1864 |
||
1864 10 აპრილი |
||
ნიშნავენ იმერეთში, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007,
445;”ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 570-571; საქართველოს
ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 3.
|
|
1864 14 ნოემბერი |
||
თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი კონსტანტინე ორლოვსკი კავკასიის
მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტს სწერს, რომ
გლეხთა საქმეების მოსაგვარებლად დანიშნულ 12 მომრიგებელ შუამავალზე
გამოყოფილი თანხები გაიცემა 1864 წლის 8 ნოემბრიდან. იქვე დანართის სახით
წარმოდგენილია ამ შუამავალთა სია და ილია ჭავჭავაძის გვართან მინიშნებულია,
რომ იგი დაინიშნა თბილისის მაზრის I განყოფილებაში.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 10,
აღწ. 1, საქ. 3056, 19967. პირთა ანოტაციები: ორლოვსკი კონსტანტინე ივანეს
ძე (1810-1876) პოლონელი სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის სახელმწიფო
საიდუმლო მრჩეველი. 1834 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. 1860 წელს
დაინიშნა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორად.
|
|
1864 16 ნოემბრამდე |
||
თბილისიდან ქუთაისში წერილს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს, დეპეშით შეატყობინოს გამომგზავრების დრო, რომ მცხეთაში დახვდეს. სწერს, რომ ორ დღეზე მეტ ხანს ვერ დაელოდება, რადგან მეფისნაცვალ მიხაილ რომანოვთან უნდა გამოცხადდეს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 415-4. ჭავჭავაძე ი., თსკ
(ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 378-379; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18,
თბ., 2009, გვ. 235, 381. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია
ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ.
256-258. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული
(1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და
საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. რომანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1832-1909) დიდი მთავარი გენერალ-ფელდმარშალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა. კავკასიის მეფისნაცვალი 1862-82 წლებში. |
|
1864 |
||
გამოდის კრებული „სალამური“, რომელშიც იბეჭდება მისი ლექსი „ელეგია“ |
წყარო: სალამური, ანუ ლექსთა კრება
ქართველთა მწერალთა, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1877, გვ. 8. |