The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


13.10

1884    
     
13 ოქტომბერი    
     
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძეს განზრახული აქვს საჯარო ლექციების წაკითხვა „ვეფხისტყაოსანზე“ ქშწ-კგ საზოგადოების“ სასარგებლოდ.   წყარო:

„შინაური ქრონიკა“, გაზ. „დროება“, 1884, 13 ოქტომბერი, № 221, გვ. 1-2.

     
1882    
     
13 ოქტომბერი    
     
სწორებები შეაქვს ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის, დიმიტრი ყიფიანისთვის პეტერბურგში გასაგზავნ წერილში.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 60, გვ. 21-22.

     
1884    
     
13 ოქტომბერი    
     
 „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძეს განზრახული აქვს საჯარო ლექციების წაკითხვა „ვეფხისტყაოსანზე“ ქშწ-კგ საზოგადოების“ სასარგებლოდ.   წყარო:

„შინაური ქრონიკა“, გაზ. „დროება“, 1884, 13 ოქტომბერი, № 221, გვ. 1-2.

     
1887    
     
13 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ოქტომბერი“ („ევროპა საოცარი ქვეყანაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის სახელმწიფოთა დაინტერესება მაროკოთი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 ოქტომბერი, № 212, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 582.

     
     
1888    
     
13 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ოქტომბერი“ („საფრანგეთი დღეს დიდს ჭაპანწყვეტასა და გაჭირებაშია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის კონსტიტუციის ხელახლა გადახედვის მომხრენი და უარმყოფელნი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 13 ოქტომბერი, № 214, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 340.

     
1895    
     
13 ოქტომბერი    
     
იაკობ გოგებაშვილი ითვალისწინებს ქშწ-კგ საზოგადოების წესდების მერვე პარაგრაფს საპატიო წევრებად იმ პირების არჩევის შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მწიგნობრობის გავრცელებაში და საზოგადოების საპატიო წევრობის კანდიდატებად წერილობით ასახელებს ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 468.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     
1897    
     
13 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის იუბილეს შესახებ.   წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 339

     
1905    
     
13 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება სომხურ გაზეთ „მშაკში გამოქვეყნებული სტატია „დავუჯეროთ?“, რომელშიც საუბარია ქართველთა პოზიციაზე სომხურმუსლიმანურ კონფლიქტში და ქართველების უნდობლობის დასადასტურებლად მოყვანილია ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადის“ მაგალითი, რომელშიც სომეხ ინტელიგენციას ბრალი ედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში. სტატიის ავტორი ილიას ნაციონალიზმისა და შოვინიზმის ბურჯს უწოდებს და მასთან ერთად ირონიულად მოიხსენიებს მისი ნაწარმოებების რუსულად მთარგმნელ ვასილი ველიჩკოს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1905, 13 ოქტომბერი, № 187, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).