The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1893
1893

 
 

1893    
     

1893 1 იანვარი  

   

 

 
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს „შინაურ მიმოხილვას“ თარიღით „ტფილისი, 1 იანვარი“ („შემოვდგი ფეხიო, გწყალობდეს ღმერთიო...“).   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა კრებული ცხრა ტომად, (შემდგ. ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. VII, 1928, გვ. 342; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 120

 

   

1893 8 იანვარი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 იანვარი“ („ჩვენი ეკონომიური ძალ-ღონე ჯერ კიდევ სოფელია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 126.

 

   

1893 16 იანვარი  

   

 

   

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 16 იანვარი, № 10, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 131

 

   

1893 17 იანვარი  

   

 

   
გაზეთ „ივერიაში“ „ივერიელის“ ხელმოწერით განაგრძობს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ („შეიძლება გვიპასუხოს ვინმემ, რომ მკვიდრთა ჯიბე გაწყალდება...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 134.

 

   

1893 19 იანვარი  

   

 

   
გაზეთ „ივერიაში“ „ივერიელის“ ხელმოწერით ამთავრებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ („ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვსთქვათ იმ აზრის შესახებ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 19 იანვარი, № 12, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 137.

 

   

1893 21 იანვარი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („ბატონყმობის გაუქმებას, გლეხთა განთავისუფლებას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საკომლო მამულების ახალი კანონპროექტის გამო“.   

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 21 იანვარი, № 14, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 140.

 

   

1893 24 იანვარი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 იანვარი“ („პოლიტიკური მდგომარეობა დღევანდელის ევროპისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 24 იანვარი, № 17, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 144

 

   

1893 27 იანვარი  

   
     

ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, დეკანოზი დავით ღამბაშიძე „რ. დ. ღაძე“-ს ფსევდონიმით აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებულია მისი როგორც ლიტერატურული, ისე საზოგადო მოღვაწეობა.  

  წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 2, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

 

   

1893 28 იანვარი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ივერიელი“ იწყებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ და ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის რკინისგზის გამო“ („ჩვენის ფიქრით, მხოლოდ მაშინ ვერას დაამუნათებს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 28 იანვარი, № 20, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 148.

     

1893 30 იანვარი

   

 

   

 გრიგოლ ყიფშიძეს სწერს, რომ მომდევნო დღის „ზურნაში“ დავით ღამბაშიძეზე არაფერი დაბეჭდოს და, ზოგადად, სასაცილოდ არავინ აიგდონ.  

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17577; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 119; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 207, 468.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 208-209.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში დავით ღამბაშიძე მხოლოდ გვარით არის მოხსენიებული.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

 

   

1893 30 იანვარი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ივერიელი“ განაგრძობს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ და ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“ („სამადსამი გზაა, ჩვენის ფიქრით,რომ გაჩნდეს ის ძალ-ღონე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 30 იანვარი, № 22, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 151.

 

   

 1893 31 იანვარი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ივერიელი“ ამთავრებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ და ქვესათაურით „კიდევ.„Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“ („ერთს სიტყვას კიდევ ვიტყვით და გავათავებთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 31 იანვარი, № 23, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 153.

 

   

1893 31 იანვარი 

   
     

 თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას.  

  წყარო:

კრების ანგარიში, გაზ. „ივერია“, 1893, № 25. ^3330 წ

     

 1893 იანვარი

   

 

   

 უკრაინული ჟურნალი „პრავდა“ აქვეყნებს მისი ლექსის „გაზაფხული“ ოლექსანდრ ლოტოცკისეულ თარგმანს.  

  წყარო:

«Весна», Пер. «О. Л.-ий», «Правда», 1893.

პირთა ანოტაციები:

ლოტოცკი ოლექსანდრ (ალექსანდრ) ეგნატეს ძე (1870-1939)

კრაინელი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. თარგმნა ქართველ პოეტთა ნაწარმოებები.

 

   

1893 2 თებერვალი

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „თქვენი თანამშრომელი“ აქვეყნებს წერილს „ჩვენი აზრი სწავლა-აღზრდის სისტემის შესახებ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 2 თებერვალი, № 24, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 156.

 

   

1893  9 თებერვალი

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი “ („ამას წინად მემკვიდრე ცესარევიჩი ეწვია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ვითარება ევროპაში“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 2 თებერვალი, № 24, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 156.

 

   

1893  9 თებერვალი

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მტკიცდება იაკობ გოგებაშვილისა და ვალერიან გუნიასათვის სახელმძღვანელოების თანხის გამოყოფა; ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას უგზავნიან გაყიდვების საკომისიოს. დადებითად წყდება სამტრედიის წიგნის მაღაზიის მეპატრონე იასონ კაპანაძის თხოვნა მისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების გაყიდვის ნებართვის მიცემის თაობაზე. განიხილავენ ბიბლიოთეკისთვის წიგნის „წესდებულება ქართველთ თავადაზნაურთათვის“ შეძენის საკითხს. დავით კარიჭაშვილს ავალებენ სახალხო ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების სიის შედგენას. მადლობას უცხადებენ კირიონ საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოებას შესწირა: მე-<b>18 საუკუნის ხელნაწერი „სძლისპირნი“, ანტონ კათალიკოსის „რიტორიკა“, ძველი აღთქმის აპოკრიფი, ანა ერისთავიბაგრატიონის წერილი მოსკოვის მიტრიპოლიტისადმი და თამარ მეფის მონეტები.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 258.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

კაპანაძე იასონ ლუკას ძე (1857-1931)

პედაგოგი.

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

თამარ მეფე (1160-1213?)

საქართველოს მეფე 1184 წლიდან.

საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II)

ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.

 

   

1893 14 თებერვალი

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 თებერვალი“ („ამ უკანასკნელ ხანებში დიდი ლაპარაკია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ კახეთის რკინისგზის გამო“.  

   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 14 თებერვალი, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 168.

 

   

1893  14 თებერვალი

   

 

   

ესწრება თსს ბანკის წევრთა საგანგებო კრებას და კითხულობს გამგეობის წერილს, რომელშიც მოთხოვნილია კახეთის რკინიგზის ასაშენებლად 15 ათასი მანეთის გამოყოფა. განმარტავს, რომ რკინიგზის მშენებლობისთვის თანხის გაღება არ ეწინააღმდეგება ბანკის წესდებას და, მიუხედავად იმისა, რომ ბანკს მიმდინარე წელს საზოგადო საჭიროებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებში თანხის ეს ოდენობა მთლიანად არა აქვს, შესაძლებლად მიიჩნევს, იგი გამოიყოს თავისუფალი ფულიდან და შემდგომში მოხდეს მისი შევსება საზოგადო საჭიროების თანხებიდან. ბანკის ზედამხედველი კომიტეტი ამ წინადადებას მხარს არ უჭერს. ილია ჭავჭავაძე გამოკვეთს კახეთში რკინიგზის გაყვანის განსაკუთრებულ საჭიროებას. მისი გამოსვლა უმრავლესობის განწყობას ცვლის. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო კომისიის შექმნისა და მოთხოვნილი 15 ათასი მანეთის მისთვის გადაცემის შესახებ.  

  წყარო:

ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება, გაზ. „ივერია“, 1893, 16 თებერვალი, № 33, გვ. 2; 17 თებერვალი, № 34, გვ. 2.

 

   

1893  15 თებერვალი

   
     

ესწრება თსს ბანკის წევრთა საგანგებო კრებას. ზედამხედველი კომიტეტის წევრ ალექსანდრე კობიაშვილის კითხვას, რატომ არ გამოაქვეყნა ბანკის გამგეობამ კონვერსიის ჩატარების წესი, რომ ყველას ჰქონოდა მისი დაწვრილებით გაცნობის შესაძლებლობა, პასუხობს, რომ საცენზურო კომიტეტი კრძალავს სამინისტროს წესების გამოქვეყნებას. კრების მონაწილეთა თხოვნით დაწვრილებით განმარტავს, რა იგულისხმება ბანკის „თავისუფალ“ ანუ „სამოქმედო ფულში“. ივანე მაჩაბლის განაცხადს, რომ კონვერსიის ჩაუტარებლობაში პირადად ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის ბრალი, პასუხობს, რომ 1891 წელს კონვერსიის გადადება გამოიწვია რუსეთში არსებულმა მძიმე სოციალურმა ფონმა და ფასების დავარდნამ. კონკრეტული თარიღებით და ციფრებით განამტკიცებს თავის ნათქვამს, შემდეგ კი კრებას უხსნის, რომ ამჯერად კონვერსიის ჩატარება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ეს იყო 1891 წელს, რადგან არსებობს სახელმწიფო ბანკის დახმარების შესაძლებლობა. იქვე პასუხობს კითხვას, რატომ ჯობს კონვერსიის ჩატარება მამულების გადაგირავებას.

   წყარო:

ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება, გაზ. „ივერია“, 1893, 23 თებერვალი, № 39, გვ. 2-3; 24 თებერვალი, № 40, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე

1895 წელს თბილისის სამეურნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

   

1893  15 თებერვალი

   

 

   

ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, დეკანოზი დავით ღამბაშიძე „რ. დ. ღა-ძე“-ს ფსევდონიმით აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. იგი წერს ილია ჭავჭავაძის მტრულ დამოკიდებულებაზე საქართველოში გამომავალი სხვა ჟურნალ-გაზეთებისადმი და მოითხოვს, რომ ფსევდონიმებს ამოფარებულმა „ივერიის“ ავტორებმა თავიანთ კრიტიკულ წერილებს საკუთარი სახელი და გვარი მოაწერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე პასუხი უნდა აგოს რედაქტორმა.  

  წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 3, გვ. 1-8.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

 

   

1893 16 თებერვალი

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ სკოლების შესანახი თანხის მოძიების გზების შესახებ. აკმაყოფილებენ რუისის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო ბიბლიოთეკის თხოვნას საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების მიწოდებაზე. ისმენენ ინფორმაციას საზოგადოების სასარგებლოდ 19 დეკემბერს გამართული კონცერტის თაობაზე.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481, № 198, გვ. 260.

 

   

1893  17 თებერვალი

   

 

   

თელავში გამართულ კახეთის მევენახეთა კრებაზე ირჩევენ ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის წესდების შემმუშავებელ კომისიაში.  

  წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1893, № 3146.

 

   

1893  28 თებერვალი

   

 

   

   მისი წერილის „ჩვენი აზრი სწავლა-აღზრდის სისტემის შესახებ“ პასუხად გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ორი გამოხმაურება. ხელმოუწერელ სტატიაში „სწავლის საქმე ჩვენში“ გამოთქმულია აზრი, რომ „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორს საქმე საფუძვლიანად არ შეუსწავლია და ისე იძლევა დარიგებებს. კონსტანტინე მამაცაშვილის წერილიდან „კიდევ სათავადაზნაურო სკოლის გამო“ ჩანს, რომ ავტორი კლასიკური განათლების მომხრეა და არ ეთანხმება ილია ჭავჭავაძეს სამეურნეო სასწავლებლის უპირატესობასთან დაკავშირებით.  

  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1893, № 9, გვ. 5-6, 15-18.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (1818-1900)

საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, მემუარისტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

   

1893  2 მარტი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 მარტი“ („ამას წინად მოვიხსენიეთ, რომ სამეურნეო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო მცენარეთა დაზღვევა“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 2 მარტი, № 44, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 174.

 

   

1893 2 მარტი  

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მადლობას უცხადებენ ბაქოელ თანამემამულეებს მათ მიერ გამართული ქართული საღამოს შემოსავლიდან თანხის შეწირვისთვის. განიხილავენ კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თხოვნას შენობის ასაგებად სიმონ საყვარელიძის მიერ ნაანდერძევი თანხის დროულად გამოტანისა და ლატარეის გამართვის აუცილებლობის თაობაზე. აკმაყოფილებენ პეტრე უმიკაშვილის თხოვნას მის მიერ ნათარგმნი ორი ნაწარმოების „ცისა და ქვეყნის ამბავი“ და „აუცერით ბავშვებს“ დაბეჭვდის შესახებ. ექვთიმე თაყაიშვილს ავალებენ ხელნაწერების: „საქართველოს ცხოვრება“ და „ისტორია დარღვევისათვის უკანასკნელ წმინდა ქალაქისა იერუსალიმისა რომაელთა კეისრისა ტიტესაგან“ გადამოწმებას. ამტკიცებენ ხაზინადარის მიერ საბანკო ქაღალდის შესყიდვის საკითხს და ხელმეორედ ითხოვენ კავკავის სკოლის კომიტეტის თვიურ ანგარიშს.   

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 264.

დათარიღება:

გამგეობის სხდომის ოქმზე დავიწყებიათ თარიღის მიწერა, მაგრამ შინაარსიდან ჩანს, რომ 1 მარტის მომდევნო დღეებში უნდა იყოს დაწერილი (წარმოდგენილია ფინანსური მდგომარეობა 1 მარტისთვის). წინა ორი სხდომაც, მომდევნოც და ბევრი სხვა, სამშაბათობით ტარდებოდა. 1 მარტის მომდევნო სამშაბათი კი იყო 2 მარტს და ვფიქრობთ, რომ ეს სხდომა სწორედ ამ დღეს უნდა ჩატარებულიყო.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს.

ტიტე (ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე)

რომის იმპერატორი ახ. წ. 79-81 წლებში. იბრძოდა იუდეველთა წინააღმდეგ, 70 წელს დაიკავა და დაანგრია იერუსალიმი.

საყვარელიძე სიმონ (გარდ. 1893 წ. მარტამდე)

ცნობილია, რომ იყო ქშწ-კგ საზოგადოების წევრი და მნიშვნელოვანი თანხა დაუტოვა ანდერძით ამ ორგანიზაციას.

 

   

1893 6 მარტი  

   

 

   

გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს თსს ბანკის ბალანსს 1893 წ. 1 იანვრისათვის.  

  ყარო: გაზ. „ივერია“, 1893, № 47.

 

   

16 თებერვალი 7 მარტი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს სწავლა-აღზრდის სისტემის შესახებ მისი წერილის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ვრცელ გამოხმაურებას სათაურით „ხმა იმერეთიდამ“, რომელსაც ხელს აწერს „მოხუცი პედაგოგი“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 48, გვ. 2-3.

 

   

10 მარტი  

   

 

   

თბილისის გუბერნატორი პოლიციის დეპარტამენტს უგზავნის უწყისს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მოქალაქეთა შესახებ. მასში სხვა 76 პირს შორის დასახელებულია ილია ჭავჭავაძე, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება.  

  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 235.

 

   

17 მარტი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს კორესპონდენციას ხონიდან, რომელშიც საუბარია ადგილობრივი სემინარიის დირექტორთან მოსწავლეთა დაპირისპირებაზე. ნათქვამია, რომ მოსწავლეები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე დაითანხმა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის მოადგილემ, მიხეილ ზავადსკიმ. იგი მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ სასწავლებლიდან არავინ გაირიცხებოდა და ოლქის მზრუნველის ჩამოსვლამდე დირექტორი მათ წინააღმდეგ არავითარ ზომებს არ მიიღებდა. სტატია იწვევს ილია ჭავჭავაძისადმი, როგორც გაზეთის რედაქტორისადმი სამოსწავლო ოლქის ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 56, გვ. 3-4.

პირთა ანოტაციები:

ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926)

რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი და განათლების მინისტრის თანაშემწე.

 

   

17 მარტის შემდეგ

   

 

   

 ხონის სემინარიაში მოსწავლეთა გაფიცვის ამსახველი კორესპოდენციის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნების გამო კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილ იანოვსკი ილია ჭავჭავაძისგან ითხოვს გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფას. საცენზურო კომიტეტის დადგენილებით „ივერიის“ რედაქციას გამოსაქვეყნებლად ეგზავნება მიხეილ ზავადსკის მიერ რუსულ ენაზე შედგენილი ტექსტი.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 86, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)

რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.

ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926)

რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი და განათლების მინისტრის თანაშემწე.

 

   

18 მარტი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს დასაწყისს წერილისა „ჟიულ ფერრი“ („<b>1878 წელს კაბინეტის პრეზიდენტმა დიუფორმა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 18 მარტი, № 57, გვ. 3-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 178.

პირთა ანოტაციები:

ფერი ჟულ (ჟიულ) (1832-1893)

საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე. საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი.

დიუფორი ჟიულ არმან (1798-1881)

ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, კაბინეტმინისტრი.

 

   

1893  20 მარტი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს დასასრულს წერილისა „ჟიულ ფერრი“ („1887 წლის 10 დეკემბრამდე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 20 მარტი, № 59, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 181.

პირთა ანოტაციები:

ფერი ჟულ (ჟიულ) (1832-1893)

საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე. საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი.

 

   

1893  28 მარტი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება განცხადება, რომ სააღდგომოდ იყიდება „საუკეთესო ღვინოები კნ. ი. გ. ჭავჭავაძისა და სხვა კახეთის მემამულეებისა“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 28 მარტი, № 64

 

   

1893  მარტის ბოლო

   

 

   

მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.   

  წყარო:

ანგარიში ტფილისის სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკის მოქმედებისა 1893 წ., ტფ., 1892.

 

   

1893 13 აპრილი 

   
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ალექსანდრე ჭყონიას გამოუყოფენ წიგნის „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრესტომატია საქართველოს ისტორიისათვის“ საავტორო თანხას. იღებენ გადაწყვეტილებას საზოგადოების საერთო კრების 1893 წლის 31 იანვრის ოქმიდან გადასასინჯი საკითხების გადმოწერაზე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ორგანიზებაში საზოგადოების სახელით მონაწილეობას ანდობენ ალექსანდრე ჭყონიას და გიორგი იოსელიანს. გამოიყოფა ალექსანდრ ივანოვის წიგნის „ცა და დედამიწა“ თარგმანის ცენზორთან წარსადგენი ეგზემპლარის გადაწერის თანხა. იღებენ დადგენილებას, რომ წერილობითი პასუხი გაეცეს სიმონ წერეთლის მიერ გაზეთ „კვალის“ მე-13 ნომერში დაბეჭდილ პუბლიკაციას „თ. ჟორდანიას მიერ შეგროვებული სიგელ-გუჯრების და სხვა მასალების ბედი“.    წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 198 გვ. 274; დ. კარიჭაშვილი, „წერილი რედაქციის მიმართ. პასუხი ს.ნ. წერეთელს, თ. ჟორდანიას შესახებ“, გაზ. „კვალი“, 1893, № 6.

პირთა იდენტიფიკაცია:

სავარაუდოდ, საუბარია სიმონ ნიკოლოზის ძე წერეთელზე.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

ივანოვი ალექსანდრე

ავტორი წიგნისა „ცა და დედამიწა“

წერეთელი სიმონ ნიკოლოზის ძე

ქშწ-კგ საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრი.

ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა.

 

   

1893 15 აპრილის შემდეგ

   

 

   

უბის წიგნაკში იწერს თემებს და წიგნების ავტორებს, გვერდით კი უთითებს პუბლიცისტებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ამ თემებზე უკვე დაწერეს ან უნდა დაწერონ. მოხსენიებულ პირთა შორის არიან: კამილ ფლამარიონი, ალექსანდრე ცაგარელი, მოსე ჯანაშვილი, იაკობ მანსვეტაშვილი, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ხიზანიშვილი და დავით მიქელაძე.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 1(უბის წიგნაკის მეორე მხრიდან).

დათარიღება:

დავით მიქელაძემ „ივერიაში“ რეგულარულად წერა დაიწყო 1893 წლის 15 აპრილს.

პირთა ანოტაციები:

ფლამარიონი კამილ (1842-1925)

ფრანგი ასტრონომი, იკვლევდა პლანეტებს, დააარსა რამდენიმე ჟურნალი და ასტრონომთა საზოგადოება.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

ჯანაშვილი მოსე გიორგის ძე (1855-1934)

ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1920 წლიდან თსუ-ს პროფესორი.

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ.

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

მიქელაძე დავით (1843-1918)

მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

 

   

1893 8 აპრილი 

   

 

   

 რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ იწყებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი მაღალ შეფასებას აძლევს სამოციანელთა ღვაწლს, რომლის ლიდერიც ილია ჭავჭავაძე იყო. აღნიშნავს, რომ ქართულ მწერლობას სიცოცხლე და აზრიანობა სწორედ ამ დროს დაეტყო.  

  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1893, № 16, გვ. 11-13.

პირთა ანოტაციები:

ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“.

     

 1893 19 აპრილი

   
     

ემანუილ შვარცისგან ყიდულობს წისქვილის თვლებს.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 688.

პირთა ანოტაციები:

ემანუელ შვარცი

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

 

   

1893 20 აპრილი  

   

 

   

გაზეთ „ივერიის“ რედაქცია საცენზურო კომიტეტს წარუდგენს მიხეილ ზავადსკის დაპირებების უარყოფის ამსახველი ტექსტის ქართულ თარგმანს, საცენზურო კომიტეტი კი დაჟინებით მოითხოვს მის რუსულად გამოქვეყნებას.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 86, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926)

რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი და განათლების მინისტრის თანაშემწე.

 

   

1893 20 აპრილი

   
     

  ესწრება თსს ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც განიხილავენ განვლილი წლის ანგარიშს.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 21 აპრილი, № 81, გვ. 2-3.

 

   

1893 21 აპრილი 

   
     

ესწრება თსს ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც განიხილება ახალი წევრების მიღების საკითხის გაჭიანურების მიზეზები.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 22 აპრილი, № 82, გვ. 2-3.

 

   

1893 22 აპრილი

   
     

ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის ბანკის შემფასებელი კომისიის ინსტრუქციასთან დაკავშირებით.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 22 აპრილი, № 82, გვ. 2-3; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 2-24.

 

   

1893 22 აპრილი

   
     

 თბილისიდან განჯაში ილია ჭავჭავაძის დავალებით მიემგზავრებიან ქშწ-კგ საზოგადეოების გამგეობის წევრები გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია და პოეტის ბიძაშვილი პოდპოლკოვნიკი გიორგი ორბელიანი.   376

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 24 აპრილი, № 84, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

ორბელიანი გიორგი ილიას ძე (1853-1924)

რუსეთის არმიის გენერალი, ილია ბატონიშვილის შვილიშვილი (ბარბარეს ვაჟი) გრიგოლ ორბელიანის ძმისწული, კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაური.

 

   

1893 23 აპრილი 

   
     

ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის წინამძღვრიანთკარის რევიზიასთან დაკავშირებით. დამსწრეთ არწმუნებს, რომ ილია წინამძღვრიშვილი სიხარულით იღებს ყველას, ვისაც სურს გაეცნოს სკოლის მუშაობას.  

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 2-24.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

 

   

1893 24 აპრილი

   
     

 იღებს დეპეშას განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის პოვნის შესახებ.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 25 აპრილი, № 85, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

 

   

1893 24 აპრილი 

   
     

ესწრება თსს ბანკის კრებას. დამსწრეთ განუმარტავს, რომ სათავადაზნაურო სკოლის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ბანკის წინა წლის მოგების შესაბამისად და არა სამომავლო შესაძლო შემოსავალზე დაიმედებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გასაჭირი შეექმნას თავად ბანკს.  

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 1-82.

 

   

25 აპრილი  

მონაწილეობს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ჩამოსვენებისა და დიდუბეში დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში. წარმოთქვამს სიტყვას.  

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 27 აპრილი, № 86, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

 

   

1893 25 აპრილი

   
     

 რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ განაგრძობს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი საუბრობს „მამებისა“ და „შვილების“ დაპირისპირებაზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა, და „შვილების“ გამარჯვებაზე. წერს, რომ ახალგაზრდა ლიბერალებს ეროვნული ინტერესებისათვის არასოდეს უმტყუნიათ. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ მიერ სოციალური პრობლემების გაშუქებას, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბატონყმობის გაუქმების საქმეში. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება აკაკი წერეთლის გამოცანები საზოგადო მოღვაწეებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძეზე: „როგორც ღრუბელთ წინამძღვარსა / უყვარს გრგვინვა, ჭექა-ჭუქი, / რომ მის ფრთებქვეშ შეიფაროს / წიწილა და ბატის ჭუკი“.

  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1893, № 17, გვ. 8-9, 13-16.

პირთა ანოტაციები:

ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

 

   

1893 25 აპრილის შემდეგ

   

 

   

მოკლე ბარათს უგზავნის დას, ელისაბედს. დომინიკა ერითავის თხოვნასთან დაკავშირებით სწერს, რომ ხუთი ათასი დესეტინა მუხნარი გასაყიდად არა მხოლოდ მას არა აქვს, არც ეგულება საქართველოში ისეთი ვინმე, ვისაც შეიძლება ჰქონდეს.

  წყარო:

ყვარლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ფონდი 377, ავტოგრაფი; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 70; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 265-266, 512.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 209.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში დომინიკას გვარი ნახსენები არ არის. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 209.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ერისთავი-მდივნისა დომინიკა ზურაბის ასული (1864-1929)

პოეტი, პროზაიკოსი, „ივერიის“ თანამშრომელი. წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით.

 

   

 

1893 26 აპრილი 

   

 

   

პირადად მიდის საცენზურო კომიტეტში და უარს აცხადებს მიხეილ ზავადსკის „უარყოფის“ რუსულად გამოქვეყნებაზე იმ მოტივით, რომ მას უფლება არა აქვს ქართულ გაზეთში რუსული ტექსტის დაბეჭდვისა, მაგრამ საცენზურო კომიტეტი აიძულებს.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 86, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926)

რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი და განათლების მინისტრის თანაშემწე.

 

   

  1893 26 აპრილი

   

 

   

  ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც ამბობს, რომ ბანკმა ჯერ ვალი უნდა გაისტუმროს და შემდეგ გასცეს ფული სხვადასხვა ხარჯებისათვის.   

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 2-24.

 

   

1893 27 აპრილი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ რუსულ ენაზე იბეჭდება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის მოადგილის მიხეილ ზავადსკის „წერილი რედაქციისადმი“, რომელშიც უარყოფილია მისი დაპირებები ხონის სემინარიის სტუდენტებისადმი. წერილის მიხედვით, ის იმთავითვე არწმუნებდა მათ, რომ ვინც მორჩილებას არ გამოიჩენდა, ყველანი დაისჯებოდნენ. წერილს ახლავს სარედაქციო შენიშვნა, რომ იბეჭდება კავკასიის საცენზურო კომიტეტის განკარგულებით.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 86, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926)

რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი და განათლების მინისტრის თანაშემწე.

 

   

1893 27 აპრილი  

   

 

   

გაზეთებში იბეჭდება მის მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის დიდუბეში დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა. მწერლის თხზულებათა კრებულებში გამოქვეყნებულია სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე“  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 27 აპრილი, № 86, გვ. 2 ; გაზ. „კვალი“,1893, № 18-20, გვ. 4; кавказский календарь на 1895, тифлис, 1894, отдел 4, 59; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 559.

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

 1893 27 აპრილი

   
     

ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც გამოდის წინადადებით, რომ სკრის მამული თავადაზნაურობამ შეიძინოს სამეურნეო სკოლის გასახსნელად.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 25.

     

1893 28 აპრილი 

   
     

ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის ვაზის დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და პეტერბურგში ბანკის საკითხებთან დაკავშირებულ მივლინებებზე.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 25.

     

1893 27-29 აპრილი

   

   

   

ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას კახეთის დამშეული სოფლებისათვის ბანკის მოგებიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1893, № 3204-3208, 3210-3212; გაზ. «Кавказ», 1893, № 104-108, 110-113.

   

   

1893 აპრილის ბოლო

   

 

   

ჟურნალ „მოამბეში“ ქვეყნდება მისი მონაწილეობით შექმნილი კახეთის მევენახეთა ამხანაგობის წესდების პროექტი.  

  წყარო:

ჟურნ. „მოამბე“ № 4.

 

   

5 მაისამდე  

   
     

ხმით ირჩევენ თბილისის ქალაქის გამგეობის ხმოსნად.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 5 მაისი, № 93. გაზ. „ივერია“, 1893, 8 მაისი, № 95, გვ. 2.

დათარიღება:

ინფორმაცია დაიბეჭდა 5 მაისის „ივერიაში

     

1893 6   მაისი 

   
     

გიორგი წერეთელი ნიკო ზუბალაშვილს და ნიკო ცხვედაძეს აცნობებს რომ სომხური გაზეთების რედაქტორების ინფორმაციით, სომეხი ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძისა და მათ არჩევას ქალაქის საბჭოში.

  წყარო:

გიორგი წერეთელი, წერილი რედაქციის მიმართ, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910)

თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1893 8   მაისი

   

 

   

ტარდება ქართველ ხმოსანთა კრება, რომლის წევრებსაც გიორგი წერეთელი აცნობებს, რომ სომხური გაზეთების „მშაკის“ და „მურჩის“ მომხრეები მხარს დაუჭერენ ქართველ კანდიდატებს, თუ მათ რიგებში არ იქნებიან ნიკო ზუბალაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე. თავად გიორგი წერეთელი ადასტურებს ამ ინფორმაციას, მაგრამ უარყოფს, რომ განცხადება გაკეთდა კრებაზე,

  ყარო: „ახალი ამბავი“, გაზ. „ივერია“, 1893, 13 მაისი, № 99, გვ. 2; გიორგი წერეთელი, წერილი რედაქციის მიმართ, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910)

თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

 

   

1893 9   მაისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ნასიძე „პაატას“ ფსევდონიმით აქვეყნებს წერილს სახელდახელო: (ყბად-ასაღები წყალ-წასაღები ამბავი), რომელშიც მიმოიხილავს გაზეთ „კვალის“ რეაქციას სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით

  წყარო:

გაზ. „ივერია“,1893, 9 მაისი, № 96, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

1893  11   მაისი

   

  

   

ესწრება თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განიხილავენ მოსახლეობისათვის დახმარების აღმოსაჩენი ღონისძიებების შესახებ მის მიერ შედგენილ პროექტს. თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრების დამშეულ მცხოვრებლებს გამოუყოფენ 6000 მანეთს. იქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც იძენს ხორბალს და შეღავათიან ფასებში ურიგებს მოსახლეობას ან აძლევს ნისიად მოსავლის აღებამდე.  

  წყარო:

თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 88.

  

   

 

   

1893 15   მაისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება გიორგი წერეთლის, წერილი რედაქციის მიმართ, რომელშიც იგი აცხადებს, რომ სომხური გაზეთების რედაქტორების უარყოფითი დამოკიდებულება ნიკო ზუბალაშვილის, ნიკო ცხვედაძის, ნიკო ნიკოლაძისა და ილია ჭავჭავაძის კანდიდატებად არჩევასთან დაკავშირებით მან გააცნო არა კრებას, არამედ პირადად ნიკო ზუბალაშვილსა და ნიკო ცხვედაძეს. სტატიას დართული აქვს რედაქციის შენიშვნა: „ამ საქმეში ვინ არის მართალი, ბ-ნი გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი თუ „ივერიის“ რედაქცია, ამის პასუხი თავის დროზედ იქმნება. რედ.“

  წყარო:

„ტფილისი, 14 მაისი“, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 1; წერილი რედაქციის მიმართ, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910)

თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

 

   

1893  15   მაისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14   მაისი“ („ხვალ დანიშნულია არჩევანი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში სათაურით „ახალი ხმოსნების არჩევნები“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 183.

 

   

1893 16   მაისი

   

 

   

იმართება თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანთა არჩევნები, რომელზეც ირჩევენ 498 ხმით 438-ის წინააღმდეგ, მაგრამ საქალაქო საქმეთა საგუბერნიო საკრებულო არჩევნებს უკანონოდ ცნობს და ნიშნავს ახალ არჩევნებს 30   მაისი სთვის.  

  წყარო:

„ტფილისი, 14 მაისი“, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 1; წერილი რედაქციის მიმართ, გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910)

თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

 

   

1893 16   მაისი 

   
     

 რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ განაგრძობს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი წერს, როგორ დააქვეითა ლიტერატურა არა ცხოვრების, არამედ მკითხველის ფეხის ხმის ადევნებამ. ადრე თუ იგი სარკე იყო, ახლა ამ დანიშნულებას ღალატობს. ავტორს მოჰყავს ციტატა ილია ჭავჭავაძის მეთაური წერილიდან.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 15 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 183.

 

   

1893 23   მაისი

   

 

   

  რომანოზ ფანცხავა „ხომლელის“ ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ ასრულებს ვრცელი წერილის ბეჭდვას სათაურით „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“. იგი ვრცლად საუბრობს „ივერიელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ილია ჭავჭავაძის წერილზე „მოვალეობა ჩვენი თავადაზნაურობისა“ და სავსებით იზიარებს მის პოზიციას

  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1893, № 21, გვ. 2-5.

პირთა ანოტაციები:

ფანცხავა რომანოზ სპირიდონის ძე (1861-1928)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმით „ხომლელი“.

 

   

1893 25   მაისი  

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოიყოფა თანხა ზაქარია ჭიჭინაძის, ვასილ სულხანიშვილისა და დავით კარიჭაშვილს ნაწარმოებების შესასყიდად. ბიბლიოთეკისთვის იძენენ ხელნაწერს „ბეჟან მანიჟანიანი“. კმაყოფილდება თხოვნა ხევსურეთში და გრემისხევში წიგნების გაგზავნაზე. მსჯელობენ ახალსოფლის მცხოვრებთა თხოვნაზე სასკოლო გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ. გასაყიდ წიგნებს ფასდაკლებით აწვდიან ბათუმში ახალგახსნილ მაღაზიას. მადლობას უცხადებენ მიხეილ ამირიძეს, პეტრე მირიანაშვილსა და კონსტანტინე ყიფიანს ხელნაწერების შეწირვისთვის. ნიშნავენ რევიზორებს თიანეთის, ბათუმის, სენაკის, კავკავის, წინარეხისა და ხელთუბნის სკოლებში გასაგზავნად.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 281.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909)

აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავრე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი.

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

ამირიძე მიხეილ

ქშწ-კგ საზოგადოების შემომწირველი.

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

 

   

1893 29   მაისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს მეთაურს „ახალი არჩევანები“ („ხვალ ხელახლად უნდა მოხდეს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 29 მაისი, № 110, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 186.

 

   

1893 30   მაისი

   
     

  საქალაქო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატებთან ერთად, რომლებიც განმეორებითი არჩევნების წინ განვითარებული მოვლენების საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ამორჩევა ამჯერადაც ეროვნული ნიშნით მოხდებოდა და არა საზოგადოებრივი დამსახურების მიხედვით, უარს ამბობს მასში მონაწილეობის მიღებაზე. ქართველთაგან ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ კონსტანტინე კალოუბნელი და გიორგი წერეთელი.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 1 ივნისი, № 112, გვ. 1.

დათარიღება:

წინა 29 მაისს „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილის შინაარსის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტში კალოუბნელის სახელი ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

კალოუბნელი (კალუბანსკი) კონსტანტინე მიხეილის ძე (1839-1891)

მწერალი, მთარგმნელი, სცენისმოყვარე, თბილისის სათათბიროს ხმოსანი.

 

   

1893 მაისი

 
     

მისალოც დეპეშას უგზავნის თავად ეროთეოზ ერისთავს ვლადიკავკაზში ქართული სკოლის შენობის საძირკვლის კურთხევასთან დაკავშირებით.  

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქმე 384, ფ. 5; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 137; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 165-166, 447.

პირთა ანოტაციები:

სიდამონ-ერისთავი ეროთეოზ გიორგის ძე (გარდ. 1901)

საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, მოღვაწეობდა ვლადიკავკაზში.

 

   

1893 1 ივნისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ინფორმაცია საქალაქო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე ქართველი კანდიდატების მიერ უარის თქმის თაობაზე: „რადგან 16   მაისი ს არჩევანებს ისეთი ხასიათი დაეტყო და ისეთი არა სასურველი ტენდენცია დაერთო, რომელიც შესაძლოა ეხლაც არ ასცდეს არჩევანებს... კენჭის ყრაზე უარი სთქვეს ყველა ქართველებმა, გარდა ბ–ნ გიორგი ექვთიმეს ძის წერეთლისა, რომელმაც თავი გამოირიცხა ქართველთაგან“. იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, იყო ილია ჭავჭავაძეც.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 1 ივნისი, № 112, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

 

   

1893 4 ივნისი  

   
     

დავით მიქელაძესა და არტურ ლაისტთან ერთად ჩადის თელავში.  

  გაზ. „ივერია“, 1893, 10 ივნისი, № 120, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მიქელაძე დავით (1843-1918)

მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

 

   

1893 9 ივნისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ პაატას ფსევდონიმით იბეჭდება მიხეილ ნასიძის სტატია „სახელდახელო“, რომელშიც საუბარია „ივერიისადმი“ ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორ დავით ღამბაშიძის მოთხოვნაზე ფსევდონიმების გახსნასთან დაკავშირებით. ნასიძე აღნიშნავს, რომ თუ „მწყემსის“ რედაქტორი ანონიმურობის წინააღმდეგია, მაშინ თავადაც მიმართოს ამ პრინციპს და გაამხილოს თავისი ავტორობა გაზეთ „მწყემსსა“ და „პასტირში“ ფსევდონიმებით გამოქვეყნებულ თავის წერილებზე.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 119, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

 

   

 1893 11 ივნისი 

   

 

   

 თელავის თეატრის დარბაზში თავმჯდომარეობს ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად გამართულ კახეთის მევენახეთა კრებას. განიხილავენ წესდების პროექტს, რომლის შედგენაშიც ის აქტიურად მონაწილეობდა. თავადების ნაწილი გამოდის ამხანაგობაში დაბალი კლასების წარმომადგენელთა შესვლის წინააღმდეგ, მაგრამ იგი იმდენად არგუმენტირებულად უსაბუთებს გლეხთა მონაწილეობის აუცილებლობას, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს. სადილზე წარმოთქვამს სამადლობელ სიტყვას.  

  წყარო:

შ. გოზალიშვილი, ვ. სიდამონიძე, დიდი მამულიშვილის საუნჯიდან, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1964, 23 მაისი, № 61, გვ. 3; გაზ. „ივერია“, 1893, 16 ივნისი, № 125; 17 ივნისი, № 126; 18 ივნისი, № 127; 20 ივნისი, № 129.

 

   

1893 16 ივნისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება გიორგი წერეთლის საპროტესტო წერილი რედაქციისადმი. იგი აზუსტებს, რომ ქალაქის საბჭოში კენჭის მყრელთა შორის, მის გარდა, კიდევ ერთი ქართველი იყო - კონსტანტინე კალოუბნელი, მონაწილეობის მიღებაზე კი უარი, ქართველების გარდა, ზოგიერთმა რუსმა, სომეხმა და გერმანელმაც თქვა.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 16 ივნისი, № 125, გვ. 2.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტში კალოუბნელის სახელი ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

კალოუბნელი (კალუბანსკი) კონსტანტინე მიხეილის ძე (1839-1891)

მწერალი, მთარგმნელი, სცენისმოყვარე, თბილისის სათათბიროს ხმოსანი.

 

   

1893 17 ივნისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ „ნადიკვარელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად გამართული კახეთის მევენახეთა კრების შესახებ, რომელშიც ჩართულია ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 17 ივნისი, № 126, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ზარაფიშვილი ილია აბრამი ძე (1854/56-1909)

პედაგოგი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ნადიკვრელი“.

 

   

1893 18 ივნისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ „ნადიკვარელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „წერილი კახეთიდან“. მასში საუბარია კახეთის მევენახეთა კრების და ილია ჭავჭავაძის პასუხების შესახებ ადგილობრივთა შეკითხვებზე.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივნისი, № 127, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ზარაფიშვილი ილია აბრამი ძე (1854/56-1909)

პედაგოგი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ნადიკვრელი“.

 

   

1893 18 ივნისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის მიერ თელავის თეატრში მევენახეთა კრებაზე წარმოთქმული სიტყვა („შეერთებული ძალა თითქმის ყოვლად შემძლებელია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ტექსტი დაიბეჭდა სათაურებით „სიტყვა, წარმოთქმული ღვინით ვაჭრობის წესდების განხილვისას“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივნისი, № 127, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 189, 191.

 

   

1893 18 ივნისი  

   
     

კახეთიდან ბრუნდება თბილისში.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 19 ივნ. № 128; მეველე (დ. მიქელაძე) გაზ. „ივერია“, 1893, 22 ივნისი, № 130.

 

   

1893 20 ივნისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ „ნადიკვარელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „წერილი კახეთიდან“ თელავში ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად გამართული სადილის შესახებ და ჩართულია მისი სიტყვა. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ილიას პასუხი სამეურნეო სკოლის მნიშვნელობის შესახებ“.  

  ყარო:

გაზ. „ივერია“ , 1893, 20 ივნისი, № 129, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 191.

პირთა ანოტაციები:

ზარაფიშვილი ილია აბრამი ძე (1854/56-1909)

პედაგოგი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ნადიკვრელი“.

 

   

1893 23 ივნისი 

   
     

 თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ მაღაზიისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა III ტომის შესყიდვის გადაწყვეტილებას. იაკობ მანსვეტაშვილს გამოუყოფენ თანხას წიგნისთვის „კიკოლას ნაამბობი“. უარს ეუბნებიან თიანეთისა და ახალსოფლის მოსახლეობას სასკოლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე. მადლობას უცხადებენ ბათუმის სკოლის მღვდელ სიმონ თოთიბაძეს მოსწავლეებისთვის საღმრთო წერილის უსასყიდლოდ სწავლებისთვის.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 289.

პირთა ანოტაციები:

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ.

თოთიბაძე სიმონ გრიგოლის ძე

მღვდელი. ბათუმის სასწავლებელში უფასოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს.

 

   

1893 2 ივლისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 ივლისს“ („ხშირად გვესმის საყვედურია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაზეთის კორესპონდენტის მოვალეობა“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 2 ივლისი, № 138, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 194

 

   

1893 5 ივლისი 

   
     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ კავკავის სკოლის შენობის შესახებ, ამტკიცებენ ზაქარია ჭიჭინაძისთვის გადასაცემ საკომისიო თანხას. იღებენ დადგენილებას, რომ ტომსკის უნივერსიტეტის სტუდენტებს მათი მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საზოგადოების მიერ გამოცემული და მისთვის შემოწირული წიგნები.

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481, № 198, გვ. 291.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

     

1893 7 ივლისი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ სათაურით „წერილი ქუთაისიდგან“ და ქვესათაურით „რედაქციის მიმართ“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მეთაურს („ქუთათურები ვერ დაიკვეხებენ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 7 ივლისი, № 142, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 198.

 

   

 1892- 1893 ივლისამდე 

   
     

იღებს წერილს თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისაგან, რომელიც ინტერესდება მათი სახლის მდგომარეობით.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17537.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

 

   

1892- 1893  9 ივლისი

   
     

საპასუხო წერილს უგზავნის დას, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისას და ატყობინებს, რომ მის სახლში ყიფიანის ავეჯი და ნივთები ალაგია, თუმცა ზოგიერთი ოთახის მოწესრიგება მაინც მოხერხდა.  

  ყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 537; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 108-109; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 68-69; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 164-165, 446.

პირთა იდენტიფიკაცია:

ყიფიანის სახელი უცნობია.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

 

   

1893 18 ივლისი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 ივლისი“ („ბევრმა მაგალითებმა წინადაც და ნამეტნავად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 201.

 

   

1893  20 ივლისი  

   

 

   

საგურამოში „ილიაობის“ აღსანიშნავ წვეულებაზე უღებენ ფოტოს იმ გლეხებთან ერთად, რომლებიც ულოცავენ სახელობის დღეს.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბილისი, 2007, გვ. 201.

ფოტო

     

1893  20 ივლისი   

   

 

   

საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე სუფრასთან უღებენ ფოტოს.

   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი,

ფოტო

დათარიღება:

ფოტო უთარიღოა, მაგრამ მის უკანა მხარეს დაცული მინაწერიდან ცნობილია, რომ გადაღებულია ილიაობაზე და ილია ჭავჭავაძის მარჯვნივ ზის ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრანელი. რამდენადაც ეს პიროვნება 1895 წლის 11 მარტს გარდაიცვალა, ფოტო 1895 წლამდე ილიაობის რომელიმე წლის წვეულებაზე უნდა იყოს გადაღებული. ბუნებრივია, რომ ამ წვეულებაზე მისული ფოტოგრაფი მხოლოდ ერთ ფოტოს არ გადაიღებდა. ჩვენთვის ცნობილია 1890 და 1893 წლის ფოტოები. 1890 წლისაზე ილია ჭავჭავაძეს შავი ფერის სამოსი აცვია, 1893 წლისებზე და ამ ფოტოზე კი - თეთრი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იგი 1893 წლის 20 ივლისს არის გადაღებული.

     

1893  22 ივლისის შემდეგ

   

 

   

 წერილს სწერს გრიგოლ ყიფშიძეს, მეღვინეობის შესახებ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ მის სტატიასთან დაკავშირებით. სთხოვს, გაუგზავნოს ლონდონიდან მიღებული წერილი, რომელიც პუბლიკაციაშია ნახსენები.  

   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17538; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 116; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 130, 426.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 209-211.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

 

   

1893 1893 24 ივლისამდე   

   
     

იღებს მრავალ მისალოც დეპეშას და წერილს.  

   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 156, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 166, 447

 

   

24 ივლისი  

   

 

   

გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის მათ, ვინც მიულოცა სახელობის დღე 20 ივლისი .  

   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 156, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 166, 447.

 

   

1893 ივლისი  

   

 

   

უკრაინულ ჟურნალ „პრავდის“ ივლისი ს ნომერში ფსევდონიმით „ვ. ჩაიჩენკო“ იბეჭდება მისი ლექსების: „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ და „გ. აბხ...“ ბორის გრინჩენკოსეული თარგმანები.  

   წყარო:

 «Вотчинi», «Дитинi», ჟურნ. «Правда», 1893.

 პირთა ანოტაციები:

გრინჩენკო ბორის დიმიტრის ძე (1863-1910)

უკრაინერლი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი და ეთნოგრაფი. წერდა ვასილი ჩაიჩენკოს ფსევდონიმით.

 

   

1893 3 აგვისტო

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 აგვისტო“ („მიწადმომქმედს, ხვნა-თესვის, ვენახისა და...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მიწადმომქმედის ორგვარი გაჭირება“.  

   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 3 აგვისტო, № 164, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 204.

     

1893 10 აგვისტო   

   
     

სოფელ ხაშმში იმართება თბილისის სასულიერო სემინაიის მოსწავლეთა ლიტერატურული საღამო, რომელზეც კითხულობენ ლექსებს და ეპიზოდებს მოთხრობიდან „კაცია – ადამიანი?!“.

   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 21 აგვისტო, № 179, გვ. 2.

     

1893 17 აგვისტო  

იღებს ნიკოლოზ ასათიანის წერილს, რომელშიც საუბარია საბუთების დაკარგვაზე.  

   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 452.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ასათიანის სახელის მხოლოდ ინიციალია, მაგრამ ცნობილია, რომ ნიკოლოზ ასათიანმა ქშწ-კგ საზოგადოებას შესწირა ძველი ხელნაწერი, დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალციხეში ბიბლიოთეკის დაარსებაში და ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციები იბეჭდებოდა „ივერიაში“.

პირთა ანოტაციები:

ასათიანი ნიკოლოზ გაბრიელის ძე

დიდი წვლილი მიუძღვის ახალციხის ბიბლიოთეკის დაარსებაში.

 

   

1893>აგვისტო  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ქვეყნდება მეთაური „სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I“ („დღეს ჩვენს ქალაქში მოელიან...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში .  

   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 29 აგვისტო, № 185, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 209.

პირთა ანოტაციები:

მკრტიჩ I

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსი 1892-1907 წლებში.

     

1893 31 აგვისტო 

   
     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ვალერიან გუნიას, იაკობ გოგებაშვილს, ვასილ კარბელაშვილსა და ალექსანდრე ხახანაშვილს გამოეყოფა წიგნებისა და რვეულების საფასური. არ კმაყოფილდება დიმიტრი ბაქრაძის ქვრივის შეთავაზება „საქართველოს ისტორიის“ გამოცემის ერთიანად შესყიდვის შესახებ და სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებლის მოსე ბურჯანაძის საჩივარი მისი უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე. განიხილავენ, მაგრამ არ იზიარებენ ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორის მოთხოვნას სენაკის სკოლის ინსპექტორობიდან სამსონ ყიფიანის გადაყენებისა და ამ სკოლაში სწავლების მეგრულ ენაზე შემოღების თაობაზე.

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 297.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936)

მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

ბურჯანაძე მოსე

სენაკის სკოლის მასწავლებელი.

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

     

1893 1 სექტემბრის შემდეგ   

   

 

   

მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

  წყარო:

„ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა 1 სექტემბრითგან 1892 წ. 1 სექტემბრამდე 1893 წ.“, ტფ., 1892.

 

   

1893 9 სექტემბერი     

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება კავკავის, თონეთისა და ხეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა სასკოლო წიგნებისა და ინვენტარის მიწოდებაზე; მასწავლებელი გრიგოლ ბურჭულაძე ახალციხეში ინიშნება წიგნების გამავრცელებლად; იღებენ დადგენილებას ივან კრილოვის არაკებისა და ქართული ანბანის მოძრავი ასოების ხელმეორედ გამოცემის შესახებ და თანხმდებიან, რომ რუსეთის საიმპერატორო თავისუფალ საეკონომიო საზოგადოებასთან არსებულ კომიტეტს მიაწოდონ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები; განიხილავენ სახალხო სამკითხველოს გამგის ანასტასია წერეთლის თხოვნას ბიბლიოთეკისთვის უფრო დიდი დარბაზის დაქირავების საჭიროების შესახებ და კიდევ ერთხელ მიმართავენ თხოვნით საქართველოს ეგზარქოსს, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ბოლო რედაქცია სახელმძღვანელოდ დაამტკიცოს სამრევლო სკოლებისთვის.

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844)

რუსი მწერალი, დრამატურგი და მეიგავე.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932),

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბურჭულაძე გრიგოლ იესეს ძე (1861-1941)

პედაგოგი, მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ახალციხეში შექმნა მდიდარი წიგნსაცავი.

     

1893 23 სექტემბერი  

   
     

 თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წიგნების საფასურს უნაზღაურებენ გიორგი ქართველიშვილსა და დიმიტრი ბაქრაძის ქვრივს; ფასდაკლებით იძენენ კონსტანტინე თავართქილაძისთვის გასაგზავნ სახელმძღვანელოებს და არჩევენ წიგნებს წყალტუბოს სამკითხველოსთვის. აცხადებენ მიღებას თონეთის სკოლის მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე; მსჯელობენ კავკავის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო სკოლების დირექტორის მიმოწერის შესახებ; წინარეხის სკოლას უგზავნიან წიგნებსა და სასკოლო ინვენტარს, ხოლო თბილისის საკვირაო სკოლის მასწავლებელს - სახელმძღვანელოებს; აკმაყოფილებენ ანტონ ნატროშვილის თხოვნას მისი წიგნის „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“ გამოცემის შესახებ.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 5.

პირთა ანოტაციები:

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

თავართქილაძე კონსტანტინე (კოწია) ჩითანას ძე (1860-1934 წ. შემდგ.)

წიგნების გამომცემელი, მესტამბე. მოღვაწეობდა ფსევდონიმით „ოცხანელი კ.“

ნატროშვილი (ნატროევი) ანტონ ივანეს ძე (1852-1930)

ისტორიკოსი, პედაგოგი, საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი.

     

1893 26 სექტემბერი   

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება მეთაური „დროგადასული სისტემა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 26 სექტემბერი, № 206, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 211.

 

   

1893 29 სექტემბერი   

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 სექტემბერი “ („გუშინ ჩვენს გაზეთში მოყვანილი იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასარგებლო საბანკო კრედიტისათვის“ .  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 29 სექტემბერი, № 208, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 214.

 

   

1893 29 სექტემბერი

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თონეთის სკოლის მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთებს და მასწავლებლის მოვალეობის შესრულებას დროებით ავალებენ ტერენტი წერეთელს. სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის დათხოვნისა და მეგრულ ენაზე სწავლების შემოღების მოთხოვნის პასუხად ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორს უგზავნიან იაკობ გოგებაშვილის მიერ მომზადებულ ვრცელ ანგარიშს.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349 გვ. 5.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

წერეთელი ტერენტი ნიკოლოზის ძე

 ქშწ-კგ საზოგადოების წევრი, სტამბის კორექტორი.

 

   

1893 30 სექტემბერი   

   

 

   

ივანე მაჩაბელი ჟურნალ „მწყემსში“ ბეჭდავს „წერილს რედაქციის მიმართ“, რომელშიც ცდილობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები მარი ბროსეს პრემიის დასაარსებლად გაზეთ „დროებაში“ შეგროვებული თანხის დაუბრუნებლობაზე ილია ჭავჭავაძისკენ მიმართოს.  გაზეთის ფინანსურ გასაჭირს და დახურვას იგი იმით ხსნის, რომ ბანკების სარეკლამო განცხადებები ჟურნალ „ივერიაში“ თავსდებოდა და არა „დროებაში“. გარდა ამისა, წერს, რომ ამ თანხის შეგროვება იმ კომიტეტს უნდა ეკისრა, რომელიც „დროების“ ვალების გასასტუმრებლად შეიქმნა და რომელსაც ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349 გვ. 5.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

წერეთელი ტერენტი ნიკოლოზის ძე

ქშწ-კგ საზოგადოების წევრი, სტამბის კორექტორი.

 

   

1893 6 ოქტომბრამდე

   
     

ირჩევენ მთავარმართებლის მიერ შექმნილ კომისიაში, რომელსაც ევალება აზნაურ მგალობლიშვილებისა და მათ მიწაზე გადასახადების გადაუხდელად მობინადრე თათრების საქმის განხილვა.

  წყარო:

ივანე მაჩაბელი, „წერილი რედაქციის მიმართ“, ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 18, გვ. 9-10; ილია ჭავჭავაძე, „მოკითხული საზოგადო ფული (თ. ივ. მაჩაბელისა და ბროსეს პრემიის გამო)“, გაზ. „ივერია“, 1893, 9 ოქტომბერი, № 216, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

   

1893 8 ოქტომბერი

   
     

იწყებს მოგზაურობას ქართლის სოფლებში. და სტუმრობს ნიკო ერისთავს სოფელ ახალგორში. მასთან ერთად არიან „ივერიის“ თანამშრომლები: ალექსანდრე და გიგა ყიფშიძეები, დავით მიქელაძე, ლევან ჯანდიერი და სხვები. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები მღერიან მის ტექსტებზე „გაზაფხული“ („ტყეს ესხმება ფოთოლი...“) და „ქართველო ხელი ხმალს იკარ...“ შექმნილ სიმღერებს.  

  წყარო:

ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1–2, 1940, გვ. 185.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

მიქელაძე დავით (1843-1918)

მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

     

1893 9 ოქტომბერი   

   
     

 გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „მოკითხული საზოგადო ფული“ („საკვირველი კაცია თ. ივ. მაჩაბელი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 9 ოქტომბერი, № 216, გვ. 1-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 216.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

   

1893 15 ოქტომბერი

   

 

   

 სტუმრად არის ქვიშხეთში ლუარსაბ ყიფიანთან და ესწრება მისი ქალიშვილის, სოფიო ყიფიანისა და პეტრე მაჭავარიანის ქორწილს. მასთან ერთად არიან დავით მიქელაძე, გიორგი ჟურული, პავლე ყიფიანი, გრიგოლ ყიფშიძე და სხვები.  

  წყარო:

ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1-2, 1940, გვ. 185; „ლიტერატურული მატიანე“, 1940, ნინო ყიფიანი, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 2338; ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე (1852-1930)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, სურამის ბიბლიოთეკის დამაარსებელი.

ყიფიანი-მაჭავარიანისა სოფიო ლუარსაბის ასული

დიმიტრი ყიფიანის ძმის - ქაიხოსროს შვილიშვილი.

მაჭავარიანი პეტრე სამსონის ძე (გარდ. 1916)

აგრონომი, მეღვინე, მრეწველი, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თანამშრომელი.

მიქელაძე დავით (1843-1918)

მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.

ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931)

თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

 

   

1893 15 ოქტომბრის შემდეგ

   

 

   

სოფიო ყიფიანისა და და პეტრე მაჭავარიანის ქორწილის შემდეგ  მასპინძლობენ დიმიტრი ყიფიანის ოჯახში. სადღეგრძელოში უდიდეს შეფასებას აძლევს დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობას, მას „ხუროთმოძღვარს“ უწოდებს, საკუთარ თავს კი - მის „კალატოზს“. ქვიშხეთიდან მომავალს სადგურამდე მიაცილებს თაყვანისმცემელთა დიდი ჯგუფი.  

  წყარო:

ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1-2, 1940, გვ. 185; „ლიტერატურული მატიანე“, 1940, ნინო ყიფიანი, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 2338; ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

მაჭავარიანი პეტრე სამსონის ძე (გარდ. 1916)

აგრონომი, მეღვინე, მრეწველი, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თანამშრომელი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ყიფიანი-მაჭავარიანისა სოფიო ლუარსაბის ასული

დიმიტრი ყიფიანის ძმის - ქაიხოსროს შვილიშვილი.

ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ (კიკო) თადეოზის ძე

ილია ჭავჭავაძის ნათესავის - გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ქვისლი. მათ ცოლად ჰყავდათ ივანე ვახვახიშვილის ქალიშვილები - მელანია და თამარი.

     

1893 15 ოქტომბრის შემდეგ 

   
     

იღებს ეკატერინე გაბაშვილის წერილს. მასში საყვედურია გამოთქმული იმის გამო, რომ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში „ხმა საზოგადოებიდგან“ დასმულია საკითხი, სად გაქრა მარი ბროსეს სახელზე შემოწირული ფული, რომელიც სერგეი მესხმა გადასცა ივანე მაჩაბელს

  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 1648.10.

დათარიღება:

წერილი 15 ოქტომბრით არის დათარიღებული.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

   

1893 16 ოქტომბერი   

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს გიორგი წერეთლის სტატიას „თ. ი. მაჩაბლის წამების ამბავი“, რომელიც წარმოადგენს გამოხმაურებას მარი ბროსეს სახელობის ფონდის გარშემო ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის წერილებზე.  

  წყარო:

გ. წერეთელი, გაზ. „ივერია“, 1893, № 222.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

   

1893 21 ოქტომბერი   

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს მის წერილზე „თ. ივ. მაჩაბლისა და ბროსეს პრემიის გამო“ ივანე მაჩაბლის გამოხმაურებას სათაურით „პასუხად დარბაისელ გაზეთის დარბაისელ რედაქტორს“. ავტორი მას იწვევს მედიატორთა სამართალში.  

  წყარო:

ივანე მაჩაბელი, გაზ. „ივერია“, 1893, № 226.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

   

1893 22 ოქტომბერი

   

 

   

ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მისალოც დეპეშას გზავნის ვლადიკავკაზში ქართული სკოლის ახალი შენობის გახსნასთან დაკავშირებით.  

  წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1893, № 3389.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 211.

 

   

1893 23 ოქტომბერი

   
     

ალექსანდრე ყიფშიძე წერილს სწერს ძმას ზაქარია ყიფშიძეს მოსკოვში და დაწვრილებით მოუთხრობს ქართლ-კახეთში ილია ჭავჭავაძის მოგზაურობის ამბავს

  წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, „ლიტერატურის მატიანე“,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938)

გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.

     

1893 24 ოქტომბრამდე

   
     

ლევან ჯანდიერთან, ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან, დავით მიქელაძესთან გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად არის საღოლაშენში, სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების ოჯახში და ავტოგრაფს ტოვებს მათი ცნობილი სუფრის შუაგულში. ამ სუფრას ოჯახის ყველა საპატიო სტუმარი აწერდა ხელს და ამირეჯიბების ქალიშვილები ფერადი ნართით ქარგავდნენ. დიასახლისი ჩუქნის თავის თარს გრიგოლ აბაშიძის ლექსთან ერთად, რომელშიც აკროსტიქსა და მაჯამაში იკითხება სახელი „ილია“: „ინებე თარი სახსოვრად, გვასმინე კვლავ ხმა ტკბილია, / ლამაზ შენს ივერს ჩასთვლიმა, დაუფრთხე მამაცს ძილის, / ახ, ნეტავი შენ, ცის მადლით გაქვს შუბლი აღბეჭდილია“. იქვე უძღვნიან მეორე აკროსტიქსაც: „იღვაწე სამშობლოსათვის, / ლესე კალმისა წვერია, / იხარებს შენი ქვეყანა / არ დაგივიწყებს ერია“.  

  წყარო:

ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938. გვ. 147; ალ. ყიფშიძე, „ლიტერატურის მატიანე“, წ. 1-2, 1940, გვ. 185; ნინო ყიფიანი, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან, „ლიტერატურული მატიანე“, 1940, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 2338; ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185- 190; მთვარელიშვილი მურად, ხაშურის რაიონი და ქართული მწერლობა, ხაშური, 2014.

დათარიღება:

სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებიდან ჩანს, რომ სოფელ წვერამდე ისინი საღოლაშენში იყვნენ.

პირთა იდენტიფიკაცია:

იგულისხმება მაკინე ავალიშვილი-ამირეჯიბისა.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე

თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად.  თავადი

მიქელაძე დავით (1843-1918)

მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ამირეჯიბი სარდიონ სიმონის ძე (1840-1911)

გორელი თავადი, მუსიკისა და ლიტერტაურის მოყვარული.

ავალიშვილი-ამირეჯიბისა მაკინე (ელისაბედ) ქაიხოსროს ასული (1858-1922)

ქველმოქმედი. საზოგადო მოღვაწე, მომღერალი და მოცეკვავე.

აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866-1903)

პოეტი, ჟურნალისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

     

1893 24 ოქტომბერი

   

  

   

იწვევენ სოფელ წვერის მემამულეების აბელ და იულია კალატოზიშვილების ოჯახში. მასთან ერთად არიან ალექსანდრე ყიფშიძე, პეტრე და მიხეილ გრუზინსკები და სხვ. შეხვედრის დროს საუბრობს სინდისის შესახებ.

  წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

კალატოზიშვილი აბელ აბელის ძე ( გარდ. 1920)

სოფელ წვერის მემამულე, წერდა ლექსებს, იბეჭდებოდა „ივერიაში“.

კალატოზიშვილისა იულია მელქისედეკის ასული ( გარდ. 1920)

მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, აბელ კალატოზიშვილის მეუღლე.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922)

კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი.

ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935)

ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

 

   

1893 29 ოქტომბერი   

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ „ა. ჯ.“-ს ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „მოდი და ნუ იტყვი“. მასში გულისტკივილია გამოთქმული იმის გამო, რომ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას მხოლოდ 14 წევრი დაესწრო. სტატიაში მოხმობილია ვრცელი ციტატები ილია ჭავჭავაძის წერილიდან „ზოგიერთი რამ“, რომლებშიც საუბარია ერის გათიშულობისა და გულგრილობის დამღუპველობაზე. ავტორი მიგვანიშნებს, რომ დრამატული საზოგადოების წევრების უგულისყურობა თეატრის ბედისადმი, რომელიც ჩვენი ენისა და კულტურის მნიშვნელოვანი საყრდენია, ზიანს აყენებს ერთიან ეროვნულ საქმეს.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 29 ოქტომბერი, № 232, გვ. 1-2.

 

   

1893 31 ოქტომბერი   

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება დასასრული სტატიისა „მოკითხული საზოგადო ფული“ („მართლა და, თ. ივანე მაჩაბლისა არ იყოს...“). იგი არ იღებს მაჩაბლის გამოწვევას საკითხის სამედიატორო სასამართლოში განხილვაზე. წერს, რომ თუ რამ სათქმელი ჰქონდა ბანკის კრებაზე შეეძლო ეთქვა.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 31 ოქტომბერი, № 234, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 232.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

   

1893 ოქტომბერი

   
     

ქშწ-კგ საზოგადოების სახელით ვრცელ მოხსენებით ბარათს წარუდგენს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის და ითხოვს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგის თანამდებობაზე სამსონ ყიფიანის დატოვებას.  

  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 236.

დათარიღება:

მოხსენებითი ბარათი დაწერილი უნდა იყოს იაკობ გოგებაშვილის ანგარიშის გაგზავნის (29 სექტემბერს) შემდეგ.

პირთა ანოტაციები:

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)

რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

 

   

1893 4 ნოემბერი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ნოემბერი“ („ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ტფილისის საურთიერთო სამეურნეო კრედიტის საზოგადოება“ .  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 4 ნოემბერი, № 237, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 240.

 

   

1893 9 ნოემბერი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ ადგილს უთმობს ივანე მაჩაბლის საპასუხო წერილს „უკანასკნელი პასუხი“, რომლითაც ის ილია ჭავჭავაძეს ბრალს სდებს საბანკო საქმის უცოდინრობაში და კვლავ იწვევს სამედიატორო სამართალში.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 9 ნოემბერი, № 241.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

   

1893 11 ნოემბერი  

   

 

   

გაზეთი „კავკაზში“ იბეჭდება მოთხრობის „სარჩობელაზედ“ არტემ ახნაზაროვისეული თარგმანის დასაწყისი .  

  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1893, 11 ნოემბერი.

პირთა ანოტაციები:

ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942)

მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით.

 

   

1893 12 ნოემბერი  

   

 

   

გაზეთი „კავკაზში“ იბეჭდება მოთხრობის „სარჩობელაზედ“ არტემ ახნაზაროვისეული თარგმანის დასასრული.  

  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1893, 12 ნოემბერი.

პირთა ანოტაციები:

ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942)

მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით.

 

   

1893 15 ნოემბერი

   

 

   

 ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი დეკანოზი დავით ღამბაშიძე „სოფლის მღვდლის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „მწარე ფიქრები“, რომელშიც აკრიტიკრბს ილია ჭავჭავაძეს იმის გამო, რომ ბრალი დასდო ივანე მაჩაბელს მარი ბროსეს პრემიის თანხის დაუბრუნებლობაში.  

  წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 21, გვ. 6-9.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

   

1893 16 ნოემბერი   

   
     

ქშწკ-გ საზოგადოების სახელით წერილს უგზავნის იმ პირებს, ვისაც დავალებული აქვთ ბათუმის სკოლის მშენებლობა, რომ მიღებული შემოწირულობები გადასცენ გრიგოლ ვოლსკის და მშენებლობის საქმეებს გაუძღვენ შედგენილი გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 354, გვ. 85.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას

     

1893 19 ნოემბერი 

   
     

 ხელს აწერს თსს ბანკის გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც არ იქნა გაზიარებული ივანე მაჩაბლის წინადადება მივლინებების დროის წინასწარ განსაზღვრასთან დაკავშირებით.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11817, გვ. 33-34.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1893 20 ნომბერი  

   

 

   

ნოტარიუსი აცნობებს, რომ გადასახდელი აქვს ვექსილით ნაკისრი თანხა.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 16.

 

   

1893 21 ნოემბერი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 ნოემბერს“ („ბატონი იზმაილოვი უკვე ამორჩეულ იქმნა ქალაქის მოურავად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 21 ნოემბერი, № 252, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 244.

პირთა ანოტაციები:

იზმაილოვი პავლე ალექსანდრეს ძე (1852-1895)

ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, „ტიფლისსკი ვესტნიკის“ რედაქტორი 1878 წლიდან. 1893 წელს აირჩიეს თბილისის მერად

 

   

1893 22-24 ნოემბერი 

   

 

   

მონაწილეობს მთავარმართებლის საბჭოს სხდომებში, რომლებზეც განიხილავენ სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად თანხების მოზიდვის საკითხს

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 25 ნოემბ., № 255, გვ. 1.

 

   

1893 28 ნოემბერი  

   

 

   

გაზეთ ივერიის რედაქცია გადადის ნიკოლოზის ქუჩის 21 ნომერში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 258.

 

   

1893 30 ნოემბერი  

   

 

   

„ივერიის“ რედაქციაში რჩევის მისაღებად აკითხავენ თბილისის სემინარიის მოსწავლეთა აჯანყების მონაწილეები და აცნობენ პეტიციას. კითხულობს მოთხოვნებს და ახალგაზრდებს ურჩევს, რომ პოლიციას და ჟანდარმერიას გაფიცვის პოლიტიზირების საბაბი არ მისცენ.  

  წყარო:

ი. ვართაგავა, მოგონებები. 1956, გვ. 181.

 

   

1893 3 დეკემბერი    

 

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 დეკემბერი“ („კვირას, 28 ნოემბერს, ჩვენს გაზეთში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის შესახებ“ .

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 3 დეკემბერი, № 262, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 247.

 

   

 1893 6 დეკემბრამდე  

   
     

ქალაქ თელავში ნათესავები და მეგობრები გამოსათხოვარ ნადიმს უმართავენ მაზრის უფროს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს. წვეულებაზე სვამენ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელოს და გივი ვახვახიშვილი ყველას სახელით უგზავნის დეპეშას.  

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 1928; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 448.

პირთა ანოტაციები:

ჩოლოყაშვილი (ჩოლოყაევი) ნიკოლოზ (კიკო) ზაალის ძე (1840-1906)

პოლკოვნიკი, თელავის მაზრის თავადაზნაურობის მეთაური. ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია.

ვახვახიშვილი გივი

დოკუმენტის კონტექსტიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ილიას ნათესავის გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ცოლის - თამარ ივანეს ასული ვახვახიშვილის ნათესავი. საგულისხმოა, რომ დოკუმენტში ნახსენებ კიკო ჩოლოყაშვილს ცოლად ჰყავდა ივანეს ვახვახიშვილის მეორე ქალიშვილი - მელანია.

     

1893 6 დეკემბერი  

   
     

საპასუხო დეპეშას უგზავნის გივი ვახვახიშვილს და მადლობას უხდის ყურადღებისთვის.  

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 1928; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 166, 448.

პირთა ანოტაციები:

ვახვახიშვილი გივი

 დოკუმენტის კონტექსტიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ილიას ნათესავის გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ცოლის - თამარ ივანეს ასული ვახვახიშვილის ნათესავი. საგულისხმოა, რომ დოკუმენტში ნახსენებ კიკო ჩოლოყაშვილს ცოლად ჰყავდა ივანეს ვახვახიშვილის მეორე ქალიშვილი - მელანია.

     

1893 9 დეკემბერი  

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ინფორმაციას წინარეხის სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობის უპასუხისმგებლოდ შესრულების შესახებ; იღებენ დადგენილებას იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ხელახლა გამოცემის თაობაზე; ირკვევა, რომ ელისაბედ ორბელიანის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ყულარის მამული ვალში იყო გაყიდული. ნიკო. ცხვედაძეს ავალებენ მოლაპარაკების წარმოებას გრიგოლ ვოლსკისთან ბათუმის სკოლის შენობის რემონტთან დაკავშირებით.   

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 29.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბარათაშვილი-ორბელიანისა ელისაბედ ივანეს ასული (1824-1892)

ყაფლან (იოანე) ასლანის ძე ორბელიანის მეუღლე. დოკუმენტის კონტექსტიდან გამომდინარე, იგი 1893 წლამდე გარდაიცვალა და ამ დროს ქმარიც გარდაცვლილი უნდა ჰყოლოდა.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

 

   

1893 16 დეკემბერი 

   

 

   

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ გაყიდული წიგნების ხარჯს; გამოყოფენ თანხას ბათუმის სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ხელშეკრულებას აფორმებენ იაკობ გოგებაშვილთან „დედა ენის“ მეათედ გამოცემასთან დაკავშირებით. ამტკიცებენ ნიკო ცხვედაძისა და ნიკოლოზ მთვარელიშვილის მიერ გადამოწმებულ ერთი წლის ფინანსურ ანგარიშს.  

  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 31.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

 

   
1893 18 დეკემბერი      
     

ქაშუეთის ეკლესიაში ესწრება ალექსანდრე ყაზბეგის პანაშვიდს.  

  წყარო:

ნიკოლოზ ტლაშაძის მოგონება, „ლიტერატურის მატიანე“ 1982, გვ. 318; გაზ. „ივერია“, 1893, 19 დეკემბერი, № 274, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

     

1893 19 დეკემბერი 

   
     

ესწრება ქაშვეთის ეკლესიიდან ალექსანდრე ყაზბეგის ნეშტის გამოსვენების ცერემონიას.  

  წყარო:

გ. ბერძნიშვილი, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შრომები. წ. 1, 1958, გვ. 94.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893)

პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

     

1893 31 დეკემბერი  

   

 

   

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ჩვენ მოგვივიდა მთავრობისაგან დამტკიცებული...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სოფლის მეურნეობის ქალთა სასწავლებელი“ .  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 31 დეკემბერი, № 283, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 251.

 

   

1893 31 დეკემბერი   

   

 

   

ქართველი მარქსისტები ისიდორე რამიშვილი და არსენ წითლიძე სთხოვენ წიგნების შეწირვას გურიის სოფელ აკეთში დაარსებული წიგნთსაცავისთვის. ილია ჭავჭავაძე გადასცემს თავისი ნაწერების ოთხტომეულს და ახალი წლის შესახვედრად ოჯახში ეპატიჟება. სტუმრად წასვლამდე ისინი წიგნების დასატოვებლად თავიანთ ლიდერ ეგნატე ნინოშვილთან შეივლიან და საყვედურს მიიღებენ, როგორ მიაკითხეთ შემოწირულობის თხოვნით კაცს, რომელსაც ხალხთან არავითარი საერთო არა აქვსო. ისიდორე რამიშვილი და არსენ წითლიძე, რომლებიც მის გავლენას განიცდიან, ილია ჭავჭავაძესთან წვეულებაზე აღარ მიდიან.

  წყარო:

ისიდორე რამიშვილი, მოგონებები, 2012, გვ. 228-229.

პირთა ანოტაციები:

რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე (1859-1937)

პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918-1920 წლებში საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი. წითლიძე არსენ სიმონის ძე - ქართველი მარქსისტი, ქშწ-კგ საზოგადოების წევრი, ზრუნავდა ბიბლიოთეკების შექმნასა და ხალხის განათლებაზე.

ინგოროყვა ეგნატე თომას ძე (1859-1894)

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი, „მესამე დასის“ წევრი. 

 

   

1893 დეკემბერი 

   

 

   

წერილს უგზავნის გრიგოლ ყიფშიძეს, საყვედურობს, რომ ის და მისი ძმა ალექსანდრე რედაქციაში აღარ დადიან და არ ატყობინებენ გაზეთის ახალი ნომრისთვის მასალები აქვთ თუ არა. სწერს, რომ ასე მუშაობა აღარ შეიძლება და იანვრიდან თავადაც აპირებს თავის დანებებას.  

  ყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17582; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 206, 466-467.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

 

 
1893    
     

 

   წყაარო:

აკაკი სურგულაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თსუ 1977, გვ. 48.

პირთა ანოტაციები:

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს.

პოლტარაცკი ივანე ეგნატეს ძე (1836-1892)

პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი.

პოლტარაცკაია-თაყაიშვილისა ნინო ივანეს ასული

ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობრის - ივანე პოლტარაცკის ქალიშვილი და ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე.

1893  

 
     
ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში იბეჭდება ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ.   წყარო:

Энциклопедический Словарь Ф. А. Брокгауза и И. А. Ефрона, т. 38, Чавчавадзе Князь Илья Григорьевич.

პირთა ანოტაციები:

ბროკჰაუზი ფრიდრიხ არნოლდი (1772-1823)

გერმანელი გამომცემელი, რომლის ენციკლოპედიური გამოცემაც საფუძვლად დაედო რუსეთში 1890-1907 წლებში ბროკჰაუზისა და ეფრონის გამოცემას.

ეფრონი ილია აბრამის ძე (1847-1917)

რუსი ტიფოგრაფი და გამომცემელი, სამეცნიერო ებრაულ გამოცემათა საზოგადოების წევრი.

     

1893  

 
     
პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი წარწერით უძღვნის თავის წიგნს „საქართველოში ქრისტიანობის შემოღების წყაროები“.   წყარო:

Хаханов А. С. Источники по введению христианства в Грузии, М., 1893, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა,   TS 2.849/09.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

     

1893

   
     

ვასილი ველიჩკოს წიგნში „აღმოსავლური მოტივები“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ლექსების: „გაზაფხული“, „ლოცვა“ და „ჩემს ბედს“ თარგმანები.  

  წყარო:

В. Величко. Восточные мотивы. Стихотворения („Весна“, „Молитва“, „Довольно, перестань, жестокая судьба...“); გაზ. „ივერია“, 1894, 1 იანვ. № 1.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

 

   

1893

   

 

   

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება სტატია „მოგზაურობა კახეთში თავ. ი. ჭავჭავაძისა“

  წყარო:

გაზ. „კვალი“, 1893, № 26, გვ. 14-16.

 

   

  წყარო:

„Русско-грузинские параллели в поэзии“, „Новое обозрение“, 1893, № 3265.

პირთა ანოტაციები:

ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912)

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული სიტყვიერების ისტორია“.

შილერი იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ (1759-1805)

გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი.

 

   

 1893-დან

   
    წყარო:

ნიკო ლომოური, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935. პირთა ანოტაციები: ლომოური ნიკო იოსების ძე (1852-1915) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

  

   

1893  

 
     
სარემონტო სამუშაოებისათვის ხელოსანს, რომელიც ნიკო ცხვედაძეს გაუგზავნია, უხდის 100 მანეთს.     წყარო:

უბის წიგნაკი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 57, გვ. 7

პირთა იდენტიფიკაცია:

ცხვედაძის სახელი ჩანაწერში ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

     

1893  

 
     
ეცნობა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“ . როცა იმ ეპიზოდს კითხულობს, სადაც ქრისტინე აკვანში ტოვებს ბავშვს და თბილისში მიდის, კითხვას წყვეტს და ამბობს, რომ ქართველი დედისთვის ასეთი ქცევა არადამაჯერებელია.    წყარო:

ისიდორე რამიშვილი, მოგონებები, 2012, გვ. 229.

პირთა ანოტაციები:

ინგოროყვა ეგნატე თომას ძე (1859-1894)

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი, „მესამე დასის“ წევრი.