The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


15.09

1859    
     
14-15 სექტემბერი    
     
ხატობაზე დასასწრებად კოხტა აფხაზთან ერთად მიდის ალავერდში. გზაში მეგობარს უამბობს თავისი ნათესავის – სოლომონ ჭავჭავაძის ვალების გასტუმრების შესახებ.   წყარო:

კოხტა აფხაზი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 566.

დათარიღება:

ალავერდობის დღესასწაული მოიცავდა როგორც ჯვართამაღლებას (14 სექტემბერი), ისე იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს (15 სექტემბერი).

პირთა ანოტაციები:

აფხაზი კოხტა (ალექსანდრე) ნიკოლოზის ძე (1838წ...)

ილია ჭავჭავაძის სიყრმის მეგობარი და ნათესავი. მასთან ერთად სწავლობდა გიმნაზიასა და უნივერსიტეტში.

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

     
1872    
     
15 სექტემბერი    
     
წერს ლექსს „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია...“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი კრებ. № 108, გვ. 170.

     
1882    
     
15 სექტემბერი    
     
ქუთაისში გამომავალ გაზეთ „შრომაში“ „ტარიელის“ ფსევდონიმით იბეჭდება დასაწყისი დავით კეზელის ფელეტონისა „წერილი ტარიელისა ფრიდონთან“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა სათავადაზნაურო ბანკში.   წყარო:

გაზ. შრომა, 1882, № 36, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

     
1885    
     
15 სექტემბერი    
     
წერილს იღებს ქშწკ-გ საზოგადოების სასარგებლოდ გამართული წარმოდგენიდან შემოსული თანხის შესახებ და აკეთებს მასზე მინაწერს.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 101, ფ. 15.

     
1891    
     
15 სექტემბერი    
     
საპასუხო წერილით ბესარიონ ნიჟარაძეს ატყობინებს, რომ ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა თანახმაა საზოგადოების მდივნად მის დანიშვნაზე, მაგრამ იმავე ხელფასით.   წყარო:

ხელნაწერი დაცულია ვ. გურგენიძის პირად არქივში; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 328; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 160, 442-443.

პირთა ანოტაციები:

ნიჟარაძე ბესარიონ გიოს ძე (1852-1919)

დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი. იბეჭდებოდა „თავისუფალი სვანის“ ფსევდონიმით.

1900    
     
15 სექტემბერი    
     
საზღვარგარეთ ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ბრუნდება თბილისში.   წყარო:

ცნობის ფურცელი, 1900, № 1240

     
1903    
     
15 სექტემბერი

იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს. ადრესანტი თავს იმართლებს იმის გამო, რომ მისთვის დაუკითხავად გაყიდა ქვევრები.

 
  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480.

პირთა ანოტაციები:

გოგინაშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში.