
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 405; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 122; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 234; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ.
73, 341. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868) რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში
თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა. გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის –
ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. ტ. ხუნდაძე. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. 1960,
გვ. 62; გაზ. „დროება“, 1885 № 72, გვ. 1. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 214. გაზ. „ივერია“, 1898, 3 აპრილი, № 72, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი
და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 245. ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე,
1987, გვ. 313. პირთა ანოტაციები: ლომოური ნიკო იოსების ძე (1852-1915) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289) საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის
ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. პეტერბურგის რუსული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის (პუშკინის
სახლი), ხელნაწერთა განყოფილება, ავტოგრაფი, ფონდი 377, საქმე 2882; კ. კეკელიძის
სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 24;
„ვესტნიკ გრუზიი“, № 1, „ი. გ. ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია“ (დაწერილია
ბროკჰაუზეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის 1903 წ.); 1907, №, თბ., 11-17;
ჟურნ. „განათლება“, № 1, „ი. გ. ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია“ (დაწერილია
ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის 1902 თუ 1903 წ.ელს), თბ., 1908,
გვ. 17-22; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 225-232, 483-484. პირთა ანოტაციები: ბროკჰაუზი ფრიდრიხ არნოლდი (1772-1823) გერმანელი გამომცემელი, რომლის ენციკლოპედიური გამოცემაც საფუძვლად დაედო
რუსეთში 1890-1907 წლებში ბროკჰაუზისა და ეფრონის გამოცემას. ეფრონი ილია აბრამის ძე (1847-1917) რუსი ტიფოგრაფი და გამომცემელი, სამეცნიერო ებრაულ გამოცემათა საზოგადოების
წევრი.
1863
3 აპრილი
ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც ატყობინებს, რომ მომდევნო დღეს
ივანე ანდრონიკაშვილი თადეოზ გურამიშვილთან მივა მათ ქორწინებაზე სასაუბროდ.
წყარო:
1885
3 აპრილი
ილია ჭავჭავაძე და კომისიის სხვა წევრები ჩადიან სოფელ გორდში და იბარებენ
ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკას.
წყარო:
3 აპრილი
თბილისის პოლიცმაისტერი წერილობით უპატაკებს გუბერნატორს ილია ჭავჭავაძის
ქუთაისში გამგზავრების შესახებ
წყარო:
1899
3 აპრილი
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა
მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ („სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რომ ასე
იქცევიან და ოინბაზობენ... “).
წყარო:
1901
3 აპრილი
ავჭალის სახალხო თეატრში ნიკო ლომოური კითხულობს ილია ჭავჭავაძის „მეფე
დიმიტრი თავდადებულს“.
წყარო:
1903
3 აპრილი
ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონისთვის წერს ავტობიოგრაფიას.
წყარო: