The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


9.06

1870    
    
9 ივნისი   
    
პასუხობს ამიერკავკასიის კონტროლის პალატის წერილს, რომელშიც ითხოვდნენ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებას. მისი განმარტებით, ის 6 მანეთი და 25 კაპიკი, რომლის შესახებაც ეკითხებოდნენ, გადაუხადეს მღვდელსა და მგალობლებს სასამართლოს შენობის კურთხევისას და ეს აღნუსხული იყო სასამართლოს საბუღალტრო წიგნში.  წყარო:

წერილი, საქართველოს ეროვნული არქივი ფონ. 133, საქ. 2328, ფ.. 4. ასლი. „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 426.

    
1877    
    
9 ივნისი   
    
გამოდის „ივერიის“ მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად განაგრძობს დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანის ბეჭდვას.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 15, გვ. 8-12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

 დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

    
1884    
    
9 ივნისი   
    
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ გამოქვეყნებული ნაპოლეონ ამატუნისა და ილია ჭავჭავაძის წერილების საპასუხოდ გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „საბანკო დავიდარაბა გაზეთების ფურცლებზედ“.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, 9 ივნისი, № 123.

პირთა ანოტაციები:

ამატუნი ნაპოლეონ ივანეს ძე (1839-1899)

ვექილი, თბილისის საკრედიტო ბანკის თავმჯდომარე, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი.

    
1887    
    
9 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ივნისი“ („ეგვიპტის საქმე, ავღანიისა და ბოლგარიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მორიგების მცდელობა ინგლისსა და ოსმალეთს შორის ეგვიპტის თაობაზე“.   
    
 9 ივნისი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ნიკოლოზ ცხვედაძის მოხსენებას ბათუმის სკოლის შესახებ. იღებენ დადგენილებას, რომ მოსე ნათაძე კვლავ დარჩეს ბათუმის სკოლის მასწავლებლად. ნიკოლოზ მთვარელიშვილს საკუთარი თხოვნის საფუძველზე ათავისუფლებენ საზოგადოების მდივნის თანამდებობიდან. მასწავლებლებს ურიცხავენ ივნის-ივლისის ხელფასს. მტკიცდება წვრილმანი ხარჯები.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 ივნისი, № 114, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 402.

    
1887    
    
9 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ივნისი“ („ეგვიპტის საქმე, ავღანიისა და ბოლგარიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მორიგების მცდელობა ინგლისსა და ოსმალეთს შორის ეგვიპტის თაობაზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 ივნისი, № 114, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 402.

 

    
9 ივნისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ნიკოლოზ ცხვედაძის მოხსენებას ბათუმის სკოლის შესახებ. იღებენ დადგენილებას, რომ მოსე ნათაძე კვლავ დარჩეს ბათუმის სკოლის მასწავლებლად. ნიკოლოზ მთვარელიშვილს საკუთარი თხოვნის საფუძველზე ათავისუფლებენ საზოგადოების მდივნის თანამდებობიდან. მასწავლებლებს ურიცხავენ ივნის-ივლისის ხელფასს. მტკიცდება წვრილმანი ხარჯები  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 183.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

    
1889    
    
9 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „აი ისტორია“, წერილი მეათე („წინა წერილიდამ ვნახეთ, როგორ მოიხმარა...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5170; გაზ. „ივერია“, 1889, 9 ივნისი, № 118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 234.

    
1890    
    
9 ივნისი    
    
ალექსანდრე ჭყონია „ივერიის“ რედაქციას უძღვნის თავის წიგნს „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე“.   წყარო:

ა. ჭყონია, „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე“. ტფ., 1890. FS 5208/09 – რარიტეტის განყოფილება, ი. ჭავჭავაძის კოლექცია.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

    
1891    
    
9 ივნისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ნეკროლოგს სათაურით „დავით იესეს ძე ჩუბინიშვილი“. სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 4 ივნისი, № 120, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 30.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

    
1893    
    
9 ივნისი     
    
გაზეთ „ივერიაში“ პაატას ფსევდონიმით იბეჭდება მიხეილ ნასიძის სტატია „სახელდახელო“, რომელშიც საუბარია „ივერიისადმი“ ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორ დავით ღამბაშიძის მოთხოვნაზე ფსევდონიმების გახსნასთან დაკავშირებით. ნასიძე აღნიშნავს, რომ თუ „მწყემსის“ რედაქტორი ანონიმურობის წინააღმდეგია, მაშინ თავადაც მიმართოს ამ პრინციპს და გაამხილოს თავისი ავტორობა გაზეთ „მწყემსსა“ და „პასტირში“ ფსევდონიმებით გამოქვეყნებულ თავის წერილებზე.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 119, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

    
1895    
    
9 ივნისი   
    
თბილისის სასამართლო განიხილავს საჩხერელი ფერშლის - იოანე მაშკოვის საჩივარს გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის - ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ 1894 წლის 12 დეკემბერს ამ გაზეთში გამოქვეყნებული კორესპოდენციის გამო, რომლის მიხედვითაც საჩხერელი ფერშლის (გვარი დასახელებული არ ყოფილა) უყურადღებობას ემსხვერპლა ადამიანის სიცოცხლე. სასამართლო ილია ჭავჭავაძეს უდანაშაულოდ ცნობს.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 113, № 1559.

პირთა ანოტაციები:

მაშკოვი იოანე არხიპოს ძე

საჩხერელი ფერშალი. დამატებითი ინფორმაციები მის შესახებ არ მოგვეპოვება.