The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1898
1898

1898

 

1898-მდე    
     

წერილთან ერთად თბილ ტანსაცმელს, ღვინოსა და შამპანურს უგზავნის მეუღლეს საგურამოში. შეწუხებულია თავისი დის, ელისაბედის ფიზიკური მდგომარეობით. ოლღას სთხოვს, რომ ყურადღება მიაქციოს, არ გაცივდეს და სადილად ორორი ჭიქა შამპანური დაალევინოს, როგორც ექიმ ალექსანდრე პავლოვსკის მიერ გამოწერილი ძილის წამალი.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 334; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 385; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 234, 380.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში პავლოვსკის მხოლოდ გვარია ნახსენები.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 274-275.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

პავლოვსკი ალექსანდრე ანდრიას ძე (1848-1898)

მედიცინის დოქტორი, თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

1898 1 იანვარი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 1 იანვარი, № 1, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 492.

1898 3 იანვარი

 

ესწრება მეგობრისა და თანამოაზრის ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით ამკობს მის ცხედარს.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 4 იანვ., № 2, გვ. 1-2; 6 იანვ. № 3, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

1898 4 იანვარი

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ნეკროლოგს „ილია ოქრომჭდლიშვილი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 4 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 9.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

1898 5 იანვარი

     

მონაწილეობს ილია ოქრომჭედლიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 6 იანვ. № 3, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

1898 8 იანვარი 

     

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს „პატარა საუბარი“ („ქართველნო დედაკაცნო...“). სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ათტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 3, 1953, გვ. 427; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 13.

1898 9 იანვარი 

 

     

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელიც განიხილავს მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ას წლისთავთან დაკავშირებით პანაშვიდის გადახდის საკითხს.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 10 იანვარი, № 6, გვ. 1, 11 იანვარი, № 7, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

1898 10 იანვარი 

     

იღებს რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილს საბანკო საკითხებთან დაკავშირებით.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 496.

პირთა ანოტაციები:

დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919)

პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

1898 11 იანვარი 

 

ესწრება ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში.

წყარო:

გაზ. „ივერია“,1898, 13 იანვ., № 8, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

1898 11 იანვარი 

 

ხდება ახლადდაარსებული „სასულიერო განმანათლებელ ძმობის“ წევრი.

წყარო:

გაზ. „ივერია“,1898, 13 იანვ., № 8, გვ. 2.

1898 13 იანვარი 

 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 იანვარი“ (11 იანვარს, როგორც მოეხსენებათ ჩვენს მკითხველებს, წირვა და პანაშვიდი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „წირვა და პანაშვიდი ერეკლე მეფის სულის მოსახსენებლად“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 13 იანვარი, № 8, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 17.

პირთა ანოტაციები:

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

1898 14 იანვარი 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 იანვარი“ („ბევრს ჰლაპარაკობენ იმის თაობაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მეურნეობის გაუმჯობესების გზები“. გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება ინფორმაცია სომხურ ჟურნალ „მურჭში“ ილია ჭავჭავაძეზე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 14 იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 20.

 

1898 15 იანვარი 

 

ესწრება კოტე მესხის რეჟისორობით ქართული დრამატული დასის სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებს: ნატალია დონდაროვას კომედიას „ინჯილერი ან დოხტური“ და აქვსენტი ცაგარელის ფარსს „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“.

წყარო:

ნატალია დონდაროვას (ფსევდონიმი „აზიანი“) მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი № 3447; „ლიტერატურის მატიანე“, 1949, წ. 5, ნაკვ. 1, „მოგონებანი ქართველ მწერლებზე“, გვ. 3-4; ანონსი, გაზ. „ივერია“, 1898, 13 იანვარი, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

აზიანი (დონდაროვა) ნატალია მიხეილის ასული (1878-1943)

მწერალი. დრამატურგი. ავტორი მოგონებისა „ილია და აკაკი“.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

 

1898 18 იანვარი 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („თ. გ. თუმანოვს, როგორც უკვე ყველას მოეხსენება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გიორგი თუმანოვისა და მის ამქარის აზრები“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 18 იანვარი, № 12, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 25.

პირთა ანოტაციები:

თუმანოვი

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

1898 20 იანვარი 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 იანვარი“ („თ. გ. თუმანოვი თავისს გაზეთში ამბობს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გიორგი თუმანოვისა და მის ამქარის აზრები“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 20 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 31.

პირთა ანოტაციები:

თუმანოვი

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

1898 20-22 იანვარი

 

როგორ თელავის მაზრის წარმომადგენელი, მონაწილეობს თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შემმუშავებელი კომისიის სხდომაში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 24 იანვ. № 17, გვ. 1; 25 იანვ., № 18.

1898 22 იანვარი 

 

     

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პატარა საუბარი“ („უკვე გაზეთებში გამოცხადდა ამას წინათ...“). სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 22 იანვარი, № 15, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 36.

1898 25 იანვარი 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 იანვარი“ („მას აქედ, რაც ბერძენთა და ოსმალთა შორის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო და შორი აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხები“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 25 იანვარი, № 18, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 9, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 39.

1898 25 იანვარი 

 

     

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრების საქმიანობაში, რომელიც განიხილავს კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის მიხეილ რომანოვისთვის გასაგზავნ ადრესს და ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავის აღნიშვნის საკითხს.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 27 იანვარი, № 19, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

რომანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1832-1909)

დიდი მთავარი გენერალ-ფელდმარშალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა. კავკასიის მეფისნაცვალი 1862-82 წლებში.

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

1898 31 იანვარი 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 31 იანვარი“ („დღევანდელ დიპლომატიისათვის ორი დიდი ნასკვია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ახლო და შორი აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხები“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 31 იანვარი, № 24, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 9, 1957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 42.

     

1898 იანვრის ბოლო–თებერვლის დასაწყისი

ავადმყოფობს.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 5 თებერვალი, № 26, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 49.

     
1898 5 თებერვალი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 თებერვალიx`“ („ამას წინად ტფილისის საბჭოში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტეხნიკუმის დაარსების გამო“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 59.

     
1898 5 თებერვალი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 თებერვალი “ („ამას წინად ტფილისის საბჭოში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტეხნიკუმის დაარსების გამო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 8 თებერვალი, № 29, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1898, 7/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 576.

 

 

1898 6 თებერვალი

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს სტატიას „პატარა საუბარი“ („საკვირველი კაცია ჩვენი პატივცემული...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 5 თებერვალი, № 26, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 49.

1898 8 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 თებერვალი “ („ყველაზე დიდი ნაკლი ჩვენის ქართულის ლიტერატურისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 59.

     

1898 19 თებერვალი

 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 თებერვალი “ („ჩვენი ერთი დიდი უბედურება ის არის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის ახალგაზრდობა და მამულის პატრონობა“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 59.

     
1898 18-20 თებერვალი

     

მონაწილეობს თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განიხილავს და ამტკიცებს დამგირავებელთა შეღავათების წესებს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 14 თებერვალი, № 36, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 63.

1898 20 თებერვალი

 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 თებერვალი“ („ტფილისის სასულიერო სემინარიაში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ღარიბ მოსწავლეთა მიღება სემინარიაში სახელმწიფო ხარჯით“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 24 მარტი, № 64, გვ. 4; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 25 მარტი, № 492, გვ. 4.

1898 22 თებერვალი

 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 20 თებერვალი, № 37, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 68

1898 22თებერვალი

სვეტიცხოვლის ტაძარში ესწრება მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავის გამო გადახდილ წირვასა და პანაშვიდს.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 22 თებერვალი, № 39, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 72.

პირთა ანოტაციები:

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

     

1898 24 თებერვალი

     

თბილისის სასამართლო პალატას გამოაქვს დადგენილება ილია ჭავჭავაძისა და იაგორ გურგენიძის მფლობელობაში არსებული საგურამოს მამულების გაყოფის დამტკიცების შესახებ.

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 25-26, 1971, გვ. 337.

პირთა ანოტაციები:

გურგენიძე იაგორ დავითის ძე

წიწამურსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის მომიჯნავე მამულების მფლობელი.

     

1898 1 მარტი

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „ოინბაზობა თუ სულელობა?“ („ყველამ იცის, რომ...“) თბილისში პოლიტექნიკუმის გახსნისადმი გიორგი თუმანიშვილის დამოკიდებულების შესახებ. ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 1 მარტი, № 45, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007 გვ. 79.

პირთა ანოტაციები:

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

1898 3 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს წერილისა „ოინბაზობაა თუ სულელობა?“ („ჩვენი წინანდელი ფელეტონი შევაყენეთ...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. გაზეთის ამავე ნომერში ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პატარა საუბარი“ („გენერალ-ლეიტენანტმა, აწ განსვენებულმა ს. ი. ქიშმიშოვმა...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 3 მარტი, № 46, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 77, 91.

პირთა ანოტაციები:

ქიშმიშევი (ქიშმიშოვი) სტეფანე იოსების ძე (1879-1921)

გენერალ-მაიორი. ავტორია ისტორიული თხზულების „უკანასკნელი წელნი საქართველოს სამეფოსნი“.

     

1898 3 მარტი

     

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტი: ქრისტეფორე მამაცაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, კოტე მესხი, პეტრე ყიფიანი, კიტა აბაშიძე და ვალერიან გუნია თხოვნით მიმართავენ ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობას, რომ იუბილეს გამართვამდე სალიტერატურო ფონდიდან ასესხონ 3000 მანეთი.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი , ფ. 481, აღწ. 1, საქ. 620.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931)

თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი.

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე

1898 3 მარტი

 

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავის საიუბილეო კომიტეტი გაზეთ „ცნობის ფურცელში“ აქვეყნებს განცხადებას, რომ იუბილე გაიმართება 9 აპრილს, პარაკლისს გადაიხდიან დიდუბის ეკლესიაში და სადღესასწაულო საღამო გაიმართება ქართულ თეატრში. ასევე აცხადებს კონკურსს ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიულ-კრიტიკული წერილის შედგენაზე

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 470; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 255

     

1898 3 მარტის შემდეგ

ილია ჭავჭავაძის სტატიის „ოინბაზობაა თუ სულელობა?“ წინააღმდეგ რუსულ პრესაში ქვეყნდება დავით კეზელისა და სხვათა წერილები.

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1898, № 4866, 4868; «Тифлисский вестник», 1898, № 55, გვ. 81-82.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

1898 4 მარტი

 

გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ბეჭდავს ცნობას მხატვარ გიგო გაბაშვილის განზრახვის შესახებ, დახატოს ილია ჭავჭავაძის პორტრეტი და მის საიუბილეოდ დადგას ცოცხალი სურათები „განდეგილიდან“, „მეფე დიმიტრი თავდადებულიდან“ და „გლახის ნაამბობიდან“.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 471.

პირთა ანოტაციები:

გაბაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე (1862-1936)

ფერმწერი, ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

1898 5 მარტი

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პატარა საუბარი“ („თ.გ. თუმანოვი გუშინდელ „Новое Обозрение“-ში...“). სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 5 მარტი, № 48, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 102.

პირთა ანოტაციები:

თუმანოვი

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

1898 5 მარტი

 

გაზეთებში ქვეყნდება ცნობა ილია ჭავჭავაძის იუბილეს 23-24 მაისისთვის გადადების შესახებ.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 5 მარტი, № 492, გვ. 2; გაზ. „კვალი“, 1898, № 14, გვ. 239.

1898 10 მარტამდე

იუბილესთან დაკავშირებით ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობა იღებს გადაწყვეტილებას ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მის მიერ გამოცემული ოთხტომეულის გაიაფების შესახებ, რომ იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 10 მარტი, № 52. დათარიღება: ინფორმაცია პირველად გამოქვეყნდა 10 მარტს.

 

1898 12 მარტამდე

წერილით ატყობინებს კავკავში ლუარსაბ ბოცვაძეს, რომ მის მიერ გაგზავნილი მიმოხილვა ჟურნალ „ჯეჯილის“ შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია და იბეჭდება.

წყარო:

ბოცვაძე ლ., „კრიტიკა და ბიბლიოგრაფია“ (რეცენზია ჟურნალ „ჯეჯილის“ 1898 № 1-ზე) გაზ. „ივერია“, 1898, 12 მარტი, № 54, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 184, 460-461.

დათარიღება:

ვათარიღებთ ჟურნალ „ჯეჯილის“ შესახებ ლუარსაბ ბოცვაძის პუბლიკაციის მიხედვით; იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 215-216.

პირთა ანოტაციები:

ბოცვაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე (1866-1919)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ჟ. “განათლების” დამაარსებელი.

1898 17 მარტამდე

ნოე ჟორდანია თხოვნით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, ნება დართოს გაეცნოს ქშწ-კგ საზოგადოების სამი წლის ოქმებს.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 481, 1, 655; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 145; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 184, 459.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

1898 17 მარტი

 

დავით კარიჭაშვილს წერილობით ატყობინებს, რომ ნოე ჟორდანიამ ითხოვა ქშწ-კგ საზოგადოების სამი წლის ოქმების გაცნობა. თვლის, რომ ამ თხოვნის დაკმაყოფილება სავსებით შესაძლებელია, თუმცა არ სურს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და ადრესატს სთხოვს, აცნობოს გამგეობას.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 481, 1, 655; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 145; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 184, 459.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 216-217.

პირთა ანოტაციები:

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში

1898 17 მარტი

 

კავკასიის საცენზურო კომიტეტი კრძალავს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ინფორმაციის გამოქვეყნებას იმის შესახებ, რომ 9 აპრილისთვის დანიშნული ილია ჭავჭავაძის იუბილე გადაიდო

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 255; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, საქმე, 1474. ფ. 4.

1898 19 მარტი

 

იღებს დეპეშას ქრისტეფორე მამაცაშვილისგან, რომელიც სთხოვს ბანკის ანგარიშების გადაგზავნას.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 59 530-ხ.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

1898 20-22 მარტი

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ცნობები ილია ჭავჭავაძის იუბილესათვის მზადების შესახებ.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 487, 488, 489.

1898 22 მარტი

 

თავმჯდომარეობს თბილისის სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო კრედიტის საზოგადოების წევრთა კრებას, რომელიც განიხილავს საზოგადოების მუშაობისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშებს.

 წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 24 მარტი, № 64, გვ. 1.

1898 23 მარტი

 

ბანკის გამგეობის წევრ თორნიკე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს წერილობით აცნობებს, რომ 19 მარტს გაუგზავნეს ბანკის ყველა ანგარიში1875 და1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 59 530-ხ; ვ. ჟვანია, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი იურიდიული ხასიათის წერილები და დოკუმენტები. „საისტორიო მოამბე“, 1971, № 25-26, გვ. 338; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 184, 460.

პირთა ანოტაციები:

ვახვახიშვილი ალექსანდრე

თბილისის საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი. მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909) რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

1898 27 მარტი

 

თბილისიდან წასულ მრევლთან ერთად მცხეთაში ხვდება საქართველოს ეგზარქოს ფლავიანეს.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 29 მარტი, № 68, გვ. 1-2; გაზ. «Кавказ», 1898, № 83.

პირთა ანოტაციები:

ფლავიანე (გოროდეცკი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე) (1840-1915)

რუსი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეგზარქოსი 1898-1901 წლებში.

1898 28 მარტი

 

სოფრომ მგალობლიშვილი ნიკო ნიკოლაძეს წერილით აცნობებს, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილე გუბერნატორმა აკრძალა, რადგან იგი იმპერიისადმი არაკეთილსაიმედოთა სიაში იყო. ადრესანტს იმედი აქვს, რომ შეიძლება მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინისგან მიიღონ იუბილეს გადახდის ნებართვა და თუ ისიც უარზე იქნება, არაოფიციალურად გამართავენ.

წყარო:

ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1. 1954, გვ. 123.

პირთა ანოტაციები:

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925)

ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

გოლიცინი გრიგოლ სერგეის ძე (დაბ. 1838-1907)

რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალი, 1896 წელს დაინიშნა კავკასიის ადმინისტრაციის უფროსად და ჯარების სარდლად.

1898 4 აპრილი

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ქრისტე აღსდგა!“. სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 5 აპრილი, № 73, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 106.

1898 4 აპრილი

 

მარჯორი უორდროპი წერილობითი თხოვნით მიმართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ მიაწოდონ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 551.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

1898 5 აპრილი

 

ილია ზარაფიშვილი „ნადიკვარელის“ ფსევდონიმით გამოსცემს ბროშურას „თავ. ილია გრიგოლის-ძე ჭავჭავაძე”, რომელშიც ყველასათვის გასაგები, პოპულარული ენით არის საუბარი მის ღვაწლზე.

წყარო:

„თავ. ილია გრიგოლის-ძე ჭავჭავაძე“, „ცნობის ფურცელის“ გამოცემა. № 1, 1898; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 500.

პირთა ანოტაციები:

ზარაფიშვილი ილია აბრამი ძე (1854/56-1909)

პედაგოგი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ნადიკვრელი“.

1898 11 აპრილამდე

 

კიეველი და ოდესელი ქართველებისგან იღებს მისალოც ადრესებს, რომლებსაც ხელს აწერს 59 ადამიანი.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 11 აპრილი, 1898, № 503, გვ. 1-2.

1898 13 აპრილი

 

ესწრება თსს ბანკის კრებას რომელზეც განიხილება ორგანიზაციის მოქმედების არეალის გაფართოება და ხელს აწერს სხდომის ოქმს.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11896, გვ. 1-6.

1898 14 აპრილი

 

თავადაზნაურთა სამაზრო ურთიერთდამხმარე სალაროს დაარსების მიზნით თელავში გამართულ კრებაზე ირჩევენ წესდების შემმუშავებულ კომისიაში.

წყარო:

გაზ. «Кавказ», 1898, № 105.

1898 16

აპრილი

 

ესწრება თსს ბანკის კრების გაგრძელებას რომელზეც განიხილება ორგანიზაციის მოქმედების არეალის გაფართოება და ხელს აწერს სხდომის ოქმს.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11896, გვ. 1-6.

1898 აპრილის შუა რიცხვებამდე

 

წერილობითი თხოვნით მიმართავს ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, რომ ილარიონ დონაძე განაწესოს მედავითნედ სოფელ სანებლის ეკლესიაში.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 1598; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 137, 431; გაზ. „ივერია“, 1898, 16 აპრილი, № 80, გვ. 1.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 216.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

დონაძე ილარიონ

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

1898 19 აპრილი

 

ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. წლიური ანგარიშის წარმოდგენის დროს კამათში პროვოკაციული კითხვებით ერთვება ალექსანდრე კობიაშვილი. ილია ჭავჭავაძე დინჯად განუმარტავს თითოეულ საკითხს და აძლევს ამომწურავ პასუხებს.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №512, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე

1895 წელს თბილისის სამეურნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

1898 20 აპრილი

 

ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. გამოდის ინიციატივით, რომ ბანკის მეოთხე დირექტორი მუდმივად იმყოფებოდეს ბაქოში, რომ ხალხს ბანკთან ურთიერთობა გაუადვილოს.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №513, გვ. 2-3.

1898 21 აპრილი

 

ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას და ებმება კამათში საქველმოქმედო მიზნებისთვის მოგების განაწილებასთან დაკავშირებით.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №514, გვ. 3-4.

1898 22 აპრილი

 

ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას და გამგეობის სახელით წინადადება შეაქვს, რომ გლეხებს გრძელვადიანი სესხები მიეცეთ 10 წლის ვადით. კამათის დროს ერთ-ერთი გამომსვლელი აღნიშნავს, რომ ასეთი სესხის აღება დამღუპველი იქნება. ილია ჭავჭავაძე ამაზე პასუხობს, რომ თუ ადამიანმა აღებული სესხი მეურნეობის გამართვის ნაცვლად უაზროდ გაფლანგა, მართლა დაიღუპება, მაგრამ თუ მიზნობრივად ხარჯა, სხვადასხვაგვარი დაბრკოლებაც რომ შეხვდეს, თავს მაინც გაიტანს.

წყარო:

ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № გაზ. „ივერია“, 1898, 23 აპრილი, № 86, გვ. 1-2; 29 აპრილი, № 89, გვ. 1; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 514.

დათარიღება:

კრება თბილისის გამგეობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად ესწრებოდა ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერში მოხსენიებული ვლადიმერ მიქელაძე, ჩატარდა 1898 წლის 25 აპრილს. ამ დროს ჯერ კიდევ გრძელდებოდა მზადება ილიას საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნად. როგორც ჩანს, ილიამ სწორედ ამ დროს გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთთან შეერთების საზეიმო აღნიშვნასთან დაკავშირებით, რადგან ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერის მიხედვით იგი სამჯერ ახსენებს მისი მოღვაწეობიდან გასულ ორმოც წელს. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ რუსეთთან შეერთების იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ ამ უარყოფით აზრს გადაეწყვიტა საბოლოოდ მთავრობის მიერ მისი იუბილეს ჩატარების აკრძალვაც.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

1898 22-23 აპრილი

 

მონაწილეობს შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების კრებაში და მოითხოვს მოსწავლეთა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას. მისი წინადადებით კრება მადლობას უხდის ნიკოლოზ ცხვედაძეს იმ ღვაწლისათვის, რაც მან გასწია სათავადაზნაურო სკოლის შენობისთვის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) ადგილის შესაძენი ფულის შეგროვებაში.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №514, გვ. 3-4.

1898 25 აპრილი

 

თბილისის გამგეობის შენობაში ესწრება თათბირს საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის საიუბილეოდ თბილისის ისტორიის დასაწერად კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერებიდან ჩანს, იგი უარს ამბობს ამ თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ეს დღე მიაჩნია საქართველოს სიკვდილის დღედ.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 25-26 აპრ., № 87, 88.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

1898 26 აპრილი

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ნოე ჟორდანიას წერილი „ჩვენებური საქმიანობა. ბანკები“, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული თბილისისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელთა, მათ შორის ილია ჭავჭავაძის საბანკო საქმიანობა.

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 18.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

1898 აპრილი

 

ჟურნალ-გაზეთებში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის ორმოცი წლისთავის გამო იბეჭდება სხვადასხვა ცნობები.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 503, 504, 506–517; ჟურნ. „მწყემსი“, 1898, № 9.

1898 2 მაისი

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ცნობა ილია ჭავჭავაძის იუბილეს გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 523.

1898 3 მაისი

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ნოე ჟორდანიას წერილი „ჩვენებური საქმიანობა. სენაკის სკოლა“, რომელშიც იგი სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებში ქშწ-კგ საზოგადოებასა და მის გამგეობას ადანაშაულებს.

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 19.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

1898 9 მაისის შემდეგ

იბეჭდება ილია ზარაფიშვილის ბროშურის „თავ. ილია გრიგოლის-ძე ჭავჭავაძე“ მეორე გამოცემა, რომელიც უფასოდ ურიგდება „ცნობის ფურცლის“ ხელმომწერებს.

წყარო:

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წიგნი იბეჭდება, ქვეყნდება 9 მაისს.

პირთა ანოტაციები:

ზარაფიშვილი ილია აბრამი ძე (1854/56-1909)

პედაგოგი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ნადიკვრელი“.

1898 10 მაისი

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ნოე ჟორდანიას კრიტიკული წერილი „ჩვენებური საქმიანობა. წერა-კითხვის საზ. გამგეობა“, რომელშიც გაკრიტიკებულია საზოგადოების ხელმძღვანელობა. 452

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 20.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

1898 12 მაისი

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ საზოგადოების გარდაცვლილი წევრის, ალექსანდრე როინაშვილის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის მთელი თავისი მოძრავი ქონების დატოვებისა და მისი დაკრძალვის ცერემონიალის საკითხებს. იღებენ დადგენილებას, რომ ცნობილი ფოტოგრაფი დაასაფლავონ დიდუბის ეკლესიის გალავანში. იაკობ გოგებაშვილსა და ნიკოლოზ მთვარელიშვილს ევალებათ დაესწრონ გარდაცვლილის ქონების აღწერას.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, N 518, გვ. 167.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

1898 15 მაისი

 

მონაწილეობს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვის პროცესიაში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 17 მაისი, № 102.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა გრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

1898 მაისის შუა რიცხვები

     

ჟურნალ „მწყემსში“ იბეჭდება სტატია „მწარე ფიქრები“, რომელშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის მოსალოდნელ იუბილეზე და კრიტიკულად არის შეფასებული მისი, როგორც ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოღვაწეობა.

წყარო:

ჟურნ. მწყემსი, 1898, № 9, გვ. 13-15.

1898 17 მაისი

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ესწრება ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წირვას, რომლის დასრულების შემდეგაც სამღვდელოება საგანგებო ლოცვას აღავლენს გურია-იმერეთის ეპარქიაში ახლადგადაყვანილ ეპისკოპოს ალექსანდრესთვის (ოქროპირიძე). ილია ჭავჭავაძე მას მიმართავს სიტყვით, რომელშიც გამოკვეთს მის დამსახურებებს ერისა და მრევლის წინაშე.

წყარო:

«Кавказ», 1898, № 129.

პირთა ანოტაციები:

ლეონიდე (ერისკაცობაში ოქროპირიძე ლონგინოზ სოლომონის ძე) (1861-1921)

სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, 1898-1918 წლებში გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, 1919-1921 წლებში - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

1898 17

მაისი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 16 მაისი“ („ქართველები ვამბობთ ხოლმე: ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდაო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ალექსანდრე როინაშვილი (ნეკროლოგი)“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 17 მაისი, № 102, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 109.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

1898 19 -20 მაისი

 

გაზეთებში იბეჭდება უსამღვდელოესი ალექსანდრეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა („თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიტყვა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად უსამღვდელოესი ალექსანდრეს კურთხევის ცერემონიაზე“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 19 მაისი, № 103, გვ. 1; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 537; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, 113.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

1898 24 მაისი

სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძეს შინ აკითხავს უკრაინელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია და გადასცემს ადრესს. მასში იგი შედარებულია პრომეთესთან, რომელმაც კაცობრიობისთვის ღვთაებრივი ნაპერწკალი მოიპოვა. ტექსტს სხვებთან ერთად ხელს აწერს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი მიხაილო კოციუბინსკი.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 19 მაისი, № 103, გვ. 1; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 537; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, 113.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

1898 30 მაისი

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელიც განიხილავს ქუთაისისა და სენაკის სკოლების საკითხს და გაზეთ „კვალში“ დაბეჭდილ კრიტიკულ წერილს სენაკის სკოლის შესახებ. კრებაზე ილია ჭავჭავაძეს ირჩევენ საზოგადოების თავმჯდომარედ 29 ხმით, ერთის წინააღმდეგ.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, № 115,116; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 30 მაისი, № 545.

1898 31 მაისი

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვების ცალკე წიგნად გამოცემის განზრახვის შესახებ.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 31 მაისი, № 546, გვ. 3.

1898 მაისი

მისი ხელმოწერით წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

წყარო:

„ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა 1897 წელს.“ თბ., 1898.

1898 5 ივნისი

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ ნიკოლოზ ცხვედაძეს, ხაზინადრად - ივანე ზურაბიშვილს და მდივნად – დავით კარიჭაშვილს. იაკობ გოგებაშვილს აძლევენ საწერი რვეულების ჰონორარს და ამტკიცებენ სხვადასხვა წვრილმან ხარჯებს. ინიშნებიან რევიზორები სკოლების შესამოწმებლად.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 155.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

1898 7 ივნისი

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება კრიტიკული წერილი ქშწ-კგ საზოგადოების 30 მაისს გამართული წლიური კრების, საზოგადოების გამგეობისა და მისი თავმჯდომარის – ილია ჭავჭავაძის შესახებ.

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 24.

1898 12 ივნისი

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება საფოსტო გზავნილების, მგზავრობისა და სხვა წვრილმანი ხარჯები. განიხილავენ ვასილ როინაშვილის თხოვნას ბიძის ფოტოსალონის მიყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ დადგენილებას ვერ იღებენ ანდერძის დამტკიცებამდე. ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან თანხის სესხებაზე არ კმაყოფილდება, მაგრამ სთავაზობენ იმავე თანხის ავანსად მიცემას, თუ თავის თხზულებებს დასაბეჭდად დაუთმობს ქშწ-კგ საზოგადოებას. მიხეილ საბინინის მიერ გამოგზავნილი ფოტოების კლიშეებს გასასინჯად გადასცემენ გრიგოლ ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, N 518, გვ. 157.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ვასილ ისაკის ძე (1879-1958)

მხატვარი, ფოტოგრაფი, ალექსანდრე როინაშვილის ძმისწული და მასზე მოგონებების ავტორი. ქშწ-კგ საზოგადოებამ მას მიანდო გარდაცვლილი ბიძის ფოტოატელიეს მართვა-გამგებლობა.

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915)

პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი.

საბინინი მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე (1845-1900)

მწერალი, ხატმწერი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სიძველეებისა და სასულიერო მწერლობის მკვლევარი. იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლა-განვითარების საქმეს.

1898 13 ივნისი

 

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარია გლეზერს განზრახული აქვს „განდეგილის“ თარგმნა გერმანულ ენაზე.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, № 124.

პირთა ანოტაციები:

გლეზერი მარია

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

1898 15 ივნისამდე

მიხეილ ნასიძე, ფსევდონიმით „მეგახლავარ“, ბეჭდავს წიგნს, „თ. ი. ჭავჭავაძე, ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი“.

წყარო:

მეგახლავარ, თ. ილია ჭავჭავაძე : ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი, ტფილისი, 1898; გაზ. „ივერია“, 1898, 4 ივნ. № 116 და ა. შ.

დათარიღება:

დრო მითითებულია გაზეთ „ივერიაში“.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

1898 15

ივნისი

ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის საკითხს.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 17510.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე დიმიტრი დავითის ძე

ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელი.

1898 16 ივნისი

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით აცნობებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომ 15 ივნისიდან გადაყვანილია სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 17510-ხ; ილია ჭავჭავაძე. საარქივო გამოცემა. თბ., „ლიტერატურის მატიანე“, 2010, გვ. 243; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 185, 461.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე დიმიტრი დავითის ძე

ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელი.

1898 17 ივნისი

 

იღებს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრების - ივანე ზურაბიშვილისა და ივანე აბაშიძის ოფიციალურ წერილს, რომლითაც ატყობინებენ, რომ სენაკის სკოლის საკითხის განხილვის დროს ისინი მომხრენი იყვნენ, რომ მასწავლებლების გარდა ამ სკოლიდან სხვაგან გადაეყვანათ ინსპექტორი სამსონ ყიფიანიც.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 225.

პირთა ანოტაციები:

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე (დაბ. 1822)

„დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი 1878-1882 წლებში, აკაკი წერეთლის დედის – ეკატერინეს მამა.

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

1898 28 ივნისი

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება უცნობი ავტორის – ვ. ახვლედიანის წერილი „სენაკის სკოლის საქმე“, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა და მისი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 27.

პირთა ანოტაციები:

ახვლედიანი

 გაზეთ „კვალში“ სენაკის სკოლის შესახებ 1898 წელს გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

1898 2 ივლისი

 

იღებს რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილს საბანკო საქმეებთან დაკავშირებით.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 497.

პირთა ანოტაციები:

დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919)

პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

1898 ივლისის დასაწყისი

შორეული აღმოსავლეთიდან იღებს ივანე ორახელაშვილის წერილს და შემოწირულ თანხას. ფულს მისი სახელით გადასცემს სათავადაზნაურო სასწავლებლისათვის შენობის ასაგებ ფონდს, შემომწირველს კი გაზეთის საშუალებით უცხადებს მადლობას.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 8 ივლ., № 144, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ორახელაშვილი მამია (ივანე) დიმიტრის ძე (1881-1937)

ექიმი, სახელმწიფო მოღვაწე. სამედიცინო განათლება მიიღო ხარკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში, 1920-1921 წლებში იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, დახვრიტეს ბოლშევიკებმა.

1898 20 ივლისი

არტემ ახნაზაროვი უძღვნის ექპრომტს, რომელშიც ზმურად იკითხება სახელი „ილია“ (“მე ვსვამ იმის სადღეგრძელოს, / ვისიც რომ სიტყვა ტკბილია / მოყვრისთვის, მტერს კი მრავალსა / მოსჭრა სიმწარით კბილია“).

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 71.

პირთა ანოტაციები:

ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942)

მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით.

1898 26 ივლისი

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ფილიპე მახარაძის კრიტიკული წერილი „საიუბილეო ბროშურა“ (მცირე შენიშვნა ბ–ნ მე გახლავარის წიგნაკის გამო „თ. ილ. ჭავჭავაძე. ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი“). მასში უარყოფითად არის შეფასებული მიხეილ ნასიძის წიგნი სამოციანელებისა და ილია ჭავჭავაძის ქების გამო. პუბლიკაციის ავტორის აზრით, ილიას შემოქმედებას მაღალი შეფასება არ უნდა მიეცეს, რადგან, მისი თქმით, „გლახის ნაამბობი“ უცხო ნიადაგიდან არის ამოზრდილი, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ კი მაშინ დაიწერა, როცა ბატონყმობა პრობლემური აღარ იყო.

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1898, № 31, გვ. 519-523.

პირთა ანოტაციები:

მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941)

ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.

1898 31 ივლისი

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძე მუშაობს ახალ დრამატულ ნაწარმოებზე – ტრაგედიაზე. მწერლის ერთადერთი დრამატული ტექსტი, რომელიც 1898 წლამდე გამოქვეყნებული არ იყო და ჩვენამდე ავტოგრაფული ნაწყვეტის სახით მოაღწია, მკითხველისთვის ცნობილია გამომცემელთა მიერ მიცემული სათაურით „ირაკლი“, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, საგაზეთო ინფორმაციაში მასზეა საუბარი თუ სხვა, ჩვენთვის საერთოდ უცნობ თხზულებაზე.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, 31 ივლისი, № 596; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 311.

1898 1 აგვისტომდე

ასაჩივრებს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა ივანე ბარათოვის (ბარათაშვილის) სარჩელის საფუძველზე და რომლის მიხედვითაც თსს ბანკს დაეკისრა 327 მანეთის გადახდა მომჩივნის სასარგებლოდ. ბარათაშვილის საჩივარი ეხებოდა დავით ავალიშვილის გარდაცვალების შემდეგბანკის დირექტორად პავლე ყიფიანის და არა მის არჩევას. ილია ჭავჭავაძის ტექსტში, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი, იურიდიულად არის დასაბუთებული, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს არათუ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების, ბარათაშვილის სარჩელის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17507 გვ. 1-13; „ცნობის ფურცელი“, 1897, 8 აგვ. № 277, გვ. 2; „ცნობის ფურცელი“,1898, 1 აგვისტო, № 597, გვ. 2; „ცნობის ფურცელი“, 1898 , 24 აპრილი, № 515გვ. 1.

დათარიღება:

1898 წლის 1 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია „დავა სათავადაზნაურო ბანკსა და ი. ბარათოვს შუა“.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ივანე

პრეტენზიას აცხადებდა თსს ბანკის დირექტორობაზე და საჩივარი შეიტანა სასამართლოში.

ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897)

რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931)

თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი.

1898 ზაფხული

     

საგურამოში მასპინძლობს ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ კარლ ჰაუპტს.

წყარო:

პ. ინგოროყვა, „ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი“, 1975, გვ. 300.

პირთა ანოტაციები:

ლემან-ჰაუპტი კარლ (1861-1911)

ცნობილი ორიენტალისტი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი.

1898 6 სექტემბერი

     

ვრცელ წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს. დაწვრილებით უხსნის, რა არის გასაკეთებელი და ვის უნდა დაავალოს. სწერს, რომ ცხენები მცხეთაში მომავალ შაბათს საღამოს მატარებლისთვის დაახვედროს.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 377; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 229-230, 378.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 274.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

1898 7 სექტემბერი

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები. არ კმაყოფილდება საზოგადოების ცალკეულ წევრთა და სამეგრელოს თავადაზნაურთა წინადადება სენაკის სკოლის საკითხის განსახილველად კიდევ ერთი, საგანგებო კრების მოწვევის შესახებ. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წინადადებას სკოლაში სწავლის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით განსახილველად უბრუნებენ სკოლის მზრუნველთა კომიტეტს. სახელმძღვანელოებს უგზავნიან ასკანის სკოლის მასწავლებელს და პედაგოგიური კურსების გავლის დროს დახარჯულ თანხას უნაზღაურებენ კავკავის სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძეს.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 173.

პირთა ანოტაციები:

ბოცვაძე ლუარსაბ გერასიმეს ძე (1866-1919)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ჟ. “განათლების” დამაარსებელი.

1898 10 სექტემბრის შემდეგ

 

მოსე ჯანაშვილი უილიამ მორფილისგან იღებს წერილს. ბარათის ბოლოს ადრესანტი მოკითხვას უთვლის ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც 10 წლის წინ დაუვიწყარი მასპინძლობა გაუწია თბილისში.

წყარო:

უილიამ მორფილის წერილი მოსე ჯანაშვილისადმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, №21981.

პირთა ანოტაციები:

ჯანაშვილი მოსე გიორგის ძე (1855-1934)

ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1920 წლიდან თსუ-ს პროფესორი.

მორფილი უილიამ რიჩარდ (1834-1909)

ინგლისელი ფილოლოგი, ქართველოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევდა სლავურ და ქართულ ისტორიას, ლიტერატურას.

1898 20 სექტემბერი

     

არტემი წურინოვი წარწერით უძღვნის თავის წიგნს „თბილისის ბუნებრივი სიმდიდრეები (გოგირდ-ტუტოვანი ცხელი წყლების სწორი საექსპლოატაციო სახით რეკონსტრუქციის პროექტი)“.

წყარო:

Природные богатства Тифлиса (Проект переустройства горячих сернощелочных источников в видах их правильной эксплоатации), А. Цуринов, Тифлис, 1898.

პირთა ანოტაციები:

წურინოვი არტემი სტეფანეს ძე

ავტორი 1898 წელს გამოცემული წიგნისა „თბილისის ბუნებრივი სიმდიდრეები“

1898 26 სექტემბერი

ივანე მესხი ბათუმიდან ფოთში ნიკო ნიკოლაძეს წერილით ატყობინებს, რომ ქალაქის ხმოსანთა არჩევნები 2 ოქტომბრისთვის დაინიშნა და იმ დროისთვის ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილიც აპირებენ ჩასვლას.

წყარო:

ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 48.

პირთა ანოტაციები:

მესხი ივანე სიმონის ძე (1849-1931)

ექიმი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგსა და ციურიხში, მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისში, იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი და მდივანი, ასევე ბათუმის თვითმმართველობის მდივანი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

1898 აგვისტო სექტემბერი

ჟურნალ „მოამბეში“ იბეჭდება კიტა აბაშიძის წერილი „ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან. წერილი მეოთხე. თავადი ილია ჭავჭავაძე“.

წყარო:

ჟურნ. „მოამბე“, 1898, № 8, 9.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

1898 20 ოქტომბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ოქტომბერი” („დაიბეჭდა, და ვითარცა ჯერ არს, გამოცხადდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ცვლილებანი ბანკის წესდებაში“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 20 ოქტომბერი, № 224 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, 118. ^4067 წ

1898 22 ოქტომბერი

 

იღებს თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორის, არქიმანდრიტ სერაფიმეს წერილს. ადრესანტი იმედოვნებს, რომ ილია ჭავჭავაძე შეძლებს რუსებისა და ქართველების, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების ერთმანეთის მიმართ ძმური დამოკიდებულების განმტკიცებას.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 432.

პირთა ანოტაციები:

არქიმანდრიტი სერაფიმე (იაკობ მიხეილის ძე მეშჩერიაკოვი) (1860-1933)

რუსი არქიმანდრიტი, კავკასიისა და სტავროპოლის მიტროპოლიტი, 1893-1898 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ, შემდეგ ოსტროგის ეპისკოპოსი.

1898 23 ოქტომბერი

წერილობითი თხოვნით მიმართავს ექვთიმე თაყაიშვილს, რომ დროებით გადასცეს დავით ბაქრაძის რუსულენოვანი თხზულება „ქრისტიანობის ძეგლები კავკასიაში“.

წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი 2114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 147; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 185, 461-462;

პირთა ანოტაციები:

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს.

ბაქრაძე დავით ნიკოლოზის ძე (1839-1918)

პედაგოგი, ჟურნალისტი, იურისტი, ქუთაისის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ილია ჭავჭავაძესთან ერთად.

1898 ოქტომბრის ბოლოდან

საპასუხო წერილს სწერს არქიმანდრიტ სერაფიმეს. ეთანხმება, რომ მართებული იქნებოდა ერთმორწმუნე რუსებისა და ქართველების ძმური თანაცხოვრება, მაგრამ ამას ხელს უშლის ჩინოვნიკთა მიერ არასწორად გაგებული სახელმწიფო პოლიტიკა და გარუსების იდეა, რომელიც „თავისი არსებით ანტირელიგიურია“.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 432; გამოუქვეყნებელი წერილები თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორისადმი. ჟურნ. „მნათობი“, 1957, № 9. შალვა გოზალიშვილის პუბლიკაცია (ქართულ ენაზე); ж. „Литературные взаимосвязи“, II, 1969, შალვა გოზალიშვილის პუბლიკაცია (რუსულ ენაზე); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 185-198, 462- 463.

პირთა ანოტაციები:

არქიმანდრიტი სერაფიმე (იაკობ მიხეილის ძე მეშჩერიაკოვი) (1860-1933)

რუსი არქიმანდრიტი, კავკასიისა და სტავროპოლის მიტროპოლიტი, 1893-1898 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ, შემდეგ ოსტროგის ეპისკოპოსი.

1898 10 ნოემბერი

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეს ქარვასლაში გადატანის, შენობის გასარემონტებელი ხარჯების დაფარვისა და მომსახურე პერსონალისთვის განვლილი თვის ხელფასების მიცემის თაობაზე. გომარეთის სკოლის მასწავლებელს ეგზავნება სასწავლო ნივთები, სახელმძღვანელოები და ორი თვის ხელფასი.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, N 518, გვ. 205.

პირთა ანოტაციები:

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898)

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

1898 11 ნოემბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 ნოემბერი”. ტექსტი დაიბეჭდება მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, № 242, გვ. 1-2.

ატრიბუცია:

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში ეს სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით არის შეტანილი თემატურად მასთან ახლოს მყოფ 6 დეკემბრის მოწინავესთან (გაზ. „ივერია“N261, გვ. 1-2) ერთად. ოცტომეულის მე-14 ტომიდან ტექსტი გამორჩენილია და რამდენადაც ატრიბუციული კვლევა ადასტურებს მის ილიასეულობას, დამატების სახით დაიბეჭდება მე-19 ტომში.

1898 14 ნოემბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 ნოემბერი“ („ამ უკანასკნელ წლებში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახლო და შორ აღმოსავლეთში“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 14 ნოემბერი, № 245, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 123.

1898 17 ნოემბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ჩინეთის საქმე ხომ ყველაზე მეტად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახლო და შორ აღმოსავლეთში“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 17 ნოემბერი, № 246, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 126.

1898 18 ნოემბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ნოემბერი“ („წინა წერილებიდამ სჩანს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახლო და შორ აღმოსავლეთში“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 18 ნოემბერი, № 247, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 129.

1898 19 ნოემბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 ნოემბერი“ („შიდა რუსეთის გაზეთები ერთს იმისთანა ამბავს იწერებიან...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „უკანონოდ შობილთა უფლება“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 19 ნოემბერი, № 248, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 134.

1898 20 ნოემბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 ნოემბერი“ („ჩვენს გუშინდელს მეთაურში მოვიხსენიეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „უკანონოდ შობილთა უფლება“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 20 ნოემბერი, № 249, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 138.

1898 26 ნოემბერი

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 ნოემბერი”(„1870-სა წელსა, როცა გერმანიამ თავსზარი დასცა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატეხნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 26 ნოემბერი, № 253, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 143.

1898 28 ნოემბერი

     

თბილისის სასამართლო პალატა იხილავს თედო სახოკიას საჩივარს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთში „ჩიორას“ ფსევდონიმით არტემ ახნაზაროვის მიერ გამოქვეყნებული წერილის გამო. მომჩივანის მტკიცებით სტატია შეიცავდა მის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. რედაქტორის ბრალეულობა არ დასტურდება და სასამართლო პალატა ილია ჭავჭავაძეს უხსნის ბრალდებას.

წყარო:

გაზ. „ივერია” 1898, 29 ნოემბ. № 255, გვ. 3-4; „საისტორიო მოამბე“, ტ. 25–26, 1971, გვ. 339-340.

პირთა ანოტაციები:

სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)

მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა.

ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942)

მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით.

1898 29 ნოემბერი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 ნოემბერი”(„ჩვენს უკანასკნელს მეთაურში („ივერია“ № 253) მოვიხსენიეთა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატეხნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 29 ნოემბერი, № 255, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 148.

1898 ნოემბრის ბოლო

     

მიტროფანე ლაღიძე გამოსცემს „პოემების კრებულს“, რომელიც იწყება ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილით“(აკლია XXII – XXIII თავები).

წყარო:

„პოემების სრული კრებული“, გამოცემა მ. ლაღიძისა, ტფილისი, 1898, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ლაღიძე მიტროფანე ერმალოს ძე (1869-1960)

საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, მეცენატი, უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი საქართველოში. ჰქონდა სტამბა და გამოსცემდა ქართველ მწერალთა თხზულებებს.

1898 4 დეკემბერი

     

იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს, რომელშიც საუბარია თავის ჯამაგირზე, წისქვილის შემოსავალსა და ქვევრებში ღვინის რაოდენობაზე.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480.

პირთა ანოტაციები:

გოგინაშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში.

1898 6 დეკემბერი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 დეკემბერი”(„მას აქედ, რაც სამთა კავშირი გერმანიისა, ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიისა შეიკრიბა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისი ახალ პოლიტიკურ ვითარებაში“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 6 დეკემბერი, № 261, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 153.

1898 13 დეკემბერი

 

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 დეკემბერი“ („პატივცემულმა ან. ფურცელაძემ დაბეჭდა ჩვენს გაზეთში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის დაფუძნებისათის შეტანილი თანხის განკარგვა“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 13 დეკემბერი, № 267, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 160.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში

     

1898 15 დეკემბრამდე

     

იბეჭდება არქიმანდრიტ კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ შედგენილი „სიტყვიერების თეორია“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის პოემები: „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და „დედა და შვილი“; ლექსები: „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით“, „ბედნიერი ერი“, „აღარც ნატვრა და აღარც იმედია...“, „ბაზალეთის ტბა“ „ხმა სამარიდამ“, „ლოცვა“, „ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“, „მტკვრის პირას“, „ალექსანდრე ჭავჭავაძე“, „პოეტი“, „თ. ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ“, „დაბნელდა სული“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“; ასევე ნაწყვეტები მოთხრობებიდან და სხვა პოემებიდან.

წყარო:

სიტყვიერების თეორია (შემდგ.: არქიმანდრიტი კირიონი, გრ. ყიფშიძე), ტფილისი, 1898, გვ. 307-325. 44, 570, 571, 577;, 574, 633; გაზ. „ივერია“, 15 დეკემბერი, 1898, № 268, გვ. 4.

დათარიღება:

ინფორმაცია წიგნის გამოსვლის შესახებ დაიბეჭდა 15 დეკემბერს.

პირთა ანოტაციები:

საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II)

ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

1898 20 დეკემბერი

     

იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს, რომელშიც ატყობინებს დარაჯის დაპატიმრების ამბავს, სწერს წვრილმანი ხარჯების შესახებ და უგზავნის მამასახლისისგან მიღებულ ქვითარს.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480.

პირთა ანოტაციები:

გოგინაშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში.

1898

     

სომხურ ენაზე გამოდის ტიგრან ფირუმიანის მიერ თარგმნილი „კაცია – ადამიანი?!”.

წყარო:

ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 1987, გვ. 289.

პირთა ანოტაციები:

ფირუმიანი ტიგრან (1859-1935)

პედაგოგი, მთარგმნელი. „ვეფხისტყაოსნის“ სომხურად მთარგმნელებს მოუმზადა ბწკარედული თარგმანი.

1898

პოეტი ვასილი ველიჩკო „რუსი მეგობრის“ ხელმოწერით უძღვნის გერასიმ ეზოვის წიგნს „პეტრე დიდის ურთიერთობა სომეხ ხალხთან“ და წიგნზე გაკეთებული წარწერით მიანიშნებს, რომ არ იზიარებს ავტორის ამ ვითომდა „მეცნიერულ“ გამოკვლევას.

წყარო:

„Сношения Петра Великого с армянским народом. СПб., 1898.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

ეზოვი გერასიმე არტემის ძე (1835-1905)

სომეხი ისტორიკოსი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე.

პეტრე I ალექსის ძე (1672-1725)

პეტრე დიდი, რუსეთის იმპერატორი 1721-1725 წლებში.

1898

     

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე ქრისტეფორე მამაცაშვილი გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეხმაურება მიხეილ ბაქრაძის წერილს ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით.

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, № 460.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

ბაქრაძე მიხეილ ქაიხოსროს ძე

ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული თემირხან-შურაში. 1897 წელს ილია ჭავჭავაძის არშემდგარი იუბილეს ერთ-ერთი ინიციატორი.

     

     

მღვდელი და გალობის მასწავლებელი ვასილ კარბელაშვილი წარწერით უძღვნის „ქართლ-კახური საგალობლების“ წიგნს.

წყარო:

ქართლ-კახური გალობა კარბელაანთ კილოთი „ცისკარი“ ნოტებზე გადაღებული და საკუთრებით დაბეჭდილი თბილისის სასულ. სემინ. ქართ. გალობის მასწავლებლის მღ. ვასილ გრიგ-ძის კარბელოვის მიერ. ნაწ. ΙΙ. თბ., 1898.

პირთა ანოტაციები:

კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936)

მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

     

1898

     

გამოდის არისტო ქუთათელაძის მიერ შედგენილი კრებული „წყარო“, რომელშიც ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „პოეტი“, „ქართველ სტუდენტების სიმღერა“ და „გაზაფხული“.  

წყარო:

„წყარო“, შედგენილი არ. ქუთათელაძისაგან, წიგნი მე-2. ტფილისი, 1892, გვ, 196.

პირთა ანოტაციები:

ქუთათელაძე არისტო ვასილის ძე (1850-1912)

პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1885-1906 წლებში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელი. ავტორი სახელმძღვანელოებისა: „პირველდაწყებითი ქართული გრამატიკა“, „წყარო“, „საზოგადო გეოგრაფია“ და სხვ

     

1898-დან

     

უბის წიგნაკში იწერს კუპონის ბარათის შემოღებაზე სენატის გადაწყვეტილების ნომერს და დროს.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 7.

     

1898-დან

     

უბის წიგნაკში იწერს ინგლისის კანცლერის სიტყვებს.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 7.

1898-

     

ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელ ოლღა აღლაძეს ილია ჭავჭავაძესთან რედაქციაში მიაქვს პეტერბურგში, რუსეთის ეკლესიის უწმინდეს სინოდში იოანე ვოსტორგოვის მიერ გაგზავნილი დეპეშები, რომლებშიც იგი აბეზღებს ქართულ სამღვდელოებას და სამრევლო სკოლებს. ილია თავისთან იხმობს სამრევლო სკოლების უფროს ევტიხი მამინაიშვილს, მიდის ეპისკოპოს კირიონთან და საქმის კურსში აყენებს მათ.

წყარო:

ოლღა აღლაძე, მცირე მოგონება, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 72.

დათარიღება:

ევტიხი მამინაიშვილი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორად დაინიშნა 1898 წელს, მანამდე კი ამ თანამდებობაზე იყო ეპისკოპოსი კირიონი.

პირთა ანოტაციები:

ვოსტორგოვი ივან ივანეს ძე (1864- 1918)

რუსი არქიმანდრიტი, საეკლესიო მწერალი, მისიონერი. ასწავლიდა საღმრთო სჯულს თბილისის გიმნაზიებში. 1900 წლიდან სამრევლო სკოლების ზედამხედველი.

მამინაიშვილი ევტიხი ბესარიონის ძე

კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი 1898-1903 წლებში.

საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II)

ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.

აღლაძე ოლღა

ქართველი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის - ილია სიმონის ძე აღლაძის (აგლაძის) დედა.