
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, საქ. 5755, ფ. 6; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 89; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 91,
404-405. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა
ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 487-490; გაზ. „ივერია“, 1886, 21 დეკემბერი, № 277, გვ.
1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 595. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 211.
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 20 დეკემბერი“ („სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების
დაარსება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში“. გაზ. „ივერია“, 1888, 21 დეკემბერი, № 269, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 10, 2007, გვ. 437. გაზ. „ივერია“, 1895, 21 დეკემბერი, № 276, გვ. 1-2; „საისტორიო მოამბე“, 1971,
ტ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 148. გაზ. „ივერია“, 1897, 21 დეკემბერი, № 265, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 481, 486. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად
თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო
გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 23 დეკემბერი, № 409, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან),
„რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). კარგარეთელი ია (ილია) გიორგის ძე (1867-1939) კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი, რეჟისორი, მთარგმნელი და საზოგადო
მოღვაწე, ქართული საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი. კლენოვსკი ნიკოლოზ სიმონის ძე
(1857-1915) - რუსი დირიჟორი და კომპოზიტორი. წერდა რომანსებს. გაზ. „ივერია“, 1902, 21 დეკემბერი, № 274, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია
ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 543. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 725.
1880
21 დეკემბერი
თბილისიდან ბათუმში დეპეშას უგზავნის მასწავლებელ ალექსანდრე ნანეიშვილს.
სთხოვს აცნობოს, როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის სკოლის გახსნა, რათა
დაგეგმოს ჩასვლის დრო.
წყარო:
1886
21 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 დეკემბერი“ („რომ 1886 წელს გაძლიერდა
ჩვენში პურის ვაჭრობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში“.
წყარო:
1887
21 დეკემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ხელთუბნის სკოლის
მასწავლებელს იბარებენ თბილისში ცალკეული საკითხების გასარკვევად და სასოფლო
სკოლების დირექტორთან ანგარიშის წარსადგენად. მსჯელობენ საქმეთა მწარმოებლის
მოხსენებაზე წიგნის მაღაზიისა და სამკითხველოს მოწყობასთან დაკავშირებით.
წყარო:
1888
21 დეკემბერი
წყარო:
1895
21 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 21 დეკემბერი“ („დიდი ხანია ცნობილია, რომ აწ მომქმედი...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამოქალაქო სახელმწიფო სამსახურის
მოძველებული წესწყობილების შეცვლის საჭიროებაზე“.
წყარო:
1897
21 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 20 დეკემბერი“ („ჯერ კიდევ პუშკინმა სთქვა...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა“.
აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი “ („თ. გ.
თუმანიშვილის გაზეთმა ამ უკანასკნელ დროს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
21 დეკემბერი
ქშწ-კგ საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ვასილი ველიჩკო
კითხულობს ილია ჭავჭავაძის ლექსების საკუთარ რუსულ თარგმანებს, ია კარგარეთელი
კი ასრულებს ილიას ლექსებზე ნიკოლოზ კლენოვსკის მიერ დაწერილ რომანსებს.
წყარო:
1902
21 დეკემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 21 დეკემბერი“ („ყველაზე სახიფათო მხარე...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გათეთრება შავისა“.
წყარო: