The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


23.06

1858    
    
23 ივნისი    
    
ტიარლევოში წერს ლექსს „გიყვარდეს“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 4.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 289-292.

    
23 ივნისი   
    
 ტიარლევოში იწყებს მუშაობას ლექსზე „მთვარეს“, რომელსაც პუბლიკაციებში სათაურად აქვს „უცხოეთში“.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 7-9.

დათარიღება:

ეს ვარიანტი უფრო გვიანდელია, ვიდრე 23 ივნისისა.

    
1877    
    
23 ივნისი   
    
გამოდის „ივერიის“ მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც ამთავრებს დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ საკუთარი თარგმანის ხელმოუწერლად ბეჭდვას. აქვე აქვეყნებს ლექსებს: „ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ღვრიდა...“ და „ს... ჩ...სას“ („სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი“).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 17, გვ. 8, 9-12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

    
1879    
    
23 ივნისი    
    
წერილობით თხოვნას უგზავნის რაფიელ ერისთავს, რომ ქშწ-კგ საზოგადოების საქმის მწარმოებელ იონა მეუნარგიას გამოუყოს თანხა კანცელარიის მოსაწყობად.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 481, საქმე 32, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 86; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 86, 401.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    
1880    
    
23 ივნისი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სასამართლოები ჩვენში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 23 ივნისი, № 132, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 125.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 651-652.

    
1882    
    
23 ივნისი    
    
თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილობით ინფორმაციას ჩატარებული გამოცდების შესახებ. პროგიმნაზიული კლასის გახსნასთან დაკავშირებით სასწავლო ოლქის მზრუნველთან გასაგზავნი წერილის შედგენას ავალებენ იაკობ გოგებაშვილს. არ იწონებენ მიხეილ ზედგინიძის მიერ შედგენილ ქართული წერის დედანს. თანხმდებიან, რომ დაიბეჭდოს და სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს წიგნების მოხმარების წესები. ისტორიისა და არითმეტიკის სახელმძღვანელოების რუსულიდან თარგმნას ავალებენ ივანე მაჩაბელს. განიხილავენ ნესტორ წერეთლის ინფორმაციას სოფ. კუხის საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. მტკიცდება საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების შესაძენი ხარჯები.  წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 91.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ზედგინიძე მიხეილ

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

წერეთელი ნესტორ

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
 23 ივნისი
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 23 ივნისი, № 129, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 344.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 692.

1883
23 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ირჩევენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლებს, განიხილავენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოსე ნათაძის წლიურ ანგარიშს. ბათუმის სკლისთვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით იღებენ მაზრის გუბერნატორ ალექსი სმეკალოვის წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავარმართებელ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით მიწების ბოძება აკრძალულია როგორც კერძო პირთათვის, ისე საზოგადოებებისათვის. ნიშნავენ თონეთის სკოლის მასწავლებელს. თანხმდებიან ამ სასწავლებლის სექტემბერში გახსნაზე. ვერ აკმაყოფილებენ საგარეჯოში ახალგახსნილი ქალთა სახელოსნო სკოლის თხოვნას მასწავლებლის დანიშვნისა და დაფინანსების შესახებ. წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 143.

პირთა ანოტაციები:

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

სმეკალოვი ალექსი მიხეილის ძე (1838-1890)

რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1881 წლიდან ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორი. 1883 წლიდან, მას შემდეგ რაც ბათუმის ოლქი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას, ქუთაისის გუბერნატორი.

დონდუკოვ-კორსაკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე (1820-1893)

რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე, 1881-1890 წლებში, კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელი.

23 ივნისი
გაზეთ „დროებაში“ „დ. სოსლანის“ ფსევდონიმით იბეჭდეჰბა დავით კეზელის „კრიტიკული შენიშვნები „ივერია“ წიგნი ΙV“, რომელშიც ძირითადად განხილულია ილიასეული „შინაური მიმოხილვა“. წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 119, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

23 ივნისი
სირაჯებისგან იღებს მიყიდული ღვინის საფასურის ნაწილს და ამის შესახებ მინაწერს აკეთებს მათთან დადებულ ხელშეკრულებაზე. წყარო:

ხელშეკრულების დედანი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17514; ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 271.

1888    
    
23 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 ივნისი“ („Новое Обозрение“-ს გუშინდელს ნომერში (№ 1553)...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ტფილისის და ქუთაისის ქართული საადგილმამულო ბანკების შეერთების საკითხებზე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 844-846; გაზ. „ივერია“, 1888, 23 ივნისი, № 130, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 269.

    
1889    
    
23 ივნისი     
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეთერთმეტე („ბაიერნისაგან ზეგარდმო შთაგონებულმა ავტორმა...“)  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 23 ივნისი, № 130; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 241.

    
1893    
    
23 ივნისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ მაღაზიისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა III ტომის შესყიდვის გადაწყვეტილებას. იაკობ მანსვეტაშვილს გამოუყოფენ თანხას წიგნისთვის „კიკოლას ნაამბობი“. უარს ეუბნებიან თიანეთისა და ახალსოფლის მოსახლეობას სასკოლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე. მადლობას უცხადებენ ბათუმის სკოლის მღვდელ სიმონ თოთიბაძეს მოსწავლეებისთვის საღმრთო წერილის უსასყიდლოდ სწავლებისთვის.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 289.

პირთა ანოტაციები:

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ.

თოთიბაძე სიმონ გრიგოლის ძე

მღვდელი. ბათუმის სასწავლებელში უფასოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს.

    
1901    
    
23 ივნისი   
    
თბილისიდან საგურამოში მეუღლეს უგზავნის წერილს და გიორგი ქართველიშვილის მიერ ძღვნად მირთმეულ თევზეულს. ატყობინებს, რომ ბანკში გადაუდებელი საქმეების გამო ვერ ახერხებს ასვლას. წუხს, რომ მათ ცხენს ფეხი მოუტეხია და ეკიპაჟიც დამტვრეულა.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 417. ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 382-383; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 231-232, 379. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 275.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ქართველიშვილის სახელი ნახსენები არ არის.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

    
1902    
    
23 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, ივნისის 23“ („ამ დღეებში ჩვენს გაზეთში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხკაცის გასაჭირი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 23 ივნისი, № 131, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 471.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 712-713.

    
1905    
    
23 ივნისი   
    
 მიხეილ ვეზირიშვილი აცხადებს, რომ ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ უფიქრია. ხდება მორიგება და რწმუნებულები: მიხეილ გრუზინსკი, დავით ჯორჯაძე, ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე ადგენენ ოქმს.   
    
23 ივნისი   
    
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომლის დასასრულსაც აცხადებს, რომ მიდის ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან. მოვალეობის შემსრულებლად რჩება ანტონ ფურცელაძე.