გაზ. “დროება“, 1880, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 142. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 654. ი. ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძე და მეფის ცენზურა.გაზ. „კომუნისტი“, 1937, 4
აპრილი, გვ. 3. ჟურნ. „ივერია“, 1883, № 7-8, მინაწერი გარეკანის მესამე გვერდზე. გაზ. „ივერია“, 1886, № 155, გვ. 2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 728-729; გაზ. „ივერია“, 1887, 18 ივლისი, № 147, გვ. 1-2;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 488. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17532; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.),
სოხუმი, 1949, გვ. 109-110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 263,
510. პირთა იდენტიფიკაცია: კატოს შესახებ იხ. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 203-204. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ
(ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული
(1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი,
ქველმოქმედი. კატო წერილში მოხსენიებული კატოს ვინაობა დაუდგენელია. გაზ. „ივერია“, 1893, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, თბილისი, 2007, გვ. 201. გაზ. „ივერია“, 1903, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 573. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711,
729-730. გაზ. „ივერია“, 1903, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის
უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 573. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711,
729-730. გაზ. „ივერია“, 1904, № 190, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933) ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის
ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად. ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940) ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის
დამფუძნებელი.
1880
18 ივლისი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სასამართლო
და ადგილობრივი ენები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1883
18 ივლისი
მისი ფელეტონის „შინაური მიმოხილვა“ ბეჭდვას კრძალავს საცენზურო კომიტეტი.
წყარო:
1886
18 ივლისი
გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით ბეჭდავს
ლექსს „კაცად მაშინ ხარ საქები...“
წყარო:
1887
18 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ივლისი“ („წინა წერილში მოყვანილი
წესის ძალითა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო
ბანკის“ გარშემო“.
წყარო:
1889
18 ივლისი
საპასუხო წერილს სწერს დას – ელისაბედს. ატყობინებს, რომ თბილისშია და
აპირებს საგურამოში წასვლას. ოლღას დიდი სამზადისი აქვს მისი დღეობისთვის,
რომელზეც ძალიან ბევრი სტუმარი აპირებს მისვლას. მოკითხვას უთვლის კატოს და
წუხილს გამოთქვამს, რომ ისინი მის დღეობას ვერ დაესწრებიან.
წყარო:
1893
18 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
17 ივლისი“ („ბევრმა მაგალითებმა წინადაც და ნამეტნავად...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ქვეყნის ეკონომიური
ცხოვრების საზრუნავი“.
წყარო:
1903
18 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
18 ივლისი“ („ქართული საეკკლესიო გალობა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ძვირფასი განძი“.
წყარო:
1903
18 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
18 ივლისი“ („ქართული საეკკლესიო გალობა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ძვირფასი განძი“.
წყარო:
1904
18 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ კრიპტონიმით „პ. პ.“ იბეჭდება დასასრული გამოხმაურებისა
ქრისტეფორ ვერმიშევისა და ივანე ჯავახიშვილის წიგნებზე. მასში
გაბათილებულია ვერმიშევის არაერთი ბრალდება ილია ჭავჭავაძის ნარკვევის
წინააღმდეგ და ნათქვამია, რომ ავტორი ცდილობს „სომხის უმართლო მწერლების“
გამართლებას.
წყარო: