The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


30.12

1858    
    
30 დეკემბერი   
    
პეტერბურგში წერს ლექსს „ს...ს“ („მას აქეთ, რაც შენ მე შემიყვარდი...“), რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ავტოგრაფი ნასწორებია, გადახაზული და მის მიერვე მიწერილი აქვს: „რიტორიკა“.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 29-30; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 297, 526.

პირთა იდენტიფიკაცია:

ერთი მოსაზრებით ლექსი ეძღვნება ავტორის სატრფოს „ს-აშენკა-ს“, მეორის მიხედვით კი – „ს-ამშობლო-ს“ / „ს-აქართველო-ს“ და წარმოადგენს ცნობილი ლექსის „მას აქეთ რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული...“ ადრეულ რედაქციას. იხ. გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 127-131; მაია ნინიძე, მადლის წყარო, ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება, თბ. 1997, გვ. 216-236.

    
1883    
    
30 დეკემბერი   
    
 ასაფლავებენ მის დას – ნინო ჭავჭავაძე-აფხაზს.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, 29 დეკემბერი, № 264, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

    
1885    
    
30 დეკემბერი   
    
სადარბაზო ბარათებით იწვევს რაფიელ ერისთავს, აკაკი წერეთელსა და დავით ერისთავს. სთხოვს, ერთად აღნიშნონ ახალი წელი და გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლა.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რაფიელ ერისთავის ფონდი, № 957; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 86; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 115, 418.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) – მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

    
1885    
    
30-31 დეკემბერი   
    
 აკაკი წერეთლის მიპატიჟების პასუხად იღებს შეტყობინებას, რომ თბილისში არ იმყოფება.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 116-117.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1887    
    
30 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 დეკემბერი“ („ჩვენი გაზეთი მეტად ჰფრთხილობს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვის“  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 780-783, გაზ. „ივერია“, 1887, 30 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 649.

    
1888    
    
30 დეკემბერი   
    
მონაწილეობს კავკასიის სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების კრებაში, რომელიც განიხილავს თბილისის საბაღოსნო სკოლის წლიურ ხარჯთაღრიცხვას.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 30 დეკემბერი, № 275, გვ. 1.

    
1889    
    
30 დეკემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 დეკემბერი“ („ევროპაში, როგორც მოეხსენება მკითხველს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საახალწლო მილოცვები“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 30 დეკემბერი, № 278, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 439.

    
1895    
    
30 დეკემბერი    
    
ესწრება ღარიბ მოსწავლეთა შემწე თავადაზნაურთა საზოგადოების კრებას და ებმება კამათში თბილისის სკოლისთვის სახსრების მოძიებასთან დაკავშირებით.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 30 დეკემბერი, № 282, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 153.

    
30 დეკემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 დეკემბერი“ („გამგე კომიტეტი სათავადაზნაურო სკოლისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული სკოლების გიმნაზიებად გადაკეთების თაობაზე“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1896, 11 იანვ., № 7; გომელაური ივანე, „საჩუქარი ანუ რჩეულთა ლექსთა კრება“ მოზრდილ ყრმათათვის, ახალ-სენაკი, 1895.

    
1900    
    
30 დეკემბერი   
    
 სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძე კითხულობს ილია ჭავჭავაძის ლექსს „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, 1 იანვარი, №1343, გვ. 6.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

1902    
    
30 დეკემბერი   
    
თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 1903 წლის 20 და 27 იანვარს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

    
1903    
    
30 დეკემბერი   
    
ლევან გორდელაძე ღია ბარათით ულოცავს დამდეგ ახალ წელს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 483.

პირთა ანოტაციები:

გორდელაძე ლევან მამუკას (გიორგის) ძე (გარდ.1919 წ. შემდ.)

ქშწ-კგ საზოგადოების წევრი.