გაზ. “დროება“, 1880, 24 იანვარი, № 18, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 55. გაზ. „ივერია“, 1886, № 18, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 307. პირთა ანოტაციები: დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. გაზ. „ივერია“, 1887, 24 იანვარი, № 17, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბილისი, 2006, გვ. 60. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 802-805; გაზ. „ივერია“, 1888, 24 იანვარი, № 17 , გვ.
1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 62. პირთა ანოტაციები: დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. გაზ. „ივერია“, 1890, 24 იანვარი, № 18, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 11, თბ., 2007, გვ. 469. გაზ. „ივერია“, 1893, 24 იანვარი, № 17, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 12, 2007, გვ. 144. გაზ. „კვალი“, 1899, № 4, გვ. 49-52. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 548.
პირთა იდენტიფიკაცია: წერილში მიხაილოვის სახელის მხოლოდ ინიციალია. პირთა ანოტაციები: მიხაილოვი ალექსი ბორისის ძე (1857-1907) ხერსონის სახაზინო პალატის მმართველი, ფინანსთა მინისტრის რწმუნებული. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 4. პირთა ანოტაციები: ქორჩიშვილი გიორგი ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905 წლის 1
თებერვლამდე. ს. ხუციშვილი, მანათობელი, საბჭ. საქართველო,1980, გვ. 104. პირთა ანოტაციები: შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805) გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915) პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი.
1880
24 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს
წერილისა „კავკასიის უნივერისტეტი“ („შემცდარი აზრია, უბრალო შიშია...“).
წყარო:
1886
24 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
24 იანვარს“ („მეთერთმეტე საუკუნის დასასრულს...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „დავით მეფის ხსოვნის დღე“.
წყარო:
1887
24 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 იანვარი“ („ბულგარიის საქმემ დღეს თავისი პირველხარისხოვნება დაკარგა...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის წვრილ
სახელმწიფოთა საომარი მზადება“.
წყარო:
1888
24 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 იანვარი“ („არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „დავით აღმაშენებელი“.
წყარო:
1890
24 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 23 იანვარი“ („ბატონყმობა გაუქმდა რუსეთში თუ
არა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო
გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი
გლეხობისათვის“
წყარო:
1893
24 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
23 იანვარი“ („პოლიტიკური მდგომარეობა დღევანდელის ევროპისა...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში“.
წყარო:
1899
24 იანვარი
ნოე ჟორდანია გაზეთ „კვალში“ აქვეყნებს გაგრძელებას წერილისა „ადგილობრივი
პრესსა წარსულ წელს“, რომელშიც ამტკიცებს, რომ „ივერია“ აზრის გამოთქმას
უფრთხის და რომ მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციები სავსებით
ემთხვევა გაზეთ „კავკაზისას“. ამის დასტურად იმოწმებს ამონარიდს „ივერიიდან“,
რომელშიც ნათქვამია, რომ ამ რუსულ გაზეთს „კეთილშობილური მიმართულება“ აქვს
კავკასიის ხალხების ეროვნულ საქმეში.
წყარო:
1905
24 იანვარი
იღებს ალექსეი მიხაილოვის წერილს. ადრესანტი შეწუხებულია იმ ინფორმაციით,
რომ ილია ჭავჭავაძე აპირებს საბანკო საქმიანობისთვის თავის დანებებას.
წყარო:
24 იანვარი
უბის წიგნაკში იწერს, რომ მზარეულ გიორგი ქორჩაშვილს უხდის ერთი თვის
გასამრჯელოს.
წყარო:
24 იანვარი
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა თხოვნით მიმართავს, აზრი გამოთქვას შილერის „ორლეანელი
ქალის“ ვაჟა-ფშაველასეულ თარგმანზე
წყარო: