1873 | ||
10 მაისი | ||
იღებს თავისი ქვისლის - დიმიტრი სტაროსელსკის მიერ ბაქოდან გამოგზავნილ დეპეშას იმის თაობაზე, რომ მის ნაცნობ ბერძენს სამსახური უშოვნა. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 118-120. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 11 მაისის წერილში. პირთა ანოტაციები: სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
1876 | ||
10 მაისი | ||
გაზეთი „ტიფლისკი ვესტნიკი“ ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის წერილს „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკა“, რომელშიც გაკრიტიკებულია თსს ბანკის გამგეობა და ეჭვქვეშ არის დაყენებული ზოგადად ამ ბანკის მნიშვნელობა. |
წყარო:
გაზ. «Тифлисский вестник», «Практика земельного кредита“, № 103. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
1879 | ||
10 მაისი | ||
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების წლიური კრების მუშაობაში. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1879, 16 მაისი, № 100, გვ. 2-3. |
|
1880 | ||
10 მაისი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდებას. გაგზავნილი წიგნების მიღებაზე წერილობით დადასტურებას იღებენ სოფლების: ძიმითი, ვანი, ბახვი, სადმელი და კორცხელი მასწავლებლებისგან. წყდება კასპის სკოლისთვის მერხების, ხოლო ნაესაკოვოსთვის სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა სასწავლო ნივთების გაგზავნის საკითხი. იღებენ დადგენილებას, რომ მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრისა და სოფლის კრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემწეობა აღმოუჩინონ სენაკელ მასწავლებელს სოფელ ოფშკვითში სკოლის გასახსნელად. არ კმაყოფილდება კონსტანტინე ყიფიანის თხოვნა ასტრონომიული სურათებისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, რადგან მოცემულ ეტაპზე ეს არ არის საზოგადოების პრიორიტეტი. თანხმდებიან, რომ სტიპენდიები პირველ რიგში გაიცეს დამამთავრებელი კურსების სტუდენტებზე. საზოგადოების მდივანს ავალებენ ამ სტუდენტებისა და საზოგადოებისათვის საჭირო მასწავლებელთა რაოდენობის გარკვევას. |
წყარო:
ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2 გვ. 55. პირთა ანოტაციები: ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს. |
|
1883 | ||
10 მაისი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აკმაყოფილებენ ცხინვალის სკოლის გამომძიებელ ნიკოლოზ ხიზანიშვილის თხოვნას ვახტან VI-ის ,,სამართლის წიგნის’’ ხელნაწერის დროებით გადაცემაზე. განიხილავენ მეჯლისიდან მიღებულ შემოსავალს. ნიშნავენ საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან იღებენ შეტყობინებას გამოცდების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, N45, გვ. 143. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. ვახტანგ VI (1675-1737) ქართლის მეფე და განმანათლებელი. 1724 წელს დიდი ამალით გაემგზავრა რუსეთში, რომ იმპერატორისგან სამხედრო დახმარება მიეღო, მაგრამ ამაოდ. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. |
|
1884 | ||
10 მაისი | ||
თავმჯდომარეობს თსს ბანკის კრებას. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1884, 13 მაისი, № 104, გვ. 2-3. |
|
1896 | ||
10 მაისი | ||
მთავარმართებლის საბჭოს გამოაქვს დადგენილება გაზეთ „ივერიის“ რვა თვით დახურვის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უმჯობესი იქნებოდა მისი გამოცემის საერთოდ აკრძალვა, მაგრამ თავს იკავებენ, რამდენადაც იგი ერთადერთი ყოველდღიური ქართული პერიოდული ორგანოა. მთავარმართებლის თანაშემწე სერგეი ტატიშჩევი დეპეშით აცნობებს იმხანად მოსკოვში მყოფ მთავარმართებელ სერგეი შერემეტიევს ამ დადგენილების შესახებ და სთხოვს მის დამტკიცებას |
წყარო:
„საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 245-246. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 12, საქმე 2185. პირთა ანოტაციები: ტატიშჩევი სერგეი სპირიდონის ძე (1846-1906) რუსი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, მთავარმართებლის თანაშემწე, საგანგებო დავალებათა მოხელე 1881-1883 წლებში. 1883 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაიხურა „ივერია“ რვა თვით. შერემეტიევი სერგეი ალექსის ძე (1836-1896) გენერალ-ადიუტანტი, კავკასიის ადმინისტრაციის უფროსი 1890-1896 წლებში. |
|
10-11 მაისი | ||
თსს ბანკის სხდომაზე ზედამხედველი კომიტეტი და გამგეობა გამოდის წინადადებით, რომ მათ მიენდოს რევიზორის დასკვნის განხილვა და შედეგებს წარუდგენენ კრებას. საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე ოპოზიცია ითხოვს თსს ბანკის წევრთა სიების გადამოწმებას. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1896, № 101, გვ. 2-3. |
|
1898 | ||
10 მაისი | ||
გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ნოე ჟორდანიას კრიტიკული წერილი „ჩვენებური საქმიანობა. წერა-კითხვის საზ. გამგეობა“, რომელშიც გაკრიტიკებულია საზოგადოების ხელმძღვანელობა. |
წყარო:
გაზ. „კვალი“, 1898, № 20. პირთა ანოტაციები: ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში. |