1856 | ||
17 ნოემბერი | ||
. | ||
თბილისშია, ასრულებს მუშაობას „ჩიტის“ თარგმანის მეორე რედაქციაზე და გამოსაქვეყნებლად უგზავნის ჟურნალ „ცისკარს“ |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 1; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17501, გვ. 1. |
|
1877 | ||
17 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. აი დეპუტატთა პალატის წევრთა არჩევანიც...“). |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 494-496; გაზ. „ივერია“, 1877, № 38, გვ. 8-10. |
|
1891 | ||
17 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ბ-ნი იზმაილოვის ამორჩევა კანონიერად ცნობილ იქნა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1891, 17 ნოემბერი, № 245, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 56. პირთა ანოტაციები: იზმაილოვი პავლე ალექსანდრეს ძე (1852-1895) ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, „ტიფლისსკი ვესტნიკის“ რედაქტორი 1878 წლიდან. 1893 წელს აირჩიეს თბილისის მერად. |
|
1895 | ||
17 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ნოემბერი“ („მეორე საგანი „კახეთის მეურნეთა კავშირისა“ იგია..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1895, 17 ნოემბერი, № 249, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 114. |
|
1898 | ||
17 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ჩინეთის საქმე ხომ ყველაზე მეტად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახლო და შორ აღმოსავლეთში“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1898, 17 ნოემბერი, № 246, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 126. |