სასამართლო სხდომის ოქმი (№ 12), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, აღწ.1, საქ.284, ფურც. 3-4, დედანი;
„საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 404. პირთა ანოტაციები: გივიშვილი ბერო დუშეთის მაზრის მკვიდრი. თუმანოვი – დუშეთის მაზრის მკვიდრი. გაზ. „ივერია“, 1886, 14 ოქტომბერი, № 221, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 443. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 128. პირთა ანოტაციები: გრენი ალექსეი ნიკოლოზის ძე (დაბ. 1862) რუსი ორიენტალისტი, გაზ. „კავკაზის“ თანამშრომელი, კიევის უნივერსიტეტის
დოცენტი, თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორი, მეგრული ანბანის ერთ-ერთი
ავტორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 752-755; გაზ. „ივერია“, 1887, 14
ოქტომბერი, № 213, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 13/X); ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 382.
888
14 ოქტომბერი
თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს წარუდგენს ვლადიკავკაზის
სკოლისთვის ქართული ენის სწავლების მეთოდიკას და
მასწავლებლად სთავაზობს
ივანე ბედელაძის კანდიდატურას.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-173.
პირთა ანოტაციები:
ბედელაძე ივანე ლევანის ძე - ვლადიკავკასის სკოლის
მასწავლებელი.
გაზ. „ივერია“, 1889, 14 ოქტომბერი, № 218 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 314. გაზ. „ივერია“, 1890, 14 ოქტომბერი, № 219, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა
1890, 13/ X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 495. ატრიბუცია: ნ. შალუტაშვილი, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“, თბ.,
1969. პირთა ანოტაციები: ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. №
661. პირთა ანოტაციები: ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918) კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს
თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი. ანდრონიკაშვილი ნინო ზაქარიას
ასული (1862-1942) - ილია გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 581. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს
საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03
წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით
შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 2-3. დათარიღება: მითითებული თარიღები დროის ამ ინტერვალშია მოქცეული. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481, № 198, გვ. 231. პირთა ანოტაციები: შარაძე მაქსიმე როსტომის ძე (1859-1908) „ივერიის“ რედქციის მოლარე, ცნობილი მესტამბე და საზოგადო მოღვაწე.
1891-1900 წწ-ში „ივერია“ იბეჭდებოდა მის სტამბაში. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი
,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე,
ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველიკათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918
წლებში. ივანოვი ალექსანდრე ავტორი წიგნისა „ცა და დედამიწა“ ლესკოვი ნიკოლოზ სიმონის ძე (1831-1895) რუსი მწერალი და ჟურნალისტი. წერდა მოთხრობებსა და რომანებს. ათანასე ნიქოზელი ნიქოზის ეპისკოპოსი. 1799 წელს მისი ეპარქიიდან სასულიერო პირთა
დაუდევრობით დაიკარგა მაცხოვრის ჯვრის ნაწილი. ამის გამო გიორგი XII-მ
ეპისკოპოსობიდან გადააყენა და გარეჯის უდაბნოში გაუშვა. მეფის
გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდა საეპისკოპოსო კათედრას. ჟივოტოვსკი ნიკოლოზ პეტრეს ძე (1846-1888) რუსი პედაგოგი, არაერთი სახელმძღვანელოსა და შემეცნებითი წიგნის ავტორი. სოლომონ ლეკიშვილი, ილია ჭავჭავაძე – ქართული უნივერსიტეტის მესაძირკვლე,
ჟურნ. „მნათობი“, 1988, № 10. „ივერია“, 1900, 15 ოქტომბერი, № 225, გვ. 2.
1868
14 ოქტომბერი
მომრიგებელი სასამართლოს დუშეთის განყოფილებაში განიხილავს ბერო გივიშვილის
საქმეს, რომელსაც ბრალი ედება სესხის დაუბრუნებლობაში. სასამართლო
სარწმუნოდ ცნობს მომჩივან თუმანოვის მიერ წარმოდგენილ სესხის ხელწერილს და
ბრალდებულს აკისრებს თანხის უკან დაბრუნებას. მეორე მხრივ, თუმანოვის
მოთხოვნას ბრალდებულისაგან დამატებითი პროცენტების მიღების თაობაზე,
მიზანშეწონილად არ ცნობს, რადგან ამასთან დაკავშირებით მხარეთა შორის
შეთანხმება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
წყარო:
1886 14 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
13 ოქტომბერი“ („გერმანიაში ერთი მშვიდობიანი, ჩუმი, სხვასავით არაჩხავანა
საზოგადოება არის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამიწათმოქმედო
პოლიტიკის გამო გერმანიაში“.
წყარო:
14 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სენაკის
სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორის შეტყობინებას იმასთან
დაკავშირებით, რომ ქუთაისის გუბერნიის სასოფლო სკოლების დირექტორი მოითხოვს
სწავლების დაწყებას მეგრულ ენაზე. გამგეობა საპასუხო წერილს უგზავნის
სენაკის სკოლის ინსპექტორს და აცნობებს, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის ქუთაისის გუბერნიის სასოფლო სკოლების
დირექტორთან პირდაპირი მოლაპარაკებით. ალექსეი გრენს უკანვე უბრუნებენ მის
მიერ განსახილველად წარმოდგენილ ხელნაწერს, რადგან მისი ამოკითხვა
შეუძლებელია. სახელმძღვანელოებსა და სასწავლო ნივთებს უგზავნიან ხელთუბნის
სკოლას.
წყარო:
1887
14 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
13 ოქტომბერი“ („ერთგვარის ყალიბის მწერალნი არიან ჩვენში...“) მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბულვარის აკადემია“).
წყარო:
1888
14 ოქტომბერი
თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს წარუდგენს ვლადიკავკაზის
სკოლისთვის ქართული ენის სწავლების მეთოდიკას და მასწავლებლად სთავაზობს
ივანე ბედელაძის კანდიდატურას.
1888
წყარო:
1889
14 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
13 მარტი“ („ეს მესამე წელიწადია თითქმის, რაც ევროპის პოლიტიკა...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპაში ყველას ხელი
ხმლის ვადაზე უჭირავს“.
წყარო:
1890
14 ოქტომბერი
დავით ერისთავის გარდაცვალების გამო გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს
ნეკროლოგს „თ. დავით გიორგის ძე ერისთავი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1891
14 ოქტომბერი
იღებს ლევან ჯანდიერის წერილს. სთხოვს 250 მანეთს ნინა ანდრონიკაშვილის
ვალის დასაფარად. ატყობინებს კახეთში მოწეული ყურძნის მოსავლის
მდგომარეობას.
წყარო:
4 ოქტომბერი
იღებს ალექსანდრე სარაჯიშვილის ბარათს და დიმიტრი ბაქრაძის სახელობის
სტიპენდიის დასაარსებლად შეგროვებულ თანხას.
წყარო:
1891
14 ოქტომბერი – 11 ნოემბერი
უბის წიგნაკში იწერს პიროვნებათა სახელებს და თანხებს, რომლებიც,
სავარაუდოდ, მათ გადაუხადა.
წყარო:
1892
14 ოქტომბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თანხას გამოუყოფენ
მაქსიმე შარაძეს გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“, მოწმობების, ოფიციალური
ბლანკების, მოსაწვევი ბარათებისა და ქვითრების დასაბეჭდად. დადებითად
წყდება კავკავის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სასკოლო წიგნების მიწოდების
შესახებ. თანხა გამოიყოფა ბათუმის სკოლის შენობის დასაქირავებლად. წყდება
სასკოლო წიგნების მიწოდება სოფ. ქაქუთში გახსნილი სამრევლო სკოლისთვის.
მადლობას უხდიან გიორგი საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოების ბიბლიოთეკას
შესწირა: „სიბრძნე-სიცრუისას“ ხელნაწერი, ქართული ანბანი ხუცურითა და
მხედრულით დაწერილი და დაბეჭდილი მოსკოვში 1825 წელს, ათანასე ნიქოზელის „შენდობის
წიგნი“ და სხვ. დადებითად წყდება ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და
ქვეყანა“ დაბეჭდვის საკითხი ხოლო უარყოფითად ნიკოლოზ ლესკოვისა და ნიკოლოზ
ჟივოტოვსკის წიგნებისა: „მშვენიერი აზა“ და „სითბო და ჰაერი“.
წყარო:
1900
14 ოქტომბერი
თბილისში საძირკველი ეყრება ქართული გიმნაზიის ახალ შენობას (ამჟამად ივანე
ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსი). ქართველ
ინტელიგენციას ფარული ჩანაფიქრი აქვს: თუ ხელისუფლებას უნივერსიტეტის
დაარსებაზე დაითანხმებს, იგი ამ შენობაში განათავსოს. მთავრობის ყურადღება
რომ არ მიიპყროს, გაზეთი „ივერია“ ამ მშენებლობას მხოლოდ მოკლე
ინფორმაციებით ეხმაურება, ილია ჭავჭავაძე კი ცერემონიას საგანგებოდ არ
ესწრება. შენობას საძირკველში ატანენ აგურს, რომელსაც ერთ მხარეს აწერია „ქართული
გიმნაზია“, მეორე მხარეს – „ქართული უნივერისიტეტი“.
წყარო: