გაზ. “დროება“, 1880, 29 თებერვალი, № 46, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 15, 2007, გვ. 95. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 644-646.
პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. გრ. ყიფშიძე, ი. ჭავჭავაძე. ტ. 1, 1914, გვ. XLI. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. სიმბორსკი ნიკოლოზ ვასილის ძე (1849-1881) რუსი პოეტი და ჟურნალისტი. გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926) მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი,
ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს
პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. შალიკაშვილი იოსებ ივანეს ძე (1847-1903) ილია ჭავჭავაძის ნათესავის – დარია ნოშრევანის ასულ ჭავჭავაძის ვაჟი, ილია
ჭავჭავაძის ცოლისდის – ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკაიას ქალიშვილის – ნინო
დიმიტრის ასულ სტაროსელსკაიას მეუღლე. სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.
ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915) ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №
355. ი. ჭავჭავაძე., თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 372-373; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 212-213, 372-373. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი.
1880
29 თებერვალი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კიდევ
„ტფილისის მოამბეს“. წერილში გაკრიტიკებულია გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“, „ობზორი“
და მისი რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად
დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
29 თებერვალი
გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული მისი წერილის გამო ნიკო ნიკოლაძე წერს
პასუხს „ბეჭდვითი მეყალბენი“ და ილია ჭავჭავაძეს დუელში იწვევს. დუელის
დღედ ინიშნება 1 მარტი. ნიკო ნიკოლაძე სეკუნდანტებად ასახელებს ნიკოლოზ
სიმბორსკის და დავით გურამიშვილს, ილია ჭავჭავაძე – იოსებ შალიკაშვილსა და
ნიკოლოზ ერისთავს.
წყარო:
1884
29 თებერვალი
წერილს სწერს მეუღლეს პეტერბურგიდან. ატყობინებს, რომ მისი გამგზავრება
ისევ ფერხდება. უკვე იმაზეც კი ფიქრობს, თუ არაფერი გამოვიდა, საქმის
დამთავრებამდე დაბრუნდეს თბილისში.
წყარო: