საქართველოს ეროვნული არქივი ფონდი 133, საქმე 2274, ფ. 1, ავტოგრაფი; „საისტორიო
მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 408. პირთა ანოტაციები: ბუშკინი მიხეილ გორის მკვიდრი, სახაზინო გლეხი. ბუშკინა მატრონა გორის მკვიდრ მიხეილ ბუშკინის ცოლი.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 21.
პირთა ანოტაციები:
ღოღობერიძე მუსხელიშვილისა ანა ბესარიონის ასული (1842-1890)
ედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი. ახალციხეში დააარსა
ქალთა სასწავლებელი.
ღოღობერიძე სიმონ ბესარიონის ძე (1843-1913)
ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. განათლება მიიღო პეტერბურგის
უნივერსიტეტში. გაზ. “დროება“, 1882, 10 დეკემბერი, № 278, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 368. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 487-490; გაზ. „ივერია“, 1886, 10 დეკემბერი, № 267, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 586 კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 771-772, გაზ. „ივერია“, 1887, 10 დეკემბერი, № 259, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 622. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 254. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ტატიშვილი გრიგოლ ივანეს ძე ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, თვითნასწავლი მხატვარი, ახალი გრაფიკული
ხელოვნების ფუძემდებელი. მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს კახეთში არყის აქციზის შემოღების, თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნის, თავადაზნაურთა შვილების განათლებისა და სხვა საკითხებს. წყარო:
გაზ. „ივერია“, 1901, № 266-269; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1666-1668. გაზ. „ივერია“, 1902, № 266, 267.
1868
1868 10 დეკემბერი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში იწყებს მეუღლის წინააღმდეგ მიხეილ
ბუშკინის საჩივრის განხილვას. მომჩივნის თქმით, როდესაც იგი ანანურიდან
გორში გადავიდა საცხოვრებლად, ცოლი თან აღარ გაჰყვა. რამდენადაც მატრონა
ბუშკინა ჩაწერის გარეშე ცხოვრობს ანანურში, ბუშკინი ითხოვს მის იძულებით
გამოსახლებას. ილია ჭავჭავაძე ბრალდებულს იბარებს სასამართლოში.
წყარო:
1879
10 დეკემბერი
ანა მუსხელიშვილი და სიმონ ღოღობერიძე მას, როგორც ქართველთა შორის
წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, სთხოვენ,
რომ გამგეობამ ქუთაისის სკოლის მზრუნველებად არჩეულ პირებს შეატყობინოს მათი
უფლება-მოვალეობები, ხოლო სახალხო სკოლების დირექტორს გაუგზავნოს სკოლის უწყება
და პროგრამა. ასევე სურვილს გამოთქვამენ, რომ სასწავლებლის გახსნათან
დაკავშირებით განცხადება დაიბეჭდოს გაზეთებში.
წყარო:
1882
10 დეკემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა„
ბათომი და ბათომელები“ („დიდი დაკვირვება აქაურ ხალხის ცხოვრებისა...“).
წყარო:
1886
10 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასაწყისს ვრცელი მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 დეკემბერი“ („ჩვენ ამას წინადა ვსთქვით, რომ თუ
რომელიმე საგანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულით
ვაჭრობის საქმე ჩვენში“
წყარო:
1887
10 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
9 დეკემბერი“ („ჩვენში ამ ბოლო ხანებში ერთი საოცარი ამბავი მოხდა...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთ „მშაკის“ გამოხდომა“
წყარო:
1888
10 დეკემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სახალხო
სკოლების დირექტორის მოწერილობას ხელთუბნისა და ზოგიერთ სხვა სკოლაში არსებული
დარღვევების შესახებ. წერილში ნათქვამია, რომ: ცალკეული საგნების სწავლება არ
არის სათანადო დონეზე, საღმრთო წერილს ასწავლის საერო პირი და ზოგიერთი საგნის
სწავლება მიმდინარეობს ისეთი სახელმძღვანელოთი, რომელიც მთავრობის მიერ არ არის
მოწონებული. ნიკოლოზ ცხვედაძეს ევალება, რომ საკითხის განხილვის დროს
გამოთქმული მოსაზრებები წერილობით ჩამოაყალიბოს დირექტორისთვის პასუხის
გასაგზავნად. გრიგოლ ტატიშვილისაგან იძენენ მის მიერ დასურათებული საბავშვო
წიგნის „პირუტყვების ამბები“ მთლიან ტირაჟს. რევიზიას აგზავნიან ხელთუბნის,
წინარეხისა და თონეთის სკოლებში. ილია წინამძღვრიშვილის თხოვნით ხელფასს
უნიშნავენ წინამძღვრიანთკარის დაბალი კლასების ორ მასწავლებელს.
წყარო:
1901
10 დეკემბერი
1902
10 დეკემბერი
მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაში, გამოდის სიტყვით სოფლის
მეურნეობის ასაღორძინებლად საკრედიტო საზოგადოების მიერ მთავრობისგან ფულის
სესხების წინააღმდეგ. მოჰყავს გერმანიის მაგალითი, საუბრობს საკრედიტო
დაწესებულებებზე, რომლებსაც გარანტიად აქვთ არა ნივთიერი საწინდარი, არამედ
შრომისმოყვარეობა, თვითმოქმედება და ურთიერთნდობა.
წყარო: