გაზ. «Обзор», 1878, № 110, „М. Г. Из прошлых докладов...“. გაზ. “დროება“, 1880, 25 აპრილი, № 86, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 99. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 646-647. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 34, № 230; ა. კოჭლავაშვილი, ჟურნ. „მნათობი“,
1970, № 5, გვ. 145. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 301; გაზ. „ივერია“, 1886, № 89, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 575. გაზ. „ივერია“, 1887, 25 აპრილი, № 81, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 261. გაზ. „ივერია“, 1888, 25 აპრილი, № 88, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 187. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი №S-1568-ბ; გაზ. „ივერია“, 1889, 25 აპრილი, № 85; (ცენზურის ნებართვა
1889, 24 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 286. გაზ. „ივერია“, 1892, № 86, გვ. 4. გაზ. „ივერია“, 1893, 27 აპრილი, № 86, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. გაზ. „კვალი“, 1893, № 17, გვ. 8-9, 13-16. პირთა ანოტაციები: ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 507;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბ., 2007, გვ. 239. დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 29. პირთა ანოტაციები: ერისთავი ზაქარია გიორგის ძე (1844 -1912) მემამულე, ქველმოქმედი. გაზ. „ივერია“, 1897, 25 აპრილი, № 78, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 343. გაზ. „ივერია“, 1897, 25 აპრილი, № 78, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
13, 2007, გვ. 348. ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი №
გაზ. „ივერია“, 1898, 23 აპრილი, № 86, გვ. 1-2; 29 აპრილი, № 89, გვ. 1; გაზ.
„ცნობის ფურცელი“, 1898, № 514. დათარიღება: კრება თბილისის გამგეობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად ესწრებოდა
ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერში მოხსენიებული ვლადიმერ მიქელაძე, ჩატარდა 1898 წლის 25
აპრილს. ამ დროს ჯერ კიდევ გრძელდებოდა მზადება ილიას საზოგადოებრივი მოღვაწეობის
40 წლის იუბილეს აღსანიშნად. როგორც ჩანს, ილიამ სწორედ ამ დროს გამოხატა თავისი
უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთთან შეერთების საზეიმო აღნიშვნასთან დაკავშირებით,
რადგან ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერის მიხედვით იგი სამჯერ ახსენებს მისი
მოღვაწეობიდან გასულ ორმოც წელს. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ რუსეთთან შეერთების
იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ ამ უარყოფით აზრს
გადაეწყვიტა საბოლოოდ მთავრობის მიერ მისი იუბილეს ჩატარების აკრძალვაც. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი,
ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური
და კულტურის ისტორიის საკითხებზე. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 199, 463-464. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი. ^ 4135 წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის
სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17616; ი.
ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 91-92; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 149-150; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
199, 463-464. პირთა ანოტაციები: ჯუღელი ანთიმოზ ივანეს ძე (1846-1925) პროზაიკოსი, პედაგოგი. ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული სოხუმში 1886 წელს, ჟ.
„წყაროს“ რედაქტორი. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი.
1878
25 აპრილი
მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში, რომელზეც განიხილავენ 1877 წლის ანგარიშს.
გაზეთ „ობზორში“ იბეჭდება ამ კრებაზე წაკითხული მოხსენებების ირგვლივ ილია
ჭავჭავაძისა და სხვათა განმარტებები.
წყარო:
1880
25 აპრილი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას
„კალიის გამოსვლა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1884
25 აპრილი
პოლიციის დეპარტამენტი მასზე აწესებს ფარულ მეთვალყურეობას. ილია
ჭავჭავაძის სახელზე იხსნება საქმე, რომელშიც იწერება მონაცემები მისი
გადაადგილების შესახებ.
წყარო:
1886
25 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 24 აპრილს“ („ცხოვრებამ ჩვენში ცოტად თუ ბევრად...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახალი დასის მოლოდინში“.
წყარო:
1887
25 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 24 აპრილი“ („გაზეთებიდამ ამოკითხულ დეპეშებს თუ
დავუკვირდებით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„პოლიტიკის ფერისცვალება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე“.
წყარო:
1888
25 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 24 აპრილი“ („რა მოიტანა ქვეყნად მკვდრეთით დღეს
აღდგენილმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„აღდგომის მადლი და ჭეშმარიტება“.
წყარო:
1889
25 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ხელმოწერით ბეჭდავს სტატიას
„წერილები სხვადასხვა რაგინდა-რაზე“ – წერილი პირველი („პატივცემულო
თადეოზ! მრავალი კოკა წყალი ჩაივლიდა ავლაბრის ხიდს ქვეშ...“). ტექსტი ილია
ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
.
წყარო:
1892
25 აპრილი
გაზეთ ივერიაში იბეჭდება რეკლამა: „ისყიდება კახეთის საუკეთესო ღვინოები თ.
ილია ჭავჭავაძისა და სხვა მემამულეთა“, მითითებულია ფასები და მისამართი.
წყარო:
1893
25 აპრილი
მონაწილეობს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ჩამოსვენებისა და
დიდუბეში დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში. წარმოთქვამს სიტყვას.
წყარო:
25 აპრილი
რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ განაგრძობს ვრცელი
წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი საუბრობს
„მამებისა“ და „შვილების“ დაპირისპირებაზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის
აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა, და „შვილების“ გამარჯვებაზე. წერს,
რომ ახალგაზრდა ლიბერალებს ეროვნული ინტერესებისათვის არასოდეს უმტყუნიათ.
ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ მიერ სოციალური პრობლემების გაშუქებას,
რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბატონყმობის გაუქმების საქმეში. გაზეთის
ამავე ნომერში იბეჭდება აკაკი წერეთლის გამოცანები საზოგადო მოღვაწეებზე,
მათ შორის ილია ჭავჭავაძეზე: „როგორც ღრუბელთ წინამძღვარსა / უყვარს
გრგვინვა, ჭექა-ჭუქი, / რომ მის ფრთებქვეშ შეიფაროს / წიწილა და ბატის
ჭუკი“.
წყარო:
1895
25 აპრილი
იღებს ზაქარია ერისთავის წერილს, რომელშიც სთხოვს, მფარველობა გაუწიოს
სოფელ ოძისში მის მიერ წამოწყებულ საქმეს.
წყარო:
25 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 24 აპრილი“ („ცარიელი ინჟენერობა, მკურნალობა და ადვოკატობა
(„ივერია“ № 75)...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„უსიცოცხლო ცოდნა ხვედრია უნიჭობისა“.
წყარო:
25 აპრილი
გაზეთ “ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი“
(„სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1898
25 აპრილი
თბილისის გამგეობის შენობაში ესწრება თათბირს საქართველოს რუსეთთან
შეერთების ასი წლის საიუბილეოდ თბილისის ისტორიის დასაწერად კომისიის
შექმნასთან დაკავშირებით. როგორც ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერებიდან ჩანს,
იგი უარს ამბობს ამ თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ეს
დღე მიაჩნია საქართველოს სიკვდილის დღედ.
წყარო:
1899
25 აპრილი
ხვდება ალექსანდრე სარაჯიშვილს, ეკითხება, დათანხმდება თუ არა სოხუმის
მერად კენჭისყრაზე და იღებს დადებით პასუხს.
25 აპრილი
საპასუხო წერილს უგზავნის ანთიმოზ ჯუღელს და სწერს, რომ ალექსანდრე
სარაჯიშვილი სოხუმის მერად საუკეთესო კანდიდატია. ახასიათებს მას, როგორც
დარბაისელ, ჭკვიან, გამრჯელ, გამოცდილ ადამიანს და თავდადებულ ქართველს.
ამასთან ადრესატს მიმართავს თხოვნით, თუ სარაჯიშვილის გამარჯვების იმედი არ
არის, მის კანდიდატურას საერთოდ ნუ წამოაყენებენ, რომ ტყუილად უხერხულობაში
არ ჩააგდონ.
წყარო: