The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


24.09

1871    
     
19-24 სექტემბერი    
     
 იმპერატორისათვის გადასაცემი ადრესის შემდგენელი კომისიის ერთ-ერთი წევრი – ბესარიონ ღოღობერიძე ძველი თაობის წარმომადგენლების პოზიციაზე გადადის. „მამები“, რომელთა მხარესაც უკვე ხმათა უმრავლესობაა, იმპერატორისათვის გადასაცემი ადრესის ტექსტს ცვლიან და თბილისში ვიზიტით მყოფ ალექსანდრე II-ს ქართველი ხალხის სახელით თბილისში სამხედრო სასწავლებლის (კადეტთა კორპუსის) გახსნას სთხოვენ, რაც ისედაც იგეგმებოდა.   წყარო:

აკაკი წერეთელი. ჩემი ნაწერები. ტ. 2. 1913, გვ. 96–98.

დათარიღება:

ფაქტს ვათარიღებთ თბილისში ალექსანდრე II-ის ვიზიტის პერიოდით.

პირთა ანოტაციები:

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.

ალექსანდრე II ნიკოლოზის ძე (1818-1881)

რუსეთის იმპერატორი 1855-1881 წლებში, რეფორმატორი, 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთმა შეიერთა არტაანი, ყარსი, ბათუმი და სხვა ტერიტორიები. მოკლეს ნაროდნიკებმა.

     
1880    
     
24 სექტემბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გლეხკაცებისაგან მამულის შეძენა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 24 სექტემბერი, № 202, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 161.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 658.

     
1883    
     
24 სექტემბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე იბეჭდება ალექსანდრე ნანეიშვილის წერილი. მასში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძემ უარი თქვა ახალი დრამატული დასის შედგენაზე. დაპირისპირების მიზეზად დასახელებულია გამგეობის მიერ ისეთი დადგენილების მიღება, რომელიც თავისსავე წესდებას ეწინააღმდეგება.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 189, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

     
1886    
     
24 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე სტატიისა თარიღით „ტფილისი, 23 სექტემბერი“ („სათემო სასამართლოს პროექტით მინიჭებული აქვს უფლება...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „სოფლის მეურნეობის რეფორმის საკითხი“, ოცტომეულში - „სათემო მიწათმფლობელობის პროექტის გამო“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 455; გაზ. „ივერია“, 1886, 24 სექტემბერი, № 206, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 221; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 390.

     
1887    
     
24 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 თხზულებათა სექტემბერი“ („ჩვენი მკითხველები დღევანდელს „ივერიაში“..“). მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საქმის სიყვარული წარმატების საწინდარია“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 სექტემბერი, № 198, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 555.

     
1903    
     
 24 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „დედის ერთა იოთამი“ აქვეყნებს სტატიას „სალიტერატურო პრემია „შურდულის“ რედაქციისა“ („მე, ქვემორე ხელის მომწერი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 24 სექტემბერი, № 204, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 601.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 731-732.

     
1905    
     
24 სექტემბერი    
     
რამდენიმე პირთან ერთად წერილს უგზავნის ნიკო ნიკოლაძეს ფოთში და სთხოვს ჩამოსვლას კავკასიის მეფისნაცვალთან აუდიენციაში მონაწილეობის მისაღებად.   წყარო:

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ნ. ნიკოლაძის არქივი, 40/1762;ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი. ნაწ. 1, 1954, გვ. 296; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 305; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 244, 493.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.