The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


23.10

1866    
     
23 ოქტომბერი    
     
 ზაალ ჭავჭავაძე ადგენს ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელს.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 174.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

     
1873    
     
23 ოქტომბერი    
     
პეტერბურგიდან საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს და მადლობას უხდის თანადგომისთვის, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება. მისი აზრით სიღარიბე ბრძოლაა, სიმდიდრე კი განცხრომა და უმოქმედობა, რომელიც ადამიანს საფლავშიაც ეყოფა. აცნობებს, რომ ბანკის მოხელეები უქრთამოდ საქმეს არ აკეთებენ და წესდების დამტკიცება ჭიანურდება. ამის გამო აპირებს, თავაზიანი თხოვნიდან „ჩხუბზე“ გადავიდეს.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 321; ჟურნ. „ლიტერატურული ალმანახი“, 1950, № 3, გვ. 241-242; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 316-319; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 151-153, 358-359.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1882    
     
23 ოქტომბერი    
     
ბარათს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ უნდა შეხვდეს კაცს, რომლის მოურავად აყვანაც ურჩიეს და თუ მოეწონა, ერთად ავლენ. სწერს, რომ მუშაობს ახალი წესდების პროექტზე, რომელიც უნდა განიხილონ ზედამხედველი კომიტეტის სხდომაზე 25 ოქტომბერს. სთხოვს, ხუთშაბათს ცხენები დაახვედროს საღამოს მატარებლის ჩასვლის დროისათვის.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 364; ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 150; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 199–200, 369.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 258-259.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
 1891    
     
23 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილება კავკავის ქართულ სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნისა და თბილისის საკვირაო სკოლისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის საკითხები.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198.

     
1893    
     
23 ოქტომბერი    
     
ალექსანდრე ყიფშიძე წერილს სწერს ძმას ზაქარია ყიფშიძეს მოსკოვში და დაწვრილებით მოუთხრობს ქართლ-კახეთში ილია ჭავჭავაძის მოგზაურობის ამბავს.   წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, „ლიტერატურის მატიანე“,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938)

გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.

     
1898    
     
23 ოქტომბერი    
     
წერილობითი თხოვნით მიმართავს ექვთიმე თაყაიშვილს, რომ დროებით გადასცეს დავით ბაქრაძის რუსულენოვანი თხზულება „ქრისტიანობის ძეგლები კავკასიაში“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი 2114; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 147; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 185, 461-462;

პირთა ანოტაციები:

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს.

ბაქრაძე დავით ნიკოლოზის ძე (1839-1918)

პედაგოგი, ჟურნალისტი, იურისტი, ქუთაისის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ილია ჭავჭავაძესთან ერთად.