ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 113, 417. დათარიღება: დროზე მინიშნებულია დავით მესხისთვის 9 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში. გაზ. „ივერია“, 1886, 8 ოქტომბერი, № 216, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 423. პირთა ანოტაციები: ჩერჩილი რანდოლფ ჰენრი სპენსერ (1849-1895) ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე, მალბოროს ჰერცოგ – ჯონ სპენსერ ჩერჩილის
ვაჟი და უინსტონ ჩერჩილის მამა. საგარეო პოლიტიკაში ულტრაკონსერვატორი,
გლადსტონის მოწინააღმდეგე. გაზ. „ივერია“, 1887, 8 ოქტომბერი, № 208, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 574. ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1–2, 1940, გვ. 185. პირთა ანოტაციები: ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915) ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი. ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი.
გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”. ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. მიქელაძე დავით (1843-1918) მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო
პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“. ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918) კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს
თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. №
561 პირთა ანოტაციები: ჯაფარიძე ნოშრევან ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.
1885
8 ოქტომბერი
თხოვნით მიმართავს კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო
კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.
წყარო:
1886
8 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
7 ოქტომბერი“ („ლორდი რანდოლფ ჩერჩილი სახელოვანის...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩერჩილის მისია ბერლინსა და
ვენაში“.
წყარო:
1887
8 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
7 ოქტომბერი“ („ვაჭრობა, აღებმიცემობა და ყოველგვარი მრწველობა...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიყალბე ნავთის
მრეწველობაში“.
წყარო:
1893
8 ოქტომბერი
იწყებს მოგზაურობას ქართლის სოფლებში. და სტუმრობს ნიკო ერისთავს სოფელ
ახალგორში. მასთან ერთად არიან „ივერიის“ თანამშრომლები: ალექსანდრე და
გიგა ყიფშიძეები, დავით მიქელაძე, ლევან ჯანდიერი და სხვები. შეხვედრაზე
სკოლის მოსწავლეები მღერიან მის ტექსტებზე „გაზაფხული“ („ტყეს ესხმება
ფოთოლი...“) და „ქართველო ხელი ხმალს იკარ...“ შექმნილ სიმღერებს. _
წყარო:
1905
8 ოქტომბერი
იღებს ყვარლის მამულის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძის წერილს რთველთან
დაკავშირებით.
წყარო: