The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1902
1902

 

1902 

 

 

     
1902 1 იანვარი     
 

 

 

 

 

გაზეთ„ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „თფილისი, 1 იანვარი  1902 წ.“ („სწორედ დამდეგ  1902 წელს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   

 

 წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 460.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 622, 711-712.

 

 

 

 

 

1902 1 იანვარი  

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება საახალწლო შარჟები ილია ჭავჭავაძისა და გაზეთ „ივერიისადმი“:

„ილია ჩაფიქრებულა:

„რათ ვქენი საქმე ასეთი?

რომ ბატის-ტვინებს ჩავუგდე

ხელში მე ჩემი გაზეთი...“;

 „საბრალო „ივერია“

წახდა, თქვენი მტერია...“).  

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1686.

 

     
1902 1 იანვარი     
 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ „მოსაუბრის“ ხელმოწერით იბეჭდება ფილიპე მახარაძის წერილი „გასული წელი“, რომელშიც კრიტიკულად არის მოხსენიებული გაზ. „ივერია“, მისი რედაქტორი და ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა. აქვე ქვეყნდება საახალწლო შარჟი ილია ჭავჭავაძეზე.   

 

 წყარო:

გაზ. „კვალი“, 1902, № 1, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941)

ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.

 

 

 

 

 

1902 1 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

ხელს აწერს ვექსილს, რომლის მიხედვითაც, ვალდებულია თბილისის ქაღალდის ფაბრიკის ამხანაგობას შვიდ თვეში გადაუხადოს 275 მანეთი.   

 

 წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 23.

 

 

 

 

 

1902 2 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „საქართველოს ახალი ეგზარხოსი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   

 

 წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 2 იანვარი, № 2, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 465.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711-712.

 

 

 

 

 

1902 6 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიელი აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერი სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნის ილია ჭავჭავაძის ნარკვევს „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.   

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1690, გვ. 2.

პირთა იდენტიფიკაცია:

სტატიაში აურელიანოს გვარი არ არის ნახსენები, მაგრამ იგი მოხსენიებულია „ასომპსიონისტად“, ასუმპციონისტების კონგრეგაციის წევრად.

პირთა ანოტაციები:

პალმიერი აურელიო (1870-1926)

იტალიელი აღმოსავლეთმცოდნე, კათოლიკე ბერი. რომის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის სლავური განყოფილების დირექტორი, 1890 წლიდან ასუმპციონისტების კონგრეგაციის წევრი.

გველესიანი ივანე

ფრანგული ენის სპეციალისტი, სწავლობდა სტამბოლში.

 

 

 

 

 

1902 7 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას. მსჯელობენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის ხელფასის ოდენობის შესახებ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბათუმიდან შემოსული საწევრო გადასახადების თანხა მოხმარდეს ადგილობრივ სკოლას. ამავე სასწავლებლის პედაგოგად დროებით ნიშნავენ ანასტასია ლომინაძეს. ისმენენ კავკავის სკოლის გამგის პართენ გოთუას ინფორმაციას სამზრუნველოს ერთ-ერთი წევრის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.   

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N788, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ლომინაძე ანასტასია ვასილის ასული

პედაგოგი, ქშწ-კგ საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი 1908-1912 წლებში.

გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე (1873-1936)

პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწ

 

 

 

 

 

1902 9 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს „დედათა განათლება ჩვენში“ („ივერიის“ გუშინდელ ნომერში...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 9 იანვარი, № 9, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 468.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 712-713

 

 

 

 

 

1902 15 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ მიმდინარე ხარჯთაღრიცხვას, სამსახურიდან ითხოვენ კავკავის სკოლის მასწავლებელს და აძლევენ ორი თვის ხელფასს.   

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N788, გვ 4

 

 

 

 

 

1902 იანვრის პირველი ნახევარი

 

 

 

 

 

 

 

ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის დრამის „დედა და შვილი“ სოფიო ამირეჯიბისეული რუსულ თარგმანი.   

 

წყარო:

„Кавказский вестник“, 1902, № 1, გვ. 31-39.

პირთა ანოტაციები:

ამირეჯიბი-არღუთინსკი-დოლგორუკოვისა სოფიო ვასილის ასული (1847-1906)

მწერალი, მთარგმნელი, მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირეჯიბის მეუღლე. 

 

 

 

 

 

1902 27 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიხოლოგია“ („შენი წიგნი მივიღე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 27 იანვარი, № 21, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 423.

პირთა ანოტაციები:

გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938)

ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“ წევრი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი.

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.

 

 

 

 

 

1902 30 იანვარი  

 

 

 

 

 

 

 

თბილისის საოლქო სასამართლო განიხილავს ზაალ გურამიშვილის საჩივარს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წისქვილთან დაკავშირებით. მოსამართლეების გადაწყვეტილებით ბრალდება არ დასტურდება.   

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 25-26, 1971, გვ. 348.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე

ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან.

 

 

 

 

 

1902 4 ბერვალი

 

 

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ ხარჯთაღრიცხვას. წიგნების გამოსაცემად შექმნილი კომისიის წევრებად ირჩევენ: ანდრია ღულაძეს, დავით კარიჭაშვილსა და პეტრე მირიანაშვილს. განიხილავენ დავით ცინცაძის თხოვნას ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გალობის მასწავლებლისა და მოწაფეთა მეთვალყურის თანამდებობებზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებით ინფორმაციას ითხოვენ ადგილობრივი ინპექტორისაგან.   

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N788, გვ 24.

პირთა ანოტაციები:

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი. კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927) მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები.

ცინცაძე დავით

დამატებითი ცნობები პიროვნებების შესახებ არ მოგვეპოვება. 

 

 

 

 

 

1902 8 ბერვალი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება დასაწყისი  არჩილ ჯორჯაძის სტატიისა „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“, რომელშიც საუბრობს ილია ჭავჭავაძის მიერ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილების „გესლიან დაცინვასა და ულმობელ ოხუნჯობაზე“.   

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1720, 1721.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.

 

 

 

 

 

1902 9  თებერვალი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება დასასრული არჩილ ჯორჯაძის სტატიისა „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“. ავტორი „ახალ-მოსულს“ (ილია ჭავჭავაძეს) კონსერვატორს უწოდებს, რომელიც პრობლემების ანალიზის ნაცვლად „პირბადეს იფარებს, თავს იყრუებს“ და „სოფისტიკის იაფფასიან ოხუნჯობით იოლად მიდის“.   

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1720.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.

 

 

 

 

 

1902 10 თებერვალი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „პატარა საუბარი“ („ძლიერ საყურადღებო ხანა დაგვიდგაო“, ბძანებს ბ-ნი არჩილ ჯორჯაძე“). ტექსტი პირველი პუბლიკაციის შემდეგ არ გამოქვეყნებულა და დაიბეჭდება მწერლის თხზულებათა ოცტომეულის მეცხრამეტე ტომში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 10 თებერვალი, № 34, გვ. 3.

ატრიბუცია:

ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004.

პირთა ანოტაციები:

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალ-ფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“

 

 

 

 

 

1902 14 თებერვალი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში გამოქვეყნებული ოტო შმერლინგის კარიკატურასთან „თავადაზნაურების ბანკი“ დაკავშირებით ქაიხოსრო გელოვანი გაზეთ „ივერიის“ რედაქციას უგზავნის გამოხმაურებას სათაურით „შეუწყნარებელი უმადურობა“. მასში ნათქვამია, რომ ადამიანს, რომელსაც ისეთი დამსახურება მიუძღვის ერის წინაშე, როგორიც ილია ჭავჭავაძეს, არ უნდა დასცინოდნენ.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 14 თებ., № 37, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე (1863-1938)

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და კარიკატურისტი, ჟურნალ „კოღოს“ დამაარსებელი. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ფალანგა“ და „ეშმაკის მათრახი“.

 

 

 

 

 

1902 18 თებერვალი

 

 

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ მიმდინარე ხარჯებს. პართენ გოთუას ირჩევენ კავკავის სკოლის გამგედ და სამზრუნველოს თავმჯდომარედ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მარი ბროსეს დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში გადაიხადონ პანაშვიდი და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბროსეს სახელი დაერქვას. ისმენენ ორგანიზაციის მიერ დაარსებული თბილისის I-II და III ბიბლიოთეკების იანვრის თვის ფინანსურ ანგარიშს. აჭარის სკოლას უგზავნიან წიგნებს, ხოლო თიანეთისას - სასკოლო ნივთებს. ოლღა ჭავჭავაძე წარმოადგენს ორგანიზაციის სასარგებლოდ 1901 წლის 22 დეკემბერს გამართული კონცერტის ანგარიშს.   

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ოქმი. ფ. 481 , N788, გვ. 33.

პირთა ანოტაციები:

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გოთუა პართენ ალექსანდრეს ძე (1873-1936)

პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

 

 

1902 22 თებერვალი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში““ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „არაპატარა საუბარი“ („ღმერთმან ყოველი რჯულიანი და ურჯულო იხსნას იმ საცოდავობისაგან...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში.   

 

 წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 22 თებერვალი, № 44, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 436.
 

 

 

 

 

 

1902 2 მარტი

 

 

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოება ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში პანაშვიდს უხდის მარი ბროსეს.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 3 მარტი, № 48; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1741, გვ. 2, № 1742, გვ. 1; რ. დოდაშვილი, მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ., 1962, გვ. 121-122.

პირთა ანოტაციები:

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელ

 

 

 

 

 

1902 2 მარტი

 

 

 

 

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოების სახელით დეპეშას უგზავნის საფრანგეთის საერო განათლების მინისტრს ჟორჟ ლეიგს. ულოცავს ცნობილი ფრანგი მეცნიერის - მარი ბროსეს დაბადების 100 წლის იუბილეს და მოუთხრობს, როგორ აღნიშნა ქართველმა ხალხმა ეს ღირსშესანიშნავი დღე საფრანგეთის კონსულთან ერთად.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 3 მარტი, № 48, გვ. 2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1742, გვ. 1; რ. დოდაშვილი, მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ., 1962, გვ. 121-122; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 223, 480-481.

პირთა ანოტაციები:

ლეგი ჟორჟ (1857-1933)

ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, სხვადასხვა დროს კულტურის, შინაგან საქმეთა, კოლონიებისა და საზღვაო მინისტრი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

 

 

 

 

1902 2 მარტი

 

 

 

 

 

 

 

დეპეშას უგზავნის მარი ბროსეს შვილს, ლორან ბროსეს და ატყობინებს თბილისში მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავის საზეიმო აღნიშვნის შესახებ.   

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, 13 მარტი, № 1751; გ. შარაძე, ი. ჭავჭავაძე, I, თბ., 1987, გვ. 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 223, 481.

პირთა ანოტაციები:

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი. ბროსე ლორან ლავრენტი (1841-1924)- მარი ბროსეს ვაჟი, რუსეთის კონსული ბარსელონაში.

 

 

 

 

 

1902 თებერვლის ბოლო - მარტის დასაწყისი  

 

 

 

 

 

 

 

მარი ბროსეს ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი დაბადების 100 წლისთავზე ილია ჭავჭავაძე ქშწ-კგ საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართავს ქალაქის თვითმართველობას, რომ ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მარი ბროსეს სახელი.   

 

წყარო:

რუსუდან დოდაშვილი, მარი ბროსე, ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ. 1962. გვ. 121.

პირთა ანოტაციები:

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

 

 

 

 

1902 4 მარტი

 

 

 

 

 

 

 

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სახელით დეპეშას უგზავნის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრე ოქროპირიძეს და ულოცავს მღვდელმსახურების ორმოცი წლის იუბილეს.  

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღწ. 1, საქ. 843; „საისტორიო მოამბე“, ტ. 37-38, 1974, გვ. 332; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 224, 482.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

 

 

 

 

 

1902 4 მარტი

 

 

 

 

 

 

 

მეუღლესთან და დასთან, ელისაბედთან ერთად დეპეშით ულოცავს მღვდელმსახურების ორმოცი წლის იუბილეს ეპისკოპოსის ალექსანდრე ოქროპირიძეს.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 441.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

 

 

 

 

 

1902 5 მარტი

 

 

 

 

 

 

 

იღებს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ალექსანდრე ოქროპირიძის წერილს, რომელშიც მადლობას უხდის ადრესატს, მის დას, ელისაბედსა და მეუღლეს მღვდელმსახურების ორმოცი წლის იუბილეს მილოცვისთვის.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 441.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

 

 

1902 5 მარტი

 

 

 

 

 

 

 

გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე მადლობას უხდის ილია ჭავჭავაძესა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელ საზოგადოებას მღვდელმსახურების ორმოცი წლის იუბილეს მილოცვისთვის.   

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. № 481, აღწ. 1, საქ. 843.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

 

 

 

 

 

1902 10 მარტი

 

 

 

 

 

 

 

ხელს აწერს ვასო აბაშიძისთვის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელთა სახელით მირთმეულ ადრესს. მისალოცი წარმოადგენს იაკობ ნიკოლაძის ნახატს შუაში განთავსებული ტექსტით და ავტოგრაფებით. ილია ჭავჭავაძის გარდა, მას ხელს აწერენ: „ივერიის“ იმჟამინდელი დროებითი რედაქტორი ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე ახალშენიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვები.   

 

წყარო:

ქუთაისი, ხელნაწერი, 1 გვ. შესრ. შავი ფერის მელნით. ძვ. ფ. 1. საქ. 2. ხ. 351; საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაგიის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი 751; ჟურნ. „მნათობი“, 1985, № 4, ი. ლეკიშვილის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 222, 480.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) 914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

დეკანოზიშვილი გიორგი გაბრიელის ძე (1867-1910)

სამთო ინჟინერი, პუბლიცისტი, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

ნიკოლაძე იაკობ ივანეს ძე ( 1876-1951)

ცნობილი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი. მას ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი “მწუხარე საქართველო”.

ახალშენიშვილი ივანე პავლეს ძე (1870-1906)

მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, განათლებით ექიმი. 1894-1903 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“.

 

 

 

 

 

1902 11 მარტი

 

 

 

 

 

 

 

ქალაქის საბჭოს კომისია აკმაყოფილებს მის მიერ ქშწ-კგ საზოგადოების სახელით წარდგენილ თხოვნას და ვოდოვოზნის ქუჩას არქმევს მარი ბროსეს სახელს.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 14 მარტი, № 56.

პირთა ანოტაციები:

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

 

 

 

 

1902 13 მარტამდე  

 

 

 

 

 

 

 

სამადლობელ დეპეშას იღებს საფრანგეთის საერო განათლების მინისტრ ჟორჟ ლეიგისაგან მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავის აღნიშვნის გამო. ადრესანტი ამ ფაქტს მიიჩნევს ორი ქვეყნის მეგობრული კავშირის გამოხატულებად.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 13 მარტი, № 55; გ. შარაძე, ი. ჭავჭავაძე, I, თბ., 1987, გვ. 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 223, 480-481.

დათარიღება:

დეპეშის ტექსტი 13 მარტს გაზეთში გამოქვეყნდა.

პირთა ანოტაციები:

ლეგი ჟორჟ (1857-1933)

ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, სხვადასხვა დროს კულტურის, შინაგან საქმეთა, კოლონიებისა და საზღვაო მინისტრი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

 

 

 

 

1902 13 მარტამდე   

 

 

 

 

 

 

 

სამადლობელ დეპეშას  იღებს ლორან ბროსესაგან მისი მამის - მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავის აღნიშვნის გამო. ადრესანტი სწერს, რომ მისმა მამამ მთელი არსებით შეიყვარა საქართველო და ეს სიყვარული უანდერძა მასაც.   

 

წყარო:

რ. დოდაშვილი, მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი. თბ., 1962, გვ. 122; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 223, 481.

პირთა ანოტაციები:

ბროსე ლორან ლავრენტი (1841-1924)

მარი ბროსეს ვაჟი, რუსეთის კონსული ბარსელონაში.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

 

 

 

 

 

1902 29 მარტის შემდეგ

 

 

 

 

 

 

 

მისი ხელმოწერით წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.   

 

 წყარო:

„ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა 1901 წელს. წელიწადი მეოცდასამე“, ტფ., 1902.

დათარიღება:

წიგნზე ცენზურის ნებართვა გაცემულია 29 მარტს.

 

 

 

 

 

1902 მარტის ბოლო - აპრილის დასაწყისი 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისათვის გადასაცემად შუამდგომლობისთვის მიმართავს კავკასიის ბეჭდვითი სიტყვის მთავარ სამმართველოს.   

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 257.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

 

 

1902 9 აპრილი

 

 

 

 

 

 

 

ხელს აწერს ვექსილს, რომლის მიხედვითაც იღებს ვალდებულებას 4 თვის განმავლობაში გადაუხადოს ალექსანდრე სარაჯიშვილს 275 მანეთი.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 23.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

 

 

1902 9 აპრილი

 

 

 

 

 

 

 

მთავარმართებლის კანცელარია თბილისის გუბერნატორს აცნობებს ილია ჭავჭავაძის თხოვნას გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადაცემის შესახებ.   

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 257.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელ

 

 

 

 

 

1902 19 აპრილი

 

 

 

 

 

 

 

იღებს მიხეილ გრუზინსკის წერილს და ვექსილს, რომელზეც ხელი უნდა მოაწეროს.   

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 257.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელ

 

 

 

 

 

1902 25-26 აპრილი

 

 

 

 

 

 

 

მონაწილეობს თსს ბანკის რწმუნებულთა კრებაში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 27-28 აპრ. № 88, 89

 

 

 

 

 

1902 3   მაისი 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძე აპირებს ლიტერატურული კრებულის გამოცემას.   

 

წყარო:

გაზეთ „ივერია“, 1902, № 93.

 

 

 

 

 

1902 12   მაისი 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ამავე გაზეთის გამოცემის უფლება ილია ჭავჭავაძემ გადასცა ალექსანდრე სარაჯიშვილს.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 99.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

 

 

 

1902 14 მაისამდე  

 

 

 

 

 

 

 

ირჩევენ თბილისის გიმნაზიის მშენებლობის კომიტეტის წევრად.   

 

 წყარო:

„გაზ. „ივერია“ 1902, 14 მაისი, № 100.

 

 

 

 

 

1902 8 ივნისი  

 

 

 

 

 

 

 

ხელს აწერს ხელწერილს, რომლის თანახმადაც ალექსანდრე სარაჯიშვილისგან იღებს 1000 მანეთს გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე სარაჯიშვილის არქივი № 7.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

 

 

 

 

1902 22 ივნისის შემდეგ

 

 

 

 

 

 

 

წიგნად გამოდის ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილის მიერ რუსულად თარგმნილი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.   

 

 წყარო:

„Армянские ученые и вопиющие камни“. Перевел с груз. Н. И. АлексеевМесхиев. Тиф. 1902.

დათარიღება:

წიგნზე ცენზურის ნებართვა გაცემულია 22 ივნისს.

პირთა ანოტაციები:

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე (1840-1908)

პუბლიცისტი, მთარმნელი, თეატრალური მოღვაწე. 1903 წლიდან იყო ,,კვალის” რედაქტორგამომცემელი.

 

 

 

 

 

1902 23 ივნისი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, ივნისი23“ („ამ დღეებში ჩვენს გაზეთში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხკაცის გასაჭირი“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 23 ივნისი, № 131, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 471.

ატრიბუცია:

 სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 712-713.

 

 

 

 

 

1902 25 ივნისი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, ივნისი25“ („ბევრგვარი შემცდარი მოსაზრება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მუსულმან ქართველთა საკითხი“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 23 ივნისი, № 132, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 473.

ატრიბუცია:

 სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 713-714.

 

 

 

 

 

1902 26 ივნისი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, ივნისი26“ („ეს რამდენიმე დღეა, რაც...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული საგალობლების მნიშვნელობა“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 26 ივნისი, № 133, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 476.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 714-715.

 

 

 

 

 

1902 29 ივნისი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, ივნისი29“ („დღეს ჩვენს გაზეთში დაბეჭდილია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რკინიგზის მოლოდინი კახეთში“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 29 ივნისი, № 136, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 480.

ატრიბუცია:

 სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 715.

 

 

 

 

 

1902 2 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ივლისს“ („დღეს ჩვენ ვბეჭდავთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საერო დაწესებულებანი“. გაზეთის ამავე ნომერში ხელმოწერით „ბზიკი“ აქვეყნებს მოწინავეს „ხილად „კვალის“ მოსაუბრეს“ („დააჭირა მზემ, დადგა პაპანაქება...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 2 ივლისი, № 137, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 482, 485.

ატრიბუცია:

 სტატიები დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 715-717.

 

 

 

 

 

1902 5 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 ივლისს“ („ამ ბოლო დროს ჩვენი საზოგადოება მიეჩვია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „როგორ ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 5 ივლისი, № 140, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 490.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 717.

 

 

 

 

 

1902 6 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 ივლისს“ („ამას წინად გაზეთებში დაბეჭდილი იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გამოცდები სემინარიაში“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 6 ივლისი, № 141, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 495.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 717-718

 

 

 

 

 

1902 7 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 ივლისს“ („დიდ-დიდი მამულები გაიყიდა და უცხოთა ხელში გადავიდაო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ნუ დავუკარგავთ შთამომავლობას მამულ-დედულს“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 7 ივლისი, № 142, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 499.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 718-719; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 76-88

 

 

 

 

 

1902 11 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 ივლისს“ („წინა წერილში ვსაუბრობდით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ მამულების გაყიდვის შესახებ”.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 11 ივლისი, № 145, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 502.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 719;

 

 

 

 

 

1902 13 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 12 ივლისს“ („გუშინდელ წერილში იმაზედ შევჩერდით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ მამულების გაყიდვის შესახებ”.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 13 ივლისი, № 146, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 504; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 76-88.

 

 

 

 

 

1902 14 ივლისი

 

 

     
 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ივლისს“ („მიაქციეთ ყურადღება ქვემოდ დაბეჭდილს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ცრუმორწმუნეობის მორევში“.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 14 ივლისი, № 148, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 508.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 719-720.

 

 

 

 

 

1902 17 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 ივლისს“ („ჩვენი დასი მდაბიო ხალხისათვის ზრუნავსო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასობანა – სახიფათო თამაში“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 17 ივლისი, № 150, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 511.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 720.

 

 

 

 

 

1902 19 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

იბეჭდება გაზეთ „ივერიის“ ბოლო ნომერი ილია ჭავჭავაძის გამომცემლობით.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 19 ივლისი, № 152

 

 

 

 

 

1902 27 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

  გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 ივლისს“ („ბ-ნი ივანე ჩიქოვანი შულავერიდან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ტაძრების ბედი“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 27 ივლისი, № 158, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 514.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 721.

პირთა ანოტაციები:

ჩიქოვანი ივანე

1902 წლის ივლისში ორი სტატია გამოაქვეყნა გაზეთ „ივერიაში“ იმასთან დაკავშირეებით, თუ როგორ ფხეკდნენ ბორჩალოს მაზრაში ქართულ ეკლესიებზე ქართულ წარწერებს და როგორ ითვისებდნენ ეკლესიის შენობებს

 

 

 

 

 

1902 29 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

იღებს თსს ბანკის დირექტორ მიხეილ გრუზინსკის წერილს საბანკო საქმეებთან დაკავშირებით.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 485.

პირთა იდენტიფიკაცია:

მიხეილ გრუზინსკის მხოლოდ გვარია მითითებული.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-გრუზინსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1860-1935)

ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი, პეტრე და გიორგი გრუზინსკების ძმა, თბილისის საგუბერნიო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

 

 

 

 

 

1902 30 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ალექსანდრე მდივნის მოწოდება ქართული საზოგადოებისადმი, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 45 წლისთავის აღსანიშნავად გამოსცენ მისი თხზულებების საიუბილეო კრებული.   

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1882.

პირთა ანოტაციები:

მდივანი ასლან (ალექსანდრე) გიორგის ძე (გარდ. 1920)

სამხედრო პირი, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და ასაშენებლად.

 

 

 

 

 

1902 31 ივლისი

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ივლისს“ („მთავრობა ყოველ ღონის-ძიებას ხმარობს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მთავრობის მხარდაჭერა“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 31 ივლისი, № 161, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 516.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 721-722

 

 

 

 

 

1902 15 აგვისტო  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 აგვისტოს“ („იშვიათად მოჰხდება ისეთი შემთხვევა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურთა მოვალეობა“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 15 აგვისტო, № 173, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 520.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 722.

 

 

 

 

 

1902 20 აგვისტო  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ბზიკი“ აქვეყნებს სტატიას „საკენკად „სამშობლოს ცაზე“ ხეტიალას“ („კაი ხანია, რაც „კვალის“ სამშობლო ცაზე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 20 აგვისტო, № 176, გვ. 3-4; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 524.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 722-723.

 

 

 

 

 

1902 აგვისტოს ბოლო - სექტემბრის დასაწყისი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ივანე გომართელის წერილი „თ. ი. ჭავჭავაძე და მისი პოეზია“. ავტორი ილია ჭავჭავაძეს ბრალს სდებს, თითქოს ის თავის ნაწერებს პრობლემურ საკითხებზე ისეთ დროს აქვეყნებდა, როცა პრობლემები უკვე მოგვარებული იყო.  

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1902, № 35, 36.

პირთა ანოტაციები:

გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938)

ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“ წევრი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი.

 

 

 

 

 

1902 13 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „სანოს“ ფსევდონიმით იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „შინაურთა შორის“. იგი ეხება ივანე გომართელის პრეტენზიას ილია ჭავჭავაძის მიერ პრობლემური საკითხების ნაგვიანევად გაშუქების შესახებ და კრიტიკული სტატიის ავტორს შეახსენებს ერთ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს – ცენზურის არსებობას.   

 

წყარო:

გაზ.„ივერია“, 1902, № 195.

პირთა ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

გომართელი ივანე გედეონის ძე (1875-1938)

ექიმი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. „მესამე დასის“ წევრი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი.

 

 

 

 

 

1902 14 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 სეკდემბერს“ („დღე არ არის, აქაურმა გაზეთებმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავკაცთა უვარგისობა სოფლად“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 14 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 528.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 723. 

 

 

 

 

 

1902 18 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 დეკემბერს“ („წინა წერილში ჩვენ ვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსწავლეთა ჯანმრთელობა – უპირველესი საზრუნავი“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 18 სექტემბერი, № 198, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 531.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 723-724.

 

 

 

 

 

1902 21 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 სეკდემბერს“ („წინა წერილებში, რომელიც „ივერიის“...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგზაო საქმის მნიშვნელობა“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 21 სექტემბერი, № 201, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 534.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 724

 

 

 

 

 

1902 27 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობის დაფინანსების საკითხს.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 206, გვ. 2

 

 

 

 

 

1902 28 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, გამოდის სიტყვით და მოითხოვს, რომ თავადაზნაურობის ხელთ არსებული მთელი თანხა მოხმარდეს სკოლის შენობის აგებას, სხვა საჭიროებებისთვის კი ხარჯონ ქარვასლიდან შემოსული თანხა. ასევე, მოითხოვს, რომ ახალციხის ქალთა სკოლას 300 მანეთზე მეტი გამოუყონ, რადგან ეს თანხა არ არის საკმარისი.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 207, გვ. 2

 

 

 

 

 

1902 28 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის საგუბერნიო კომიტეტის სხდომაში, რომელიც განიხილავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საკითხს.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 208, გვ. 2.

 

 

 

 

 

1902 29 სექტემბერი   

 

 

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც ირჩევენ სათავადაზნაურო სკოლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ კომისიაში.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 208, გვ. 2

 

 

 

 

 

1902 10 ოქტომბერი

 

 

 

 

 

 

 

თბილისის გუბერნიის მარშალ დავით მელიქიშვილთან, გრიგოლ დიასამიძესთან, მეუღლესთან და სხვებთან ერთად სტუმრად არის წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში.  

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 217.

პირთა ანოტაციები:

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე (1856-1909)

თბილისის გუბერნიის მარშალი, იმპერატორის კარის ეგერმაისტერი, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის სიძე, დისშვილის – რუსუდან სტაროსელსკაიას მეუღლე.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე (1870-1960)

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

 

 

 

 

 

1902 ოქტომბრის შუა რიცხვები

 

 

 

 

 

 

 

მონაწილეობს კომისიის სხდომაში, რომელიც განიხილავს პრემიის მისაღებად საკონკურსოდ წარმოდგენილ პიესებს.   

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 1937, გვ. 3-4.

 

 

 

 

 

1902 29 ოქტომბერი

 

 

 

 

 

 

 

თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 11 და 27 ნოემბერს.   

 

 წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

 

 

 

 

 

1902 2 ნოემბერი

 

 

 

 

 

 

 

  ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის მიერ შექმნილი წიგნების გამოცემის კომისიის პირველ სხდომაზე იღებენ დადგენილებას, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან გამოსცენ: „კაცია –ადამიანი?!’’, „გლახის ნაამბობი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „ოთარაანთ ქვრივი“.   

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1 , საქ. 25

 

 

 

 

 

1902 23 ნოემბერი

 

 

 

 

 

 

 

  თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას 11 დეკემბერს.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

 

 

 

 

 

1902 10 დეკემბერი  

 

 

 

 

 

 

 

მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაში, გამოდის სიტყვით სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად საკრედიტო საზოგადოების მიერ მთავრობისგან ფულის სესხების წინააღმდეგ. მოჰყავს გერმანიის მაგალითი, საუბრობს საკრედიტო დაწესებულებებზე, რომლებსაც გარანტიად აქვთ არა ნივთიერი საწინდარი, არამედ შრომისმოყვარეობა, თვითმოქმედება და ურთიერთნდობა.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 266, 267

 

 

 

 

 

1902 12 დეკემბერი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის სიტყვა მცირე კრედიტის ორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წარმოთქვა სასოფლოსამეურნეო საზოგადოების კრებაზე.   

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1902, № 2013.

 

 

 

 

 

1902 15 დეკემბერი  

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 დეკემბერი“ („ძლიერ თავმდაბალი კალმოსანი გამოდგა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაშა, ბ-ნო ქართველო დეფო!”.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 15 დეკემბერი, № 269, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 541.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 724-725.

პირთა ანოტაციები:

დეფო დანიელ (1660-1731)

ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი.

 

 

 

 

 

1902 17 დეკემბერი  

 

 

 

 

 

 

 

ქართველ ქალთა ამხანაგობა ილია ჭავჭავაძეს, ეკატერინე სარაჯიშვილს, ნიკო ღოღობერიძეს, იაკობ გოგებაშვილს და მარიამ ზუბალაშვილს გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს სამკერვალო სკოლისთვის გაწეული დახმარებისათვის.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 270.

პირთა ანოტაციები:

ფორაქიშვილ-სარაჯიშვილისა ეკატერინე ივანეს ასული (1862-1916)

დავით სარაჯიშვილის მეუღლე, ქველმოქმედი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ წარმატებით უძღვებოდა მის მეურნეობას და სამი მილიონი უანდერძა საქართველოს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს.

ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911)

პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ზუბალაშვილი მარიამ (გარდ. 1903)

საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, „ქართველ ქალთა ამხანაგობის“ წევრი.

 

 

 

 

 

1902 19 დეკემბერი  

 

 

 

 

 

 

 

ალექსანდრე ყიფშიძე ახალციხიდან პეტერბურგში წერილს უგზავნის ძმას, ზაქარიას და მოუთხრობს, როგორ გამოითხოვა ილია ჭავჭავაძემ ბანკისგან ახალციხის ქალთა სასწავლებლისთვის 300-ის ნაცვლად 500 მანეთი.   

 

წყარო:

ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ. 1-2, გვ. 185-190.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

 ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938)

გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა.

 

1902 21 დეკემბერი  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 დეკემბერი“ („ყველაზე სახიფათო მხარე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გათეთრება შავისა“.   

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 21 დეკემბერი, № 274, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 543.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 725.

 

 

 

 

 

1902 30 დეკემბერი  

 

 

 

 

 

 

 

თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს 1903 წლის 20 და 27 იანვარს.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

 

 

 

 

 

1902

 

 

 

 

 

 

 

ანდრეევის (ამჟამად გიორგი ჩუბინაშვილის) ქუჩაზე ასრულებს სახლის რემონტს და მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადადის.   

 

წყარო:

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, შწ. 1030.

პირთა იდენტიფიკაცია:

სავარაუდოდ, ქუჩას ერქვა კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის პირადი ექიმის - ერასტ სტეფანეს ძე ანდრეევსკის სახელი.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (1885-1973)

მეცნიერი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი, ცნობილი ლექსიკოგრაფის - დავით ჩუბინაშვილის შვილიშვილი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

 

 

1902

 

 

 

 

 

 

 

ვაჟა ფშაველა უძღვნის პოემას „ძაღლიკა ხიმიკაური“.   

 

წყარო:

ვაჟა-ფშაველა, თსკ 10 ტომად, ტ. 4, საქართველოს მაცნე, 2006. პირთა ანოტაციები: ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915), პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი.

 

 

 

 

 

1902

 

 

 

 

 

 

 

იაკობ გოგებაშვილი წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „სიმართლე თბილისის შესახებ“.   

 

 წყარო:

Правда о Тифлисе, Тфл., 1902.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

 

 

1902

 

 

 

 

 

 

 

„საქართველოს კალენდარში“ იბეჭდება წინასიტყვაობა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ 1877 წელს „ივერიის“ პირველ ნომერს წარუმძღვარა.   

 

წყარო:

საქართველოს კალენდარი 1903, თბ., 1902, გვ. 412-424.

 

 

 

 

 

1902

 

 

 

 

 

 

 

იბეჭდება კრებული „პატარა ჩანგი“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის ლექსები „გახსოვს, ტურფავ...“ და „კითხვა-პასუხი“.   

 

წყარო:

პატარა ჩანგი, გამოცემა „გუთნისა“ (არ. ქუთათელაძის სტამბა), ტფილისი, 1902, გვ. 4, 32

 

 

 

 

 

1902

 

 

 

 

 

 

 

პატარა წიგნად გამოდის ილია ჭავჭავაძის ტექსტზე „ტყემ მოისხა ფოთოლი...“ დიმიტრი არაყიშვილის მიერ დაწერილი რომანსის ნოტები, ტექსტის რუსული თარგმანითურთ, რომელიც შესრულებულია ივანე და ალექსანდრა თხორჟევსკების მიერ.   

 

წყარო:

არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს-ძე, ტყემ მოისხა ფოთოლი (ნოტი), (რომანსი) მეცცო სოპრანოსათვის ფ-პ. აკომპ.) / დ. არაყიშვილი; სიტყვ. თავად ილია ჭავჭავაძისა, (რუსული) თარგმ. ივან და მარიასი, Тифлис, (Издание) К. Месхиева, 1902 (Литогр. К. Месхиева), გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს ძე (1873-1953)

კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნეეთნოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული პროფესიული მუსიკის და ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებელი.

თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910)

რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში.

თხორჟევსკი ალექსანდრა ალექსანდრეს ასული (1855-1933)

მთარგმნელი, პოეტისა და მთარგმნელის, ივანე ფელიქსის ძე თხორჟევსკის მეუღლე. ხშირად ერთობლივად აქვეყნებდნენ ლექსებს ფსევდონიმით „ივან-და-მარია“.

 

 

 

 

 

1902

 

 

 

 

 

 

 

 ანდრია ღულაძესა და გიგო თოიძესთან ერთად აყალიბებს კონსერვების დამამზადებელ ამხანაგობას „ანკარა“ და საგურამოში, თავისი სახლის წინ იწყებს წარმოებას.   

 

 წყარო:

თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 101; ა. თურქიაშვილი, ჩემი მოგონება ილია ჭავჭავაძის შესახებ, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ფონდი № 1030.

პირთა ანოტაციები:

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

თოიძე გრიგოლ (გიგო) ივანეს ძე (გარდ. 1915)

მეურნე, ქველმოქმედი, მხატვარ მოსე თოიძის ძმა.

 

 

 

 

 

1902-დან 

 

 

 

 

 

 

 

უბის წიგნაკში იწერს მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში გა­მოცემული რუსული და ფრანგული წიგნების დასახელებებს და გამოცემის წლებს.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 10, ავტოგრაფი № 65, ფ. 5-6 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ მომდევნო ჩანაწერის დროის მიხედვით.

 

 

 

 

 

1902-დან

 

 

 

 

 

 

 

უბის წიგნაკში იწერს გლეხების სახელებს და ვის რამდენი საჟენი მიწა აქვს.   

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 10, ავტოგრაფი № 65, ფ. 6 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ მომდევნო ჩანაწერის დროის მიხედვით.

 

 

 

 

 

1902-დან

 

 

 

 

 

 

 

უბის წიგნაკში აკეთებს ამონაწერებს სხვადასხვა წლების კონკრეტული საბანკო  საქმეებიდან, იწერს შენიშვნებს კონვერსიის და კრედიტის გაიაფების შესახებ.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 10, ავტოგრაფი № 65, ფ. 7, 8 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

დათარიღება:

ვათარიღებთ ამ საქმეებიდან ყველაზე გვიანდელის მიხედვით.