The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


21.08

1886    
     
21 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 20 აგვისტო“ („ჩვენ ჩვენის შეძლებისამებრ გამოვიძიეთ მიზეზი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს „არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა...“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 21 აგვისტო, № 181, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 294.

     
1869    
     
21 აგვისტო    
     
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია პეტერბურგში „კაცია – ადამიანის?! დაბეჭდვის შესახებ“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1869, № 34, გვ. 1-2.

     
1873    
     
21 აგვისტო    
     
მოსკოვიდან პეტერბურგში წერილს უგზავნს ვასილ მაჩაბელს, უზიარებს სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულ ბანკებთან ურთიერთობის მოგვარების იმედი გაჩნდა და სთხოვს „დროების“ იმ ნომრის გაგზავნას, რომელშიც დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი და ბ. ღოღობერიძე“. აპირებს, ჩაერთოს ნიკოლაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის პოლემიკაში.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 553; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 44; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 52; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 47, 385-386.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.

     
1880    
     
21 აგვისტო    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „დაბრუნებული აფხაზები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 21 აგვისტო, № 176, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 156.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 657

     
1886    
     
21 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 20 აგვისტო“ („ჩვენ ჩვენის შეძლებისამებრ გამოვიძიეთ მიზეზი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“ რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ლექსს „არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა...“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 21 აგვისტო, № 181, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 294.

     
1890    
     
21 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ხელმოწერით აქვეყნებს სტატიას სათაურით „წერილი მეგობართან“ („28 თიბათვეს შევესწარი რატილის ხოროს გალობას...“).   წყარო:

„Иверия“ о Кутайском земельном банке“, «Новое обозрение», № 2293.

     
21 აგვისტო    
     
გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს მისი წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ რუსული თარგმანის დასასრულს რედაქციის შენიშვნებით.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 21 აგვისტო, № 179, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 21/ VIII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 489. ატრიბუცია: ლ. ჭრელაშვილი, ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ და გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხები, კრებ. „ქართული ჟურნალისტიკა“, 1981.

პირთა ანოტაციები:

ბებურიშვილი ეტლია გურგენის ძე

ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ცხოვრობდა გურიაში.

     
1907    
     
21 აგვისტო    
     
საგურამოში მასთან სტუმრად ადის არტურ ლაისტი.   წყარო:

არტურ ლაისტი, უკანასკნელი დღეები ი. ჭავჭავაძისა, მნათობი, 1937, № 5, გვ. 23-24.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.