The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1.08

1858    
    
1 აგვისტო   
    
ტიარლევოში წერს ლექსს „ლოთის რჩევა“, რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, 17-19.

    
1 აგვისტო   
    
წერს ლექსს „როდემდის“.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, 10; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 4.

    
1 აგვისტო   
    
 წერს ლექსს „პავლოვსკის პარკი“. ტექსტის ავტოგრაფი მის მიერვეა გადახაზული და მიწერილი აქვს: „რიტორიკა უშვერი“  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17501 გვ. 10, 17-19; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 24, 25.

    
1886    
    
1 აგვისტო   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ივლისი“ („ამას წინად ტფილისის ოლქის სასამართლოს განყოფილებამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ენისლელების საქმე“; გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება დიმიტრი ყიფიანის „წერილი რედაქციის მიმართ“, რომელიც მიმართულია თსს ბანკის შესახებ ილიასეული მოწინავეების წინააღმდეგ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 444; გაზ. „ივერია“, 1886, 1 აგვისტო, № 166, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 260.

1886
1 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ივლისი“ („ამას წინად ტფილისის ოლქის სასამართლოს განყოფილებამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ენისლელების საქმე“; გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება დიმიტრი ყიფიანის „წერილი რედაქციის მიმართ“, რომელიც მიმართულია თსს ბანკის შესახებ ილიასეული მოწინავეების წინააღმდეგ. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 444; გაზ. „ივერია“, 1886, 1 აგვისტო, № 166, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 260

1887
1 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 31 ივლისი“ („ჩვენ ჩამოვთვალეთ, რაც საზოგადო მიზეზნი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 743-745, გაზ. „ივერია“, 1887, 1 აგვისტო, № 158, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 509.

1903
1 აგვისტო
 
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ჩვენის უკანასკნელის წერილის შემდეგ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 1 აგვისტო, № 163, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 586.

1907
1 აგვისტო
საპასუხო წერილს უგზავნის ნოშრევან ჯაფარიძეს. სწერს, რომ წერილსა და ორ დეპეშაზე პასუხის მიუღებლობის შემდეგ მისი შეშფოთება და ამბის გასაგებად ნათესავის შეწუხება ბუნებრივი იყო. დარიგებას აძლევს, რა ფასად გაყიდოს თითო საპალნე ღვინო. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17591; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 132-133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 256, 504- 505.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.