საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 2, საქ., 47. . „Письмо в редакцию“, „Новое Обозрение“, 1884 წლის, 7 ივნისი, № 149, გვ.
2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 100-107, 412-413. პირთა ანოტაციები: ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899) ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი
დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 383-393; გაზ. „ივერია“, 1886, 7 ივნისი, № 120, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 87. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 687-690, გაზ. „ივერია“, 1887, 7 ივნისი, № 113, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 389. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 7 ივნისი, № 116; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 213. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქ. 303, ფ. 30; გაზ. „ივერია“, 1891, 8
ივნისი, № 119, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 135; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148, 440-441. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის
პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი
ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ჩუბინაშვილი ეკატერინე დავით ჩუბინაშვილის მეუღლე. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, საქ. 303, ფ. 30; გაზ. „ივერია“, 1891, 8
ივნისი, № 119, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 135; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148, 440-441. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის
პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი
ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ჩუბინაშვილი ეკატერინე დავით ჩუბინაშვილის მეუღლე.
გაზ. „ივერია“, 1891, № 119, 125.
პირთა ანოტაციები:
ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)
ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა
გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული
ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.
ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)
მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის
პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი
ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. გაზ. „კვალი“, 1898, № 24. გაზ. „ივერია“, 1899, № 120. დუშეთის ურიადნიკ ემეცის მიერ წარმოებული გამოძიების ოქმი, საქართველოს ეროვნული
არქივი, ფ 36, № 161, ფურც. 19,20; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა,
საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 111, 112. პირთა ანოტაციები: უნდილაშვილი სოფიო დიმიტრის ასული პურის მცხობელი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლში. მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა ევა გრიგოლის ასული საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავ მოსე მემარნიშვილის მეუღლე, რომელიც ქმართან
ერთად მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს. ლიტერატურული მატიანე, 1940, მასლოვი, მოგონება, გვ. 166. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. მასლოვი დანიელ გაბრიელის ძე - წარმოშობით ტულის
გუბერნიიდან, ილია ჭავჭავაძის მეფუტკრე საგურამოში 1902 წლიდან.
დანიელ მასლოვი, მოგონება, „ლიტერატურული მატიანე“, 1940, გვ. 166.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა)
გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
1881
7 ივნისი
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა ატყობინებს თბილისის კომერციულ ბანკს, რომ
ილია ჭავჭავაძის გამგზავრების გამო მის ნაცვლად საბანკო ქვითრებს ხელს
მოაწერს საზოგადოების წევრი ალექსანდრე ჭყონია.
წყარო:
1884
7 ივნისი
„ნოვოე ობოზრენიეში“ ამავე გაზეთში ნაპოლეონ ამატუნის მიერ გამოქვეყნებული
სტატიის პასუხად იბეჭდება ილია ჭავჭავაძის „წერილი რედაქციისადმი“.
წყარო:
1886
7 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად იწყებს ვრცელი პოლემიკური
ხასიათის სტატიის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 6 ივნისს“ („ბ-ნი აკაკი
წერეთელი თავის წერილში, რომელიც „ივერიის“ № 110-ში იყო დაბეჭდილი..“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აკაკი წერეთელი და ბანკი“.
წყარო:
1887
7 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 6 ივნისი“ („ჩვენა ვსთქვით, რომ უცხო
ქვეყნების საქონლის შემოტანაზედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და
პროტექციონობა“.
წყარო:
1889
7 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას
სათაურით „აი ისტორია“, წერილი მერვე („ჩვენ, რასაკვირველია, სახეში არა
გვქონია და არაცა გვაქვს...“)
წყარო:
7 ივნისი
დავით ჩუბინაშვილის გარდაცვალების გამო ქშწ-კგ საზოგადოების სახელით
სამძიმრის დეპეშას უგზავნის პეტერბურგში მის მეუღლეს – ეკატერინე
ჩუბინაშვილისას.
წყარო:
7 ივნისი
დავით ჩუბინაშვილის გარდაცვალების გამო გაზეთ „ივერიის“ რედაქციის სახელით
სამძიმრის დეპეშას უგზავნის პეტერბურგში მის მეუღლეს – ეკატერინე
ჩუბინაშვილისას.
წყარო:
7 ივნისი
დეპეშას უგზავნის პეტერბურგში ალექსანდრე ცაგარელს და სთხოვს, პირადად მისი,
გაზეთ „ივერიის“ რედაქციისა და ქშწ-კგ საზოგადოების სახელით გვირგვინებით
შეამკოს განსვენებული დავით ჩუბინაშვილის ცხედარი.
წყარო:
1898
7 ივნისი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება კრიტიკული წერილი ქშწ-კგ საზოგადოების 30 მაისს
გამართული წლიური კრების, საზოგადოების გამგეობისა და მისი თავმჯდომარის –
ილია ჭავჭავაძის შესახებ.
წყარო:
1899
7 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას.
წყარო:
1907
7 ივნისი
ყაჩაღები შედიან ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლში, პურის მცხობელ სოფიო
უნდილაშვილს ხანჯლით აშინებენ, კლავენ მოურავ მოსე მემარნიშვილს და მის
მეუღლე ევა მოძღვრიშვილ-მემარნიშვილისას. მიაქვთ ფული, ვერცხლის ნივთები,
თოფი და რევოლვერი.
წყარო:
7-8 ივნისი
იღებს დის, ელისაბედისა და მეფუტკრე დანიელ მასლოვის დეპეშებს,
რომლებიდანაც იგებს საგურამოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
წყარო:
7-8 ივნისი
დეპეშით ატყობინებს დას, ელისაბედს, რომ სასწრაფოდ ბრუნდება საქართველოში.
წყარო: