საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 138, № 26, გვ. 2. პირთა ანოტაციები: კაზაროვი გრიგოლ არტემის ძე დუშეთის მაზრის მკვიდრი. მედაპოვის როსტომ დუშეთის მაზრის მკვიდრი. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 115-116. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. სავანელი ალექსანდრე ივანეს ძე აზნაური, „სტატსკი სოვეტნიკი“, დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძის
შემდეგ. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“.
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 115-116.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. „ქუთაისიდგან იწერებიან...“ გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრილი, 420, გვ. 2. გაზ. „ივერია“, 1878, № 17; გაზ. „დროება“, 1878, № 81, გვ. 1-2. გაზ. „დროება“, 1880 , № 87, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ.,
1997, გვ. 582. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2 გვ. 50.
პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო
სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა
სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. გაზ. „დროება“ 1881, № 86, 87. გაზ. „ივერია“, 1886, № 90, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 578. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 655-657, გაზ. „ივერია“, 1887, 26 აპრილი, № 82, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 265. გაზ. „ივერია“, 1893, № 86, გვ. 4. პირთა ანოტაციები: ზავადსკი მიხეილ რომუალდის ძე (1848-1926) რუსი პედაგოგი, სენატორი, საიდუმლო მრჩეველი, სასწავლო ოლქის მზრუნველ კირილ
იანოვსკის შემცვლელი 1893 წელს. 1901 წლიდან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი
და განათლების მინისტრის თანაშემწე.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 2-24. «Объяснительная записка по предмету невыдачи Тифлисским дворянским земельным
банком закладных листов заёмщикам на руки», 1895; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
16, 2017. პირთა ანოტაციები: ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897) რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული
საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი. ბაგრატიონ- გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935) ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის
საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი. გაზ. „კვალი“, 1898, № 18. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“
რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921
წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. გაზ. კვალი, 1900, № 18, გვ. 2778. პირთა ანოტაციები: ყიფიანი პავლე (პალიკო) როსტომის ძე (1864-1931) თსს ბანკის დირექტორი, ხაზინადარი და ბაქოს სააგენტოს მმართველი. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის
სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი, მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905) სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა
ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად
ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი. გაზ. „ივერია“, 1902, 27-28 აპრ. № 88, 89.
1868
26 აპრილი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს გრიგოლ კაზაროვის საჩივარს
როსტომ მედაპოვის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედება მისთვის სიტყვიერი
შეურაცხყოფის მიყენებაში. იბარებენ ბრალდებულსა და მოწმეებს.
წყარო:
1873 26 აპრილი
დუშეთიდან ბაქოში წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ მის ადგილზე
ალექსანდრე სავანელს ნიშნავენ, რაც ადგილობრივებს არ სიამოვნებთ. სწერს,
რომ მოუთმენლად ელის სამსახურიდან დათხოვნის შეტყობინებას. წუხს, რომ ის
პიროვნება, რომელსაც ოლღას მიერ მემკვიდრეობით მიღებული მოზდოკის მამულების
საბუთები უნდა გაეფორმებინა, ამ საბუთებიანად სადღაც დაიკარგა.
წყარო:
26 აპრილი
იღებს მეუღლის მიერ ბაქოდან გამოგზავნილ დეპეშას, იგებს, რომ ყველანი
კარგად არიან და მშვიდდება, რადგან სამი კვირის განმავლობაში არ იცოდა მათი
ამბავი.
წყარო:
1874
26 აპრილი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია 18 აპრილს ქუთაისში გამართულ
ლიტერატურულ საღამოში მისი მონაწილეობის შესახებ.
წყარო:
1878
26 აპრილი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც
განიხილავენ ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანის საკითხს. კრების
ზოგიერთი მონაწილე პროექტს არახელსაყრელად მიიჩნევს ცივ-გომბორის ქედთან
დაკავშირებული ზედმეტი ხარჯებისა და მგზავრების შესაძლო ნაკლებობის გამო.
ირჩევენ კომისიაში, რომელსაც ევალება საჭირო საბუთების მომზადება
მთავრობისთვის წარსადგენად.
წყარო:
1880
26 აპრილი
გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს დასაწყისს ნარკვევისა „ხიზნების
საქმის გამო“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების
საქმის თაობაზედ“.
წყარო:
26 აპრილი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ
ქუთაისის სააზნაურო სკოლის ანგარიშს, იწონებენ იონა მეუნარგიას წინადადებას
ქუთაისის სააზნაურო ბანკისთვის შემწეობის თხოვნის თაობაზე და მსჯელობენ
სკოლისთვის შენობის დაქირავების საკითხზე.
წყარო:
1881
26 აპრილი
მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში. კითხულობს ბანკის 1880 წლის მოქმედების
ანგარიშს და 1881 წლის ხარჯთაღრიცხვას.
წყარო:
1886
26 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
25 აპრილს“ („სერბიასა და ბოლგარიას გარდა...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „საბერძნეთი თოფქვეშ“.
წყარო:
1887
26 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 აპრილი“ („პარასკევ საღამოს, 24-ს
აპრილსა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების
საქმე“.
წყარო:
1893
26 აპრილი
პირადად მიდის საცენზურო კომიტეტში და უარს აცხადებს მიხეილ ზავადსკის „უარყოფის“
რუსულად გამოქვეყნებაზე იმ მოტივით, რომ მას უფლება არა აქვს ქართულ
გაზეთში რუსული ტექსტის დაბეჭდვისა, მაგრამ საცენზურო კომიტეტი აიძულებს.
წყარო:
26 აპრილი
ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც ამბობს, რომ ბანკმა ჯერ ვალი უნდა
გაისტუმროს და შემდეგ გასცეს ფული სხვადასხვა ხარჯებისათვის.
წყარო:
1895
26 აპრილი
იმასთან დაკავშირებით, რომ თსს ბანკის გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა
საყვედური გამოთქვა საიპოთეკო ფურცელების გაცემის შეჩერების თაობაზე, ილია
ჭავჭავაძე დავით ავალიშვილთან და მიხეილ გრუზინსკისთან ერთად წერს
განმარტებით ბარათს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი დროებითი შეჩერება,
ბანკის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, აპრობირებული მეთოდია სხვა
ბანკებშიც და კლიენტურის დაკარგვას არ იწვევს.
წყარო:
1898
26 აპრილი
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ნოე ჟორდანიას წერილი „ჩვენებური საქმიანობა.
ბანკები“, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული თბილისისა და ქუთაისის
ბანკის ხელმძღვანელთა, მათ შორის ილია ჭავჭავაძის საბანკო საქმიანობა.
წყარო:
1900 26 აპრილი-2 მაისი
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელიც განიხილავს გასული
წლის ანგარიშს, მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, სკოლების დაფინანსებას, ბაქოს
სააგენტოსა და პავლე ყიფიანის საკითხს. ებმება კამათში სამეურნეო ბანკის
დირექტორ ვლადიმერ მიქელაძესთან, ვასილ მაჩაბელთან და ნიკოლოზ ხუდადოვთან,
მაგრამ ძალიან მოტეხილია, ისე დაბალ ხმაზე საუბრობს, რომ დარბაზს ძლივს
ესმის.
წყარო:
1902 25-26 აპრილი
მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში.
წყარო: