აწ გარდაცვალებული იმპერატორი გერმანიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იმპერატორ ვილჰელმის პიროვნების მნიშვნელობა გერმანიისათვის“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 8 მარტი, № 49, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 120. |
|
|
||
1888 8 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მარტი“ („2-ს მარტს დეპეშა მოვიდა ბერლინიდამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ახალი იმპერატორი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 9 მარტი, № 50, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 479-124. |
|
|
||
1888 9 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მარტი“ („მართალია, სამშვიდობო ნიავმა დაუბერა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიისა და საფრანგეთის ურთიერთობის მოგვარების გზები“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 10 მარტი, № 51, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 127. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა. |
|
|
||
|
||
1888 10 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 მარტი“ („რამდენიმე დღე რუსეთიდამ ფოსტა არ იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იმპერატორ ფრიდრიხის პიროვნული ღირსებები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 469. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 12 მარტით. პირთა ანოტაციები: ბაქრაძე დავით ნიკოლოზის ძე (1839-1918) პედაგოგი, ჟურნალისტი, იურისტი, ქუთაისის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ილია ჭავჭავაძესთან ერთად. |
|
|
||
1888 12 მარტი |
||
|
||
ს შემდეგ იღებს დიმიტრი ბაქრაძის წერილს, რომლიდანაც იგებს, რომ ადრესანტმა უდროობის გამო ჯერჯერობით ვერ მოახერხა დაერიგებინა სურამის ხეობაში დაზარალებულ გლეხთათვის შეგროვებული თანხა. |
წყარო: ს. ხუციშვილი, პატარ-პატარა ცნობები, გიგო გაბაშვილის წერილი პეტერბურგიდან, ი. ჭავჭავაძისადმი 1888 წლის 13 მარტი. გაზ. თბილისი. 1959 წ. 18 თებერვალი, № 41, გვ. 3. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 13 მარტით. პირთა ანოტაციები: გაბაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე (1862-1936) \\ფერმწერი, ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. ვილევალდე ბოგდან პავლეს ძე (1818-1903) რუსი ფერმწერი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1848-1894 წლებში ხელმძღვანელობდა ბატალური ფერწერის კლასს. ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
|
||
1888 13 მარტის შემდეგ |
||
|
||
პეტერბურგიდან იღებს გიგო გაბაშვილის წერილს. ატყობინებს, რომ წარმატებით დაასრულა პროფესორ ვილევალდეს კლასი სამხატვრო აკადემიაში და თბილისში საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება 200 მანეთის ღირებულების სამხატვრო მოწყობილობა. სთხოვს ილია ოქრომჭდლიშვილთან შუამდგომლობას და სწერს, რომ თავს არ ზოგავს მისი ნდობის გასამართლებლად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 15 მარტი, № 55, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 130. |
|
|
||
1888 15 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 მარტი“ („საკვირველი ქვეყანაა ეს საფრანგეთი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის უღონობისა და უძლურების მიზეზი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 16 მარტი, № 56, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 133. |
|
|
||
2941888 16 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 მარტი“ („მართლად არის ნათქვამი, დრონი მეფობენო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურობის ფერისცვალება“. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, № 226. |
|
|
||
1888 16 მარტი |
||
|
||
იღებს ბანკის თეატრის შენობაზე მომუშავე მღებავის წერილობით ანგარიშს და მინაწერებს აკეთებს მასზე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 17 მარტი, № 57, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 137. |
|
|
||
1888 17 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 მარტი“ („ჩვენ მოგვივიდა გუშინ ერთი პატარა წიგნაკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სკოლების ერთი დიდი ნაკლი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 17 მარტი, № 57, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 137. |
|
|
||
1888 18 მარტამდე |
||
|
||
მიხეილ ხელთუფლიშვილისგან იღებს „ივერიაში“ გამოსაქვეყნებელ სტატიას და წერილს, რომელშიც სთხოვს, არ ეუხერხულოს სტატიის დაბეჭდვა იმის გამო, რომ მასში მისი ქებაა. ადრესანტი მის დარწმუნებას ცდილობს იმის ხაზგასმით, რომ „ივერია“ ერთადერთი არასპეციალური ქართული გაზეთია და თუ რედაქტორი თავს შეიკავებს მასზე გამოთქმული დადებითი აზრების ბეჭდვისგან, ამით სიმართლე შეიზღუდება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 18 მარტი, № 58, გვ. 1-3 შენიშვნა. პირთა ანოტაციები: ხელთუფლიშვილი მიხეილ ბესარიონის ძე (1899-1895) პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. ^2653 წ |
|
|
||
188818 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მიხეილ ხელთუფლიშვილის წერილი „რამდენიმე შენიშვნა შესახებ ილ. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივისა“, მაგრამ, მიუხედავად ავტორის თხოვნისა, ილია ჭავჭავაძე მაინც ამოკლებს იმ ადგილებს, სადაც მისი ქებაა. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 18 მარტი, № 58, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ხელთუფლიშვილი მიხეილ ბესარიონის ძე (1899-1895) პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. |
|
|
||
1888 20 მარტი |
||
|
||
„მკითხველი შიოს“ ფსევდონიმით წიგნად გამოდის შიო დავითაშვილის კრიტიკული ნარკვევი „ჩატეხილი ხიდი“ – „ოთარაანთ ქვრივის“ განხილვა“. |
წყარო: მკითხველი შიო, „ჩატეხილი ხიდი”, “ოთარაანთ ქვრივის”-ს ბ. ილია ჭავჭავაძის მოთხრობის შესახებ მკითხველის შენიშვნები, ტფილისი, 1887; გაზ. „ივერია“, 1888, 17 მარტი, № 57, გვ. 2. დათარიღება: დროზე მითითებულია 17 მარტის „ივერიაში“. პირთა ანოტაციები: დავითაშვილი შიო ალექსანდრეს ძე (1857-1933) ხალხოსანი მწერალი, რევოლუციონერი |
|
|
||
1888 21 მარტამდე |
||
|
||
გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს ცნობას, რომ აპირებს ილია ჭავჭავაძის მოთხრობების „ოთარაანთ ქვრივისა“ და “კაცია – ადამიანის?!“ გამოქვეყნებას. თარგმანებზე მუშაობენ ივან თხორჟევსკი, დავით ერისთავი და თეოდორ ვიშნევსკი. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1888, № 1465. პირთა ანოტაციები: თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910) რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ვიშნევსკი თეოდორ ვლადიმერის ძე (1838-1916) რუსი გენერალ-მაიორი, მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი. წერდა „ჩერნიგოვეცის“ ფსევდონიმით. |
|
|
||
1888 21 მარტი |
||
|
||
გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს ინფორმაციას „ნოვოე ობოზრენიეს“ განზრახვის შესახებ, რომ გამოაქვეყნოს „ოთარაანთ ქვრივისა“ და “კაცია – ადამიანის?!“ რუსული თარგმანები. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 21 მარტი, № 61. |
|
|
||
1888 22 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 მარტი“ („მას შემდეგ, რაც იმპერატორი ვილჰელმი გარდაიცვალა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის გაურკვეველი მომავალი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 22 მარტი, № 61, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 141. პირთა ანოტაციები: ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში. |
|
|
||
2951888 23 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 მარტი“ („ჩვენ ერთხელაც გვითქვამს და ეხლაც კიდევ მიზეზი გვაქვს ვთქვათ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თავადაზნაურობის უქმობით ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 807-810; გაზ. „ივერია“, 1888, 23 მარტი, № 62, გვ. 1-2. ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 144. |
|
|
||
1888 24 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 მარტი“ („სიტყვამოსწრებული სახელოვანი პოეტი გერმანიისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იონა მეუნარგიას მომავალი ლექციები გრიგოლ ორბელიანზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 24 მარტი, № 63, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 23/III). პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
|
||
1888 29 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 მარტი“ („ძალიან ამბებია ამ ბოლოს დროს ევროპაში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია თავიანთ შინაურ საქმეებს მიუბრუნდნენ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 29 მარტი, № 66, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 149. |
|
|
||
1888 30 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 მარტი“ („ჩვენ გადავათვალიერეთ გამოცხადებული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 30 მარტი, № 67, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 153. |
|
|
||
1888 31 მარტი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 მარტი“ („გერმანიას დაუდგა ახალი ხანა ცხოვრებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი ხანა გერმანიის ცხოვრებაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 31 მარტი, № 68, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 156. |
|
|
||
1888 5 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 აპრილი“ („ჯერ გობლეს სამინისტრო ფეხზედ იდგა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკურ დასთა სიმრავლე საფრანგეთში“ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 5 აპრილი, № 72, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 160. |
|
|
||
1888 5 აპრილი |
||
|
||
ს შემდეგ თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ განსვენებული დიმიტრი ყიფიანის სახელზე ვალად დარჩენილ თანხას, რომელიც ნახსენები იყო განვლილი წლის ანგარიშში. იღებენ დადგენილებას, რომ ვალი დაიფაროს საზოგადოების თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის მიერ შეტანილი ამავე ოდენობის თანხიდან, რათა დიმიტრი ყიფიანის სახელზე ვალი აღარ ირიცხებოდეს. |
ყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, მე-7 სხდომა, გვ. 222.
დათარიღება: ოქმების ჟურნალში ეს ოქმი განთავსებულია 1887 წლის 21 დეკემბრის სხდომის ოქმის შემდეგ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თარიღი არ აწერია, უფრო გვიანდელი უნდა იყოს. რამდენადაც ოქმში ნახსენებია 5 აპრილს მომხდარი ფაქტი, იგი მას შემდეგ უნდა იყოს დაწერილი. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
|
||
1888 6 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 აპრილი“ („ყველას მოეხსენება გაზეთებიდამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკურ დასთა ბრძოლა საფრანგეთში |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 6 აპრილი, № 73, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 165. |
|
|
||
1888 7 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 აპრილი“ („მაშინ, როდესაც საფრანგეთი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის კრიზისი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 7 აპრილი, № 74, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 168. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. |
|
|
||
1888 14 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 აპრილი“ („დღევანდელს დღეს ევროპაში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორის, ფრიდრიხ III-ის ავადმყოფობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 14 აპრილი, № 80, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 172. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა. |
|
|
||
1888 15 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 აპრილი “ („ერთის გაზეთის კორრესპონდენტი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გენერალი ბულანჟე – საფრანგეთის მხსნელი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 15 აპრილი, № 81, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 175. პირთა ანოტაციები: ბულანჟე ჟორჟ ერნსტ (1837-1891) ფრანგი გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე, საფრანგეთის სამხედრო მინისტრი. მონარქისტებთან მისი ურთიერთობის გამომჟღავნების შემდეგ ბელგიაში გაიქცა. ^2669 წ |
|
|
||
1888 17 აპრილამდე |
||
|
||
გამოდის ინიციატივით, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დიდი ტირაჟით (2200 ც.) გამოიცეს, რადგან თუ ამ პოემას მაღალი ხარისხით დაბეჭდავენ, მასზე დიდი მოთხოვნა იქნება. |
წყარო: ლელო (იონა მეუნარგია), „ნაკვესი“, გაზ. „ივერია“, 1890, 14 იანვ. № 10, გვ. 2; „სასიამოვნო სანახავი ვნახეთ გუშინ-წინ...“, გაზ. „ივერია“, 1888, 19 აპრ., № 84, გვ. 1. დათარიღება: „ივერიის“ 19 აპრილის პუბლიკაციიდან ჩანს, რომ 17 აპრილს წიგნი უკვე გამოსული იყო. |
|
|
||
1888 20 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 აპრილი“ („ევროპამ რაც გინდ ძლიერად იღვაწოს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მედიატორთა სამუდამო სასამართლოს დაწესება ჩრდილო- ამერიკაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 15 აპრილი, № 85, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 180. |
|
|
||
1888 21 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 აპრილი“ („ინგლისის სვე-ბედის გამგეობას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ლიბერალთა და კონსერვატორთა დასები ინგლისში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 15 აპრილი, № 81, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 184. |
|
|
||
1888 25 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 აპრილი“ („რა მოიტანა ქვეყნად მკვდრეთით დღეს აღდგენილმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აღდგომის მადლი და ჭეშმარიტება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 25 აპრილი, № 88, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 187. |
|
|
||
1888 აპრილი |
||
|
||
გამოდის იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მე-6 გამოცემა, რომელშიც ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“ და „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“, „სიტყვა თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის ჟამს სოფელს წინამძღვრიანთკარში“ და ნაწყვეტები: „განდეგილიდან“, „აჩრდილიდან“, „კაკო ყაჩაღიდან“, „კაცია – ადამიანიდან?!“ და „გლახის ნაამბობიდან“. |
წყარო:
„ბუნების კარი ანუ ყრმათათვის საკითხავი წიგნი, უმცროს კლასებში სახმარებელი“, შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ, გამოც. მე-6, 1888. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1888 მაისამდე |
||
|
||
უბის წიგნაკში იწერს საბანკო ანგარიშსწორებებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 9, ავტოგრაფი № 64 ფ. 2. დათარიღება: ვათარიღებთ უბის წიგნაკის მომდევნო ჩანაწერის საფუძველზე |
|
|
||
1888 მაისამდე |
||
|
||
სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად მასპინძლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგ უილიამ მორფილს და უძღვნის ახალგამოცემულ დასურათებულ „ვეფხისტყაოსანს“. |
წყარო: ი. მანსვეტაშვილი, მოგონებანი. 1936. გვ. 140; გაზ. „ივერია“, 1888, 3 მაისი, № 91, გვ. 2. დათარიღება: 3 მაისის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და „გუშინწინ გაემგზავრა“. პირთა ანოტაციები: მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909) ინგლისელი ფილოლოგი, ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევდა სლავურ და ქართულ ისტორიას, ლიტერატურას. |
|
|
||
1888 მაისიდან |
||
|
||
უბის წიგნაკის ცხრილში იწერს საბანკო ანგარიშსწორებებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 9, ავტოგრაფი № 64 ფ. 3. დათარიღება: ცხრილს თავზე დიდი ციფრებით აწერია 1888, შესაბამისად, ჩანაწერები გაკეთებული უნდა იყოს 1888 წელს. თავად ცხრილში ჯერ დეკემბრის ინფორმაციაა ჩაწერილი, შემდეგ კი იანვრისა და მაისის. რამდენადაც ნაწერის სტილი და მელნის ფერი ერთნაირია, დეკემბრის ჩანაწერები წინა წელს უნდა ეკუთვნოდეს” ცხრილი კი შევსებული უნდა იყოს 1888 მაისში ან შემდეგ. |
|
|
||
1888 4 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 3 მაისი“ („გაზეთებმა მოგვიტანეს ამას წინათ ამბავი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 4 მაისი, № 92, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა ცხრატომეული (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 194. |
|
|
||
1888 5 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 4 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში იმაზედ შევსწყვიტეთ სიტყვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 5 მაისი, № 93, გვ. 1-2. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა ცხრატომეული (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 198. |
|
|
||
1888 6 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 5 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში ლაპარაკი გვქონდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 6 მაისი, № 94, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 202. |
|
|
||
|
||
1888 8 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 7 მაისი“ („მოკლედ რომ მოვსჭრათ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ დასაწყისი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 8 მაისი, № 95, გვ. 1-2; 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 206. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 11 მაისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 10 მაისი“ („ვიტტორინო და-ფელტრე, – რომელიც, როგორც წინადა ვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 11 მაისი, № 96 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 209. პირთა ანოტაციები: დე ფელტრე ვიტტორინო (1378-1446) აღორძიების ეპოქის იტალიელი პედაგოგი და ჰუმანისტი. დააარსა სკოლა „სიხარულის სახლი“. განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა ფიზიკურ აღზრდას. |
|
|
||
1888 12 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 მაისი“ („მას აქეთ, რაც გერმანიის ტახტზე ავიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის შეშფოთება იმპერატორ ფრიდრიხის ავადმყოფობის გამო“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 12 მაისი, № 97, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 223. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა. |
|
|
||
2981888 13 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 მაისი“ („არც ერთს ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ებრაელთა საკითხზე“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 833-834; გაზ. „ივერია“, 1888, 13 მაისი, № 98 , გვ. 1. ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 226. |
|
|
||
1888 14 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 მაისი“ („როგორც გუშინწინა ვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის პოლიტიკის შეფასება რუსულ პრესაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 14 მაისი, № 99, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 229. |
|
|
||
1888 14 მაისი |
||
|
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას, სადაც განიხილავენ წლიურ ანგარიშს და დავით ავალიშვილი გამოდის ამ ანგარიშის დამტკიცების წინააღმდეგ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 18 მაისი, № 102, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1888 15 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 მაისი“ („26-ს აპრილს კავთისხევის სასოფლო სკოლამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კავთისხევის სასოფლო სკოლის 10 წლისთავი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 15 მაისი, № 100, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 232 |
|
|
||
1888 16 მაისი |
||
|
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას, რომელზეც მტკიცდება მომდევნო წლის ბიუჯეტი. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაეხმარონ თბილისის სათავადაზნაურო სკოლას, გაზეთ „მეურნის“ რედაქციას, თელავის დედათა სასწავლებელს, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას და ქართულ დრამატულ საზოგადოებას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 18 მაისი, № 102, გვ. 1. |
|
|
||
1888 17 მაისი |
||
|
||
წერილობითი თხოვნით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, დართონ ნება, რომ ცალკე წიგნად დაბეჭდოს გიორგი წერეთლის თხზულება „მამიდა ასმათი“, რომელიც გაზეთ „ივერიაში“ იყო გამოქვეყნებული. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. I, საქმე 890, ფ. 17 (რუსულ ენაზე); ნ. ტაბიძე, ეტიუდები, თბ., 1986, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 133, 428-429. პირთა ანოტაციები: წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
||
1888 17 მაისი |
||
|
||
მონაწილეობს თსს ბანკის წევრთა საერთო კრების მუშაობაში, რომელზეც მსჯელობენ ბანკის ანგარიშის, თეატრის აშენებისა და ქარვასლის გადაკეთების ხარჯების საკითხებზე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 19 მაისი, № 103, გვ. 1-2. |
|
|
||
1888 17 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 მაისი“ („ივერიის“ წარსულს 3-ში დაბეჭდილი იყო ბ-ნ ნ. გ.-ლის წერილი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 17 მაისი, № 101, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 16/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 416. |
|
|
||
1888 18 მაისი |
||
|
||
ვრცელი განმარტებითი მოხსენებით გამოდის თსს ბანკის წევრთა საერთო კრებაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. 111 ხმით 9-ის წინააღმდეგ ხელახლა ირჩევენ ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 19 მაისი, № 103, გვ. 1-2. |
|
|
||
1888 18 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 მაისი“ („რამ დასეტყვა და დაანაცრა ჩვენი ახალი თაობა?..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 18 მაისი, № 102, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1888, 17/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 419. |
|
|
||
1888 19 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 მაისი“ („მას აქეთ, რაც ბანკი დაარსებულა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კრება ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა (16 მაისს)“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 19 მაისი, № 103, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 236. |
|
|
||
1888 20 მაისამდე |
||
|
||
უბის წიგნაკში იწერს საკითხებს, რომელთა შესახებაც უნდა ისაუბროს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე. მუხლობრივად განიხილავს კახეთში რკინიგზის გაყვანის დეტალებს, სად უნდა იყოს სადგურები, რომელ მდინარეებზე აიგოს ხიდები და სხვ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 4, ავტოგრაფი № 59, ფ. 1-3 (წიგნაკის უკანა მხრიდან). დათარიღება: რამდენადაც მამულების გამიჯვნის არსებული წესის და კახეთის რკინიგზის შესახებ საუბარი უნდა ყოფილიყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა 1888 წლის 20 მაისის კრებაზე, ეს ჩანაწერები უფრო ადრეულია. |
|
|
||
1888 20 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 მაისი“(„ჩვენა ვსთქვით, რომ ჩვენის ახალითაობის შექმნაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 21 მაისი, № 105, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 20/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 424. |
|
|
||
1888 20 მაისი |
||
|
||
ს შემდეგ უბის წიგნაკში იწერს ინფორმაციას1886 წელს სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ძმების – ლიონელო და ვიტორიო ვეკების, გრაფ დორიდესის და პაპთან დაახლოებული პირების – ბოკანის და ვანუტელის შესახებ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 4, ავტოგრაფი № 59, ფ. 6 (წიგნაკის უკანა მხრიდან). დათარიღება: ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: ვეკი ლიონელო 1886 წელს იტალიის სახელმწიფო ღალატში ბრალდებული. ვეკი ვიტორიო 1886 წელს იტალიის სახელმწიფო ღალატში ბრალდებული. ბოკანი რომის პაპთან დაახლოებული პირი. ვანუტელი ვინჩენცო (1836-1930) იტალიელი კარდინალი, 1887-1888 წლებში ვენაში მონაწილეობდა რუსეთსა და ვატიკანს შორის გამართულ მოლაპარაკებებში. |
|
|
||
1888 21 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 მაისი“ („ჩვენ, ვგონებთ, საერთოდ ნათლად ვუჩვენეთ მკითხველს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თერგ–დალეულნი“ და „ახალი თაობა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 834-844; გაზ. „ივერია“, 1888, 21 მაისი, № 105, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 20/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 424. |
|
|
||
1888 21 მაისი |
||
|
||
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში, რომელზეც ერთხმად ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ. |
წყარო: გაზ. „ ივერია“, 1888, 1 ივნ., № 114, გვ. 2. |
|
|
||
1888 21 მაისი |
||
|
||
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელიც განიხილავს კახეთის რკინიგზის, სათავადაზნაურო სკოლისთვის ფულის გაწერისა და სხვა საკითხებს. |
წყარო: გაზ. „ივერია“ № 111, 112. |
|
|
||
1888 24 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 107, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 25 მაისამდე |
||
|
||
ეკატერინე მელიქიშვილი-მესხისა ხელშეკრულებას დებს ილია ჭავჭავაძესთან იმის თაობაზე, რომ გაზეთ „ივერიის“ მომდევნო ნომერი დაიბეჭდება მის საოჯახო სტამბაში. დოკუმენტში პუნქტობრივადაა ჩამოყალიბებული ორივე მხარის უფლება-მოვალეობები. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 11. დათარიღება: „ივერიის“ 24 მაისის № 107 დაიბეჭდა ფრენკელის სტამბაში, № 108 კი (25 მაისის) ეკატერინე მელიქიშვილი-მესხის სტამბაში. პირთა ანოტაციები: მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928) მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და. |
|
|
||
1888 25 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 108, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 28 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 მაისი“ („რამდენად დამაბრკოლებელია წარმოებისა და მრეწველობისათვის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო იარაღი მრეწველობისათვის“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 28 მაისი, № 109, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 244. |
|
|
||
1888 29 მაისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 112, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 მაისის ბოლო |
||
|
||
მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში. |
წყარო: ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა 1887 წლის იანვრის 1-დამ 1-ლ იანვრამდე 1888წ., ტფ., 1888. |
|
|
||
1888 2 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 115, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 5 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ივნისი“ („გერმანიას ეწვია ძლიერი ისტორიული განსაცდელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხი“. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 5 ივნისი, № 117, გვ. 1; 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 248. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა. ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 12 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 122, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 15 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ დასასრული. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 123, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
|
||
1888 16 ივნისი |
||
|
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 123, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. |
|
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 ივნისი“ („დიდი ხანია, რაც ევროპის პოლიტიკის სათავეში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ახალი იმპერატორი ვილჰელმ II“. |
||
|
||
1888 17 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 ივნისი“ („გუშინდელს მეთაურში ის აზრი წარმოვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის პოლიტიკა რუსეთისა და საფრანგეთის მიმართ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 17 ივნისი, № 125, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 255. |
|
|
||
188818 ივნისი |
||
|
||
მონაწილეობს საიმპერატორო რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების სხდომაში. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1888, № 1558. |
|
|
||
1888 19 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ივნისი“ („ბ-ნი პ. უმიკაშვილი გუშინდელს წერილში შეეხო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოძრავი სკოლები და ბიბლიოთეკები სოფლად“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 19 ივნისი, № 127, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 259. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
|
||
|
||
1888 19 ივნისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მიზეზებს, რამ გამოიწვია ქუთაისის სკოლის ოთხკლასდამთავრებულების ცუდი შედეგები გიმნაზიაში მისაღებ გამოცდებზე. გრიგოლ ვოლსკის ავალებენ ადგილზე ჩასვლას, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დონის შემოწმებას და იმის გარკვევას, თუ რამდენად აკმაყოფილებს თანამდებობრივ მოთხოვნებს ამ სკოლის ინსპექტორი. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 234. პირთა ანოტაციები: ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909) პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. |
|
|
||
1888 21 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 ივნისი“ („დიდი ხანია ისმოდა ხმა, რომ უმაღლესი მთავრობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი ასიგნაციების შემოღება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 21 ივნისი, № 128, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 262. |
|
|
||
1888 22 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 ივნისი“ („მაშინ, როცა მთელის ევროპიის გაზეთები...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სალუსბერისა და გლადსტონის დასთა დაპირისპირება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 22 ივნისი, № 129, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 265. პირთა ანოტაციები: სალუსბერი (სალისბერი, სოლსბერი) რობერტ არტურ (1830-1903) ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე, ლორდთა პალატის წევრი, 1885-1892 და 1895-1902 წლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. გლადსტონი უილიამ (1809-1898) ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი. |
|
|
||
1888 23 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 ივნისი“ („Новое Обозрение“-ს გუშინდელს ნომერში (№ 1553)...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ტფილისის და ქუთაისის ქართული საადგილმამულო ბანკების შეერთების საკითხებზე“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 844-846; გაზ. „ივერია“, 1888, 23 ივნისი, № 130, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 269. |
|
|
||
1888 25 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 ივნისი“ („წარსულს წელს საერო განათლების სამინისტრომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსამზადებელი კლასები გიმნაზიებსა და პროგიმნაზიებში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 25 ივნისი, № 132, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 272. |
|
|
||
1888 ივნისის ბოლო |
||
|
||
არტურ ლაისტთან ერთად ესწრება მოსკოვიდან ჩამოსულ ილია ოქრომჭედლიშვილის საპატივცემულოდ დიღომში ივანე მუხრანბატონთან გამართულ წვეულებას. |
წყარო: ა. ლაისტი. საქართველოს გული. 1963, გვ. 15. დათარიღება: არტურ ლაისტი წერს, მგონი 1887 წლის ზაფხულსო, მაგრამ ცნობილია, რომ ილია ოქრომჭედლიშვილი 1888 წელს იყო ჩამოსული. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ბაგრატიონ-მუხრანელი ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) ცნობილი გენერალი და მეწარმე, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. |
|
|
||
1888 3 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ივლისი“ („ვილჰელმ მეორის გაიმპერატორებას გერმანიაში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის მიერ რუსეთთან კავშირის ძიება და ინგლის-საფრანგეთის იგნორირება “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 3 ივლისი, № 137, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 275. პირთა ანოტაციები: ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში. |
|
|
||
1888 4 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 ივლისი“ („ერთ დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დედათა ემანსიპაციის შესახებ “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 4 ივლისი, № 138, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 279. |
|
|
||
1888 8 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 7 ივლისი“ („ივერიის“ №№ 92- 96 მეთაურების საგნად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 8 ივლისი, № 142 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 212. |
|
|
||
1888 9 ივლისამდე |
||
|
||
ირჩევენ თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების შეერთების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 8 ივლისი, № 142 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 212. ^2723 გაზ. „ივერია“, 1888, 9 ივლ. № 143, გვ. 1. დათარიღება: ინფორმაცია დაბეჭდილია 9 ივლისის „ივერიაში“. |
|
|
||
1888 9 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 8 ივლისი“ („ვიტტორინომ, ვერჟერიომ და რეჯიომ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 9 ივლისი, № 143 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 216. პირთა ანოტაციები: ვერჯერიო პიეტრო პაოლო (უფროსი) (1370-1444/1445) იტალიელი ჰუმანისტი, აღზრდა-განათლების შესახებ ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი. ვერჟერიო პიეტრო პაოლო (1370-1444/1445) იტალიელი ჰუმანისტი, განათლების შესახებ ტრაქტატის ავტორი. კატეგორიულად უარყოფდა ძალდატანებასა და დასჯას. რეჯიო (რეჯო) რაფაელ (1440-1520) ვენეციელი ჰუმანისტი, სწავლული და გამომცემელი. გამოსცა კვინტილიანეს და ოვიდიუსის თხზულებები. |
|
|
||
1888 10 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 9 ივლისი“ („ამაოდ არ ჩაიარა საპედაგოგიო მეცნიერებისათვის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 10 ივლისი, № 144 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 219. |
|
|
||
1888 10 ივლისის შემდეგ |
||
|
||
იღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილის წერილს, რომელშიც ადრესანტი მადლობას უხდის გულთბილი მიღებისათვის. სწერს, რომ კითხულობს ქშწ-კგ საზოგადოებისა და პირადად მის მიერ მიძღვნილ ქართულ წიგნებს. აცნობებს, რომ ამზადებს სტატიას ქართული ლიტერატურის, ისტორიისა და ენის შესახებ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 551. დათარიღება: წერილი დათარიღებულია 10 ივლისით. პირთა ანოტაციები: მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909) ინგლისელი ფილოლოგი, ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევდა სლავურ და ქართულ ისტორიას, ლიტერატურას. |
|
|
||
1888 15 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ივლისი“ („ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისტორია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის ნათელღების ცხრაასი წელი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 15 ივლისი, № 148, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 281 |
|
|
||
3031888 17 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 ივლისი“ („წელს დანიშნულია და ამ ცოტას ხანში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „წოდებათა თანასწორობა არჩევნებში სოფლად “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 15 ივლისი, № 148, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 281 |
|
|
||
1888 20 ივლისი |
||
|
||
მცხეთელი გლეხობისგან იღებს ანგელოზის დღის მილოცვას. დეპეშაში გამოთქმულია იმედი: „როგორც შენმა სეხნიამ, წმინდა ილიამ არ დატოვა ხალხი თავისი უნუგეშოდ და დაუტოვა მას გამაკურნებელი სამოსელი თვისი, ეგრე შენ არ გაუშვებ უნუგეშოდ დაჩაგრულ ქართველებსა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 553. პირთა ანოტაციები: წმინდა ილია წინასწარმეტყველი ბიბლიური წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან. |
|
|
||
1888 28 ივლისი |
||
|
||
გაზეთ ივერიის რედაქცია ახალ-ბებუთოვის ქუჩიდან გადააქვს ფრეილინას ქუჩა № 5-ში (ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან) და მისი ოჯახიც იქვე გადადის საცხოვრებლად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 157. დათარიღება: გაზეთ „ივერიის“ 27 ივლისის ნომერს მისამართად „ახალ-ბებუთოვის ქუჩა აწერია, 28 ივლისისას კი – ფრეილინის ქუჩა. |
|
|
||
1888 30 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1888 წლის 1 ივლისისთვის. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 157. დათარიღება: გაზეთ „ივერიის“ 27 ივლისის ნომერს მისამართად „ახალ-ბებუთოვის ქუჩა აწერია, 28 ივლისისას კი – ფრეილინის ქუჩა. ^2731 წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, № 159. |
|
|
||
1888 3 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 აგვისტო“ („არც ერთი სენი ადამიანისა იმისთანა საზარელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაცოფიანების შემცირების ღონისძიებათა პროექტი “ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 3 აგვისტო, № 162, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 289. |
|
|
||
1888 4 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 აგვისტო“ („მთელი კახეთი მოდებულია თურმე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის სენი მილდიუ და მასთან ბრძოლა “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 3 აგვისტო, № 163, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 292. |
|
|
||
1888 14 აგვისტო |
||
|
||
მდე უილიამ მორფილისგან იღებს ინგლისურ გაზეთ „აკადემიის“ იმ ნომერს, რომელშიც გამოქვეყნდა ამ ინგლისელი პროფესორის ნარკვევი „ქართული ენა და მწერლობა“. |
წყარო: სანო (სტეფანე ჭრელაშვილი), „ქართული ენა და მწერლობა“, გაზ. „ივერია“, 1888, 14 აგვისტო, № 171, გვ. 3-4. დათარიღება: 14 აგვისტოს სტეფანე ჭრელაშვილმა „ივერიაში“ უკვე გამოაქვეყნა გაზეთ „აკადემიის“ № 846-ში საქართველოს შესახებ დაბეჭდილი წერილის თარგმანი. პირთა ანოტაციები: მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909) ინგლისელი ფილოლოგი, ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევდა სლავურ და ქართულ ისტორიას, ლიტერატურას. |
|
|
||
1888 აგვისტოს შუა რიცხვები |
||
|
||
„სანდალას“ ფსევდონიმით გამოდის ზაქარია ჭიჭინაძის წიგნი „წერილები ქართულს მწერლობაზე“. ბატონყმობის თემაზე საუბრისას განხილულია „გლახის ნაამბობი“. |
წყარო: სანდალა, წერილები ქართულს მწერლობაზე, თბ. 1888. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. |
|
|
||
1888 24 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 აგვისტო“ („ვერაფერი სანატრელია ის დღე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის დასენიანებასთან დაკავშირებით სხვა სარჩო-საბადებლის ძიება “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 3 აგვისტო, № 178, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 295. |
|
|
||
3041888 25 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 აგვისტო“ („ქვეყანაზედ რომ მარტო ბ-ნნი შავროვები იყვნენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხოლერის აცრის სახსარი “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 25 აგვისტო, № 179, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 299. პირთა ანოტაციები: შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899) რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ სამმართველოში. |
|
|
||
|
||
1888 აგვისტო |
||
|
||
სწორებები შეაქვს ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში სასწავლო საგნების სწავლების მეთოდების შესახებ შექმნილ ოფიციალურ დოკუმენტში. |
წყარო: „ Записка о методах преподавания предметов курса, предполагаемого к открытию в г. Владикавказе училища для грузинских детей“, საქართველოს ეროვნული აქრივი, ფონდი 481, აღწ. 1, № 717; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
|
||
1888 1 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 აგვისტო“ („ჯერ შარშანვე ასტყდა ჩვენში ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების შესახებ “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 1 სექტემბერი, № 182, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 303. |
|
|
||
1888 6 სექტემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ეცნობიან თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექციის უარყოფით პასუხს მცხეთაში სკოლის გახსნაზე. სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ნივთებს უგზავნიან ბათუმის სკოლის მასწავლებელს, ხოლო კრებაზე დასასწრებად სამგზავრო თანხას - მოსე ნათაძესა და სალომე მაღალაშვილს. ეცნობიან ინფორმაციას საზოგადოების მიერ სკოლებში გაგზავნილ წიგნებზე ,,რობინზონ კრუზოსა’’ და ,,იგავ-არაკებზე’’ მოთხოვნების შესახებ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 N66 გვ. 239. პირთა ანოტაციები: ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. მაღალაშვილი სალომე გიორგის ასული პედაგოგი და ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმებით „სალომე შუბათელი“, „სალომე შუბნელი“ და სხვ. |
|
|
||
1888 7 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 სექტემბერი“ („იმპერატორი გერმანიისა ფრიდრიხი რომ გარდაიცვალა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვილჰელმ II-ის სურვილი ალაგმოს სამინისტროებისა და ბისმარკის თვითნებობა “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 7 სექტემბერი, № 187, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 306. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა. ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში. ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. |
|
|
||
1888 8 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 სექტემბერი“ („ამ მოკლე ხანში გერმანიამ ორი იმპერატორი დამარხა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის პოლიტიკა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართ “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 8 სექტემბერი, № 188, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 309. |
|
|
||
|
||
1888 12 სექტემბრიდან |
||
უბის წიგნაკის ცხრილში იწერს საბანკო ანგარიშსწორებებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 9, ავტოგრაფი № 64 ფ. 4. დათარიღება: ვათარიღებთ მითითებული თარიღებიდან ყველაზე გვიანდელის მიხედვით |
|
|
||
1888 13 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ფელეტონის „ორნი არიან, ტოლნი არიან, ანუ აგანგალა განგალა, შაროვი და სანდალა“ დასაწყისს („ეს მეცხრამეტე საუკუნე, რომელიც ჰა, სულის დალევამდეა...“). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 13 სექტემბერი, № 191, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 12/ IX); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 428. პირთა იდენტიფიკაცია: „სანდალა“ ზაქარია ჭიჭინაძის ფსევდონიმია. პირთა ანოტაციები: შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899) რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ სამმართველოში. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. |
|
|
||
1888 13 სექტემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის სკოლის მასწავლებლის სილოვან ხუნდაძის საჩივარს, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკანონოდ ჩამოართვეს სასწავლო საათები. ქუთაისში საგანგებოდ იგზავნებიან ალექსანდრე ჭყონია და იაკობ მანსვეტაშვილი ამ საკითხისა და სხვა გარემოებების დაწვრილებით გამოსარკვევად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 240. პირთა ანოტაციები: ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ. |
|
|
||
1888 14 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 სექტემბერი“ („ერთი დიდი დანაკლისი ამიერკავკასიისა ის არის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უმაღლესი სასწავლებლის უქონლობა ამიერკავკასიაში “. აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს ფელეტონის „ორნი არიან, ტოლნი არიან, ანუ აგანგალა განგალა, შაროვი და სანდალა“ გაგრძელებას („დიდი უმადურობა იქნება მეცხრამეტე საუკუნის წინაში...“). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 14 სექტემბერი, № 192, გვ. 1; 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 315; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 433. პირთა იდენტიფიკაცია: „სანდალა“ ზაქარია ჭიჭინაძის ფსევდონიმია. პირთა ანოტაციები: შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899) რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ სამმართველოში. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. |
|
|
||
1888 16 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 სექტემბერი“ („დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სანდალას წიგნის გამო“. ამავე ნომერში ხელმოუწერლად ასრულებს ბეჭდვას ფელეტონისა „ორნი არიან, ტოლნი არიან, ანუ აგანგალა განგალა, შაროვი და სანდალა“ („რა შეცდომებია ჩვენი მამაპაპური ისეთი, რომ ჩვენს სანდალას...“). |
გაზ. „ივერია“, 1888, 16 სექტემბერი, № 193, გვ. 1-2, 1-3 (ცენზურის
ნებართვა 1888, 15/ IX); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ.
438, 446. პირთა იდენტიფიკაცია: „სანდალა“ ზაქარია ჭიჭინაძის ფსევდონიმია. პირთა ანოტაციები: შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899) რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ სამმართველოში. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. |
|
|
||
1888 20 სექტემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ალექსანდრე ჭყონიასა და იაკობ მანსვეტაშვილის ანგარიშს ქუთაისის სკოლის რევიზიასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, რომ სკოლის ინსპექტორი სპირიდონ ჯორჯიკია გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან და დარჩეს რიგით მასწავლებლად იმავე სკოლაში, ხოლო სილოვან ხუნდაძე დათხოვნილ იქნას ქუთაისის სკოლის მასწავლებლობიდან, მაგრამ ნება მიეცეს, რომ იმსახუროს ქშწ-კგ საზოგადოებისადმი დაქვემდებარებულ რომელიმე სხვა სკოლაში. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 241. პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ. ჯორჯიკია სპირიდონ ბესარიონის ძე ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის მკვიდრი. მან და მისმა მეუღლემ დააარსეს ორკლასიანი სკოლა და ქალთა სასწავლებელი. 1886 წელს დაინიშნა ქუთაისის სათავაარონი – მოსე წინასწარმეტყველის ძმა, იუდეველთა მღვდელი და წინამძღვარი. ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. |
|
|
||
1888 21 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 სექტემბერი “ („საფრანგეთს, რომელიც არ აძლევს მოსვენებას თ. ბისმარკსა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის მდგომარეობის შერყევა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 21 სექტემბერი, № 197, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 319. პირთა ანოტაციები: ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898) გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. |
|
|
||
1888 22 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 სექტემბერი“ („გუშინ გავიხსენეთ, რომ აბ ბოლო ხანებში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იმპერატორ ფრიდრიხ III-ს დღიურის შესახებ “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 22 სექტემბერი, № 198, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 322. პირთა ანოტაციები: ფრიდრიხ მესამე (1831-1888) გერმანიის იმპერატორი. ტახტზე ავიდა 1888 წლის 9 მარტს და მხოლოდ 99 დღე იმეფა. |
|
|
||
1888 23 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 სექტემბერი “ („პური და ერთობ ხორბალეულობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოუსავლიანობა და პურ-ხორბალეულის გაძვირება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 23 სექტემბერი, № 199, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 326. |
|
|
||
1888 სექტემბერი |
||
|
||
ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოდის ოლივერ უორდროპის წიგნი „საქართველოს სამეფო“, რომელშიც მიმოხილულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობა და ჩართულია მისი პორტრეტი. წიგნში წარმოდგენილია „ქართვლის დედის“ ოთხი ტაეპის პოეტური თარგმანი და „აჩრდილის“ ნაწყვეტების პროზაული თარგმანი. |
წყარო: უორდროპი ო., საქართველოს სამეფო (ინგლ.), 1888, ლონდონი; John Oliver Wardrop, The Kingdom of Georgia, notes of Travel in a Land of Women, Wine and Song, to Which Are Appended Historical, Literary, and Political Sketches, Specimens of the national Music, and a Compendious Bibliography, 1888. პირთა ანოტაციები: უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848) ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“. |
|
|
||
1888 5 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ოქტომბერი“ („მთელი ჟურნალ-გაზეთობაა და იმპერატორ ვილჰელმის სტუმრად წასვლა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის იმპერატორის ვიზიტი იტალიასა და ავსტრიაში “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 5 ოქტომბერი, № 207, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 329. პირთა ანოტაციები: ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941) გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში. |
|
|
||
1888 6 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 ოქტომბერი“ („ამ უკანასკნელს წლებში უმაღლესმა მთავრობამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მიწათმოქმედების გასაჭირი “. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 6 ოქტომბერი, № 208, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 332. |
|
|
||
1888 12 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 ოქტომბერი“ („ჩვენ არა ერთხელ გვილაპარაკნია მასზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არყის გამოხდის წესების შეცვლის აუცილებლობა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 12 ოქტომბერი, № 213, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 335. |
|
|
||
|
||
1888 13 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ოქტომბერი “ („საფრანგეთი დღეს დიდს ჭაპანწყვეტასა და გაჭირებაშია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის კონსტიტუციის ხელახლა გადახედვის მომხრენი და უარმყოფელნი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 13 ოქტომბერი, № 214, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 340. |
|
|
||
1888 14 ოქტომბერი |
||
|
||
თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს წარუდგენს ვლადიკავკაზის სკოლისთვის ქართული ენის სწავლების მეთოდიკას და მასწავლებლად სთავაზობს ივანე ბედელაძის კანდიდატურას.
|
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-173. პირთა ანოტაციები: ბედელაძე ივანე ლევანის ძე - ვლადიკავკასის სკოლის მასწავლებელი.
|
|
|
||
1888 20 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ოქტომბერი“ („მკვიდრთა ჯანის სიმრთელე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამკურნალო ღონისძიებათა შესახებ რუსეთის გუბერნიებში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 20 ოქტომბერი, № 219, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 344. |
|
|
||
|
||
1888 21 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 ოქტომბერი“ („ბევრი ლაპარაკია, მაგრამ ჯერ არავის გამოუცვნია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის შეშფოთება გერმანიის შეიარაღების გამო“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 21 ოქტომბერი, № 220, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 348. |
|
|
||
1888 24 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ოქტომბერი“ („თუმცა ყველგან და ყოველის მხრით იძახიან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ვნებათაღელვა ევროპაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 24 ოქტომბერი, № 222, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 353. |
|
|
||
3071888 28 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 ოქტომბერი “ („იტალიაში მისვლა მეტად ძნელ და მძიმე საქმედ არის მიჩნეული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რომის პაპის უკმაყოფილება გერმანიის მთავრობით“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1888, 28 ოქტომბერი, № 226, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 358. |
|
|
||
|
||
1888 29 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ოქტომბერი “ („ნუთუ მართლა საფრანგეთი ასე განმარტოებულია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება საფრანგეთისადმი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 29 ოქტომბერი, № 227, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 363. |
|
|
||
1888 ოქტომბერი |
||
|
||
მასთან სტუმრად არიან ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე) და მღვდელი ვასილ კარბელაშვილი. ლაპარაკობენ „ვისრამიანზე“, რომელიც სწორედ იმ დროს იბეჭდებოდა. შემდეგ გადადიან კერძო საუბარზე და ალექსანდრე ეპისკოპოსი, რომელსაც ყური მოუკრავს, ილია ჭავჭავაძე ბანქოს თამაშობსო, ეუბნება, არ შეიძლება „კაცია – ადამიანის?!“ და „გლახის ნაამბობის“ შემქმნელი თავის დროს ასეთ რამეზე ფლანგავდესო. ილია პასუხობს, რომ ეს მისთვის განტვირთვაა, რომელიც ძალების მოკრებაში ეხმარება. |
წყარო: ვასილ კარბელაშვილის მოგონება, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 573-675. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907) ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936) მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1888 ოქტომბერი |
||
|
||
მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში1888 წლის 1 სექტემბრამდე |
წყარო: „ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოებისა 1888 წლის იანვრის 1–დამ ამავე წლის 1–ლ სექტემბრამდე“, 1888. |
|
|
||
1888 1 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“ („ამ ბოლოს ხანებში ჩვენმა კავკასიამ მოიზიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მეურნეობის სიკეთე სოფლად ყველას საქმეა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 1 ნოემბერი, № 229, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 368. |
|
|
||
1888 3 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ნოემბერი“ („ჩვენი გულითდი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „წოდებათა თანასწორობა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 846—848; გაზ. „ივერია“, 1888, 3 ნოემბერი, № 231 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 112-114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 371. |
|
|
||
1888 4 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 ნოემბერი“ („ქალაქში ეხლა ზოგიერთ შორის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თეატრის მშენებლობის შეჩერება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 4 ნოემბერი, № 232, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 374. |
|
|
||
1888 5 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ნოემბერი“ („ქალაქის საბჭოსგან ამორჩეულმა კომისიამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კვლავ თეატრის მშენებლობის შესახებ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 5 ნოემბერი, № 233, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 377. |
|
|
||
|
||
1888 9 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ნოემბერი“ („კვირანდელის ნომრის მეთაურში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „წარსულის ნეშტთა შეურაცხყოფა ბარბაროსობაა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 9 ნოემბერი, № 236, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 382. |
|
|
||
1888 8 მაისი-დან 10 ნოემბრამდე |
||
|
||
ილია ჭავჭავაძე და იაკობ მანსვეტაშვილი ხელს აწერენ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვლადიკავკაზის სკოლის ქართველი მოსწავლეები საგნებს გაივლიან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის სასწავლო გეგმისა და ქშწ-კგ საზოგადოების წესდების თანახმად. აქვე ჩამოყალიბებულია სხადასხვა საგნის: საღვთო სჯულის, არითმეტიკის, ქართული და რუსული ენების სწავლების მეთოდები. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1 , საქ. 173; „კავკავი“, 10 ნოემბერი, „ივერია“, 1888, 16 ნოემბერი, № 241, გვ. 3; „კავკავი“, „ივერია“,1888,13 მაისი, № 98, გვ. 2. დათარიღება: დოკუმენტს ვათარიღებთ 1888 წლის 8 მაისს კავკავში საგანგებოდ მოწვეულ კრებაზე ქართული სკოლის გახსნის საკითხის დასმიდან სკოლის გახსნამდე – 10 ნოემბრამდე. პირთა ანოტაციები: მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939) ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ |
|
|
||
1888 10 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერი და ისტორია“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 848-852; გაზ. „ივერია“, 1888, 10 ნოემბერი, № 237 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ .IX, 1929, გვ. 124-128; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 385. |
|
|
||
1888 12 ნოემბერი |
||
|
||
სტატიასთან ერთად იღებს დავით კლდიაშვილის წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ მიწოდებული მასალა დაბეჭდოს „ივერიაში“. ტექსტი ფსევდონიმით „დროებით ჩამოსული ბათუმში“ „ივერიაში“ ქვეყნდება1888 წლის 16 ნოემბერს. მასში საუბარია ბათუმის თვითმმართველობის, ინტელიგენციისა და სკოლის პრობლემებზე. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 525. პირთა ანოტაციები: კლდიაშვილი დავით სამსონის ძე (1862-1931) ცნობილი მწერალი და მთარგმნელი, რუსეთის არმიის ოფიცერი, 1907 წელს არაკეთილსაიმედოობის გამო გადააყენეს სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ 1915 წელს კვლავ გაიწვიეს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. |
|
|
||
1888 16 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 ნოემბერი“ („კვირა დღეს, ამ 13-ს ნომბერს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კაცი ჯერ კაცი უნდა იყოს“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 16 ნოემბერი, № 241, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 391, 521-522. |
|
|
||
1888 16 ნოემბერი |
||
|
||
ქართულ დრამატულ საზოგადოებას სწირავს 40 მანეთს. |
წყარო: ი. ანდრონიკაშვილის ხელწერილი თანხის მიღების შესახებ, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 678 |
|
|
||
1888 18 ნოემბრამდე |
||
|
||
მოსკოვიდან იღებს ილია ოქრომჭედლიშვილის წერილს, რომელშიც საუბარია პროფესორ დავით ჩუბინაშვილისათვის იუბილეს გადახდის შესახებ. |
წყარო: გაზ. „თემი“, 1915, № 218. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. |
|
|
||
188818 ნოემბერი |
||
|
||
საპასუხო ბარათს უგზავნის მოსკოვში პროფესორ ილია ოქრომჭედლიშვილს და გულისტკივილით სწერს დავით ჩუბინაშვილის იუბილესადმი საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების შესახებ. |
წყარო: გაზ. „თემი“, 1915, № 218; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 100-102; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 133-135, 429. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. |
|
|
||
1888 23 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 ნოემბერი“ („რარიგად აერია ადამიანს გზა-კვალი ყოველსფერში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „Новое Время“ – ავენიანი და მეჭორე გაზეთი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 23 ნოემბერი, № 246, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 395. |
|
|
||
1888 24 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ნოემბერი“ („ჯერ არა ყოფილა ქვეყანაზედ სახელმწიფო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირი“ ფანფალებს უღონობით“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 24 ნოემბერი, № 247, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 400. |
|
|
||
1888 26 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 ნოემბერი“ („მოზარდ თაობის გონებითს დაქანცვაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოზარდი თაობა – ადამიანის თვალი და მერმისის იმედი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 26 ნოემბერი, № 249, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 406. |
|
|
||
1888 29 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ნოემბერი“ („გუშინწინ, 26 ნოემბერს, კრება ჰქონდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 29 ნოემბერი, № 251, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 410. |
|
|
||
1888 30 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 ნოემბერი“ („ჩვენ წინა წერილში ჩვენი სიხარული გამოვაცხადეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო საზოგადოების კავშირი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 30 ნოემბერი, № 252, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 416. |
|
|
||
1888 31 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 ნოემბერი“ („რუსეთის გაზეთები გვაუწყებენ, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ზეთისხილის ხე კავკასიაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 31 ნოემბერი, № 253, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 420. |
|
|
||
1888 9 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 დეკემბერი“ („ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 9 დეკემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 423. |
|
|
||
1888 10 დეკემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სახალხო სკოლების დირექტორის მოწერილობას ხელთუბნისა და ზოგიერთ სხვა სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ. წერილში ნათქვამია, რომ: ცალკეული საგნების სწავლება არ არის სათანადო დონეზე, საღმრთო წერილს ასწავლის საერო პირი და ზოგიერთი საგნის სწავლება მიმდინარეობს ისეთი სახელმძღვანელოთი, რომელიც მთავრობის მიერ არ არის მოწონებული. ნიკოლოზ ცხვედაძეს ევალება, რომ საკითხის განხილვის დროს გამოთქმული მოსაზრებები წერილობით ჩამოაყალიბოს დირექტორისთვის პასუხის გასაგზავნად. გრიგოლ ტატიშვილისაგან იძენენ მის მიერ დასურათებული საბავშვო წიგნის „პირუტყვების ამბები“ მთლიან ტირაჟს. რევიზიას აგზავნიან ხელთუბნის, წინარეხისა და თონეთის სკოლებში. ილია წინამძღვრიშვილის თხოვნით ხელფასს უნიშნავენ წინამძღვრიანთკარის დაბალი კლასების ორ მასწავლებელს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 254. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ტატიშვილი გრიგოლ ივანეს ძე ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, თვითნასწავლი მხატვარი, ახალი გრაფიკული ხელოვნების ფუძემდებელი |
|
|
||
3101888 11 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 დეკემბერი“ („ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „უარმყოფელობა ჩვენში“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 852-858; გაზ. „ივერია“, 1888, 11 დეკემბერი, № 261, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 10/ XII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 451 |
|
|
||
1888 13 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 დეკემბერი“ („დედათა საქმე, რომელიც ჩვენში მონათლულია ქალების საქმედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დედათა საქმე“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 852-858; გაზ. „ივერია“, 1888, 14 დეკემბერი, № 263, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1888, 13/ XII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 454. |
|
|
||
1888 14 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 დეკემბერი“ („ჯერ ეს ვიკითხოთ, – რა არის ბუნებითად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „უარმყოფელობა ჩვენში“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 852-858; გაზ. „ივერია“, 1888, 14 დეკემბერი, № 263, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1888, 13/ XII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 454. |
|
|
||
1888 15 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 დეკემბერი“ („საითაც კი მიიხედავთ ჩვენში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კვალად თვითმოქმედების შესახებ“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 861—862; გაზ. „ივერია“, 1888, 15 დეკემბერი, № 264 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ .IX, 1929, გვ. 311-312; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 429. |
|
|
||
1888 20 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 დეკემბერი“ („ ვის არ წაგიკითხავთ ჩვენი აქაური რუსული გაზეთი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საადგილმამულო გადასახადი ამიერკავკასიაში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 20 დეკემბერი, № 268, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 432. |
|
|
||
1888 21 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 დეკემბერი“ („სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 21 დეკემბერი, № 269, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 437. |
|
|
||
1888 23 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 დეკემბერი“ („სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკები დღეს არა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების უმთავრესნი საფუძველნი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 23 დეკემბერი, № 271, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 440. |
|
|
||
1888 24 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 დეკემბერი“ („ჩვენა ვსთქვით წინა წერილში, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის სესხის თაობაზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 24 დეკემბერი, № 272, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 443. |
|
|
||
1888 27 დეკემბრის შემდეგ |
||
|
||
უბის წიგნაკის ცხრილში იწერს სხვადასხვა პირთა საბანკო ანგარიშსწორებებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 9, ავტოგრაფი № 64 ფ. 5-8. დათარიღება: ვათარიღებთ პირველი ინფორმაციის დროის მიხედვით |
|
|
||
1888 29 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 დეკემბერი“ („სხვაგან, საცა სიფრთხილე, წინდახედულება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვალი მაინც ვალია“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 29 დეკემბერი, № 274, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 449. |
|
|
||
1888 30 დეკემბერი |
||
|
||
მონაწილეობს კავკასიის სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების კრებაში, რომელიც განიხილავს თბილისის საბაღოსნო სკოლის წლიურ ხარჯთაღრიცხვას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1888, 30 დეკემბერი, № 275, გვ. 1. |
|
|
||
1888 |
||
|
||
მწერალი გრიგოლ მაჩტეტი უძღვნის საკუთარ წიგნს „სილუეტები. ახალი მოთხრობები და ნოველები“. წარწერაში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძის პოეზია, მის ქვეყანასავით მშვენიერი და მოწყენილია. |
წყარო: Мачтет, „Силуеты. Новые повести и рассказы“. М., 1888. პირთა ანოტაციები: მაჩტეტი გრიგოლ ალექსანდრეს ძე (1852-1901) ინგლისური წარმომავლობის რუსი ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, დაიბადა უკრაინაში. |
|
|
||
1888 |
||
|
||
რაფიელ ერისთავი ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივს“ უძღვნის ლექსს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მოსწონს მისი მთავარი პერსონაჟი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რ. ერისთავის პირადი არქივი № 77. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
1888 |
||
გიორგი ქართველიშვილთან, დიმიტრი ბაქრაძესთან და ივანე მაჩაბელთან ერთად ირჩევენ თბილისში რუსთაველის ძეგლის ასაგებად შექმნილ კომისიაში, მაგრამ მთავრობა არ გასცემს დედაქალაქში ძეგლის აგების ნებართვას. ხელისუფლების განჩინებით მონუმენტის აღმართვა ნებადართულია მხოლოდ მოღვაწის დაბადების ადგილას. |
წყარო: დავით კასრაძე, ჟურნ. „კლდე“, 1913, № 13. დათარიღება: მოგონებაში ნათქვამია, რომ გიორგი ქართველიშვილს ძეგლის აგება სურდა იმავე პერიოდში, როდესაც მან გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“. პირთა ანოტაციები: ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901) ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი. ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1888-დან |
||
ბიძაშვილიშვილი ალექსანდრე მაყაშვილი და მისი მეუღლე ბარბარე ყარალაშვილი შესჩივიან, რომ მათი ვაჟი ილია, რომელიც თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ჰყავთ მიბარებული, კარგად არ სწავლობს. ილია ჭავჭავაძე ამის მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ ნაადრევად დაიწყეს შვილის განათლებაზე ზრუნვა. მისი აზრით, იმისათვის, რომ ბავშვს გონება გაეხსნას, სასურველია 8 წლამდე ბუნებასა და ხალხში იყოს. |
წყარო: ბარბარე მაყაშვილი, ილია ყვარელში, ლიტერატურის მატიანე, წ. 1-2, თბ. 1940. 149-151. დათარიღება: ბარბარე ყარალაშვილი დაიბადა 1865 წელს, ამ დროისათვის კი მისი ვაჟი 6 წლისა მაინც უნდა ყოფილიყო. პირთა ანოტაციები: მაყაშვილი ალექსანდრე ლუარსაბის ძე (1855-1908) ილია ჭავჭავაძის ღვიძლი ბიძაშვილის, პელაგია ალექსანდრეს ასულ ჭავჭავაძის ვაჟი. ხალხოსანი, დააპატიმრეს რევოლუციური მოძრაობისთვის და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ყარალაშვილი-მაყაშვილისა ბარბარე მიხეილის ასული (1865-1944) ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილიშვილის - ალექსანდრე ლუარსაბის ძე მაყაშვილის მეუღლე. მაყაშვილი (ვახუშტი) ილია ალექსანდრეს ძე ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილის, პელაგია ჭავჭავაძე-მაყაშვილის შვილიშვილი. |
|
|
||
1888-დან | ||
უბის წიგნაკში იწერს ინფორმაციებს სხვადასხვა ჟურნალებიდან და წიგნებიდან. მათში საუბარია იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 9 დათარიღება ფაქტს ვათარიღებთ მითითებული წიგნის გამოცემის დროის მიხედვით. |
|
1888-დან უბის წიგნაკში იწერს შემთხვევებს კონკრეტულ საბანკო საქმეებთან დაკავშირებით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 9 დათარიღება ფაქტს ვათარიღებთ მითითებული წიგნის გამოცემის დროის მიხედვით. |
|
1888-დან | ||
|
||
უბის წიგნაკში იწერს რუსულენოვანი წიგნებისა და ჟურნალების სიას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 6, ავტოგრაფი № 61 ფ. 4, 5. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ წიგნების გამოცემის წლებიდან ყველაზე გვიანდელის საფუძველზე. |
|
1888-დან | ||
უბის წიგნაკში სათაურით „ფელეტონისათვის” იწერს მომავალი სტატიის თემებს და მინიშნებებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 6, ავტოგრაფი № 61, ფ. 6. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის საფუძველზე. |
|
1888-დან | ||
უბის წიგნაკში იწერს რუსულენოვანი წიგნებისა და ჟურნალების სიას და რამდენიმე მათგანს გვერდით უწერს თავისი თანამშრომლების გვარებს, რომელთათვისაც, სავარაუდოდ, აპირებს ამ წიგნების გადაცემას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 6, ავტოგრაფი № 61 ფ..2-5 (წიგნაკის უკანა მხრიდან) დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ წიგნების გამოცემის წლებიდან ყველაზე გვიანდელის საფუძველზე. |
|
1888-დან |
||
|
||
იღებს იონა მეუნარგიას წერილს, რომელშიც სთხოვს, ბანკმა თავდაპირველად შეთავაზებულზე მეტი სესხი მისცეს სალომე დადიან-მიურატისას. |
წყარო: ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის არქივი, ავტოგრაფი № 23 876; პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 160-161. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 1888 წელს ან შემდეგ იონა მეუნარგიასთვის გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. დადიანი მიურატისა სალომე დავითის ასული (1848-1919) სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ასული. აშილ მიურატის მეუღლე. |
|
1888-დან |
||
საპასუხო წერილს უგზავნის იონა მეუნარგიას, სალომე დადიანი-მიურატის საბანკო სესხთან დაკავშირებით. განუმარტავს, რომ კანონის თანახმად, ამ მამულზე სესხად გასაცემი თანხის მაქსიმუმი არის 24 000 მანეთი და სამინისტრომ შეიძლება მეტი არ დაამტკიცოს. |
წყარო: ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის არქივი, ავტოგრაფი № 23 876; მეუნარგია იონა, ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ. თბ., 1937; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 110-111; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 205-206, 467; პირთა იდენტიფიკაცია: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 160-161. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 202-203. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. დადიანი მიურატისა სალომე დავითის ასული (1848-1919) სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ასული. აშილ მიურატის მეუღლე. |