The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


29.05

1864    
    
29 მაისი   
    
წერილს იღებს მეუღლისაგან, რომელიც იმ დროს დის ოჯახთან ერთად მამასთან იმყოფება. ბარათიდან იგებს, რომ მის მიერ რაღაც თანხის დროულად გადაუხდელობის გამო ოლღასთვის მიუკითხავთ.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 78.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია მეუღლისთვის 22 მაისს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    
29 მაისი   
    
პასუხს უგზავნის მეუღლეს ქუთაისიდან თბილისში. ატყობინებს, რომ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი მომდევნო დღეს უნდა დაბრუნდეს და თავად, სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეძლებს თბილისში გამგზავრებას მის ქუთაისში წასაყვანად.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 288; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 242; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 78, 343.

    
1871    
    
29 მაისი    
    
პარიზის კომუნის მარცხს ეხმიანება ლექსით „1871 წელი, 23 მაისი (კომუნის დაცემის დღე)“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 154.

დათარიღება:

კომუნის დამარცხების თარიღის შესახებ იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 292.

    
1877    
    
29 მაისი     
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება მასწავლებელ ფ. ნათიევის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის წერილზე „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“.  წყარო:

ფ. ნათიევი, „უფ. რედაქტორო!“, გაზ. „დროება“ № 59, გვ. 3.

პირთა იდენტიფიკაცია:

ფ. ნათიევის შესახებ დამატებითი ცნობების მოძიება არ მოხერხდა.

    
1882    
    
29 მაისი   
    
 თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალქსანდრე ორბელიანთან და სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრებთან ერთად ესწრება მოსწავლეთა უკანასკნელ გამოცდას. გამოცდის შემდეგ ბავშვთა სასადილოში შესულები შეამჩნევენ, რომ მოსწავლეებს სუფრაზე არ აქვთ ღვინო და ალექსანდრე ორბელიანი გამოთქვამს სურვილს, რომ გაუგზავნონ. ილია ჭავჭავაძე იქვე იწონებს ამ აზრს და ზრუნავს იმაზე, რომ ეს დახმარება ერთჯერადი არ იყოს. იგი დამსწრეთ სთავაზობს, შედგეს თხუთმეტკაციანი სია, რომელთაგან თითოეული სკოლას ყოველწლიურად მიაწვდის ორ-ორ კოკა (64-80 ლიტრი) ღვინოს და თხუთმეტთხუთმეტ კოდ (750 კილო) პურს. სტუმრები თანხმდებიან მის წინადადებაზე.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 2 ივნ. № 112, გვ. 2; ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 41.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი.

    
1886   
    
 29 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 მაისს“ („რამდენსაც ტყეში შორსა და შიგნით შესდიხართ...“) მწერლის თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი (პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“), ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“. გაზეთის ამავე ნომერში ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ცალკე საკითხავები“ (ბ-ნი დიმიტრი ყიფიანის წერილის გამო).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 361; გაზ. „ივერია“, 1886, 29 მაისი, № 114, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955. გამო“.ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 57.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1887    
    
29 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 მაისი“ („დღეს ევროპაში მხოლოდ ორი სახელმწიფოა იმოდენად ძლიერი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის ორჭოფული პოლიტიკა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 მაისი, № 105, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 357.

    
1888    
    
29 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 112, გვ. 1-3.

ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1890    
    
29 მაისი   
    
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „ახალი ამბავი“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს ერნესტო როსის მონაწილეობით გამართული წარმოდგენის შესახებ („კვირას, 27 მაისს, სახელგანთქმულმა მთელს ევროპაში არტისტმა როსიმ წარმოადგინა თავადაზნაურთა ბანკის თეატრში „მეფე ლირი“ შექსპირისა“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერნესტო როსი „მეფე ლირის“ როლში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 29 მაისი, № 110, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 28/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 486.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

    
1892    
    
29 მაისი – 4 ივნისი    
    
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ „გ. მაიაშვილის“ ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი ზდანევიჩის ვრცელი რეცენზია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველ ტომზე.  წყარო:

„Кн. Илья Гр. Чавчавадзе как поэт (Сочинения Ильи Чавчавадзе. Т. Ι. Поэтические произведения...)“, გაზ. «Новое обозрение», 1892, № 2896, 2897, 2902.

პირთა ანოტაციები:

ზდანევიჩი გიორგი ფელიქსის ძე (1854-1917)

პუბლიცისტი, ეკონომისტი, რევოლუციონერხალხოსანი, წერდა ფსევდონიმით „მაიაშვილი“. ციმბირში გადასახლებიდან დაბრუნდა 1889 წელს და თანამშრომლობდა ქართულ პრესაში.

    
1893    
    
29 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს მეთაურს „ახალი არჩევანები“ („ხვალ ხელახლად უნდა მოხდეს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 29 მაისი, № 110, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 186.

1894
29 მაისი
„ივერიაში“ იბეჭდება გაზეთ „კავკაზში“ ივანე მაჩაბლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თარგმანი. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, № 113, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

1897
29 მაისი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში. ეკამათება კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა შეადგინოს კრების დამსწრეთა სია - მაზრის წინამძღოლებმა თუ თავად კრებამ. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 30 მაისი, № 105, გვ. 1-2; გაზ. «Кавказ», 1897, № 142; «Новое обозрение», 1897, № 4607.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე (1838-1903)

გიორგი XII-ის შთამომავალი დედის მხრიდან. ილიას მეუღლის - ოლღა გურამიშვილჭავჭავაძის მამიდაშვილის შვილი.

1899
29 მაისი
თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ესწრება ალექსანდრ პუშკინის საიუბილეო საღამოს, რომელზეც კითხულობენ პუშკინის „წინასწარმეტყველის“ მისეულ თარგმანს. წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 830.

პირთა ანოტაციები:

პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837)

ცნობილი რუსი პოეტი.

1900
    
 29 მაისი   
    
ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად არიან: და, ელისაბედ საგინაშვილი, სიძე ნიკოლოზ აფხაზი, დისშვილი კოტე აფხაზი, არტურ ლაისტი, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ვასილი ველიჩკო და მისი და. მწერლის ჯანმრთელობა უცებ უარესდება. ექიმის ასაყვანად თბილისში ჩადის ნიკო ცხვედაძე, მაგრამ ცხელი ამინდის გამო ყველანი გასულები არიან ქალაქიდან. ერთადერთი, ვისაც ნახულობს, ახალგაზრდა ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერია და იგი მაშინვე თანხმდება საგურამოში გაყოლაზე. ავადმყოფის დიაგნოზია გულის სისხლძარღვთა სკლეროზი გულის კუნთის ანთების ნიშნებით. წამლები მცხეთიდან ააქვთ. ექიმი ჯანდიერი საგურამოში რჩება და ავადმყოფი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, 31 მაისი, № 1139; თ. ვაჩნაძე. ნიკოლოზ ჯანდიერი. 1978, გვ. 24-27; ნ. ჯანდიერი, მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, „ლიტერატურის მატიანე“ წ. 6. ნაკვ. 1., 1952, გვ. 77-80.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907)

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.

აფხაზი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე (1867-1923)

ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი, დახვრიტეს კომუნისტებმა.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

ველიჩკო ბარბარა ლევის ასული

პოეტისა და ჟურნალისტის - ვასილი ველიჩკოს და.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ჯანდიერი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1873-1965)

ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის შესახებ მოგონების ავტორი.

    
1904    
    
29 მაისი    
    
წერილს სწერს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს, დარიგებას აძლევს მათი ტყის უკანონო გაჩეხვასთან დაკავშირებით, წუხილს გამოთქვამს, რომ ციხე კვლავ გადაუხურავია და ავალებს კრამიტით გადახურვას.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17588-ხ; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 130; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 236-237, 487.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.