გაზ. „დროება“, 1868, № 51, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) – მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. წერილი იონა მეუნარგიასადმი, ი. ჭავჭავაძე, თსკ 20 ტომად, ტ. 17,
გვ. 114; ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის საელმწიფო მუზეუმი, ლიტერატურული არქივი, 41
(23441); ი. მეუნარგია, ნანახი და გაგონილი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდამ, თბ.,
1937, გვ. 33-35; გაზ. „კომუნისტური განათლება“, 1937, № 52; ი. მეუნარგია,
ქართველი მწერლები, II; ზუგდიდის მუზეუმის შრომები, ტ.ნI; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 114-115, 418. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო
სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა
სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 487-490; გაზ. „ივერია“, 1886, 20 დეკემბერი, № 276, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 592. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 774-777, გაზ. „ივერია“, 1887, 20 დეკემბერი, № 268, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 636. გაზ. „ივერია“, 1888, 20 დეკემბერი, № 268, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 432. გაზ. „ივერია“, 1889, 20 დეკემბერი, № 271, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 11, თბ., 2007, გვ. 415. გაზ. „ივერია“, 1892, 23 დეკ. № 273, გვ. 3. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480. პირთა ანოტაციები: გოგინაშვილი გიორგი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 33;
გიორგი ჟურული, ილიასთან შორი-ახლოს დგომით, „ილია ემიგრანტთა თვალით, ტ. 1, გვ.
114. პირთა იდენტიფიკაცია: პეტერბურგის ერთ-ერთი სასახლე ატარებდა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქალიშვილის –
მარია ნიკოლოზის ასული რომანოვალეიხტენბერგელის სახელს. პირთა ანოტაციები: სოლსკი დიმიტრი მარტინის ძე (1833-1910) რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის წესების დამდგენი კომისიის
თავმჯდომარე 1905 წელს, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1905-1906 წლებში. რომანოვა-ლეიხტენბერგელი მარია ნიკოლოზის ასული (1819-1876) იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ქალიშვილი.
1868
20 დეკემბერი
გაზეთი „დროება”აქვეყნებს დავით
ერისთავის მიმოხილვას „წიგნები ს. პეტერბურგიდან“, რომელშიც ნათქვამია, რომ
პეტერბურგში ცალკე წიგნად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!“.
წყარო:
1885
20 დეკემბერი
საპასუხო ბარათს უგზავნის იონა მეუნარგიას, თან ურთავს გაზეთ „ივერიის“
პროგრამას და სთხოვს სტატიების მიწოდებას. ამავე თხოვნას უთვლის ნიკო
ნიკოლაძესაც.
წყარო:
1886
20 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 დეკემბერი“ („წინა წერილში ჩვენა
ვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულით
ვაჭრობის საქმე ჩვენში“.
წყარო:
1887
20 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 დეკემბერი“ („ვის არ წაგიკითხავთ ჩვენი აქაური რუსული...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთი „კავკაზი“ და ქართველი ხალხი“.
წყარო:
1888
20 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 დეკემბერი“ („ ვის არ წაგიკითხავთ ჩვენი აქაური რუსული გაზეთი...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საადგილმამულო გადასახადი
ამიერკავკასიაში“.
წყარო:
1889
20 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
19 დეკემბერი“ („სპარსეთსაო, _ ამბობს ერთი კორესპონდენტი...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დღევანდელი სპარსეთი“.
წყარო:
1892
20 დეკემბერი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრების საქმიანობაში,
რომელზეც განიხილავენ კახეთის რკინიგზის დაფინანსების საკითხს. გამოდის
მოსაზრებით, რომ დაფინანსება მოხდეს ე. წ. ობლიგაციური წესით. სთავაზობენ
კომისიის წევრობას, რომელმაც უნდა გამოძებნოს ფულის შოვნის გზები, მაგრამ უარს
ამბობს.
წყარო:
1898
20 დეკემბერი
იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს, რომელშიც ატყობინებს დარაჯის
დაპატიმრების ამბავს, სწერს წვრილმანი ხარჯების შესახებ და უგზავნის
მამასახლისისგან მიღებულ ქვითარს.
წყარო:
1905
20 დეკემბერი
გრაფ დიმიტრი სოლსკის მიწვევით ცხადდება მარიას სასახლეში, სიტყვით გამოდის
საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხელს რუსეთის
იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებებს. შეკითხვაზე, რამდენად გონივრულია, რომ
ქართული დეპუტაცია შევიდეს იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად ასაბუთებს
ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას.
წყარო: