გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17506; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,
ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 134; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 208, 496-497. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17550; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე,
სოხუმი, 1949, გვ. 33; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 32; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 31-32, 376-377. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. “დროება“, 1880, 11 დეკემბერი, № 261, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 188. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 663. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 25, 26. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.
ქორიძე ფილიმონ იესეს ძე (1835-1911) ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი და ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების
ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველმა გადაიტანა ნოტებზე ქართული მრავალხმიანი სიმღერები. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 487-490; გაზ. „ივერია“, 1886, 11 დეკემბერი, № 268, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 589 გაზ. „ივერია“, 1887, 11 დეკემბერი, № 260, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 9, თბ., 2006, გვ. 624. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 852-858; გაზ. „ივერია“, 1888, 11 დეკემბერი, № 261, გვ.
1-2 (ცენზურის ნებართვა 1888, 10/ XII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991,
გვ. 451 ე. კერესელიძე, Q 840, გვ. 27. პირთა ანოტაციები: შარაძე მაქსიმე როსტომის ძე (1859-1908) „ივერიის“ რედქციის მოლარე, ცნობილი მესტამბე და საზოგადო მოღვაწე. 1891-1900
წწ-ში „ივერია“ იბეჭდებოდა მის სტამბაში. ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის
აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი
„ქართული სიტყვიერების ისტორია“ ავტოგრაფი, საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივი,
ავტოგრაფი, ფონდი 171, საქმე 21; ვ. გურგენიძე, ი. ჭავჭავაძის ორი უცნობი წერილი.
„წიგნის სამყარო“, 1977, 23 მარტი, № 6, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17,
2012, გვ. 162-163, 444. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 56. პირთა ანოტაციები: ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912) ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კითხულობდა ლექციებს ლაზარევის
აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, დაწერა და 4 ტომად გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი
„ქართული სიტყვიერების ისტორია“ ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის
პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი
ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. გაზ. „ივერია“, 1891, 13 დეკემბერი, № 265, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.
1860
1860 11 დეკემბერი
პეტერბურგში მუშაობს პოემაზე „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდამ“
წყარო:
1871
11 დეკემბერი
„გამოცანებს“ და „კიდევ გამოცანებს“ წერილთან ერთად დუშეთიდან თბილისში
უგზავნის დავით ერისთავს და სთხოვს ავტორის ვინაობის გაუმხელლად გავრცელებას.
მისივე განმარტებით, ვინაობის გამხელას იმიტომ ერიდება, რომ ისინი, ვისზეც ეს
გამოცანებია, „ყოველსფერს სიმურტლეს იკადრებენ და მაშინ ჩიტი პრტყვნად აღარ
ეღირება“.
წყარო:
1880
11 დეკემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქუთაისის
საოსტატო სემინარია“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1884
11 დეკემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ნიკოლოზ
ცხვედაძის მიერ წარმოდგენილ საჩივარს სოფლებში მცხეთასა და ვაყაში სკოლების
გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ წინააღმდეგობებზე და იღებენ დადგენილებას, რომ
ეს საჩივარი მცირეოდენი სწორებებით გაეგზავნოს კავკასიაში სწავლა-განათლების
მზრუნველს კირილ იანოვსკის. ხელთუბნის სკოლის მასწავლებელს ეგზავნება
მოთხოვნილი სახელმძღვანელოები და ეძლევა უფლება, რომ რუსულის სწავლა დაიწყოს
მაშინ, როცა მოსწავლეები ამისათვის მზად იქნებიან. ბათუმის სკოლას ატყობინებენ,
რომ მეორე მასწავლებლის აყვანის შესაძლებლობა იმჟამად არ არის და ურჩევენ
სწავლა ორ ცვლად წარმართონ. შემოწირულობას იღებენ ფილიმონ ქორიძის მიერ
გამართული კონცერტის შემოსავლიდან. სოფელ ვანში ახალგახსნილ სკოლას ეგზავნება
სასწავლო ნივთები და სახელმძღვანელოები. იაკობ გოგებაშვილს ევალება, შეისწავლოს
ქუთაისის სათავდაზნაურო სკოლიდან დასამტკიცებლად გამოგზავნილი პროგრამები.
წყარო:
1886
11 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 დეკემბერი“ („გუშინ ჩვენი ლაპარაკი
იმაზედ შევაყენეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში“.
წყარო:
1887
11 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 10 დეკემბერი“ („ევროპის ჟურნალ–გაზეთობას ტყვია–წამლის სუნი
მოედინათ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის
საომარი მზადება“.
წყარო:
1888
11 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 დეკემბერი“ („ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ
ეხლანდელს დროს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„უარმყოფელობა ჩვენში“.
წყარო:
1891
.
11 დეკემბერი
მაქსიმე შარაძე იღებს ილია ჭავჭავაძის თხოვნით პროფესორ ალექსანდრე
ხახანაშვილის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილ სანოტო ნიშნების შრიფტს მისი
სტამბისთვის.
წყარო:
11 დეკემბერი
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა მისი
ხელმოწერით რწმუნების ქაღალდს და ინსტრუქციას უგზავნის ალექსანდრე ხახანაშვილს
დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის ასაღწერად.
წყარო:
11 დეკემბერი
ქართულ თეატრში ესწრება დავით ერისთავის „სამშობლოს“ განახლებულ წარმოდგენას.
წყარო: