1880 | ||
21 დეკემბერი | ||
თბილისიდან ბათუმში დეპეშას უგზავნის მასწავლებელ ალექსანდრე ნანეიშვილს. სთხოვს აცნობოს, როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის სკოლის გახსნა, რათა დაგეგმოს ჩასვლის დრო. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, საქ. 5755, ფ. 6; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 89; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 91, 404-405. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
1886 | ||
21 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 დეკემბერი“ („რომ 1886 წელს გაძლიერდა ჩვენში პურის ვაჭრობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 487-490; გაზ. „ივერია“, 1886, 21 დეკემბერი, № 277, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 595. |
|
1887 | ||
21 დეკემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ხელთუბნის სკოლის მასწავლებელს იბარებენ თბილისში ცალკეული საკითხების გასარკვევად და სასოფლო სკოლების დირექტორთან ანგარიშის წარსადგენად. მსჯელობენ საქმეთა მწარმოებლის მოხსენებაზე წიგნის მაღაზიისა და სამკითხველოს მოწყობასთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 211. |
|
1888 | ||
21 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 დეკემბერი“ („სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1888, 21 დეკემბერი, № 269, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 437. |
|
1895 | ||
21 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 დეკემბერი“ („დიდი ხანია ცნობილია, რომ აწ მომქმედი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამოქალაქო სახელმწიფო სამსახურის მოძველებული წესწყობილების შეცვლის საჭიროებაზე“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1895, 21 დეკემბერი, № 276, გვ. 1-2; „საისტორიო მოამბე“, 1971, ტ. 25-26; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 148. |
|
1897 | ||
21 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 დეკემბერი“ („ჯერ კიდევ პუშკინმა სთქვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიური ცხოვრებისა“. აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა საუბარი “ („თ. გ. თუმანიშვილის გაზეთმა ამ უკანასკნელ დროს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1897, 21 დეკემბერი, № 265, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 481, 486. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი. |
|
21 დეკემბერი | ||
ქშწ-კგ საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ვასილი ველიჩკო კითხულობს ილია ჭავჭავაძის ლექსების საკუთარ რუსულ თარგმანებს, ია კარგარეთელი კი ასრულებს ილიას ლექსებზე ნიკოლოზ კლენოვსკის მიერ დაწერილ რომანსებს. |
წყარო:
გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 23 დეკემბერი, № 409, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). კარგარეთელი ია (ილია) გიორგის ძე (1867-1939) კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი, რეჟისორი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი. კლენოვსკი ნიკოლოზ სიმონის ძე (1857-1915) - რუსი დირიჟორი და კომპოზიტორი. წერდა რომანსებს. |
|
1902 | ||
21 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 დეკემბერი“ („ყველაზე სახიფათო მხარე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გათეთრება შავისა“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1902, 21 დეკემბერი, № 274, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 543. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 725. |