1883 | ||
1883 1 იანვარი გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს
სტატიას „საახალწლო“ („ღმერთმა მრავალ ამ დღეს დაგასწროსთ...“).
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 372. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 695-696. |
|
1883 5 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გავლილი წელიწადი ევროპაში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 5 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 376. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 696. |
|
1883 6 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გავლილი წელიწადი რუსეთში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 6 იანვარი, № 3, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 379. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 696-697. |
|
1883 8 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გამბეტას დამარხვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 8 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 381. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 697. პირთა ანოტაციები: გამბეტტა ლეონ მიშელ (1838-1882) ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1879-1881 წლებში დეპუტატთა პალატის წევრი, 1881 წლიდან პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. |
|
1883 9 იანვარი
განაგრძობს პოემა „განდეგილის“ წერას. „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ახალი პოემა არის მთიელთა ლეგენდიდან და მოქმედება ვითარდება მყინვარწვერზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 9 იანვ. № 5, გვ. 2 |
|
1883 9 იანვარი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ვახტანგ ორბელიანის პოეტური გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ლექსზე: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“ სათაურით „სამშობლო ქვეყნის პასუხი“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 5, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე. |
|
1883 11 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „შარშანდელი წალიწადი ჩვენში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 11 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 384. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,697-698. |
|
1883 12 იანვარი
გაზეთ „შრომაში“ მისი და ივანე მაჩაბლის ხელმოწერით ქვეყნდება განცხადება „ჟურნალ „ივერიის“ გამოცემაზე 1883 წელსა“. |
წყარო: გაზ. „შრომა“, 1883, № 2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1883 12 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გახშირებული ავადმყოფობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 12 იანვარი, № 7, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 387. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 698. |
|
1883 14 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „წმინდა ნინოს დღესასწაული“ („დღეს ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 14 იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 391. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 698-699. პირთა ანოტაციები: წმინდა ნინო მოციქული, ქართველთა განმანათლებელი. |
|
1883 19 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის თავის არჩევანი“ („ახალი რჩევა ქალაქისა შესდგა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 19 იანვარი, № 12, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 394. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 699. |
|
1883 20 იანვარი
გერმანულ ჟურნალში არტურ ლაისტი აქვეყნებს ქართული ლიტერატურის მიმოხილვას სათაურით „მივიწყებული ლიტერატურა“. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1883, № 1, გვ. 131-143. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1883 21 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ჩვენი თავადაზნაურობა და ერობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 21 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 397. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 700. |
|
1883 22 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საფრანგეთში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 22 იანვარი, № 15, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 399. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 700. |
|
1883 25 იანვარი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკისთვის გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ დოკუმენტზე ბათუმის სკოლაში მუსლიმური რჯულის სწავლების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნულ სკოლაში განათლებას იღებენ როგორც შიიტები, ისე სუნიტები, იანოვსკი ითხოვს პროგრამის შედგენას ამ სარწმუნოების ორივე მიმართულების მიხედვით. იღებენ გადაწყვეტილებას საზოგადოების სასარგებლოდ დანიშნული მეჯლისის თარიღსა და მასზე დასასწრები ბილეთების დაბეჭდვის შესახებ. ბათუმის სკოლის მასწავლებელი მოსე ნათაძე უგზავნის ორგანიზაციის ახალი წევრებისგან მოკრებილ თანხას. იგი ასევე აცნობებს, რომ შედგა დრამატული წრე, რომელიც წარმოდგენებს გამართავს საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ითხოვს პიესების მიწოდებას. დრამატული ნაწარმოებების შერჩევას ავალებენ გიორგი თუმანიშვილს. არ იზიარებენ იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ უმაღლესი კომიტეტი გაითვალისწინებს გამგეობის მოსაზრებას თონეთისა და ხელთუბნის სკოლებში რუსულის სწავლების მესამე წლიდან დაწყების შესახებ, მისი სწავლება დაიწყონ პირველი კლასის მეორე ნახევრიდან. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 150. პირთა ანოტაციები: იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში. ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1883 25 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის თავის არჩევანი“ („გავლილ კვირას, 23-ს იყო პირველი სხდომა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 24 იანვარი, № 17, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 402. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 700-701. |
|
1883 26 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი“ („დღეს , 26-სს ამ თვისას...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 27 იანვარი, № 18, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 405. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 701. პირთა ანოტაციები: დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. |
|
1883 30 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „დრონი იცვალნენ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 30 იანვარი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 410. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 701-702. |
|
1883 იანვრის ბოლო
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა („ფინანსთა მინისტრის განკარგულებით...“). აქვე დაბეჭდილია არტურ ლაისტის წერილის „მივიწყებული ლიტერატურა“ თარგმანის დასაწყისი გერმანული ჟურნალიდან, რომელშიც ილია ჭავჭავაძე აღიარებულია ყველაზე პოპულარულ ქართველ მწერლად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 168, გვ. 361; ჟურნ. ივერია, 1883, № 1, გვ. 131-143; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 80. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1883 5 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთი სახსართაგანი ჩვენში მეურნეობის წარმატებისთვის“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 5 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 412. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 702 |
|
1883 6 თებერვალი ამთავრებს პოემა „განდეგილის“ წერას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი, № 128. |
|
1883 8 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სამღვდელობაზედ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 8 თებერვალი, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 415. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 702-703. |
|
1883 8 თებერვალი
დავით სარაჯიშვილის სახლში, ქართული მწერლობის მოყვარულთა წინაშე, კითხულობს პოემა „განდეგილს“, რომელიც მსმენელებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. |
წყარო: დროება, 1883, 10 თებ. № 29, გვ. 2. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. |
|
1883 9 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება არტურ ლაისტის წერილის „მივიწყებული ლიტერატურა“ თარგმანის დასასრული გერმანული ჟურნალიდან. |
წყარო: დროება, 1883, 10 თებ. № 29, გვ. 2. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. |
|
1883 10 თებერვალი
გაზეთ დროებაში იბეჭდება ინფორმაცია დავით სარაჯიშვილის სახლში ილია ჭავჭავაძის მიერ წაკითხული ახალი პოემა „განდეგილის“ და იმ შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც მან მოახდინა მსმენელებზე. გამოთქმულია კმაყოფილება, რომ იგი ისევ დაუბრუნდა მწერლობას. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 10 თებ. № 29, გვ. 2. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. |
|
1883 12 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე“ („ორმოცდაათ წელიწადზე მეტია...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 12 თებერვალი, № 32, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 418. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 703. |
|
1883 14 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე“ („რა საშუალებითა და ღონისძიებით...“). |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 14 თებერვალი, № 33, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 421. |
|
1883 16 თებერვლამდე
ზაქარია მაჭავარიანს მასთან მიჰყავს ახალგაზრდა რომანოზ ფანცხავა გასაცნობად და გრიგოლ ორბელიანის შესახებ მის მიერ დაწერილი მიმოხილვის შესახებ ცნობილი მწერლის აზრის გასაგებად. ილია უწონებს ნიჭს, აძლევს შენიშვნებს და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ლიტერატურაზე. |
წყარო: იპ. ვართაგავა, ქართველ მწერალთა სილუეტები, თბ. 1956, გვ. 15-17; რ. ფანცხავა, ხმა თბილისიდან, გაზ. „დროება“, 1883,16 თებერვალი, № 7, გვ. 3; ზოგიერთი ფიქრი: (ოდესიდამ მოწერილი), გაზ. „ივერია“, 1886,12 მარტი, № 56, გვ. 1-2; აკაკის ფელეტონის გამო, გაზ. „ივერია“, 1887, 25 აპრ.,№ 81, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მაჭავარიანი ზაქარია კონსტანტინეს ძე (1874-1941) იურისტი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი. ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1883 16 თებერვალი
თბილისის მუდმივი თეატრის სცენაზე პირველად იდგმება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის პიესა „მეფე ლირი“, რომელშიც ლირის როლს თამაშობს კოტე ყიფიანი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 33, გვ. 1; № 37, გვ. 2; გრიშაშვილი, ლიტერატურული ნარკვევები, გვ. 269. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
1883 17 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდება წიგნი „დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 35, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922) მესტამბე, გამომცემელი. |
|
1883 20 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ვიწროობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 20 თებერვალი, № 38, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 424. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 703-704. |
|
1883 22 თებერვალი
მისი ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1883 წლის 1 იანვრისთვის. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 39, გვ. 4. |
|
1883 23 თებერვალი
გრიგოლ არწრუნის თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისზე წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალს“ და „დედა და შვილს“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 39, გვ. 3. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879
წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს
მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910) მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში. |
|
1883 24 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ლექციების შესახებ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 24 თებერვალი, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 427. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 704. |
|
1883 28 თებერვალი
ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად უგზავნის „გლეხთა განთავისუფლების პირველ დროების სცენების“ და „კაცია ადამიანის“ გამოცემებს. |
წყარო: ვლადიმერ ზამბახიძე, ჟ. „დროშა“, 1957, N 8. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. |
|
1883 1 მარტი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც უარს ამბობენ ბიბლიოთეკის შენობის თანამფლობელისგან მისი წილის ნახევარ ფასად შესყიდვაზე. გიორგი საძაგლიშვილის თხოვნის საფუძველზე სახელმძღვანელოებითა და საკითხავი წიგნებით ამარაგებენ სოფელ ვანათის სკოლას. მეჯლისისა და საერთო კრების შესახებ განცხადებების დაბეჭდვის თანხას უგზავნიან გაზეთ ,,კავკაზის’’ რედაქციას. იღებენ დადგენილებას ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს’’ დაბეჭდვაზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, N45, გვ. 133. პირთა ანოტაციები: საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. დეფო დანიელ (1660-1731) ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი. |
|
1883 მარტის დასაწყისი
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება პოემა „განდეგილი“ და „შინაური მიმოხილვა („შორიდამ რმ შემოგვხედოს უცხო კაცმა...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 168, გვ. 389; ჟურნ. „ივერია“, 1883, № 2, გვ. 138-144; გაზ. „დროება“, 1883, 9 მარტი, № 50, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 94. |
|
1883 6 მარტი
იონა მეუნარგია გაზეთ „კავკაზში“ აქვეყნებს რეცენზიას „განდეგილი“ პოემა ი. ჭავჭავაძისა“. იგი წერს, რომ თხზულების ავტორი მწყემსი ქალის სახით გვიხატავს პოეტს, რომელიც გატაცებულია ბუნების მშვენიერებით. |
წყარო: გაზ. „კავკაზი“, 1883, № 53. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. |
|
1883 9 მარტი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება განცხადება იმის თაობაზე, რომ მსახიობები კოტე ყიფიანი, ნინო ორბელიანი და ნოდარ ჯორჯაძე 13 მარტს წაიკითხავენ ეპიზოდებს ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ და „კაცია – ადამიანიდან?!“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 50, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. ორბელიანი (აბაშიძე-ორბელიანისა) ნინო სვიმონის ასული (1838-1919) პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. დაქვრივებულს ნათესავებმა სახლ-კარი წაართვეს და გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში. ჯორჯაძე ნოდარ მიხეილის ძე (1855-1907) ქართული მუდმივი თეატრალური დასის მსახიობი. გამოდიოდა ფსევდონიმით „ნ. საბუელი“. ილია ჭავჭავაძის მდივანი თსს ბანკში. |
|
1883 10 მარტი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სამართალი მსწრაფლი და მართალი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 10 მარტი, № 51, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 429. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 704. |
|
1883 12 მარტი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „წინამძღოლი არა გვყავს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 12 მარტი, № 53, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 432. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 705. |
|
1883 13 მარტი
გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ საღამოზე კითხულობენ ეპიზოდებს ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ და „კაცია – ადამიანიდან?!“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 50, გვ. 1 პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. |
|
1883 15 მარტი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ავსტრიის ვარამი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 15 მარტი, № 55, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 434 ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 705. |
|
1883 16 მარტი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „დიდი ოჯახი დაგვერღვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 16 მარტი, № 56, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 436. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 705-706. |
|
1883 17 მარტი
ზაქარია ჭიჭინაძე პეტერბურგში ნიკო ნიკოლაძეს წერილით ატყობინებს, რომ სერგეი მესხის ავადმყოფობის გამო „დროება“ შეიძლება ილია ჭავჭავაძემ შეისყიდოს. |
წყარო: ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. 1954, ნაწ. 1, გვ. 139; „შრომა“, 1883, № 17. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
1883 18 მარტი
თავმჯდომარეობს ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის სხდომას, რომელზეც საზოგადოების თავმჯდომარედ ირჩევენ დავით ავალიშვილს, იღებენ დადგენილებას, რომ შედგეს ახალი დასი და ქართული თეატრის მართვა თავის თავზე აიღოს მმართველობამ. დასის შედგენას და წარმოდგენების დაგეგმვას ანდობენ ილია ჭავჭავაძეს. |
წყარო: კ. ყიფიანი, „დროება“, 1883, 20 სექტ., № 185, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. |
|
1883 20 მარტი
გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე აჩვენებენ ცოცხალ სურათებს მისი პოემებიდან: „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „განდეგილი“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 60, გვ. 1. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. |
|
1883 20 მარტი
გაზეთ „დროებაში“ დავით სოსლანის ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის „საკვირაო მასლაათი კისრული“, რომელშიც პოემა „განდეგილი“ დაწუნებულია როგორც შინაარსით, ასევე ფორმით. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 60, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. |
|
1883 22 მარტი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ინფორმაციას გრიგოლ ორბელიანის გარდაცვალების შესახებ და მსჯელობენ დაკრძალვის ღონისძიებებზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, N45, გვ. 136. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1883 22 მარტი
ირჩევენ გრიგოლ ორბელიანის დამკრძალავ კომისიაში. წირვა ინიშნება ანჩისხატის, ხოლო დაკრძალვა – ქაშვეთის ეკლესიაში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 63, გვ. 1-2, № 67, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1883 23 მარტი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სარედაქციო წერილი „ჩვენი თეატრის მდგომარეობა“. მასში გამოთქმულია იმედი, რომ ილია ჭავჭავაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგა ქართულ თეატრს, შეძლებს მისთვის სუბსიდიის მოპოვებას. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 62, გვ. 1-2. |
|
1883 23 მარტი
ქართულ გაზეთებში ქვეყნდება დრამატული საზოგადოების გამგეობის განცხადება, რომ მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად მიმართონ ილია ჭავჭავაძეს და კონსტანტინე ყიფიანს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 62, გვ. 1; გაზ. „შრომა“ 1883, № 12. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
1883 26 მარტი
გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქვამს სიტყვას, რომელშიც მაღალ შეფასებას აძლევს მის მოღვაწეობას და საქართველოსთვის დიდ დანაკარგს უწოდებს მწერლის გარდაცვალებას. |
წყარო: გაზ. „ დროება“, 1883, 27 მარტი, № 65, გვ. 3; გაზ. „შრომა“,1883, 30 მარტი, № 13, გვ. 1-2. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 213. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1883 26 მარტის შემდეგ
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1883, № 3. დათარიღება: ჟურნალში ნახსენებია გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვის თარიღი – 26 მარტი. |
|
1883 27 მარტი
გაზეთებში „დროება“ და „შრომა“ ქვეყნდება მის მიერ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 27 მარტი, № 65, გვ. 3; „შრომა“, № 13. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1883 30 მარტი
ხელშეკრულებას დებს თბილისელ სირაჯებთან საგურამოს მარნიდან ოცდარვა საპალნე (1500-მდე ლიტრი) ღვინის მიყიდვაზე. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17514„ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 271. |
|
1883 30 მარტი
გაზეთ „შრომაში“ დრამატული საზოგადოების გამგეობა აქვეყნებს განცხადებას, რომ მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად მიმართონ ილია ჭავჭავაძეს და კონსტანტინე ყიფიანს. |
წყარო: გაზ. „შრომა“ 1883, № 13. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
1883 მარტი
გაზეთი „კავკაზი“ აქვეყნებს ვლადიმერ მიქელაძის კრიტიკულ წერილს ქართულ ლიტერატურაზე, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „ცხოვრება და კანონი“. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1883, № 60, 62. პირთა ანოტაციები: მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. |
|
1883 4 აპრილი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიებს „ქალაქის რჩევას“ და „ხიზნების მდგომარეობა“ („ამ სამის წლის წინედ...“). ტექსტები ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 4 აპრილი, № 69, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 443, 445. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 706. |
|
1883 5 აპრილი
გაზეთ „შრომაში“ დრამატული საზოგადოების გამგეობა აქვეყნებს განცხადებას, რომ მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად მიმართონ ილია ჭავჭავაძეს და კონსტანტინე ყიფიანს. |
წყარო: გაზ. „შრომა“ 1883, № 14. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
1883 7 აპრილი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „უცხოეთში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 7 აპრილი, № 71, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 448. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 707. |
|
1883 13 აპრილი
ხელს აწერს თსს ბანკის მმართველობის დადგენილებას, რომ მის წევრად ჩაითვალოს ყველა, ვინც შეიტანს საწევრო გადასახადს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11790, გვ. 86-87. |
|
1883 17 აპრილამდე
ქართული დრამატული დასი ილიას რეჟისორობით დგამს პაოლო ჯაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 17 აპრილი, № 78, გვ. 4. დათარიღება: ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ „დროების“ 1883 წლის 17 აპრილის ნომერში. პირთა ანოტაციები: ჯაკომეტი პაოლო (1816-1882) იტალიელი მწერალი და დრამატურგი. შექმნა 120-ზე მეტი დრამატული ნაწარმოები. 1859 წელს მისი თხზულებები დაიბეჭდა რვა ტომად. |
|
1883 17 აპრილი
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება განცხადება, რომ 24 აპრილს საზაფხულო თეატრში ილია ჭავჭავაძის მეთაურობით წარმოდგენილი იქნება პაოლო ჯაკომეტის დრამა „დამნაშავის ოჯახი“ |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 17 აპრილი, № 78, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ჯაკომეტი პაოლო (1816-1882) იტალიელი მწერალი და დრამატურგი. შექმნა 120-ზე მეტი დრამატული ნაწარმოები. 1859 წელს მისი თხზულებები დაიბეჭდა რვა ტომად |
|
1883 19 აპრილი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის სათავადაზნაურო ინსპექტორის - ალექსი ჭიჭინაძის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციას სხვადასხვა საგნის პროგრამებზე მმართველობის შენიშვნებთან დაკავშირებით. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დანიელ დეფოს ,,რობინზონ კრუზოს’’ გამოცემისათვის რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტისაგან ითხოვონ კლიშეები და თარგმნის ნებართვა. იღებენ ინფორმაციას, რომ ბათუმის სკოლის შენობის მეპატრონეს აღარ სურს შენობის გაქირავება. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N45, გვ. 133. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. დეფო დანიელ (1660-1731) ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი. |
|
1883 22 აპრილამდე
ილია ჭავჭავაძე ადგენს დრამატული საზოგადოების ახალ დასს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 22 აპრილი, № 79, გვ. 1-2. |
|
1883 24 აპრილი
ქშწ-კგ საზოგადოებაში ხვდება სოფელ ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ნათიძეს და აძლევს რჩევებს რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით. |
წყარო: ნ. ნათიძის წერილი, ტრ. ხუნდაძე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1960. გვ. 40. პირთა ანოტაციები: ნათიძე ნიკოლოზ (1853-1921) დეკანოზი, მწერალი, პუბლიცისტი, წერდა „მელანიას“ ფსევდონიმით |
|
1883 28 აპრილი
მეუღლე, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა უფორმებს მინდობილობას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, 3. 72. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1883 1-4 მაისი
მონაწილეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომებში. |
წყარო: დ. სოსლანი, „თბილისის თავადაზნაურობის საადგილ–მამულო ბანკის ყრილობა“, გაზ. „დროება“, 1883, № 89, გვ. 1-3. |
|
1883 8 მაისი
გაზეთ დროებაში „დ. სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდება დავით კეზელის „საკვირაო მასლაათი. კისრული“. მასში მინიშნებით არის ნათქვამი, რომ ილია ჭავჭავაძე ცდილობდა გაზეთ „დროების“ ხელში ჩაგდებას და მის რედაქტორად ნიკოლოზ ქანანოვის დანიშვნას, მაგრამ ივანე მაჩაბელმა „პატარძალი თვალწინ მოსტაცა და თავისთვის წაიყვანა“, ძველი საქმრო კი „ეხლა შორიდამ პირდაღებული უყურებს“. აქვეა საუბარი თსს ბანკის ყრილობაზე ილია ჭაჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვის შესახებ. |
წყარო: დავით სოსლანი, „საკვირაო მასლაათი: კისრული“, გაზ. „დროება“, 1883, 8 მაისი, № 85, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, „მოკითხული საზოგადო ფული (თ. ივ, მაჩაბელისა და ბროსეს პრემიის გამო)“, გაზ. „ივერია“, 1893, 9 ოქტომბერი, № 216, გვ. 2. პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ქანანოვი ნიკოლოზ დავითის ძე ჟურნალისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“. ილია ჭავჭავაძე ენდობოდა, ფსევდონიმით „დავითიშვილი“ მასზე მიანიშნებდა და ნიღბავდა საკუთარ ავტორობას |
|
1883 10 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აკმაყოფილებენ ცხინვალის სკოლის გამომძიებელ ნიკოლოზ ხიზანიშვილის თხოვნას ვახტან VI-ის ,,სამართლის წიგნის’’ ხელნაწერის დროებით გადაცემაზე. განიხილავენ მეჯლისიდან მიღებულ შემოსავალს. ნიშნავენ საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან იღებენ შეტყობინებას გამოცდების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, N45, გვ. 143. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ვახტანგ VI (1675-1737) ქართლის მეფე და განმანათლებელი. 1724 წელს დიდი ამალით გაემგზავრა რუსეთში, რომ იმპერატორისგან სამხედრო დახმარება მიეღო, მაგრამ ამაოდ. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. |
|
1883 11 მაისამდე
განხეთქილებაა დრამატული საზოგადოების მმართველობაში. ილია ჭავჭავაძე უარს ამბობს წარმოდგენების გამართვასა და დრამატული საზოგადოების ხელმძღვანელობაზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 11 მაისი, № 86, გვ. 2; 24 სექტ. № 189, გვ. 2. |
|
1883 11 მაისი
ქუთაისის გაზეთ „შრომაში“ „ბოსლეველის“ ფსევდონიმით იბეჭდება ესტატე მჭედლიძის სტატია „ბატ. ილ. ჭავჭავაძე და მისი ახალი პოემა „განდეგილი“, რომელშიც იგი წერს, რომ ამ ნაწარმოებში გამოხატულია ილიას „პესიმისტური შეხედულება სააქაოზე“. |
წყარო: გაზ. „შრომა“, ქუთაისი, 1883, № 18, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885) პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“. |
|
1883 11 მაისი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „სერგეი მესხის გამოსალმება“, რომელშიც თავს იჩენს ილია ჭავჭავაძესთან შეპირისპირებისა და მისი ნაღვაწის დაკნინების გზით სხვისი განდიდების მცდელობის ტენდენცია. სტატიის ავტორის თქმით, სერგეი მესხმა ჯანის სიმრთელე შეალია ისეთ საქმეს, რომელიც „გაუწყვეტელ შრომას თხოულობს და კაცს არ აცლის, შექმნას „კაცია – ადამიანი?!”, ან „გლახის ნაამბობი“. გაზეთის ამავე ნომერში ახალი ამბების მიმომხილველი წერს, რომ ქართული დრამატული დასის გაყოფის შემდეგ ორივე ჯგუფს უნდა დაედგა სპექტაკლები, მაგრამ ილია ჭავჭავაძის მსახიობები წარმოდგენებს არ მართავდნენ. ეს ფაქტი მიმოხილვის ავტორს თეატრისთვის საზიანოდ მიაჩნია და სურვილს გამოთქვამს, რომ დასი კვლავ გაერთიანდეს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 86, გვ. 1-3; 2. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
1883 24 მაისი
სირაჯებისგან იღებს მიყიდული ღვინის საფასურის ნაწილს და ამის შესახებ მინაწერს აკეთებს მათთან დადებულ ხელშეკრულებაზე. |
წყარო: ხელშეკრულების დედანი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17514„ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 271 |
|
1883 28 მაისი
გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის წერილი რედაქციისადმი „ჩვენს ლიტერატურულ კეთილ-წესიერებაზედ“, რომელშიც აკრიტიკებს ვლადიმერ მიქელაძის მიერ გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებულ წერილებს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 99, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. |
|
1883 მაისის ბოლო
გამოდის „ივერიის“ მეოთხე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა („წლევანდელი კრება ბანკისა მეტად...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 168, გვ. 389; ჟურნ. „ივერია“, 1883, № 4, გვ. 100-111; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 101. |
|
1883 3 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 37-38, 1978. |
|
1883 23 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ირჩევენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლებს, განიხილავენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოსე ნათაძის წლიურ ანგარიშს. ბათუმის სკლისთვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით იღებენ მაზრის გუბერნატორ ალექსი სმეკალოვის წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავარმართებელ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით მიწების ბოძება აკრძალულია როგორც კერძო პირთათვის, ისე საზოგადოებებისათვის. ნიშნავენ თონეთის სკოლის მასწავლებელს. თანხმდებიან ამ სასწავლებლის სექტემბერში გახსნაზე. ვერ აკმაყოფილებენ საგარეჯოში ახალგახსნილი ქალთა სახელოსნო სკოლის თხოვნას მასწავლებლის დანიშვნისა და დაფინანსების შესახებ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 143. პირთა ანოტაციები: ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. სმეკალოვი ალექსი მიხეილის ძე (1838-1890) რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1881 წლიდან ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორი. 1883 წლიდან, მას შემდეგ რაც ბათუმის ოლქი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას, ქუთაისის გუბერნატორი. დონდუკოვ-კორსაკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე (1820-1893) რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე, 1881-1890 წლებში, კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელი. |
|
1883 23 ივნისი
გაზეთ „დროებაში“ „დ. სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდეჰბა დავით კეზელის „კრიტიკული შენიშვნები „ივერია“ წიგნი ΙV“, რომელშიც ძირითადად განხილულია ილიასეული „შინაური მიმოხილვა“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 119, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. |
|
1883 23 ივნისი
სირაჯებისგან იღებს მიყიდული ღვინის საფასურის ნაწილს და ამის შესახებ მინაწერს აკეთებს მათთან დადებულ ხელშეკრულებაზე. |
წყარო: ხელშეკრულების დედანი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17514; ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 271. |
|
1883 24 ივნისი
წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორს ქშწ-კგ საზოგადოების წესდების შესაბამისი პროგრამით სოფელ თონეთში სკოლის გახსნის ნებართვის თაობაზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 25 ივნისი, № 121, გვ. 2. |
|
1883 ივნისი
ჟურნალ „იზიაშჩნაია ლიტერატურას“ ივნისის ნომერში ქვეყნდება ნიკო ნიკოლაძის მიერ თარგმნილი „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები“. |
წყარო: Изящная литература,1883, № 6, გვ. 270-296. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1883 ივლისის დასაწყისი
ივანე მაჩაბელი ტოვებს „ივერიის“ თანარედაქტორობას და ილია ჭავჭავაძე ჟურნალის გამოცემას განაგრძობს დამოუკიდებლად. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1883, № 4. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1883 14 ივლისი
წერს ლექსს „ბაზალეთის ტბა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 130. |
|
1883 14 ივლისის შემდეგ
ჟურნალ „ივერიაში“ აპირებს თავისი ლექსის “ბაზალეთის ტბა“ გამოქვეყნებას და ამონაბეჭდს წარადგენს საცენზურო კომიტეტში, მაგრამ მისი ბეჭდვა იკრძალება. |
წყარო: „ბაზალეთის ტბის“ ამონაბეჭდი ცენზურის კომიტეტის მინაწერით ჟურნალ “ივერიაში“ მისი დაბეჭდვის აკრძალვის შესახებ. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. 1, საქ. 548. |
|
1883 18 ივლისი
მისი ფელეტონის „შინაური მიმოხილვა“ ბეჭდვას კრძალავს საცენზურო კომიტეტი. |
წყარო: ი. ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძე და მეფის ცენზურა.გაზ. „კომუნისტი“, 1937, 4 აპრილი, გვ. 3. ჟურნ. „ივერია“, 1883, № 7-8, მინაწერი გარეკანის მესამე გვერდზე. |
|
1883 20-22 ივლისი
საგურამოში მასპინძლობს იონა მეუნარგიას. |
წყარო: ი. მეუნარგია, ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ, 1937, გვ. 48. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. |
|
1881 24 ივლისი
წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს თონეთის სკოლის სასწავლო პროგრამის დამტკიცების თხოვნით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N32, ფ. 5. |
|
1883 26 ივლისი
სერგეი მესხის გარდაცვალების გამო მცხეთიდან ქუთაისში სამძიმრის დეპეშას უგზავნის გარდაცვლილის მეუღლეს – ეკატერინეს და ძმას – ნესტორს. უბოდიშებს, რომ დასაფლავებას ვერ დაესწრო. რადგან დროულად არ შეატყობინეს, სად და როდის კრძალავდნენ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სერგეი მესხის ფონდი, ავტოგრაფი № 28; ჟურნ. „ივერია“, 1883, № 7-8, გვ. 176; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 94-95, 409-410. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928) მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და. მესხი ნესტორ (დაბ. 1856) სერგეი მესხის ძმა, სახალხო მასწავლებელი ყვარელში. ჭავჭავაძეების ხშირი სტუმარი |
|
1883 ივლისის ბოლო
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომრები ერთ წიგნად, რომელშიც დაბეჭდილია მისი „შინაური მიმოხილვა („ყველაფერი საოცარია ამ უცნაურს დროში...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 168, გვ. 410; ჟურნ. „ივერია“, 1883, № 5-6, გვ. 127-144; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 117. |
|
1883 6 აგვისტო
მისი ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1883 წლის 1 ივლისისთვის. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 154, გვ.4. |
|
1883 24 აგვისტო
საგურამოში სტუმრად ჰყავს იონა მეუნარგია. კითხულობს „ილიადას“. |
წყარო: ი. მეურნარგია, „ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ“, 1937, გვ. 47-48. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. |
|
1883 28 აგვისტო
ბაყალი უწერს ხელწერილს წიწამურში ნაყიდი ხილის საფასურისა და გადახდის ვადების მითითებით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 689. |
|
1883 აგვისტოს ბოლო
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე-მერვე ნომერი ერთ წიგნად, რომელშიც ხელმოუწერლად ბეჭდავს „შინაურ მიმოხილვას“ სათაურით „მითამ და „ახალი რაზმის კაცი“ ანუ ორი ფელეტონი (განხილვა)“, დამატებაში კი მისი ხელმოწერით ქვეყნდება ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217, გვ. 198; ჟურნ. „ივერია“, 1883, № 7-8, გვ. 117-136; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 136. |
|
1883 2 სექტემბერი
გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით ქვეყნდება ნიკო ხიზანიშვილის ლიტერატურული მიმოხილვა „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრებზე. მასში გულისტკივილია გამოთქმული ჟურნალის ამ ნომრების სიღარიბის გამო. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 172, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. |
|
1883 4 სექტემბერი
ესწრება სოფელ წინამღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნას და წარმოთქვამს სიტყვას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 173, ავტოგრაფი, გვ. 1–2; გაზ. „დროება“, 1883, 8 სექტ., № 177, გვ. 1–3. |
|
1883 4 სექტემბერი
წერს „შინაური მიმოხილვას“ („ამას წინად, ბატონყმობის გადავარდნამდე...“), მაგრამ საცენზურო კომიტეტი კრძალავს მის დაბეჭდვას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 173/84; საცენზურო კომიტეტის საარქივო ფონდი № 548, საქმე 17, აღწ. I; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 157, 618. |
|
1883 4 სექტემბერი
გაზეთ „დროებაში“ ალექსი კვალიაშვილი აქვეყნებს „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერში საბანკო საკითხების შესახებ ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებული „შინაური მიმოხილვის“ კრიტიკულ ანალიზს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 174, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: კვალიაშვილი ალექსანდრე (ალექსი) ანდრიას ძე (გარდ. 1887) პუბლიცისტი. |
|
1882 6 სექტემბერი როგორც ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე საქმიანი წერილით მიმართავს თბილისის კომერციულ ბანკს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 60, ფ. 15. |
|
1883 8 სექტემბერი
პრესაში იბეჭდება სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883,№ 177; ჟურნ. „მწყემსი“, 1883, № 1. |
|
1883 13 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წინარეხის სკოლის მასწავლებლად ნიშნავენ თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულ სალომე მაღალაშვილსა და ამავე სკოლის მზრუნველ ნიკო ცხვედაძეს უგზავნიან თანხას სკოლის შენობის გადასაკეთებლად. ბათუმის სკოლის მასწავლებელს მოსე ნათაძეს უგზავნიან სასკოლო ინვენტარსა და მოთხოვნილ თანხას. ეცნობიან ბათუმის მაზრის გუბერნატორის ალექსი სმეკალოვისა და გიორგი თუმანიშვილის წერილებს სასკოლო მიწის შესახებ. თონეთის სკოლას უგზავნიან ,,დედა ენასა’’ და სასკოლო ნივთებს. პეტრე უმიკაშვილს ავალებენ ანასტასია თუმანიშვილი მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს ,,რობინზონ კრუზოს’’ შემოწმებას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, N45, გვ. 168. პირთა ანოტაციები: წმინდა ნინო მოციქული, ქართველთა განმანათლებელი. მაღალაშვილი სალომე გიორგის ასული – პედაგოგი და ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმებით „სალომე შუბათელი“ და „სალომე შუბნელი“ და სხვ. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. სმეკალოვი ალექსი მიხეილის ძე (1838-1890) რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1881 წლიდან ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორი. 1883 წლიდან, მას შემდეგ რაც ბათუმის ოლქი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას, ქუთაისის გუბერნატორი. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. დეფო დანიელ (1660-1731) ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი. |
|
1883 19 სექტემბერი
„დროების“ რედაქციისადმი ალექსანდრე ყაზბეგის მიმართვისა და რედაქციის გამოხმაურების პასუხად, ამავე გაზეთში იბეჭდება კოტე ყიფიანის განმარტებითი წერილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობაში მომხდარი განხეთქილების შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 185, გვ. 3-4. პირთა ანოტაციები: ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
1883 23 სექტემბრამდე
დრამატული საზოგადოების მმართველობა ახალი დრამატული დასის შექმნას ავალებს ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მას ზოგადად თეატრის მართვა მიანდეს, რაც თეატრალური წრეების უკმაყოფილებას იწვევს. ამის გამო იგი უარს ამბობს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 189, გვ. 1-2. დათარიღება: დროზე მინიშნებულია წერილში, რომელსაც აწერია: „23 სექტემბერს“. |
|
1883 24 სექტემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე იბეჭდება ალექსანდრე ნანეიშვილის წერილი. მასში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძემ უარი თქვა ახალი დრამატული დასის შედგენაზე. დაპირისპირების მიზეზად დასახელებულია გამგეობის მიერ ისეთი დადგენილების მიღება, რომელიც თავისსავე წესდებას ეწინააღმდეგება. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 189, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
1883 სექტემბრის ბოლო
იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „მძინარე ყმაწვილს“, „არაგვი“, „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“ და ნაწყვეტები პოემებიდან: „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
|
წყარო: კრებ. „ხომლი“, შემდგ. იაკობ გოგებაშვილი, ტფილისი, 1883. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.
|
|
1883 3 ოქტომბერი
ალექსანდრე საგინაშვილს ბარათით აცნობებს, რომ გზათა მინისტრს 4 ოქტომბერს 10 საათზე უნდა შეხვდნენ. სთხოვს სასტუმრო „ლონდონში“ მისვლას, სადაც დეპუტაციის წევრები შეიკრიბებიან. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17620; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 78; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 137, 430. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 199. პირთა ანოტაციები: საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე |
|
1883 4 ოქტომბერი
თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, რომლის შემადგენლობაში ილია ჭავჭავაძესთან ერთად შედიან: ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, ალექსანდრე საგინაშვილი, ივანე ორბელიანი, იასე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე, იასე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ და ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილები და სათავეში უდგას გუბერნიის მარშალი დავით სუმბათაშვილი, რკინიგზის სადგურში ხვდება იმხანად თბილისში გავლით მყოფ გზათა მინისტრ კონსტანტინე პოსეტს და თხოვნით მიმართავს კახეთის რკინიგზის პროექტის დამტკიცების თაობაზე. მინისტრი აღიარებს პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის უფრო პრიორიტეტულია ნოვოროსიისკისა და პეტროვსკის სარკინიგზო ხაზის გაყვანა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 5 ოქტ. № 196, გვ. 2. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე (1829-1897) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულის მეთაური, დასავლეთ დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი – 1866 -1876 წლებში. თავი ისახელა თურქების ჯარისაგან გურიის დაცვის დროს. ამილახვარი ივანე გივის ძე (1829-1905) რუსეთის არმიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. 1877–1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის გმირი. საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე. ორბელიანი ივანე კონსტანტინეს ძე (1830/3-1892) გენერალი, გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილის – კონსტანტინე იოსების ძე ორბელიანის ვაჟი, მეტსახელად „ვანკა პაჟარნი“. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა და იქვე აღესრულა. ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811) ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები. ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903) თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. ჩოლოყაშვილი (ჩოლოყაევი) ნიკოლოზ (კიკო) ზაალის ძე (1840-1906) პოლკოვნიკი, თელავის მაზრის თავადაზნაურობის მეთაური. ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია. ჩოლოყაშვილი ერასტი ზაალის ძე (გარდ. 1893) სამოქალაქო მრჩეველი, თბილისის მაზრის უფროსი 1883-1887 წლებში, სალეწი მანქანის გამომგონებელი. სუმბათაშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1831–1920) გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი 1882 წელს. პოსეტი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (1819-1899) წარმოშობით ფრანგი, რუსეთის ფლოტის ადმირალი, 1874-1888 წლებში გზათა მინისტრი, 1888 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი. |
|
1883 11-12 ოქტომბერი
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება დასაწყისი ალექსანდრე ნანეიშვილის წერილისა „ლიტერატურული შენიშვნები „ივერიის“ მეშვიდე და მერვე ნომრებზე“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 201, გვ. 1-3; № 202, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
1883 25 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას. ეცნობიან გორის მაზრის უფროსის წერილს, რომელშიც საზოგადოებას ატყობინებს გუბერნატორის ბრძანებას წინარეხის სკოლის დახურვასთან დაკავშირებით. იგებენ, რომ სკოლის ბედს გადაწყვეტს სასწავლო ოლქის მზრუნველი. ზუგდიდის მაზრის სოფ. კახათის მასწავლებელი მის მიერ დაარსებული სამრევლო სკოლისთვის ითხოვს შემწეობას წიგნებისა და სასკოლო ნივთების სახით. ამასთან დაკავშირებით ალექსი ჭიჭინაძეს ავალებენ ინფორმაციის მოპოვებას სკოლისა და მისი დამაარსებლის შესახებ. ამტკიცებენ კანცელარიის ავეჯის განახლებაზე დახარჯულ თანხას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481, N45, გვ. 171. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. |
|
1883 ოქტომბერი
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეცხრე ნომერი, რომელშიც იბეჭდება ცენზურის აკრძალვის შემდეგ მის მიერ გადამუშავებული „შინაური მიმოხილვა“ („ამას წინად, ბატონყმობის გადავარდნამდე...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 168, გვ. 417; ჟურნ. ივერია, 1883, № 9, გვ. 96-112; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 157, 618. |
|
1883 5 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც უარს ეუბნებიან საოსტატო სემინარიის შეგირდს სტიპენდიის დანიშვნაზე. ეცნობიან მასწავლებელ მოსე ნათაძის ინფორმაციას ბათუმის სკოლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვინაიდან სკოლისთვის განკუთვნილი მიწის თანხა (7200 მან.) ქალაქს გადაეცა, აღნიშნული საკითხის მოგვარებას ავალებენ გიორგი თუმანიშვილს. მიხეილ ყიფიანს გადასცემენ თარგმნილი სახელმძღვანელოების ხელნაწერებს დედანთან შესაბამისობის შესამოწმებლად. გაზეთ ,,კავკაზის’’ რედაქციას უგზავნიან თანხას მეჯლისის გამართვის შესახებ განცხადების განთავსებისათვის. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45. პირთა ანოტაციები: ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891) პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში. |
|
1883 6 ნოემბრის შემდეგ
გამოდის „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („გაუქმდა განსაკუთრებული მთავარმართებლობა კავკასიისა...“) და განცხადება ჟურნალ „ივერიის“ ხელმოწერის პირობების შესახებ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 168, გვ. 462; ჟურნ. „ივერია“, 1883, № 10, გვ. 100-118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 178. დათარიღება: ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. |
|
1883 9-10 ნოემბერი
გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდება დასაწყისი ალექსანდრე ნანეიშვილის სტატიისა „ლიტერატურული შენიშვნები“ „ივერიის“ მეცხრე ნომერში დაბეჭდილ წერილზე „ხილად“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 225, გვ. 1-2; № 226, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
1883 28 ნოემბერი
ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად უგზავნის „გლეხთა განთავისუფლების დროინდელ სცენების“ და „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემებს. შესჩივის, რომ კარგი მთარგმნელის შოვნა თბილისში ძნელია და თან ძვირი ჯდება. სთხოვს, შეატყობინოს, რა თხზულებების გამოქვეყნება იქნება უფრო საინტერესო რუსული ჟურნალებისთვის და რა დაჯდება მათი თარგმნა. |
წყარო: ვლადიმერ ზამბახიძის საოჯახო არქივი; ჟურნ. „დროშა“, 1957, № 8, ვლ. ზამბახიძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 47; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 97-98, 410-411. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1883 ნოემბერი
თბილისიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ ბანკში რევიზია აქვთ და ამიტომ ვერ ადის საგურამოში. სთხოვს, რომ მის დას – ელისაბედს და საგურამოში სტუმრად მიმავალ მათ ნათესავ ბოღდანოვებს ეტლი დაახვედროს მცხეთაში. აინტერესებს, რთველის დაწყებას როდისთვის აპირებენ, რომ შვებულება აიღოს და ჩავიდეს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 217, 373. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 263. პირთა იდენტიფიკაცია: სავარაუდოდ, საუბარია ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილ – სოფიო ალექსანდრეს ასულ ჭავჭავაძე ბოღდანოვისაზე და მის მეუღლე - კონსტანტინე მიხეილის ძე ბოგდანოვ-კასინსკიზე ან მათ შვილებზე. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. ჭავჭავაძე-ბოღდანოვისა სოფიო ალექსანდრეს ასული (დაბ. 1835) ილია ჭავჭავაძის ღვიძლი ბიძის – ალექსანდრე პაატას ძე ჭავჭავაძის ქალიშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ბოღდანოვ-კასინსკის მეუღლე. |
|
1883 1 დეკემბრის შემდეგ
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც სათაურით „შინაური მიმოხილვა“ („ბევრი რამ გვაკლია ჩვენ, ქართველებს...“) ხელმოუწერლად იბეჭდება მისი პასუხი ქშწ-კგ საზოგადოების მუშაობის ნაკლულოვანებათა შესახებ გაზეთ „დროებაში“ იაკობ გოგებაშვილის მიერ ასევე ხელმოუწერლად გამოქვეყნებულ წერილზე. ამავე ნომერში ქვეყნდება მის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „დავითიანიდან“ ამოკრეფილი საანდაზო ფრაზები. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 168, გვ. 498; „შინაური მიმოხილვა“, ჟურნ. „ივერია“, 1883, № 11გვ. 98-117, იაკობ გოგებაშვილი, „რა მიზეზია?“ გაზ. „დროება“, 1883, № 246, 249; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბ., 2005, გვ. 600- 602, 630; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 198. ატრიბუცია: ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1883 დეკემბრის დასაწყისი
პეტრე უმიკაშვილთან და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად ამთავრებს „ვისრამიანის“ რამდენიმე ხელნაწერის შეჯერებას, ტექსტის დადგენას და რედაქტირებას. |
წყარო: გაზ. „ დროება“, 1883, 10 დეკემბერი, № 249, გვ. 3. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. |
|
1883 18 დეკემბერი
ცენზურა კრძალავს მისი ლექსის „ბაზალეთის ტბა“ ბეჭდვას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, საქმე 548. |
|
1883 26 დეკემბრამდე
თარგმნის ცნობილი რუსი მწერლის, ივან ტურგენევის თხზულებებს: „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1883, № 12, გვ. 50-61; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 214; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 626. დათარიღება: ვათარიღებთ პირველ პუბლიკაციაზე ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: ტურგენევი ივანე სერგეის ძე (1818-1883) რუსი მწერალი. დააპატიმრეს „მონადირის ჩანაწერების“ გამო. სიცოცხლის ბოლოს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. |
|
1883 26 დეკემბრის შემდეგ
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთორმეტე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მის მიერ შეკრებილი „საანდაზო ლექსები“ და ივან ტურგენევის „ლექსნი პროზითა“: „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1883, № 12, გვ. 50-61; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 214; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 626 დათარიღება: ვათარიღებთ ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით. პირთა ანოტაციები: ტურგენევი ივანე სერგეის ძე (1818-1883) რუსი მწერალი. დააპატიმრეს „მონადირის ჩანაწერების“ გამო. სიცოცხლის ბოლოს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. |
|
1883 28 დეკემბრამდე
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ატყობინებს, რომ მისი და, ნინო კარგად არის. სთხოვს, თბილისში ჩასვლა არ იჩქაროს, რადგან შეიძლება თავად ავიდნენ საგურამოში. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 373. ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 150; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 217, 373-374. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 263. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. |
|
1883 28 დეკემბრამდე
იღებს თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის ბარათს, რომელშიც სწერს თამასუქის შესახებ და მოკითხვას უთვლის მის მეუღლეს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 453. დათარიღება: ვათარიღებთ ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების დროით. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1883 28 დეკემბრამდე
იღებს თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის წერილს. იგი ატყობინებს, რომ სოსიკო ვაჩნაძეს სურს, ილიასგან ათასი მანეთის სესხება. ურჩევს არ მისცეს თანხა, რადგან ამ პიროვნებას მისი ვალიც აქვს და ჯერ არ გადაუხდია. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 454. დათარიღება: ვათარიღებთ ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების დროით. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. ვაჩნაძე სოსიკო (იოსებ) რევაზის (ონანოს) ძე მისი დედის – ეკატერინე (სალომე) ჭავჭავაძისა და ილიას პაპები – ივანე (გლახა) და პაატა ძმები იყვნენ. |
|
1883 28 დეკემბერი გარდაიცვალა ილიას და – ნინო გრიგოლის ასული ჭავჭავაძე-აფხაზი. |
წყარო: იური ჩიქოვანი, თავადი ჭავჭავაძეები, ისტ. ნარკვევი, არტანუჯი, 2002. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. |
|
1883 29 დეკემბერი
გაზეთ „დროებაში“ სიძესთან, ნიკოლოზ აფხაზთან ერთად, აკეთებს განცხადებას თავისი დის, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის გარდაცვალების შესახებ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 29 დეკემბერი, № 264, გვ. 1. პირთა ანოტაციები: აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907) ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე. ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. |
|
1883 29 დეკემბერი
გაზეთი „დროებაში“ იბეჭდება გერმანული ჟურნალიდან შესრულებული თარგმანი არტურ ლაისტის წერილისა „ქართული ახალი ლიტერატურის თაობაზედ. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, № 264, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”. |
|
1883 30 დეკემბერი
ასაფლავებენ მის დას – ნინო ჭავჭავაძე-აფხაზს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1883, 29 დეკემბერი, № 264, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883) ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში. |
|
1883 გაზეთ „კავკაზში” იბეჭდება იონა მეუნარგიას წერილი „განდეგილი“ – ილია ჭავჭავაძის პოემა“. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1883, № 53; Кавказский календарь на 1896, тифлис, 1895, отдел 4, 96. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. |
|
1883
ცალკე წიგნად გამოდის პოემა „განდეგილი“. |
წყარო: „განდეგილი“, ლეგენდა, პოემა ილია ჭავჭავაძისა“. ე. ხელაძის სტ., 1883, 25 გვ. |
|
1883
გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ დარსკის აცნობებს, რომ თონეთის სკოლაში სწავლა თავდაპირველად დაიწყება ქართულ ენაზე, რუსული კი დაემატება წლის მეორე ნახევრიდან. |
წყარო: აკაკი ბაქრაძე, ი. ჭავჭავაძე, გვ. 51. პირთა ანოტაციები: დარსკი თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი 1883 წელს. |
|
1883-დან
სტუმრად არის ნიკო ხიზანიშვილთან და ელისაბედ ჩერქეზიშვილთან და ნახულობს მათ ახალშობილს. |
წყარო: ოლღა აღლაძე, მცირე მოგონება, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 67-68. დათარიღება: 1863 წელს დაბადებულმა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ნიკო ხიზანიშვილი გაიცნო მას შემდეგ, რაც ქმარი მიატოვა და მშობლიურ სახლში დაბრუნდა ანუ – 1881 წლის შემდეგ. აქ კი უკვე ნიკოსა და მას ბავშვი ჰყავთ. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ჩერქეზიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული (1863-1948) მსახიობი, სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრებში. |