კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 656.
პირთა ანოტაციები: ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე,
ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს
მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და
„ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 709-710, გაზ. „ივერია“, 1887, 7 ივლისი, № 137, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 452. გაზ. „ივერია“, 1893, 7 ივლისი, № 142, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, 2007, გვ. 198. გაზ. „ივერია“, 1902, 7 ივლისი, № 142, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 499. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711,
718-719; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 76-88. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 563.
პირთა ანოტაციები: ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932) რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში
ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.
ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და
აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული
გაზეთი “Kaukazishe post”.
1876
7 ივლისი
პარიზიდან იღებს ალექსანდრე ჭყონიას წერილს, რომელშიც ადრესანტი აცნობებს,
რომ მიიღო მის მიერ გაგზანილი თანხა.
წყარო:
1887
7 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 6 ივლისი“ („ჩვენ არაერთხელ ამ რამდენისამე წლის წინად...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სახასო გლეხთა მამულების
გაყიდვა“.
წყარო:
1893
7 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ სათაურით „წერილი ქუთაისიდგან“ და ქვესათაურით „რედაქციის
მიმართ“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მეთაურს („ქუთათურები ვერ
დაიკვეხებენ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1902
7 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 7 ივლისს“ („დიდ-დიდი მამულები გაიყიდა და უცხოთა ხელში
გადავიდაო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ნუ
დავუკარგავთ შთამომავლობას მამულ-დედულს“.
წყარო:
1903
7 ივლისი
იღებს ალექსანდრე ოლდენბურგის წერილს. პრინცი მადლობას უხდის არტურ ლაისტის
მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის „ქართველი პოეტები“ გაგზავნისთვის.
კრებულში შედის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა თარგმანებიც.
წყარო: