გაზ. „დროება“, ახალი ამბები, 1880, 8 აპრ. № 83, გვ. 2. პირთა ანოტაციები: უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში,
შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ტ. ხუნდაძე, ქშწ-კგ საზოგადოება და ი. ჭავჭავაძე, ჟურნ. „მნათობი“, 1959, № 5,
გვ. 140-141; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე 66, ფ. 37. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ჯანაშვილი დიმიტრი იოსების ძე (1840-1905) ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის
სასულიერო სემინარია, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია, საქართველოში მსახურობდა
მღვდლად. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ -გაზეთებთან. პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 37. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 624-626; გაზ. „ივერია“, 1887, 16 აპრილი,
№ 73, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 194. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 16 აპრილი, № 78; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 162. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11896, გვ. 1-6. გაზ. „ივერია“, 1900, 16 აპრილი, № 81, გვ. 1-2; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 392. პირთა ანოტაციები: ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 597. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი,
ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848) ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა
სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური
ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი1438, საქ. 797, ფ. 4
რუს. ენაზე; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო
მოამბე“, № 37-38, 1978, გვ. 332; Историческая записка об управлении
Кавказом. В 2 т. Тифлис, 1907; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012,
გვ. 199-200, 464. პირთა ანოტაციები: ესაძე სიმონ სპირიდონის ძე (1868-1927) რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი,
სამხედრო ისტორიკოსი. პოლკოვნიკი.
1880
16 აპრილი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ხიზნების თაობაზე ილია ჭავჭავაძისა და „ობზორის“
პოლემიკის შესახებ პეტრე უმიკაშვილის კიდევ ერთი გამოხმაურება, სათაურით „თან-და-თან
უფრო ვრწმუნდებით“. მასში გაკრიტიკებულია გაზეთი „ობზორი“, რომელსაც
ყველაფერი პიროვნულ დაპირისპირებამდე დაჰყავს.
წყარო:
1885
16 აპრილი
გორდიდან ჩამოტანილ ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკას აბარებენ ქშწ-კგ
საზოგადოების მმართველობას. აღნუსხვის შედეგად ირკვევა, რომ იგი შეიცავს
169 ხელნაწერ და 10 ნაბეჭდ წიგნს. ჩაბარების აქტს ხელს აწერენ: ილია
ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, დიმიტრი ჯანაშვილი და ივანე მაჩაბელი.
წყარო:
ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)
1885
16 აპრილი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ნიკოლოზ დადიანს
უცხადებენ მადლობას წიგნების შემოწირვისთვის, იღებენ დადგენილებას ამ
წიგნების კატალოგის შესადგენად და სთხოვენ თავის პორტრეტს ბიბლიოთეკაში
დასაკიდად. იღებენ შემოწირულობას 31 მარტს გამართული სალიტერატურო და
მუსიკალური საღამოს შემოსავლიდან. იაკობ გოგებაშვილს ავალებენ ქუთაისის
სათავადაზნაურო სკოლის ანგარიშის შემოწმებას. საზოგადოების წევრთა საერთო
კრებას ნიშნავენ 19 მაისისთვის.
წყარო:
1887
16 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 15 აპრილი“ („რაც რამა ვსთქვით ღვინის
კეთების თაობაზედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის
ქართულად დაყენება“.
წყარო:
1889
16 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას
სათაურით „აი ისტორია“, წერილი მესამე („ახლა გავსინჯოთ, თავის უარარაო და
ფუჭის საგნის...“).
წყარო:
1898
16 აპრილი
ესწრება თსს ბანკის კრების გაგრძელებას რომელზეც განიხილება ორგანიზაციის
მოქმედების არეალის გაფართოება და ხელს აწერს სხდომის ოქმს.
წყარო:
1900
16 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „ქარაფშუტობა,
ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა“ („ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მის „ფინანსების“
არცოდნას გამოვეკიდე...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულება ოცტომეულში.
წყარო:
1906
16 აპრილი
მარჯორი უორდროპი უგზავნის წერილს, რომლითაც ულოცავს სახელმწიფო საბჭოს
წევრად არჩევას, გადასცემს მოკითხვას ძმის, ოლივერ უორდროპისგან და იწვევს
სტუმრად. ადრესანტმა არ იცის, რომ 10 აპრილს ის უკვე საქართველოში
გამოემგზავრა.
წყარო:
1907
16 აპრილი
სამადლობელ წერილს უგზავნის სიმონ ესაძეს მის მიერ შედგენილი წიგნის „კავკასიის
მართვა-გამგებლობის ისტორიული ჩანაწერი“ მიძღვნისათვის.
წყარო: