The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1863

 

1863   
    

1863 12 იანვარი

საცენზურო კომიტეტისაგან იღებს ნებართვას „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.

  წყარო:

„საქართველოს მოამბე“, 1863, № 1.

    

1863 13 იანვარი

ენფიანჯიანცის სტამბა დაგვიანებით იწყებს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვას. 

  წყარო:

რედაქციისაგან, ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 1, გვ. 153.

დათარიღება:

„საქართველოს მოამბის“ პირველ ნომერში ნათქვამია, რომ შრიფტი სტამბას 12 იანვარს ჩამოუვიდა.

    

1863 16 იანვრამდე

ეცნობა მომავალ მეუღლეს – 19 წლის ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილს. 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 220; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 13.

დათარიღება:

ჩვენამდე მოღწეულ პირველ წერილს ოლღასადმი 1863 წლის 16 იანვარი აწერია.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 16 იანვარი

ხელმოწერით „И. Ч.“ მოკლე ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. სთავაზობს შეხვედრას, მაგრამ სთხოვს, რომ ერთი დღით ადრე აცნობოს დრო.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 220; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 90; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 399; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 13, 323.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 17 იანვარი

იღებს ოლღა გურამიშვილის ბარათს, რომელშიც სთავაზობს მეორე დღეს მის სახლში შეხვედრას.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 221; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 13-14.

პირთა ანოტაციები:

ურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 18 იანვარი

ოლღა გურამიშვილის წერილს გვიან გადასცემენ. ამის გამო ვერ ხვდება. უგზავნის საპასუხო ბარათს, აცნობებს, რომ მომდევნო დღეს, 1 საათზე იქნება მათ მეზობლად და სთხოვს, აივანზე დაენახვოს. სწერს, რომ სახლში მისვლას, სადმე სხვაგან, მაგალითად ტაძარში შეხვედრა ჯობს, რადგან ბევრი აქვს სალაპარაკო და იქ, სადაც ათასი თვალი უყურებს, ამის გაკეთებას საიდუმლოდ ვერ შეძლებს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 221; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 90-91; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 399-400; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 13-14, 323.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 18 იანვარი

 ილია ჭავჭავაძის ნაცნობთან მიდის ოლღა გურამიშვილთან მცხოვრები მონაზონი ქალი, ვითომ რაღაც საქმეებთან დაკავშირებით და ცდილობს გაიგოს, რა აზრისაა იგი ოლღას შერთვაზე.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17.

დათარიღება:

დრო მითითებულია 26 იანვრის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

    

1863 19 იანვარი

იღებს ოლღა გურამიშვილის ბარათს, რომელშიც სთავაზობს მეორე დღეს ტაძარში შეხვედრას.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 222; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

    

1863 19 იანვარი

ხელმოწერით „Твой Илико“ საპასუხო ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს და ატყობინებს, რომ 9 საათზე ტაძარში იქნება.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 222; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 91; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 400; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14, 323-324.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 20 იანვარი

ტაძარში ხვდება ოლღა გურამიშვილს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 222; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 21 იანვარი

 ხვდება ოლღა გურამიშვილს, თავის გრძნობებს უმხელს და სამუდამოდ ერთად ყოფნას სთავაზობს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17.

დათარიღება:

ამ ფაქტის შესახებ ნათქვამია 26 იანვრის წერილში და მითითებულია დროც.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 25 იანვარი

გვიან ღამით იღებს ოლღა გურამიშვილის ბარათს, რომელშიც ჩანს მისი დაეჭვება ილიას გადაწყვეტილების სიმყარეში.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17.

დათარიღება:

დრო მითითებულია 26 იანვრის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 26 იანვარი

 ხელმოუწერლად სწერს წერილს ოლღა გურამიშვილს, რომელშიც უხსნის, რომ მისი გადაწყვეტილება მყარია და ვერაფერი შეცვლის, მაგრამ თავს მოვალედ თვლის, აღიაროს, რომ, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიყვარულისა და ერთგულების გარდა ვერაფერს შეჰპირდება. მართალია, თავად მიიჩნევს, რომ ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია, მაგრამ აინტერესებს ოლღას პასუხი, იქნება თუ არა ეს საკმარისი მისთვისაც.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 223; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 91-92; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 400-401; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 14-17, 324.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 27 იანვარი

ხვდება ოლღა გურამიშვილს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 224; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 18-19.

დათარიღება:

დრო მითითებულია 28 იანვრის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

    

1863 28 იანვარი

წერილს იღებს ოლღა გურამიშვილისგან, რომელშიც იგრძნობა, რომ ადრესანტი რაღაცაზე შეწუხებულია. ხელმოწერით „შენი ილიკო ჭავჭავაძე“, უგზავნის პასუხს და სთხოვს, იმ საღამოსვე მისწეროს, რა აწუხებს. უბოდიშებს, რომ არეულად წერს, რადგან სახლში უამრავი სტუმარი ჰყავს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 224; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 93; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 403-404; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 18-19, 324.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

    

1863 28 იანვარი

თეატრში ხვდება ცენზორს, რომელიც სთავაზობს მოსალაპარაკებლად მისვლას.

  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 225; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 20-21.

დათარიღება:

დრო მითითებულია 29 იანვრის წერილში.

    

1863 29 იანვარი

 ოლღა გურამიშვილისგან იღებს წერილს, რომლითაც იმავე დღეს თავისთან სახლში ეპატიჟება. საპასუხო წერილს უგზავნის და უხსნის, რომ მასთან ოჯახში მისვლა სახიფათო იქნება მათი გასაიდუმლოებული ურთიერთობისთვის. გარდა ამისა, სწერს, რომ იმ დღეს აუცილებლად უნდა შეხვდეს ცენზორს და შეიძლება ოლღასთან დათქმულ დროს მისვლა ვერ მოასწროს. სთავაზობს მეორე დღეს პირველ საათზე აივანზე დაენახვოს და, თუ შესაძლებელი იქნება, ალაყაფის კართან შეხვდეს.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 225; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 404-405; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 20-21, 324-325.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
 1863 29 იანვარი

ხვდება ცენზორს და ცდილობს გადააფიქრებინოს „საქართველოს მოამბეში“ დასაბეჭდი ერთ-ერთი სტატიის აკრძალვა.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 29 იანვარი, № 22, გვ. 1. 1886, 7 ოქტომბერი, № 215, გვ. 3.

პირთა იდენტიფიკაცია:

წყაროში ღულაძის სახელის მხოლოდ ინიციალია მითითებული.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე ნოდარ მიხეილის ძე (1855-1907)

ქართული მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი. გამოდიოდა ფსევდონიმით „ნ. საბუელი“. ილია ჭავჭავაძის მდივანი თსს ბანკში.

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

სუხოვო-კობილინი ალექსანდრე ვასილის ძე (1817-1903)

რუსი ფილოსოფოსი, დრამატურგი და მთარგმნელი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    

1863 30 იანვარი

ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. უბრუნებს თანხას, რომელიც ოლღამ მათ საიდუმლო მიწერ-მოწერაში დამხმარე პელაგია ყაზბეგისთვის საჩუქრის საყიდლად გაუგზავნა და სწერს, რომ თავად უყიდის. გარდა ამისა, ატყობინებს, რომ მათი ამბავი უკვე ბევრმა გაიგო და ულოცავენ. სთხოვს, მეორე დღის 1 საათზე აივანზე დაენახვოს 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 225; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 20-21.

დათარიღება:

დრო მითითებულია 29 იანვრის წერილში.

    

1863 1 თებერვალი

 იღებს ოლღა გურამიშვილის წერილს, მაგრამ მთელი დღე სტამბაშია და ვერ პასუხობს.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 226; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 406; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 21-22, 325.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ყაზბეგი პელაგია

ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის საერთო ნაცნობი მათ ქორწინებამდე, რომელიც ხელს უწყობდა საიდუმლო მიმოწერაში.

    

1863 2 თებერვალი

მოკლე ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. სწერს, რომ საშინლად დაღლილია, ჟურნალი უკვე იბეჭდება და როცა გამოვა, მისგან მკაცრ კრიტიკას ელის.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 227; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 22-23.

დათარიღება:

დრო მითითებულია 2 თებერვლის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 3 თებერვალი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. უყვება, რომ მისმა მოსალოდნელმა ქორწინებამ მეგობრები შეაშფოთა, ჟურნალის გამოცემა არ მიატოვოსო. იგი ყველას უხსნის, რომ მისი მომავალი ცოლი ის ქალია, რომელიც, პირიქით, ხელს შეუწყობს საზოგადო საქმეში. ოლღას უამბობს იმასაც, როგორ აირიდა თავიდან შეკითხვა მათ ქორწინებასთან დაკავშირებით. ილიას უპასუხია, უკვე ჯვარდაწერილი ვარ, ცოლი ფეხმძიმედ მყავს და მალე ეყოლება ვაჟიშვილი, რომელსაც სახელად „საქართველოს მოამბე“ დავარქვიო. ასევე სწერს, რომ მისი და უწონებს არჩევანს და ძალიან კეთილგანწყობილია ოლღას მიმართ. 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 227; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 407; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 22-23, 325.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 5 თებერვალი

ხვდება ოლღა გურამიშვილს და ეუბნება, რომ რამდენიმე დღით კახეთში აპირებს წასვლას.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 228; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 95-96; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 407-408; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 23-24, 325-326.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

   

1863 6 თებერვალი

 ოლღა გურამიშვილს წერილით ატყობინებს, რომ კახეთში აღარ მიდის, რადგან შემთხვევით გაიგო, რომ ის ამ წასვლის გამო ნერვიულობდა. სთხოვს, რომ სხვა დროს აღარ დაუმალოს, როცა რაიმეთი უკმაყოფილო იქნება და პირდაპირ უთხრას. 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 229; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 25-26.

დათარიღება:

დრო მითითებულია 6 თებერვლის წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 7 თებერვალი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს, რომელშიც გამოთქვამს წუხილს მისი შეუძლოდ ყოფნის გამო და სთხოვს, რომ ბარათები ყოველ დილით გაუგზავნოს. ეკითხება, აპირებს თუ არა 9 თებერვალს მასკარადზე წასვლას.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 229; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 96-97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 409-410; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 25-26, 326.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 9 თებერვალი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს ხელმოწერით „შენი უკუნითი უკუნისამდე ილიკო ჭავჭავაძე“. ატყობინებს, რომ მისი ჟურნალი სამშაბათს (12 თებერვალს) უნდა გამოვიდეს. სწერს, რომ გადაღლილია ბევრი მუშაობით და უძილობით, მაგრამ, თუ დროს გამონახავს, მასკარადზე წასვლას აპირებს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 230; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 410; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 27, 326.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 11 თებერვალი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს. საყვედურობს, რომ მისგან ბარათი არ მიუღია. უყვება, როგორ თამამად ამხელდა ერთი ნიღბიანი კაცი წინა საღამოს მასკარადზე მყოფთ და როგორ კეთილგანწყობას გამოხატავდა მის მიმართ. სწერს, რომ აპირებს მისთვის მანჟეტის სამაგრების შეკვეთას, წარწერით „ო. ჭ“ – ოლღა ჭავჭავაძე.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 233; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 100; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 191-193; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 30-31, 327.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 12 თებერვალი

იღებს ოლღა გურამიშვილის წერილს, რომლიდანაც იგებს, რომ ავად არის. სწერს პასუხს და სთხოვს, გააგებინოს, შეიძლება თუ არა მის სანახავად მისვლა. ასევე, ატყობინებს, რომ იმ უცნობი ნიღბიანის გვარი, რომელიც თამამად ამხელდა მასკარადზე მყოფთ, ყოფილა სანიცკი.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 233; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 100; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 191-193; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 30-31, 327.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 12 თებერვალი

 

იღებს ოლღა გურამიშვილის წერილს, რომლითაც მეორე დღის 11 საათზე ეპატიჟება თავისთან და ხელმოუწერელი მოკლე საპასუხო ბარათით ატყობინებს, რომ დანიშნულ დროს მივა.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 234; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 193; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 31, 327.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 13 თებერვალი

 

ოლღა გურამიშვილს უგზავნის წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ მისვლამ შეიძლება საქმე გააფუჭოს, მაგრამ თუ მას მაინც უნდა, აუცილებლად მივა. მოუთხრობს მის დასთან შეხვედრის ამბავს. იმავე დღეს ოლღა სწერს, რომ მაინც მივიდეს და ერთმანეთს ხვდებიან მის სახლში. საღამოს უგზავნის კიდევ ერთ ბარათს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 283; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 199-200; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 412-414; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 31-32, 327-328.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 13 თებერვალი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. უბოდიშებს, რომ წერილზე ვერ უპასუხა. ხალისით იხსენებს წინა დღის შფოთიან შეხვედრას, როცა ოლღას მამიდა კინაღამ მიხვდა, რომ პაემანი ჰქონდათ.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 234; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 100; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 414; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 33, 328.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ნახსენებია ოლღას მამიდა – სიდონია გურამიშვილი- სავარსამიძისა. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 155-156.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 13 თებერვალი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის კიდევ ერთ ბარათს და ატყობინებს, რომ ნაჩქარევი წამოსვლის გამო ხელჯოხი დარჩა მასთან. სთხოვს დამალოს, რომ ვინმემ არ შეიტყოს მათი შეხვედრის ამბავი.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 235; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 100-101; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 194; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 33-34, 328.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 15 თებერვალი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ხელმოუწერელ მოკლე ბარათს, რომელშიც აღიარებს, რომ მისმა სიყვარულმა „პატიოსან, დარბაისელ რედაკტორს“ თავი დააკარგვინა.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 280; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 101; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 194-195; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 34, 328-329.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 16 თებერვალი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც ცდილობს გაუფანტოს უსიამოვნო ფიქრები. არწმუნებს, რომ მისი მამის – თადეოზ გურამიშვილის წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს მათ ბედნიერებას. სთხოვს, მზითევის დაკარგვაზე არ იდარდოს, რადგან სხვის დაუხმარებლადაც იცხოვრებენ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 236; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 101-102; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 415-417; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 34-36, 329.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 18 თებერვალი

 სტუმრად არის მიწვეული ილია და ელენე ჩოლოყაშვილების ოჯახში.

 

  წყარო:

ი. ავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 36-37, 329.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-1877)

რუსეთის არმიის გენერალი, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მეჯვარე.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

    

1863 18 თებერვალი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. ინტერესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. აცნობებს, რომ მისი საათი მიუტანა ოსტატს, მაგრამ ჯერ მზად არ არის, კრიალოსანს კი უბით ატარებს. ჰპირდება, რომ მეორე დღეს გაუგზავნის ჟურნალს, ოღონდ სთხოვს, რომ არავის აჩვენოს და ამით მათი ურთიერთობა არ გაამხილოს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 237; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 102-103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 417-418; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 36-37, 329.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 19 თებერვალი

 გამოდის „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომერი, რომელშიც რედაქცია ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის. მასში ასტრონიმით (***) დაბეჭდილია ილია ჭავჭავაძის ლექსები „ჩემო კალამო...“ და „მუშა“, „მ. ჯიმშერიძის“ ფსევდონიმით – მისივე მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ პირველი ხუთი თავი, ასტრონიმით (****) – საპროგრამო სტატია „საქართველოს მოამბეზედ“ და ხელმოუწერლად – მისი თარგმანები: ნიკოლოზ დობროლიუბოვის თხზულება – „მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება“ და სულხან ბარათაშვილის „ძველი ისტორია საქართველოსი“ პირველი ნაწილი.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 161, გვ. 48- 63; ასლი № 1052, გვ. 48-63; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 1046; ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 1, გვ. 3-6; გვ. 7-53; 111-126; გვ. 88-144; გვ. 190; გვ. 195-196, 1-33 (ტექსტს აქვს ცალკე ნუმერაცია), 53-110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

ნიკოლოზ დობროლიუბოვის თხზულების – „მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება“ და სულხან ბარათაშვილის „ძველი ისტორია საქართველოსი“ თარგმანები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა ანოტაციები:

დობროლიუბოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1836-1861)

რუსი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი.

ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე (1821-1866)

ისტორიკოსი, სწავლობდა კადეტთა კორპუსში, იცოდა ევროპული ენები, დაწერა საქართველოს ისტორია 5 წიგნად (უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე).

გავაცი ალესანდრო (1809-1889)

იტალიელი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, ცნობილი ორატორი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი.

    

1863 19 თებერვალი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ კვირას ელენე ჩოლოყაშვილთან იმართება ლიტერატურული საღამო, რომელზეც თვითონაც იქნება და წაიკითხავს თავის თხზულებებს. ძალიან უნდა, რომ ოლღა მივიდეს, მაგრამ, მათი ურთიერთობა რომ არ გამჟღავნდეს, სთხოვს, თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ამ საღამოს შესახებ სხვებისგან შემთხვევით შეიტყო. უგზავნის დაპირებულ ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“ და სთხოვს, ყურადღებით წაიკითხოს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 238; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 418; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 37-38, 329-230.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

    

1863 19 თებერვალი

 საღამოს 10 საათზე ხვდება ოლღა გურამიშვილს.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 37-38, 329-230.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 19 თებერვლის ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 19 თებერვალი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. ჰპირდება, რომ უსათუოდ შეატყობინებს ელენე ჩოლოყაშვილთან მისი მისვლის ზუსტ დროს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 276; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 38, 330.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

    

1863 20 თებერვალი

წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ იმ დღიდან მხოლოდ კვირაში ორჯერ უნდა გაუგზავნონ ერთმანეთს ბარათები. აცნობებს, რომ ჩარჩო შეიძინა და მოუთმენლად ელის, ოლღა როდის გაუგზავნის თავის სურათს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 279; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 38-39, 330.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 24 თებერვალი

 ელენე ჩოლოყაშვილის ოჯახში იმართება ლიტერატურული საღამო, რომელზეც კითხულობს საკუთარ თხზულებებს. გული სწყდება, რომ ოლღა გურამიშვილი მისვლას ვერ ახერხებს.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 37-38, 329-230.ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 41-42, 331.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღა გურამიშვილისთვის 19 და 24 თებერვალს მიწერილ ბარათებში.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

    

1863 24 თებერვალი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩოლოყაშვილებთან მისი ნახვა ვერ შეძლო. სთხოვს, გაიხსენოს და სიტყვასიტყვით მისწეროს, რა უთხრა მან იასე ანდრონიკაშვილს ილიასთან დაკავშირებით და რა მიიღო პასუხად. ასევე, სთხოვს, თავი შორს დაიჭიროს იმ ქალისგან, რომელიც მათი ბედნიერების ჩაშლას ცდილობს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 240; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 105; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 420-421; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 41-42, 331.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჩოლოყაშვილები:

ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-1877)

რუსეთის არმიის გენერალი, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მეჯვარე. ანდრონიკაშვილი-

ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

    

1863 25 თებერვალი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ერთმანეთს ხშირად ვეღარ სწერენ. ღელავს, რადგან არ იცის, როგორ მიიღოს სასიმამროსგან თანხმობა. შიშობს, რომ თადეოზ გურამიშვილი სასურველ სასიძოდ არ მიიჩნევს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 239; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 104; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 419-420; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 39-40, 330-331.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 26 თებერვალი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ შეხვდა მის ნათესავ იასე ანდრონიკაშვილს და იმედოვნებს, რომ თადეოზ გურამიშვილსაც შეხვდება. არწმუნებს, რომ სრულიად არ აღელვებს მზითევის დაკარგვა, რადგან მას ოლიკოს ზნეობრივი ღირსებები, მისი გონიერება და გული უყვარს და არა მისი მზითევი. სთავაზობს, სემინარიის ეკლესიაში იაროს და იქ ქანდარაზე შეხვდება ხოლმე, რომ თავისუფლად ისაუბრონ.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 241; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 105-106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 421-423; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 42-44, 331.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 27 თებერვალი

 ოლღა გურამიშვილსგან იღებს ბარათს, რომელშიც სთხოვს, ინახულოს გიორგი მუხრანბატონი, რათა მან უშუამდგომლოს ახალგაზრდებს თადეოზ გურამიშვილთან. ოლღა დარწმუნებულია, რომ ის შეძლებს მათ დახმარებას.

 

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 44-47, 332.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ილიას მიერ ოლღასადმი გაგზავნილი 28 თებერვლის წერილში.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 28 თებერვალიი

 ოლღა გურამიშვილს დილის ხუთ საათზე უგზავნის ბარათს, რომელშიც ეჭვს გამოთქვამს იმის გამო, რომ გიორგი მუხრანბატონი ეცდება მათ დახმარებას. მიუხედავად ამისა, ჰპირდება, რომ ინახულებს და დაელაპარაკება. მას აშინებს ის, რომ ოლღას ნათესავთაგან მის მიმართ არავინაა კეთილგანწყობილი და ყველანაირად ცდილობენ მათ დაშორებას. სწერს, რომ თუ ეს მართლაც მოხდება და მისი სიყვარული დასამარდება, ერთადერთი, რისთვისაც განაგრძობს არსებობას, იქნება ის წმინდა საქმე, რომლის მსახურებაც მან დიდი ხნის წინ აირჩია ცხოვრების მიზნად.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 242; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 107-108; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 424-426; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 44-47, 332.

პირთა იდენტიფიკაცია:

გიორგი ბაგრატიონ მუხრანელი იყო ოლღა გურამიშვილის ღვიძლი მამიდაშვილი (მისი მამიდის – ხორეშან ზაალის ასული გურამიშვილისა და კონსტანტინე იოანეს ძე ბაგრატიონ მუხრანელის ვაჟი);

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

    

1863 28 თებერვალი

 იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეორე ნომრის გამოცემაზე.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 2.

    

1863 1 მარტი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც უბოდიშებს წინა წერილში გამოთქმული პესიმისტური შეხედულებების გამო. აცნობებს, რომ იმავე დღეს აპირებს იასე ანდრონიკაშვილთან და გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელთან მისვლას. ატყობინებს, რომ მიიღო მისი ფოტოები, მაგრამ უხარისხოა. სთხოვს, თმა ისე დაივარცხნოს, როგორც მას უყვარს და ფოტოატელიეში მივიდეს. ჰპირდება, რომ იქ დახვდება და თავად შეურჩევს ისეთ პოზას, რომ სურათი კარგი გამოვიდეს. ასევე, აცნობებს, რომ უგზავნის მედალიონს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 243; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 108-109; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 426-427; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 47-48, 332.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. ^

    

1863 1 მარტი 

ოლღა გურამიშვილი უგზავნის ბარათს, რომელშიც სთავაზობს, ქორწილი სექტემბრამდე გადადონ.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 49-50, 332.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 2 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

.1863 2 მარტი

 ოლღა გურამიშვილს სწერს პასუხს წინა დღის ბარათზე. არ თანხმდება ქორწილის სექტემბრამდე გადადებაზე. მისი აზრით, ისინი აპრილამდე უკვე ერთად უნდა იყვნენ. აცნობებს, რომ იასე ანდრონიკაშვილი შინ არ დაუხვდა და საღამოს 9 საათზე ისევ მიაკითხავს. წერილის ბოლოს სთხოვს, რომ შეხვდეს. 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 244; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 109; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 427-428; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 49-50, 332.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

    

1863 2 მარტი

 მიდის იასე ანდრონიკაშვილთან და დაიმედებული ბრუნდება, რომ მისი და ოლღა გურამიშვილის დაქორწინება შესაძლებელია.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 50, 332-333.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 3 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 3 მარტი

წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ იასე ანდრონიკაშვილთან იყო და ცოტა იმედი მიეცა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა შენიშნა ოლღას შეწუხებული სახე და შეშფოთებული კითხულობს, ხომ არაფერი მოხდა. სთხოვს, დაუყოვნებლივ მისწეროს, რამ დააღონა.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 245; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 428-429; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 50, 332-333.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

    

1863 4 მარტი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ გიორგი ბაგრატიონმუხრანელთან მეორე დილის 9 საათზე აპირებს მისვლას და ჰპირდება, რომ ყველაფერს დაწვრილებით შეატყობინებს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 246; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 429; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 50-51, 333.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

    

1863 13 თებერვლიდან 5 მარტამდე

გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილის მამიდა – სიდონია გურამიშვილისავარსამიძისა.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 33, 52.

დათარიღება:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 155-156.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 155-156.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სავარსამიძე სიდონია ზაალის ასული

ოლღა გურამიშვილის მამიდა, გენერალ-მაიორ ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძის ცოლი.

    

1863 5 მარტი

 მიდის გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელთან, მაგრამ შინ არ ხვდება.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 51-53, 333.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 5 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი

    

1863 5 მარტი

წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. ატყობინებს, რომ შემთხვევით თვალი მოჰკრა ფანჯარაში, რამაც საოცრად გააბედნიერა. ასევე, აცნობებს, რომ მედალიონი უკვე მზადაა, მაგრამ პორტრეტი, სავარაუდოდ, კვირას იქნება. ევედრება, რომ ხშირ-ხშირად მისწეროს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 247; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 110-111; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 429-431ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 51-53, 333.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 6 მარტი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს და დაწვრილებით მოუთხრობს გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელთან ვიზიტის ამბავს. შეხვედრით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ მათი საქმე დადებითად გადაწყდება. გიორგი აღუთქვამს, რომ თადეოზ გურამიშვილს მოელაპარაკება. მის შეკითხვაზე, თუ როგორია მისი ქონებრივი მდგომარეობა, ილია პასუხობს, ბედნიერება სიმდიდრის გარეშეც არის შესაძლებელი და ოლღაც ამავე აზრისააო.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 248; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 112; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 431-432; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 53-54, 333.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 7 მარტი

წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ ის არ წავიდა თავის ნათესავ ბაგრატიონ-მუხრანელებთან. ურჩევს ნიკო ჭავჭავაძესთან ხშირად იაროს და მის მეუღლეს დაუმეგობრდეს. ამ ოჯახში ისინი უშიშრად შეძლებენ შეხვედრას. ასევე, აცნობებს, რომ იმ საღამოს ელენე ჩოლოყაშვილთან აპირებს წასვლას და თუ მოახერხებს, თვითონაც მივიდეს. უგზავნის საყურეებს მათი საერთო ნაცნობის და საიდუმლო მიმოწერის ხელშემწყობი პელაგია ყაზბეგისათვის.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 248; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 112; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 216-217; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 54-55, 333-334.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

ყაზბეგი პელაგია

 ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის საერთო ნაცნობი მათ ქორწინებამდე, რომელიც ხელს უწყობდა საიდუმლო მიმოწერაში.

    

1863 8 მარტი

 ბარათს იღებს ოლღა გურამიშვილისგან, რომელიც ინტერესდება, იცის თუ არა მათი ამბავი ნიკო ჭავჭავაძემ.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 55, 334.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 8 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

    

1863 8 მარტი

 იწყებს ოლღა გურამიშვილის საპასუხო ბარათის წერას, მაგრამ აღარ ამთავრებს. ბარათში ეწერა, რომ არც ნიკო ჭავჭავაძემ და არც მისმა მეუღლემ მათ შესახებ არაფერი იციან. მართალია, რამდენჯერმე შეკითხვა დაუსვამთ, მაგრამ ილიას პასუხისთვის თავი აურიდებია.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 249; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 113; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 432-433; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 55, 334.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

    

1863 8 მარტი

ხდება ავად და, სავარაუდოდ, ამიტომ ვეღარ ამთავრებს ოლღა გურამიშვილისთვის ბარათის მიწერას.

  დათარიღება:

8 მარტის ბარათი დაუმთავრებელი რჩება, 9 მარტის ბარათიდან კი ჩანს, რომ უკვე ექიმთანაც არის ნამყოფი.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 9 მარტი

წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს და ცდილობს მის დამშვიდებას. არწმუნებს, რომ თავს კარგად გრძნობს. ექიმის რჩევით, ორიოდე დღე წოლით რეჟიმს დაიცავს და ყველაფერი კარგად იქნება.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 281; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 113; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 217; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 55-56, 334.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 9 მარტი

ილია ჭავჭავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული ოლღა გურამიშვილი ახერხებს მის მონახულებას.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 56-57, 334-335.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 10 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი..

    

1863 10 მარტი

 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ მისი წინა დღის ვიზიტის შემდეგ მკვდარიც რომ ყოფილიყო, ფეხზე ადგებოდა. დარწმუნებულია, რომ ორ დღეში უკვე შეძლებს ოლღას ნახვას. უგზავნის თავის სურათს, თუმცა თვლის, რომ კარგად არ გამოიყურება.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 56-57, 334-335.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 10 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 11 მარტი 

წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ წინა დღის პაემანი სემინარიაში არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ აფიქრებს ლიზა ბაგრატიონმუხრანელის იქ ყოფნა. მართალია, ოლღა დარწმუნებული იყო, რომ ის არავის ეტყოდა მათი შეხვედრის შესახებ, მაგრამ ილია მაინც ფრთხილობს და სთხოვს, რომ შემდეგში არავინ წაიყვანოს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 250; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 113-114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 433-434; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 56-57, 334-335.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 12 მარტი 

წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ მიიღო მიწვევა მისი დის, ეკატერინესგან და მასთან სტუმრად მისვლას აპირებს მომდევნო დღის 12 საათზე. განგებ არ მიდის ისეთ დროს, როდესაც იქ სტუმრები დახვდებიან და საქმეზე დალაპარაკებას ვერ შეძლებს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 252; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 114-115; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 434-435; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 58, 335.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია ოლღას დაზე - ეკატერინე თადეოზის ასულ გურამიშვილ-სტაროსელსკისაზე.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

    

1863 14 მარტი 

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც აცნობებს, რომ მისთვის სასურველ დროს და ადგილას შეხვდება. სწერს, რომ ერჩივნა მათი ურთიერთობის ამბავი ოლღას თავისი დისთვის არ გაემხილა, თუმცა, იმედოვნებს, რომ ეს გულახდილობა საქმეს არ გააფუჭებს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 273; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 114-115; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 220; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 58-59, 335.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

    

1863 14 მარტი

იღებს ოლღა გურამიშვილის ბარათს, რომელშიც წუხილია გამოთქმული იმის გამო, რომ საიდუმლოს თავისი დისთვის გამხელით აწყენინა.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 58-59, 335.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 14 მარტი

იმავე დღეს კიდევ ერთ ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს, რომელშიც ამშვიდებს, რომ არ არის მასზე ნაწყენი. რაკი ოლღას დამ – ეკატერინემ მათი ამბავი შეიტყო, მასთან მისვლა ერიდება და სწერს, ბოდიში მოუხადოს. ასევე, სთხოვს, მისი ბარათები არავის წააკითხოს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 233; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 115; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 435; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 59, 336.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია ოლღას დაზე - ეკატერინე თადეოზის ასულ გურამიშვილ-სტაროსელსკისაზე.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

    

1863 14 მარტი

 სტუმრად მიდის ბარბარე ბაგრატიონ-ორბელიანისასთან.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 233; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 115; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 435; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 59, 336.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 14 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა იდენტიფიკაცია:

წყაროში წერია „ვარვარა ილინიშნა“. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 154.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონი-ორბელიანისა ბარბარე ილიას ასული (1831-1884)

ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ვაჟ ილიას ქალიშვილი. 1854 წელს მცირეწლოვან ვაჟთან და დის ოჯახთან ერთად ტყვედ აიყვანა შამილმა და მხოლოდ 10 თვის შემდეგ მოხერხდა მათი გამოსყიდვა.

    

1863 14 მარტი

იმავე დღეს მესამე ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს, რომელშიც უდასტურებს, რომ 11 საათზე დანიშნულ ადგილზე იქნება. ბოდიშს უხდის, რომ ვრცელ წერილს ვერ სწერს, რადგან ოთახში ვიღაც ჩინოსანი ჰყავს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 254; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 115; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 436; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 60, 336.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 15 მარტი

 ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს და უმხელს, რომ სულ მასზე ფიქრობს. სწერს, რომ ახლაღა გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია გრძნობა ადამიანისთვის და მოიხმობს ციტატას თავისი „გლახის ნაამბობიდან“: „ჭკუა გზას გაგინათებსო, გული კი გაგათბობსო“, მაგრამ არ უმხელს, რომ ეს მოთხრობა მისი დაწერილია. მოჰყავს, როგორც „ჯიმშერიძის“ ნათქვამი, რადგან „საქართველოს მოამბეში“ მოთხრობა ამ ფსევდონიმით დაიბეჭდა.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 255; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 115-116; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 436; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 60, 336.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 16 მარტი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. უხსნის, რომ ბულვარში მასთან მიუსვლელობით არასასურველი მითქმა-მოთქმა აირიდა თავიდან. საყვედურობს, რომ ფოტოგრაფისგან სურათი მის გარეშე გამოიტანა. ატყობინებს, რომ ელენე ანდრონიკაშვილ-ჩოლოყაშვილისას აინტერესებდა მათი ურთიერთობის ამბავი, მაგრამ არაფერი გაუმხილა. სწერს, რომ ვიღაც დაჰპირდა მამამისთან – თადეოზ გურამიშვილთან დალაპარაკებას მათი ქორწინების თაობაზე და მოუთმენლად ელის პასუხს, თუმცა კარგი მოლოდინი არა აქვს. ბარათთან ერთად უგზავნის საწერი ქაღალდის დასტას და გამოთქვამს იმედს, რომ მის დახარჯვამდე ჯვარს დაიწერენ. სთხოვს შეატყობინოს, ელენესთან როდის აპირებს წასვლას, რომ თავადაც მივიდეს. მინაწერში აცნობებს, რომ ჯვარს, რომელიც ოლღას მოეწონა აუცილებლად უყიდის, და სთავაზობს, რომ ძვირფასი სამკაულებიც შეარჩიოს.

 

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 274; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 116; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 436-337; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 61-62, 336-337.

პირთა იდენტიფიკაცია:

იგულისხმება ელენე ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი

    

1863 17 მარტი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც ცდილობს გაიგოს, არის თუ არა რაიმე სასიამოვნო სიახლე. ჯავრობს ვიღაც ქალზე, რომელიც მათი ურთიერთობის ჩაშლას ცდილობს. აინტერესებს, როგორ მოეწყო ახალ ოთახში და სთხოვს არ დაუმალოს, რას აკეთებენ ნათესავები იმისათვის, რომ მასთან ურთიერთობაზე ხელი ააღებინონ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 284; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 116-117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 224; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 62, 337.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 17 მარტი

 სადარბაზოდ მიდის ოლღა გურამიშვილის დის – ეკატერინეს ოჯახში.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 63, 337. დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 18 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

    

1863 18 მარტი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. გულდაწყვეტილი აცნობებს, რომ წინა დღის ვიზიტმა მის დასთან – ეკატერინესთან წარუმატებლად ჩაიარა. უცნობმა ქალბატონმა, რომელიც ასევე სტუმრად იყო მისული, საშუალება არ მისცა, მისთვის საინტერესო საკითხზე თავისუფლად ესაუბრა. სთხოვს, არ იდარდოს ქონებაზე, რომელსაც ვიღაცეები ითხოვენ მისგან და დაუთმოს, ხოლო ფული თუ დასჭირდება, აუცილებლად მას მიმართოს. ბარათის ბოლოს აცნობებს, რომ 12 საათზე ელენე ანდრონიკაშვილ-ჩოლოყაშვილისასთან არის დაბარებული და სთხოვს, ისიც მივიდეს, რადგან ძალიან უნდა მისი ნახვა.  

  წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 275; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 224-225; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 63, 337.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

    

1863 18 მარტი

სადარბაზოდ მიდის ოლღა გურამიშვილის დის, ეკატერინეს ოჯახში.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 63-64, 337.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 19 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე

    

1863 მარტის მეორე ნახევარი

გამოდის „საქართველოს მოამბის“ მეორე ნომერი, რომელშიც ასტრონიმით (***) იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსი „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ და ხელმოუწერლად – სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ მისეული თარგმანის გაგრძელება.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 2, გვ. 35-48, 190; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

    

1863 19 მარტი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც აცნობებს, რომ წინა საღამოს მის დასთან იყო და ამაოდ ელოდა მის მისვლას. სთხოვს, თუ იმავე დღეს არა, მომდევნოს მაინც მოახერხოს მასთან შეხვედრა, რადგან ძალიან ენატრება.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 256; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, №3, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 438; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 63-64, 337.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 20 მარტი

 

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც ეკითხება, რა უთხრა მამამ. სთხოვს, არ დაუმალოს სიმართლე, თუნდაც ის მწარე იყოს. კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ წავა მის მამიდაშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელთან, რადგან გაურკვევლობაში ყოფნა უკვე გაუსაძლისად ეჩვენება. სურს გაიგოს, მოეწონა თუ არა ოლღას სამაჯური, რომელიც მან შეურჩია. აინტერესებს, ხომ არ შეეძინა ბავშვი მის დას ეკატერინეს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 288; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 439-440; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 66, 338.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია „ირაკლი“. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

 საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892) – სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

    

1863 22 მარტი

ოლღა გურამიშვილისგან იღებს ბარათს, რომელშიც ატყობინებს, რომ თბილისიდან გასვლას აპირებს. ასევე, აცნობებს, რომ თუ მამამისი კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევთ და ქორწინებაზე თანხმობას არ მისცემთ, თანახმაა ფარულ ჯვრისწერაზე.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 66-68, 338.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 22 მარტი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის საპასუხო ბარათს, რომელშიც ევედრება, არ გავიდეს ქალაქიდან, რადგან მის გარეშე ძალიან გაუჭირდება. უხარია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ოლღა თანახმაა ფარულ ჯვრისწერაზე. სთხოვს, არ დააძალოს მამიდაშვილთან, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელთან დახმარების სათხოვნელად მისვლა, რადგან შეიტყო, რომ სწორედ ირაკლი ცდილობს მათთვის ხელის შეშლას. ასევე, აცნობებს, რომ მომდევნო დღეს აპირებს თადეოზ გურამიშვილთან პირადად დალაპარაკებას და იმედოვნებს, რომ საქმე სასიკეთოდ დასრულდება. წერილს აქვს მინაწერი, რომელშიც ჩამოთვლილია, რა სამკაულების ყიდვას აპირებს მისთვის. მაგრამ, თუ თადეოზისგან უარი მიიღო, სწერს, რომ ამ სამკაულების აღებაზე თავს შეიკავებს, რომ ის ფული სხვაგვარად მოიხმარონ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 259; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 119; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 440-441; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 66-68, 338.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია „ირაკლი“. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892)

სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 23 მარტი

 ოლღა გურამიშვილი არწმუნებს, რომ აუცილებლად ნახოს მისი მამიდაშვილი, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. ასრულებს თხოვნას, მიდის ირაკლისთან, მაგრამ შინ არ ხვდება.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 68-69, 338-339.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღა გურამიშვილისთვის 23 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია „ირაკლი“. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892) – სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი

    

1863 23 მარტი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის საპასუხო ბარათს, რომელშიც აცნობებს, რომ მართალია, წინა საღამოს მისი მამიდაშვილი, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი ვერ ინახულა, მაგრამ ახალი ამბავი შეიტყო: მისი მეგობარი, ილია წინამძღვრიშვილი დილით ოლღას მამასთან, თადეოზ გურამიშვილთან ყოფილა და უკითხავს, ქალიშვილის გაბედნიერება მოგილოცოთ თუ არაო. თადეოზს მიუგია, რომ ამ საკითხის შესახებ არაფერი იცის და არც სურს იცოდეს. რაკი ახალგაზრდებმა მის გარეშე წამოიწყეს ეს საქმე, თავადვე დააბოლოვონო. თადეოზს არ გამოუთქვამს ილია ჭავჭავაძესთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი. ამის გამო გულდაწყვეტილია, მაგრამ აიმედებს ოლღას, რომ კურთხევის გარეშეც შეიძლება ბედნიერად ცხოვრება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ოლღას და – ეკატერინეა. ნატრობს, მალე დასრულდეს დიდმარხვა, რომ ჯვარი დაიწერონ. ასევე, აცნობებს, რომ საღამოს 6 საათამდე ბაღში იქნება და თუ ოლღა მისვლას შეძლებს, ძალიან გაახარებს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 272; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 119-120; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 441-442; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 68-69, 338-339.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია „ირაკლი“ და „წინამძღვრიშვილი“. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892) – სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920) – აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 23 მარტი

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 68-69, 338-339. ბარათში წერია „ზაგურსკი“. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 157-158.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 23 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

ზაგურსკი ლეონარდ პეტრეს ძე (1827-1891)

 ლინგვისტი, ეთნოგრაფი, რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მმართველი. ილია ჭავჭავაძის ისტორიის მასწავლებელი გიმნაზიაში.

    

1863 24 მარტი

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 69-70, 339.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია ოლღასთვის 24 მარტს მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 24 მარტი

 ბარათს იღებს ოლღა გურამიშვილისგან, რომელშიც ეკითხება, ხომ არ აწყენინა.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 69-70, 339.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 24 მარტი

 

ოლღა გურამიშვილს უგზავნის საპასუხო ბარათს. უხსნის, რომ გვიან ღამემდე ლეონარდ ზაგურსკი ჰყავდა სტუმრად და იმიტომ ვერ მისწერა. არწმუნებს, რომ ოლღას მხიარული მასლაათი სხვებთან არ სწყენია და მოწყენილი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ძალზე სუსტად გრძნობდა. აიმედებს, რომ მალე გამოკეთდება. სთხოვს, წერილები ხშირად უგზავნოს და, თუ შეძლებს, ისევ ინახულოს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 260; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 120-121; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 442-443; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 69-70, 339.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია „ზაგურსკი“. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 157-158.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ზაგურსკი ლეონარდ პეტრეს ძე (1827-1891)

ლინგვისტი, ეთნოგრაფი, რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მმართველი. ილია ჭავჭავაძის ისტორიის მასწავლებელი გიმნაზიაში.

    

1863 25 მარტი

 ოლღა გურამიშვილისგან იღებს წერილს, რომლიდანაც სასიამოვნო ახალ ამბავს იგებს.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 70, 339.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 25 მარტს ოლღასთვის მიწერილ ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 25 მარტი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის მოკლე საპასუხო ბარათს, რომელშიც მადლობას უხდის სასიამოვნო ამბის შეტყობინებისთვის.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 261; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 443; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 70, 339.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 26 მარტი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. აცნობებს, რომ თავს უკეთ გრძნობს, მალე უნდა ინახულოს ექიმმა და თუ ნებას დართავს, მეორე დღეს დაესწრება საეკლესიო ცერემონიას, სადაც ოლღას შორიდან მაინც დაინახავს.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 262; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 120-121; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 443-444; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 71, 339-340.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 27 მარტი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც აცნობებს, რომ ექიმმა ნება დართო, ცოტა ხნით ქუჩაში გავიდეს. სიხარულს ვერ მალავს, რომ ერთმანეთს ნახავენ. ატყობინებს, რომ მასთან ჩამოვიდა მისი და – ელისაბედი და, სავარაუდოდ, მთელი წელი დარჩება.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 263; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 121; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 444; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 71, 340.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში დის სახელი მითითებული არ არის. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ. წიგნში – „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის“, თბ. 2016, გვ. 158.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ^

    

1863 28 მარტი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. აცნობებს, რომ მსახური ლაზარე ღონიაშვილი დაითხოვა და სთხოვს, რომ ოლღამაც არ გაიკაროს. სიხარულით სწერს, ხეჩო დარჩიანოვი შეხვდა მამაშენს, კურთხევას მოგვცემს, უბრალოდ გაჯავრებულია, რომ მის დაუკითხავად მივიღეთ გადაწყვეტილებაო. ასევე, აცნობებს, რომ საღამოს ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელთან აპირებს წასვლას, შუადღისას კი ივანე ანდრონიკაშვილს შეევედრება დახმარებას.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 264; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 121; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 444; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 71-72, 340.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია: „ლაზარე“, „ხეჩო“, „ირაკლი“ და „ივანე მალხაზის ძე“. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-159. ლაზარეს გვარი ნახსენებია ბარბარე მაყაშვილის მოგონებაში, იხ. წყარო: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 13 432.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ღონიაშვილი ლაზარე

ილია ჭავჭავაძის მსახური ბიჭი.

დარჩიანოვი (დარჩიევი, დარჩილოვი) ხეჩო

გლეხური წარმოშობის თბილისელი მიწათმფლობელი. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ევალებოდა მცხეთის ტაძრის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება.

ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892)

სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

    

1863 31 მარტი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. ბრაზობს ექიმის დაგვიანების გამო, რომელსაც დილიდან ელოდება. შიშობს, რომ ამის მიზეზით იასე ანდრონიკაშვილს შინ ვეღარ მიუსწრებს. აინტერესებს, კარგად ეძინა თუ არა ოლიკოს. თავად კი, როგორც სწერს, სასიამოვნო ფიქრებში გართულს, საერთოდ არ სძინებია. ბარათის ბოლოს აქებს ხეჩო დარჩიანოვს, რომელმაც მათ ბედნიერებას ხელი შეუწყო. 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 215; ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, I, 1992, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 74, 342.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 224-226.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-159.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811)

ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები.

დარჩიანოვი (დარჩიევი, დარჩილოვი) ხეჩო

გლეხური წარმოშობის თბილისელი მიწათმფლობელი. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ევალებოდა მცხეთის ტაძრის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება.

    

1863 მარტის ბოლო

ჟურნალ „ცისკრის“ მარტის ნომერში „ქერელი ბექას“ ფსევდონიმით ქვეყნდება ანტონ ფურცელაძის მიმოხილვა „ქართული ლიტერატურა. „საქართველოს მოამბე“. 1863 წლის იანვრისა და თებერვლის წიგნები“, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა ილია ჭავჭავაძის თხზულებების „გლახის ნაამბობისა“ და „მუშას“ განხილვას. ჟურნალში დაბეჭდილი მასალების ზოგადი ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია ეჭვი, რომ მან შეიძლება დიდხანს ვერ გაიტანოს თავი.  

  წყარო:

ქერელი ბექა, „ქართული ლიტერატურა“, ჟურნ. „ცისკარი“, 1863, № 3, გვ. 434-460.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

    

1863 1 აპრილი

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც სიხარულით აცნობებს, რომ ხეჩო დარჩიანოვმა თადეოზ გურამიშვილი დაითანხმა მათ ჯვრისწერაზე. წერილიდან ჩანს, რომ იმ საღამოს აპირებს მსახურ ლაზარე ღონიაშვილის გაგზავნას ექიმთან და თუ ფეხზე წამოდგომის ნებას მიიღებს, მოაგვარებს ყველაფერს.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 403; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 445; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 72-73, 340-341.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ლაზარე ღონიაშვილის მხოლოდ სახელია ნახსენები. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის“, თბ. 2016, გვ. 156.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. დარჩიანოვი (დარჩიევი, დარჩილოვი) ხეჩო – გლეხური წარმოშობის თბილისელი მიწათმფლობელი. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ევალებოდა მცხეთის ტაძრის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება. ღონიაშვილი ლაზარე – ილია ჭავჭავაძის მსახური ბიჭი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 2 აპრილი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის მოკლე ბარათს, რომლითაც ატყობინებს, რომ დილის 5 საათზე ადგა, რათა ყველა საქმე დროულად მოაგვაროს და მეტი დრო დარჩეს ოლიკოსთან სალაღობოდ. სამომავლოდაც გეგმავს, რომ დილის საათებში იმუშაოს, სანამ ოლიკოს ეძინება, რათა შემდეგ მთელი დრო ერთად გაატარონ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 403; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 445; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 73, 341.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    

1863 3 აპრილი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც ატყობინებს, რომ მომდევნო დღეს ივანე ანდრონიკაშვილი თადეოზ გურამიშვილთან მივა მათ ქორწინებაზე სასაუბროდ.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 405; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 122; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 234; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 73, 341.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    

1863 4 აპრილი

 ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც წუხს იმის გამო, რომ წინა დღეს ვერ შეხვდნენ ერთმანეთს. სწერს, რომ მოუთმენლად ელის ივანე ანდრონიკაშვილის დაბრუნებას და თუ შეხვედრის ნებას მისცემენ, უმალ წავა მის სანახავად.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 277; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 122; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 234-235; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 73-74, 341.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

    

1863 8 აპრილამდე

ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს. ატყობინებს, რომ ყველა მოინახულა, ვისთან მისვლაც საჭირო იყო, მათ შორის, რასაკვირველია, ირაკლი ბაგრატიონმუხრანელი, რომელსაც მადლობა გადაუხადა. ამასთან, ითხოვა ოლღასთან შეხვედრის ნებართვა, რაზეც უარი მიიღო, ამდენი ხანი მოგითმენიათ და ცოტაც მოიცადეთო. ძალიან წუხს ამის გამო. მისთვის გაუგებარია, თუ ქორწინებაზე არ ეუბნებიან უარს, შეხვედრას რატომღა უშლიან.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 269; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 75, 342.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 226-227.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია: „ირაკლი“. პერსონალის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული არგუმენტირება იხ. წიგნში „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892)

სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

    

1863 10 აპრილამდე

თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს ივანე პოლტარაცკისთან ერთად.

  წყარო:

ეკატერინე გაბაშვილი, მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, „ლიტერატურული მატიანე“, 1940, გვ. 101, 111, 119.

პირთა ანოტაციები:

პოლტარაცკი ივანე ეგნატეს ძე (1836-1892)

პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი.

    

1863 10 აპრილი

თბილისის წმინდა სამების პატარა ტაძარში ილია ჭავჭავაძე ჯვარს იწერს 20 წლის ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე. მეჯვარეები არიან, მისი მხრიდან – დავით ყიფიანი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, ოლღას მხრიდან – ილია ჩოლოყაშვილი და სულხან თუმანიშვილი.

  წყარო:

სამების ტაძრის წინამძღვრის – ვასილ კარბელაშვილის მიერ დამოწმებული მეტრიკული ამონაწერი საეკლესიო წიგნიდან, წყარო: საქართველოს ერვნული არქივი, № 51.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892) – დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე (1823-1877)

რუსეთის არმიის გენერალი, ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მეჯვარე.

თუმანიშვილი სულხან ნიკოლოზის ძე

 კოლეგიის ასესორი, ოლღა გურამიშვილის მეჯვარე.

    

1863 30 აპრილამდე

წერს ქრისტიან ზალცმანის თხზულების – „თხრობა ყმაწვილების აღზრდაზე“ ლევან ჯანდიერისეული თარგმანის წინასიტყვაობას.

 

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 3 გვ. 43-44,

დათარიღება:

ცენზურის ნებართვა გაცემულია 30 აპრილს.

პირთა ანოტაციები:

ზალცმანი ქრისტიან გოტგილფ (1744-1811)

გერმანელი პედაგოგი და მწერალი.

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

 კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

    

1863 30 აპრილი

ერთდროულად იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრების გამოცემაზე.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 3, № 4, № 5

    

1863 2 მაისის შემდეგ

წერილს იღებს მამიდა მაკრინესაგან, რომელიც მადლობას უხდის მას და ოლღას ფოტოსურათის გაგზავნისთვის, ბედნიერებას უსურვებს და ლოცავს.  

  წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 509.

დათარიღება:

წერილი 2 მაისს არის გაგზავნილი.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

 ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

    

1863 13 მაისი

ნიკო ნიკოლაძე კირილე ლორთქიფანიძეს სწერს, რომ „საქართველოს მოამბე“ დაღმასვლას განიცდის, აღარცერთი სტატია არ ვარგა, მესამე ნომერი აგვიანებს და არავინ იცის, როგორ განაგრძობს არსებობას.

  წყარო:

ნიკო ნიკოლაძის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 165-166.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

    

1863 მაისი

 ერთიმეორის მიყოლებით გამოდის „საქართველოს მოამბის“ მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრები. მესამე ნომერში ასტრონიმით (***) და ხელმოუწერლად აქვეყნებს თავის ლექსებს: „უსულდგმულო ცხოვრება“, „ციურნი ხმები“ და „იანიჩარი“.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 3, გვ. 46-48.

    

1863 მაისი

„საქართველოს მოამბის“ მეოთხე ნომერში „მ. ჯიმშერიძის“ ფსევდონიმით იწყებს „კაცია – ადამიანის?!“ გამოქვეყნებას. აქვე ხელმოუწერლად ბეჭდავს თავის ლექსებს: „მძინარე ქალი“, და „პოეტი“, მიხეილ ლერმონტოვის ლექსის „სიზმარი“ და სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ მისეულ თარგმანებს. ამავე ნომერში „თერგდალეულის“ ფსევდონიმით, სათაურით „ბიძია თონიკეს სტატიის გამო“, იბეჭდება კირილე ლორთქიფანიძის წერილი მამათა თაობის დაპირისპირებაზე შვილების მიმართ, რომელიც რევაზ ერისთავის თარგმანზე ილიას მიერ „ცისკარში“ გამოქვეყნებული სტატიით დაიწყო და ისევ გრძელდებოდა.

 

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 4, გვ. 3-46, 61-81, 79-81, 82-86; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა ანოტაციები:

ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841)

რუსი კლასიკოსი. ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე (1821-1866) ისტორიკოსი, სწავლობდა კადეტთა კორპუსში, იცოდა ევროპული ენები, დაწერა საქართველოს ისტორია 5 წიგნად (უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე).

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827-1899)

პოეტი, მთარგმნელი. გორის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი.

    

1863 მაისი

„საქართველოს მოამბის“ მეხუთე ნომერში განაგრძობს „კაცია – ადამიანისა?!“ და სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ მისეული თარგმანის ბეჭდვას. სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით იწყებს „სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ პუბლიკაციას და ამავე ნომერში აქვეყნებს გიორგი წერეთლის წერილს „ცისკარს“ რა აკაკანებდა?“, რომელიც მიმართულია ძველი თაობის წინააღმდეგ.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 64-116; ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 5, 1-16, 3-34, 39-61, 62-71; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე (1821-1866)

ისტორიკოსი, სწავლობდა კადეტთა კორპუსში, იცოდა ევროპული ენები, დაწერა საქართველოს ისტორია 5 წიგნად (უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე).

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

    

1863 ივნისი 

„საქართველოს მოამბეში“ გამოქვეყნებული კირილე ლორთქიფანიძის წერილის „ბიძია თონიკეს სტატიის გამო“ საპასუხოდ „ცისკარში“ ალექსი ელბაკიძის ფსევდონიმით იბეჭდება ლავრენტი არდაზიანის წერილი „ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა“, რომელშიც ავტორი ცდილობს იმის მტკიცებას, თითქოს ბიძია თონიკეს სტატიაში ილია ჭავჭავაძისა და ახალი თაობის საწინააღმდეგო არაფერი ყოფილა და ახალგაზრდები თავად ესხმიან თავს „მამებს“.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1863, № 6, გვ. 241-250.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

არდაზიანი ლავრენტი პატრეს ძე (1815-1870)

მწერალი, კრიტიკული რეალიზმის ერთერთი ფუძემდებელი. მუშაობდა ადმინისტრაციულ სამსახურში, აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ ,,ცისკართან”.

    

1863 ივნისი

 ჟურნალ „ცისკარში“ „თავხედის“ ფსევდონიმით და მინაწერით: „საქართველოს მოამბის» რედაქციიდამ ახალი ცნობაები“, იბეჭდება ანტონ ფურცელაძის სატირული ფელეტონი „გასათვალისწინებლად და სახელმძღვანელოდ“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „უდღეურ ყმაწვილთან“ და „ჭლექით ჩავარდნილთან“ არის შედარებული, თავად ილია კი – მის მიერვე უნიჭო მწერლად აღიარებულ ალექსანდრ სუმაროკოვთან.

  წყარო:

„К сведению и руководству“, ჟურნ. „ცისკარი“, 1863, № 6, გვ. 255-256.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

სუმაროკოვი ალესანდრე პეტრეს ძე (1717-1777)

რუსი მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურის თეორეტიკოსი. ჩამოაყალიბა კლასიციზმის ძირითადი ჟანრების პოეტიკის პრინციპები. გამოსცა პირველი ლიტერატურული ჟურნალი „ტრუდოლიუბივაია პჩელა“.

    

1863 22 ივლისი

 იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეექვსე ნომრის გამოცემაზე.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 6.

    

1863 ივლისი

 ჟურნალ „ცისკარში“ ფსევდონიმით „ქერელი ბექა“ და სათაურით „ქართული ლიტერატურა“, იბეჭდება ანტონ ფურცელაძის ვრცელი კრიტიკული წერილი ჟურნალ „საქართველოს მოამბესა“ და მის ავტორებზე. იგი ძირითადად მიმართულია ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. ფურცელაძე მის ლექსებს „უგვანს“ უწოდებს, ენას კი – „კუდმოკვნეტილს“. ჟურნალში გამოქვეყნებული ტექსტებიდან აქებს მხოლოდ „სფირიდონისა და თადეოზის ბაასს“, მაგრამ იგი მიხეილ ყიფიანისა ჰგონია და არა ილიასი. იმის დასამტკიცებლად, თითქოს ილია ჭავჭავაძე ერთსა და იმავე საგანზე სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ლაპარაკობდეს, ივანე კერესელიძე, მისი ნებართვის გარეშე, ბეჭდავს ილია ჭავჭავაძის პირად წერილს გაბრიელ სულხანიშვილისადმი, რომელშიც შექებულია „ცისკარში“ „მოლაყბის“ ფსევდონიმით დაბეჭდილი სტატიები. რამდენადაც „ცისკრის“ რედაქტორი არ უთითებს წერილის თარიღს, მკითხველი ვერ მიხვდება, რომ პირად ბარათში ილია ჭავჭავაძე ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ მხოლოდ პირველ წერილებს აქებს და არა მოგვიანებით ამავე ფსევდონიმით დაბეჭდილ სხვა ავტორებისას.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1863, № 7, გვ. 344-381.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891)

პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში.

კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829-1892)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჟურნალ ,,ცისკრის” რედაქორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში.

სულხანიშვილი გაბრიელი იასეს ძე (1835-1879)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

    

1863 ივლისი

 ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გაბრიელ სულხანიშვილი აქვეყნებს საპროტესტო წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანე კერესელიძემ და ანტონ ფურცელაძემ ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძის ნებართვის გარეშე გამოაქვეყნეს მისი ბარათი, რომელშიც აქებდა „მოლაყბის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ პირველ წერილებს და თარიღის მიუთითებლობით მკითხველი შეცდომაში შეიყვანეს.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 7, გვ. 105-106. დანიელ რამიშვილი, „მიხეილ თუმანიშვილი (მონოგრაფია)“, 1957, გვ. 131-133.

პირთა ანოტაციები:

სულხანიშვილი გაბრიელი იასეს ძე (1835-1879)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829-1892)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჟურნალ ,,ცისკრის” რედაქორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში.

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

    

1863 ივლისი

 გამოდის „საქართველოს მოამბის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება „კაცია – ადამიანის?!“ დასასრული, ლექსები: „გუთნისდედა“, „თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“ და „ლოცვა“. ასევე გრძელდება „სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ და სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ილიასეული თარგმანის ბეჭდვა.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 163, გვ. 1-10; ასლი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 1052, გვ. 117-136. ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 7, გვ. 40.

დათარიღება:

ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე მიწერილი ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

    

1863 ივლისი

 ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ რედაქცია გადადის კომენდანტის ქუჩაზე (ამჟამად გრიბოედოვის ქუჩა № 37) ოლღას გარდაცვლილი მამიდის – სიდონია სავარსამიძის სახლში.

 

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 7, გვ. 141.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სავარსამიძე სიდონია ზაალის ასული

ოლღა გურამიშვილის მამიდა, გენერალ-მაიორ ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძის ცოლი.

    

1863 22 აგვისტომდე

წერს პამფლეტს სახელწოდებით „სხარტულა. რედაქტორი და მისი რაინდი ბაქია“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 163, გვ. 1-10; ასლი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 1052, გვ. 117-136. ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 7, გვ. 40.

დათარიღება:

ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე მიწერილი ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

    

1863 22 აგვისტო

 იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეშვიდე ნომრის გამოცემაზე

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 7.

    

1863 აგვისტოს ბოლო

გამოდის „საქართველოს მოამბის“ მეშვიდე ნომერი, რომელშიც ასტრონიმით (***) იბეჭდება ნაწყვეტი „აჩრდილიდან“ („ლოცვა აჩრდილისა“) და ლექსი „გ. აბხ...“, ფსევდონიმით „გ. ჩ.“ – პამფლეტი „სხარტულა“. ასევე გრძელდება „სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ და სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ილიასეული თარგმანის ბეჭდვა.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1863, № 7, გვ. 51-71, 97-104; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ოც ტომად), ტ.5, 1991, 60-114, 630-635; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

დათარიღება:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 173-174.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე (1821-1866)

ისტორიკოსი, სწავლობდა კადეტთა კორპუსში, იცოდა ევროპული ენები, დაწერა საქართველოს ისტორია 5 წიგნად (უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე).

    
1863 14 სექტემბრამდე

თარგმნის სტატიას „სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე და ამის თავობაზედ ვიკტორ ჰიუგოს წიგნი“ და ცნობილი ფრანგი ეკონომისტის, ფრედერიკ ბასტიას ნაშრომის ერთ ნაწილს „მცარცველობის ფიზიოლოგია“.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

„მცარცველობის ფიზიოლოგიის“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

დათარიღება:

ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ჰიუგო ვიქტორ მარი (1802-1885)

ფრანგი მწერალი, საფრანგეთის აკადემიის წევრი. მისი ლექსებისა და რომანების თარგმნა ქართულად დაიწყეს რომანტიკოსებმა.

ბასტია ფრედერიკ (1801-1850)

ფრანგი ეკონომისტი, მოსამართლე.

    

1863 14 სექტემბერი

იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მერვე ნომრის გამოცემაზე.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 8.

    

1863 სექტემბრის ბოლო

 გამოდის ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მერვე ნომერი, რომელშიც იბეჭდება „აჩრდილის“ XXIV თავი და „სფირიდონისა და თადეოზის ბაასის“ გაგრძელება. აქვე კრიპტონიმებით „ბ. ვ.“ ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის თარგმანები: „მცარცველობის ფიზიოლოგია“ ფრედერიკ ბასტიას წიგნიდან და „სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე და ამის თაობაზედ ვიკტორ ჰუგოს წიგნი“.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 8, გვ. 40. 77-83; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ოც ტომად), ტ 5, 1991, 60-114, 630-635; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

 ატრიბუცია:

„მცარცველობის ფიზიოლოგიის“ და „სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე და ამის თაობაზედ ვიკტორ ჰუგოს წიგნის“ თარგმანები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბიციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა ანოტაციები:

ბასტია ფრედერიკ (1801-1850)

ფრანგი ეკონომისტი, მოსამართლე.

ჰიუგო ვიქტორ მარი (1802-1885)

ფრანგი მწერალი, საფრანგეთის აკადემიის წევრი. მისი ლექსებისა და რომანების თარგმნა ქართულად დაიწყეს რომანტიკოსებმა.

    

1863 19 ოქტომბრამდე

თარგმნის ამონარიდს კირაკოზი განძაკეცის 1862 წელს ჟურნალ „რუსსკოე სლოვოში“ დაბეჭდილი თხზულებიდან „სომხეთის ისტორია“, რომელშიც საუბარია საქართველოსა და სომხეთში მონღოლთა შემოსევის პერიოდზე.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. ჟურნ. “Русское слово’’, 1862.

ატრიბუცია:

ატრიბუციის შესახებ იხ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

დათარიღება:

ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

განძაკეცი კირაკოზ (1201-1272)

სომეხი ისტორიკოსი

    

1863 19 ოქტომბრამდე

თარგმნის პიერ ჟოზეფ პრუდონის სტატიას „სიღარიბე, როგორც ეკონომიკური პრინციპი“.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

ატრიბუციის შესახებ იხ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

დათარიღება:

ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

პრუდონი პიერ ჟოზეფ (1809-1865)

ფრანგი სოციალისტი, ანარქიზმის თეორიტიკოსი. 1840 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „რა არის საკუთრება“? წერდა პიროვნების განუსაზღვრელ თავისუფლებაზე.

    

1863 19 ოქტომბერი

იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეცხრე და მეათე ნომრების გამოცემაზე.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 9, № 10

    

1863 19 ოქტომბრის შემდეგ

გამოდის „საქართველოს მოამბის“ მეცხრე ნომერი. მასში ასტრონიმით (***) ბეჭდავს თავის ლექსებს: „სიხარული“ და „მტკვრის პირას“ და ანდრე შენიეს ლექსის „ზღვათა მფლობელის...“ მისეულ თარგმანს. ამავე ნომერში კრიპტონიმით „ბ. ვ.“ აქვეყნებს წერილს „კირაკოზი განძაკეცი, მწერალი XIII საუკუნისა“ და „მაქსიმე ღაღანიძის“ ფსევდონიმით – სტატიას „ბელინსკის აზრი შვილების აღზრდაზე“

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, № 9, გვ. 28, 29, 30-57, 58-75; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

წერილი „კირაკოზი განძაკეცი, მწერალი XIII საუკუნისა“ და „ბელინსკის აზრი შვილების აღზრდაზე“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

დათარიღება:

ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

შენიე ანდრე (1762-1797)

ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი.

განძაკეცი კირაკოზ (1201-1272)

სომეხი ისტორიკოსი.

    

1863 29 ოქტომბერი

 თხოვნით მიმართავს პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორს, გასცეს განკარგულება, რათა მისცენ საუნივერსიტეტო კურსის მოსმენის დამადასტურებელი მოწმობა.

  წყარო:

პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქმე № 313, გვ. 6; მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, ტფილისი, 1935, გვ. 560 (გ. ლეონიძის პუბლიკაცია); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 25, 371-372;

    

1863 ოქტომბერი

გამოდის „საქართველოს მოამბის“ მეათე ნომერი. მასში კრიპტონიმით „ბ. ვ.“ იბეჭდება პიერ ჟოზეფ პრუდონის სტატიის „სიღარიბე, როგორც ეკონომიური პრინციპი“ ილიასეული თარგმანი, „მაქსიმე ღაღანიძის“ ფსევდონიმით გრძელდება მისი სტატიის ბეჭდვა სათაურით „ბელინსკის აზრი შვილების აღზრდაზედ“, ასტრონიმით (***) იბეჭდება „ერთი მოთხრობის დასაწყისი “ (პოემის – „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ შესავალი. წყდება სტრიქონზე: “ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს“) და წერილი „რედაქციისაგან“, 1864 წელს ჟურნალის პროგრამასა და მიმართულებაში მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, № 10, გვ. 50-56, 57-71, 72-97, 88; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

წერილი პრუდონის სტატიის „სიღარიბე, როგორც ეკონომიური პრინციპი“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა ანოტაციები:

პრუდონი პიერ ჟოზეფ (1809-1865)

ფრანგი სოციალისტი, ანარქიზმის თეორიტიკოსი. 1840 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „რა არის საკუთრება“? წერდა პიროვნების განუსაზღვრელ თავისუფლებაზე.

ბელინსკი ბესარიონ გრიგოლის ძე (1811-1848)

რუსი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი.

    

1863 4 ნოემბერი

პეტერბურგის უნივერსიტეტის მმართველობა მისი მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მოწმობას პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ მეცნიერებათა კურსის მოსმენის შესახებ, მაგრამ, რამდენადაც გამოვიდა მე-4 კურსიდან, მოწმობის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურში შესვლის შემთხვევაში უფლება აქვს, ჩაითვალოს მხოლოდ მეორე თანრიგის მოხელედ.

  წყარო:

მოწმობა უნივერსიტეტის რექტორ ე. ლენცის ხელმოწერით 1863 წ. 4 ნოემბერს „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 562.

    

1863 8 დეკემბერი

 გაზეთ „კავკაზში“ ფსევდონიმით „В. Г.-зон“ იბეჭდება მისი ლექსი „მუშას“ ივან ვოსტორგოვისეული თარგმანი.

  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1863, № 96; ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია, თბ., 2010, გვ. 266.

პირთა ანოტაციები:

ვოსტორგოვი ივან ივანეს ძე (1864- 1918)

რუსი არქიმანდრიტი, საეკლესიო მწერალი, მისიონერი. ასწავლიდა საღმრთო სჯულს თბილისის გიმნაზიებში. 1900 წლიდან სამრევლო სკოლების ზედამხედველი

    

1863 19 დეკემბერი

 იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე ნომრის გამოცემაზე.

  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 11.

    

1863 19 დეკემბრის შემდეგ

გამოდის „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც ასტრონიმით (***) დაბეჭდილია მისი ლექსი „ხმა სამარიდამ“ და კრიპტონიმით „ბ. ვ.“ ფრედერიკ ბასტიას სტატიის „ორნაირი სწავლა“ მისეული თარგმანი. აქვე ქვეყნდება სარედაქციო განცხადება („წარსულმა დრომ მრავალჯერ დაგვიმტკიცა...“), რომელშიც შეჯამებულია „საქართველოს მოამბის“ მიღწევები და ნაკლოვანებები, საუბარია პროგრამაზე, სამომავლო მიზნებსა და ხელმოწერის პირობებზე.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 137. ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 11, გვ. 1-3, 31-33, 73-80; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

წერილი ფრედერიკ ბასტიას სტატიის „ორნაირი სწავლა“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა ანოტაციები:

ბასტია ფრედერიკ (1801-1850)

 ფრანგი ეკონომისტი, მოსამართლე.  

    

1863 31 დეკემბერი

იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეთორმეტე ნომრის გამოცემაზე.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფები, № 157, № 143, № 144, № 145.

დათარიღება:

ავტოგრაფის ხელი ჰგავს 1861-1863 წლების ნაწერებისას.

    
1861-1863

იწყებს მუშაობას მოთხრობაზე, რომელშიც ცდილობს წარმოაჩინოს საზოგადოების ლექში მოხვედრილი ღირსეული ახალგაზრდა ქალის ბედი და ქმნის ნაწყვეტებს სათაურებით: „გუბე“, „ზოგიერთ ხანა მოთხრობისა „მარგალიტი ლექში“, „კატო“ და „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფები, № 157, № 143, № 144, № 145.

დათარიღება:

ავტოგრაფის ხელი ჰგავს 1861-1863 წლების ნაწერებისას.

    
1861-1863

იიწყებს მუშაობას მოთხრობაზე „უღელტეხილი“, მაგრამ აღარ ამთავრებს

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 146.

დათარიღება:

 ავტოგრაფის ხელი ჰგავს 1861-1863 წლების ნაწერებს და მოთხრობა ასახავს რუსეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდის საქართველოში დაბრუნებას.

 

   

18633

თბილისის ფოტოატელიეში იღებს ინდივიდუალურ ფოტოს.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ა,714/ 23.

ფოტო