გაზ. “დროება“, 1881, 8 ივლისი, № 141, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 253. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 676 საქართველოს ეროვნული არქივი, № 231 კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 7 ივლისი, № 146, გვ. 1. ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, 2007, გვ. 181. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 8 ივლისი, № 142 , გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 212. Думский сборник. I. Государственная дума первого созыва (27 апреля-8 июля
1906 года), приложение к газете «Товарищ» Санкт-Петербург, 1906. დათარიღება: მართალია, სახელმწიფო საბჭომ მუშაობა 27 აპრილს დაიწყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძე
პეტერბურგში მხოლოდ 6 მაისს ჩავიდა.
1881
8 ივლისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სოფლის
მწარმოებლები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1885
8 ივლისი
თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძის
საგურამოდან თბილისში ჩამოსვლის შესახებ
წყარო:
1886
8 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის
ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 7 ივლისი“ („ეხლა განვიხილოთ, რაგვარ იცვალა ბ-ნ
ყიფიანის აზრი მამულს გაუსყიდებლობაზე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“
წყარო:
1888
8 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 7 ივლისი“ („ივერიის“ №№ 92- 96 მეთაურების
საგნად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის
საფუძვლები“
წყარო:
1906 7 მაისი - 8 ივლისი
მონაწილეობს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის სხდომებში.
წყარო: